გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.05.2019
საქმის ნომერი
330210018002673149
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 2/29728-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - ხ----------------ა

წარმომადგენელი - პ------------ე

მოპასუხე - შ------------–ი”

წარმომადგენელი (დირექტორი) - ი-----–----------ა

დავის საგანი - უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ხ----------------ა ცნობილი იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, მ--------------------------------------7----------------------------–------------------------------------–------------------–------------ საკადასტრო კოდი: 0--------------- მესაკუთრედ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2009 წლის 10 ივნისს შ------------–სა” და ხ----------------ას შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება, რომლის თანახმად შ------------–მა” იკისრა ვალდებულება ხ----------------ასათვის საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება - მდებარე ქ. თბილისი, დ---------------------–--------------------–--------–-----------------------------------–-----–------–--------–------------–- (საკადასტრო კოდი: 0---------------). მოპასუხეს ბინა მზა მდომარეობაში უნდა გადასცემოდა 2009 წლის 30 დეკემბრამდე, ხოლო მოსარჩელეს ბინის ნასყიდობის საფასური (26 360 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა 2009 წლის 30 დეკემბრამდე. მოსარჩელე ხ----------------ამ აღნიშნული ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, მოპასუხემ კი დაარღვია ფართის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება. ხელშეკრულების დადების შემდგომ მოსარჩელისათვის გადასაცემი უძრავი ქონების მისამართი შეიცვალა და ამჟამად, საცხოვრებელი სახლის მისამართია ქ. თბილისი, მ--------------------------------------7----------------------------–------------------------------------–------------------–------------ საკადასტრო კოდი: 0---------------.

 

შ------------–ის” მხრიდან არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოსარჩელე ითხოვს საკუთრების უფლებით აღირიცხოს მის მიერ შეძენილი ქონება მდებარე ქ. თბილისი, მ--------------------------------------7----------------------------–------------------------------------–------------------–------------ საკადასტრო კოდი: 0---------------.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შ------------–ი”-მ სარჩელი ცნო. არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2009 წლის 10 ივნისს შ------------–სა” და ხ----------------ას შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება, რომლის თანახმად შ------------–მა” იკისრა ვალდებულება ხ----------------ასათვის საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება - მდებარე ქ. თბილისი, დ---------------------–--------------------–--------–-----------------------------------–-----–------–--------–------------–- (საკადასტრო კოდი: 0---------------). ხელშეკრულების დადების შემდგომ მოსარჩელისათვის გადასაცემი უძრავი ქონების მისამართი შეიცვალა და ამჟამად, საცხოვრებელი სახლის მისამართია ქ. თბილისი, მ--------------------------------------7----------------------------–------------------------------------–------------------–------------ საკადასტრო კოდი: 0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

- 2009 წლის 10 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება.

 

3.1.2. დადგენილია, რომ ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის ფასი შეადგენდა - 26 360 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შორის ასევე გაფორმდა გადახდის გრაფიკი, რომლის შესაბამისადაც, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა ნასყიდობის ფასი გრაფიკის თანახმად - 2009 წლის 30 დეკემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

- 2009 წლის 10 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება.

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სრულად აუნაზღაურა მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხა, რასაც ასევე ადასტურებს მოპასუხე მხარე და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი ქვითრები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

- 2009 წლის 10 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება.

- თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.

 

3.1.4. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მოპასუხე მხარემ არ გადასცა მოსარჩელეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, მ--------------------------------------7----------------------------–------------------------------------–------------------–------------ საკადასტრო კოდი: 0---------------, საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

- 2009 წლის 10 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება.

 

3.1.5. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონება, ქ. თბილისი, მ--------------------------------------7----------------------------–------------------------------------–------------------–------------ საკადასტრო კოდი: 0---------------, წარმოადგენს მოპასუხე მხარის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 17.07.2018 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------).

 

3.1.6. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 17.07.2018 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. შ------------–მა” არ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე, 316-317-ე, 323-ე 361-ე, 629-ე, მუხლები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხე შ------------–მა” აღიარა სარჩელო მოთხოვნის კანონიერება და საფუძვლიანობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.

6.2. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია ორი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც თავისი არსით სკ-ის 50-ე, 327-ე, 477-ე და 629-ე მუხლების გათვალისწინებით, წარმოადგენს ნარდობის და არა ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელწოდებაა ''მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ ხელშეკრულება''.

 

ამავე კოდექსის 629.1-2 მუხლებით, (1) ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. (2) თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

 

ამავე კოდექსის 361.2 მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2009 წლის 10 ივნისს შ------------–სა” და ხ----------------ას შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება, რომლის თანახმად შ------------–მა” იკისრა ვალდებულება ხ----------------ასათვის საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება - მდებარე ქ. თბილისი, დ---------------------–--------------------–--------–-----------------------------------–-----–------–--------–------------–- (საკადასტრო კოდი: 0---------------). ხელშეკრულების დადების შემდგომ მოსარჩელისათვის გადასაცემი უძრავი ქონების მისამართი შეიცვალა და ამჟამად, საცხოვრებელი სახლის მისამართია ქ. თბილისი, მ--------------------------------------7----------------------------–------------------------------------–------------------–------------ საკადასტრო კოდი: 0---------------. ხელშეკრულების თანახმად ხ----------------ას საცხოვრებელი ფართის საფასურის - 26 360 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ საკუთრებაში უნდა გადასცემოდა უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, მ--------------------------------------7----------------------------–------------------------------------–------------------–------------ საკადასტრო კოდი: 0---------------. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა გადახდილი ნასყიდობის საფასური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის არის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა და ხელშეკრულება წერილობითაა გაფორმებული. მოსარჩელეებმა შეასრულეს თავისი ვალდებულება და გადაიხადეს შეთანხმებული საზღაური, ხოლო მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეებს არ გადასცა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე.

 

6.3. საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელ ბინაზე მესაკუთრედ ცნობა. მოპასუხე აღიარებს და არ უარყოფს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა მოვალეთა რეესტრში მისმა რეგისტრაციამ და ქონებაზე რეგისტრირებულმა შეზღუდვამ.

 

''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო შპს ''ცენტრ პოინტი სიტის'' შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ვინაიდან მოპასუხე მხარის მიმართ ვრცელდება ყადაღა/აკრძალვა მთელ მის ქონებაზე აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა) რომელიც გამოიწვევს ქონების ავტომატურ გადასვლას სხვის საკუთრებაში (განკარგვას). შესაბამისად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

 

ამავე კოდექსის 3.2. მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით კი მოპასუხეს შეზღუდული აქვს მატერიალური უფლების - საკუთრების უფლების განკარგვის უფლება. თუმცა მოსარჩელის სარჩელს სასამართლო აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის საფუძველზე. შესაბამისად, ერთის მხრივ დადგენილია, რომ კანონით განსაზღვრული წესით გადაეცა მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს და მეორეს მხრივ სასამართლო არ მიიჩნევს სადავოდ იმ საკითხს, რომ მას, როგორც მესაკუთრეს, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე აქვს უფლება მიიღოს შეძენილი უძრავი ნივთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა გადაეცეს საკუთრებაში სადავო უძრავი ქონება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

წინამდებარე შეთანხმებაში, მართალია, სარჩელი არსებითად იქნა განხილული, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2076.80 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 208-ე, 49-ე, 243-244-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ხ----------------ას (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე ხ----------------ა (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნას უძრავი ქონების - მდებარე: ქ. თბილისი, მ--------------------------------------7----------------------------–------------------------------------–------------------–------------ საკადასტრო კოდი: 0--------------- - ის მესაკუთრედ.

 

3. დაუბრუნდეს ხ----------------ას (პ/ნ 0----------) სარჩელზე მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2076.80 ლარი, რომელიც სს „ლიბერთი ბანკი"-ს 1--------- წლის # 1------- საგადახდო დავალებით ჩაირიცხა ანგარიშზე სახაზინო კოდი - 300773150;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე