მუხლი 197. ახალი მესაკუთრისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა
1. პირს, რომელიც 193-195-ე მუხლების მიხედვით კარგავს თავის საკუთრებას, ან სხვაგვარად ირღვევა მისი უფლება, შეუძლია ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს იმ პირს, ვინც მესაკუთრე გახდა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა დაუშვებელია.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა არ წარმოიშობა, თუ ახალმა მესაკუთრემ ნივთი სასყიდლიანი ხელშეკრულებით მესამე პირისაგან შეიძინა.
III. საკუთრების შეძენა უფლებებსა და მოთხოვნებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(30)
საქმე №ას-1535-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2019
…სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 191-ე, 196-ე, 197-ე და 1971-ე მუხლებით. 6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ წარდგენილი შუამდგომლობა თავისი შინაარსით წარმოადგენდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ…
…ს.ფ.288). სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხის კუთვნილ ქონებას, მდებარეს სიღნაღის რაიონის სოფ. ბოდბისხევში (ს/კ 5. და ს/კ 5--) ყადაღა დაედო (სსსკ-ის 191-ე, 193-ე 197-ე, 198-ე, 271-ე მუხლები; იხ. ტ.4, ს.ფ. 15-18). 23. საკასაციო სასამართლო დამატებით იმასაც აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების მხარეთა ვალდებულებაა, სასამართლო სხდომაზე…
…მოპასუხეთა წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. 3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი უარყოფილი იქნა და საქმე გადაიგზავნა სააპელაციო სასამართლოში (სსსკ-ის 197-ე, 1971 მუხლები; იხ. განჩინება- ტ.5, ს.ფ. 1429-1435). 4. მოპასუხეთა საჩივრის უარყოფას საქალაქო სასამართლოს მიერ საფუძვლად დაედო შემდეგი მოტივები: 4.1. სასამართლომ…
საქმე №ას-57-53-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2017
…უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო: 15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი. ამავე კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჩივრის შეტანა შეიძლება, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის…
…ტ.2, ს.ფ.106-112). 12. სააპელაციო სასამართლოს 20.09.2016წ. განჩინებაზე საჩივარი (თანდართული დოკუმენტაციით) შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სსსკ-ის 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებისა და 197-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით. 13. მოპასუხემ საჩივარში (იხ. ტ.2, ს.ფ. 303-415) მიუთითა: 13.1. მოსარჩელე 2012 წლის 30 მაისიდან არის საწარმოს 39 % წილის…
…საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-ე და 197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე…