1. მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.
2. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(140)
საქმე №ას-417-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2024
…ბანკის მოთხოვნის უფლება მსესხებლის მიმართ. [პალატის მითითებით, მოცემული პუნქტის შინაარსის გათვალისწინებით, ბანკსა და გ.ძ–ვს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა ექცეოდა სსკ-ს 371-ე მუხლის რეგულირების სფეროში და არა სსკ-ს 203-ე მუხლით განსაზღვრულ ვალის გადაკისრების რეგულირებაში]. 7.12. გარდა ამისა, პალატის მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ 2008 წლის 29…
საქმე №ას-497-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
…77. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება მოვალის ნაცვლად მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების ინსტიტუტის გამიჯვნას სამოქალაქო სამართლის ისეთი ინსტიტუტისაგან, როგორიცაა ვალის გადაკისრება ( სსკ-ის 203-ე მუხლი). ვალის გადაკისრება წარმოადგენს სანივთო-სამართლებრივ გარიგებას, რომელიც აბსოლუტურად ცვლის სამართლებრივი ურთიერთობის თავდაპირველ სუბიექტებს. გარდა…
…განმცხადებლებს არ დაუსახელებიათ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს თუ რამდენად საპატიო იყო მიზეზი რის გამოც მოსარჩელეებმა კონკრეტული მტკიცებულებები საქმის განხილვის დროს სასამართლოში ვერ წარადგინეს (იხ. სსსკ-ის 203-ე და 215-ე მუხლები). 25. „ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვთ ამ…
საქმე №ას-815-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
…განმარტების საფუძველზე უნდა შეფასდეს იპოთეკა უნდა გავრცელდეს თუ არა მსესხებელი კომპანიის ნაცვლად, 31.12.2015 წელს ფიზიკურ პირზე - პირველ მოპასუხეზე- გაცემული სესხიდან წარმოშობილ ვალდებულებაზე. 14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 203.1-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ, იმ პირობებში, როდესაც გენერალური ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოვალეს წარმოადგენდა კომპანია, ამ სესხის…
საქმე №ას-1627-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
…არ იძლევა აღნიშნული მუხლის შემადგენლობას. რაც შეეხება ვალის გადაკისრების სამართლებრივ საფუძველს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არც აღნიშნული შემადგენლობის არსებობა არ დგინდებოდა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან ნათლად უნდა დგინდებოდეს ახალი მოვალის…
საქმე №ას-1627-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024