მუხლი 194. თანასაკუთრება მოძრავი ნივთების შერწყმის შედეგად წარმოშობილ ნივთზე
1. თუ მოძრავი ნივთები ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ისინი ახალი ერთიანი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებად იქცნენ, ანდა მოძრავი ნივთები ერთმანეთს შეერწყნენ, მაშინ ადრინდელი მესაკუთრეები ხდებიან ამ ახალი ნივთის თანამესაკუთრენი. წილი განისაზღვრება იმ ღირებულების შესაბამისად, რომელიც ნივთებს მათი შეერთების დროს ჰქონდათ.
2. თუ ერთ-ერთი ნივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, მიჩნეულია მთავარ ნივთად, მაშინ მისი მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრებას საკუთვნებელზედა
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(67)
საქმე №ბს-1248(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2024
…სასამართლოში მოთხოვნის დაზუსტების შედეგად განმცხადებლებმა მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის იმ ღონისძიების გამოყენება (გასხვისების აკრძალვა), რაც 22.10.2021წ. შუამდგომლობით ჰქონდათ მოთხოვნილი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის…
საქმე №ას-773-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
…(იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-25, 342-344). 2.7. მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად N074210119801 სისხლის სამართლის საქმეზე - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,გ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,გ’’ ქვეპუნქტით. 2.8. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ:,,შპს,,ვ–ს’’ [მოპასუხე ბანკში] გახსნილ საბანკო…
საქმე №ბს-322(2უს-22.) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
…(ს.ფ. 125). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებულ უკუგზავნილზე განთავსებულია სსკ-ის 73.8 მუხლით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტი და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. ა(ა)იპ „...-სათვის“ სსკ-ის 194.3 მუხლით დადგენილი გასაჩივრების 05 დღიანი ვადა ამოიწურა 23.02.2022წ. 24 საათზე, ხოლო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია 25.02.2022წ. (ს.ფ. 138-142).…
საქმე №ას-392-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2021
…ნივთზე ხარჯს გასწევს და ამით, ნივთის ღირებულებას 60%-ზე ნაკლებით გაზრდის, მოთხოვნის უფლება არ გააჩნია. სხვადასხვა პირობის გათვალისწინებით, ხარჯის გამწევი მეუღლის მოთხოვნა შეიძლება ეფუძნებოდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ან 194-ე და 195-ე მუხლებს (მხოლოდ მოძრავ ნივთებთან მიმართებით), ან 163-ე მუხლის მე-2 ნაწილს, ან - 987-ე მუხლს. 28. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს…
საქმე №ას-1361-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2021
…ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. შესაბამისად, საფუძველსაა მოკლებული სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა. კასატორი მიუთითებს სამართალში ხანდაზმულობის ვადების დანიშნულებაზე და მიაჩნია, რომ სსკ-ის 128-ე მუხლი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 194-ე მუხლის ანალოგია. კასატორი აღნიშნავს, რომ გსკ-ის 218-ე მუხლის მიხედვით შეზღუდვაა დაწესებული ხელშეკრულებიდან გასვლაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ…
საქმე №ას-835-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2020
საქმე №ას-1162-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019