1. მიკრობანკი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:
ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს 31 ივლისისა;
ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.
2. კონკრეტული მიკრობანკის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, მიკრობანკის მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ანგარიშგება გამოითხოვოს ვადაზე ადრე. ამასთან, ანგარიშგების გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს მიკრობანკის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.
3. ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, მიკრობანკი ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირება