1. ანგარიშგების ფორმა №22-ში, აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა საკრედიტო ვალდებულებების ჩამოწერა (გარესაბალანსოზე გატანა) და ვალის პატიება განხორციელდა საანგარიშო პერიოდში.

2. ანგარიშგების ფორმა №22-ში არ აისახება ინფორმაცია იმ ჩამოწერილი საკრედიტო ვალდებულებების შესახებ, რომლებზეც მიმდინარეობს სასამართლო დავა ან სააღსრულებო წარმოება.

3. ანგარიშგების ფორმა №22-ში ინფორმაცია აისახება ფიზიკური და იურიდიული პირების რეზიდენტობის მიხედვით.

4. ანგარიშგების ფორმა №22-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ ჩამოწერილი კრედიტების და ვალის პატიების შემთხვევების შესახებ, რომელთა მოცულობა საანგარიშო პერიოდში აღემატება 50 000 ლარს (ერთ პირზე ჯამურად ან/და ინდივიდუალურად), ჩამოწერის/პატიების თარიღში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

5. ანგარიშგების ფორმა №22-ში არ აისახება ინფორმაცია ჩამოწერილი/ნაპატიები პროცენტისა და ჯარიმის შესახებ.

6. ანგარიშგების ფორმა №22-ში არ აისახება ინფორმაცია ჩამოწერილი კრედიტის თანხის შესახებ, თუ იმავე საანგარიშო პერიოდში კრედიტი სრულად დაიფარა. თუ კრედიტი ნაწილობრივ დაიფარა იმავე საანგარიშო პერიოდში, ანგარიშგების ფორმა №22-ში აისახება მხოლოდ დარჩენილი (ჩამოწერილი) საკრედიტო ვალდებულების მოცულობა.

7. ანგარიშგების ფორმა №22-ში ჩამოწერილი კრედიტებისა და ვალის პატიების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, თითოეული კლიენტის მიხედვი