გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.09.2019
საქმის ნომერი
330210119003042191
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - ზვ----------–---–ი

წარმომადგენელი - ბო------------–---–ი

მოპასუხე - შპს „დი--------------------ი“

წარმომადგენელი - მა------–--–------ე

დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირი - შპს „ევ-----–---“

დავის საგანი - უძრავი ქონების უფლებრივი ნაკლისაგან გათავისუფლება, მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ზვ----------–---–ი ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბ--–-----------------------------------------------------------------–-----------, ფართი 80.9---------------------------------------------------------------------------) მესაკუთრედ.

 

(მოსარჩელემ მოთხოვნა დააზუსტა საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე იხ. სხდომის ოქმი).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

და-–------------–სა და შპს „დი--------------------ს“ შორის 2005 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება ფართის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება და-–------------–ისთვის გადაეცა საცხოვრებელი ფართი და ავტოფარეხი, მდებარე ქ. თბ--–--–-------------------------–---------------–---------------ის მიმდებარე ტერიტორია მე-1-----------ში (იგ-------------------------). თვის მხრივ და-–------------–ს უნდა გადაეხადა უძრავი ქონების ღირებულება - 31 343 აშშ დოლარი. და-–------------–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მოპასუხეს დათქმულ ვადაში სრულად გადაუხადა, თუმცა მოპასუხემ უძრავი ქონება ვადაში ვერ გადასცა.

 

2010 წლის 29 ივლისის ხელშეკრულებით და-–------------–მა შპს „დი--------------------ისგან“ შესყიდულ უძრავ ქონებაზე უფლებები გადასცა შვილს, ზვ----------–---–ს.

მოსარჩელესა და მოპასუხე შორის 2010 წლის 30 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით ზვ----------–---–ი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ.

 

შპს „დი--------------------ს“ შეექმნა ფინანსური პრობლემები და აღმოჩნდა მოვალეთა რეესტრში, რის გამოც ვერ მოხერხდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხისთვის საკუთრებაში გადაცემა. სააღსრულებო ბიუროს მიერ სადავო უძრავი ქონება დაყადაღებულია შპს „ევ-----–---ს“ სასარგებლოდ. დაწყებულია სააღსრულებო წარმოება და უახლოეს დროში შესაძლებელია მოხდეს ქონების იძულებით აუქციონზე გატანა, რაც მოსარჩელეს აყენებს მძიმე მდგომარეობაში. იგი დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში, იხდის კომუნალურ გადასახადებს და ქონებაზე არსებული ყადაღის, ასევე მოპასუხის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო მოსარჩელე ვერ დარეგისტრირდა მესაკუთრედ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო სრულად.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა. განსახილველ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს მესამე პირად ჩაბმულ იქნა - შპს ,,ევ-----–---“. ამ უკანასკნელს ზვ----------–---–ის სარჩელზე მოსაზრების წარმოსადგენად განესაზღვრა ვადა. წარმოდგენილი მოსაზარების თანახმად, შპს „ევ-----–---ს“ მიმართ კრედიტორული დავალიანება გააჩნია შპს „დი--------------------ს“, აქედან გამომდინარე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოხდა მისი ქონების დაყადაღება შპს „ევ-----–---ს სასარგებლოდ“. შპს „ევ-----–--მა“ მიუთითა, რომ გააჩნია ბიუჯეტის დავალიანება და შემოსავლების სამსახურის მიერ დაყადაღებული აქვს მთელი ქონება.

 

მესამე პირი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2005 წლის 28 ოქტომბერს შპს „დი--------------------სა“ და და-–------------–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ფართის გადაცემის შესახებ, რომლითაც შპს „დი--------------------მა“ იკისრა ვალდებულება, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბ--–----------------------------–---------------–-----------------------------------------------, ფართობი 37830 კვ.მ.), მომავალში ასაშენებელ სახლში, და-–------------–ისთვის გადაეცა მე-14 ბლოკში, მე-4--------------–-----------------–ზე, ორ ოთახიანი ბინა №--, საერთო ფართით 80,98 (76,5+4,48) კვ.მ.

 

თავის მხრივ და-–------------–მა იკისრა ვალდებულება შპს „დი--------------------ისათვის“ ფართის გადაცემის სანაცვლოდ, გადაეხადა 31343 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 28.10.2005წ. ხელშეკრულება ფართის გადაცემის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2010 წლის 29 ივლისს შპს „დი--------------------ს“, და-–------------–ს და ზვ----------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ზვ----------–---–ს, როგორც მომავალ მესაკუთრეს, საკუთრებაში გადაეცა და-–------------–სა და შპს „დი--------------------ს“ შორის 2005 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი - უძრავი ქონება, მდებარე დი-------------------–---------------–-----------------------------------------------, ფართობი 37830 კვ.მ.), მე-14 ბლოკში, მე-4--------------–-----------------–ზე, ორ ოთახიანი ბინა №--, საერთო ფართით 80,98 (76,5+4,48) კვ.მ.

 

ამავე ხელშეკრულებით სამივე მხარემ დაადასტურა, რომ და-–------------–ს გამყიდველის წინაშე სრულად აქვს შესრულებული თავისი წილი სახელშეკრულებო ვალდებულება, სრულად აქვს დაფარული უძრავი ქონების ღირებულება 31343 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 29.07.2010 წლის ხელშეკრულება;

 

3.1.3. 2010 წლის 30 ივლისს შპს „დი--------------------სა“ და ზვ----------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების სამომავლო საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად, შპს „დი--------------------მა“ ზვ----------–---–ს სამომავლო საკუთრების უფლებით გადასცა ქ. თბ--–--–-----------------–-------–---------------–-------ე ქარხნის მიმდებარედ, მდებარე მიწის ნაკვეთზე ასაშენებელ მრავაფუნქციური დანიშნულების სახლში, მე-1-----------ში, მე-4--------------–-----------------–ზე, ბინა №--, საერთო ფართით 80.98 კვ.მ.

 

ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად, უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა 31343 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. ამავე პუნქტით განისაზღვრა, რომ აღნიშნული თანხა შენატანის სახით სრულად იქნა გადახდილი ქონების მიმღების მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დადებამდე.

 

ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, ქონების გადამცემმა იკისრა ვალდებულება უძრავი ქონება მიეყვანა 2005 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კონდიციამდე და იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების სრული დაცვით გადაეცა მოსარჩელისათვის. შესაბამისად, საკუთრების მიმღებს საკუთრების უფლება ქონებაზე წარმოეშობოდა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 30.07.2010 წ. ხელშეკრულება უძრავი ქონების სამომავლო საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2010 წლის 30 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილ----------------------------------------------–---------------–--------------------------------------------------------------------------------------–--------------------------------------------------------------------------, როგორც მომავალი მესაკუთრის საკუთრება, საჯარო რეესტრში აღირიცხა ზვ----------–---–ის სახელზე, ხოლო უძრავი ქონების მესაკუთრედ კვლავ შპს „დი--------------------ია“ რეგისტრირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილ----------------------------------------------–---------------–--------------------------------------------------------------------------------------–--------------------------------------------------------------------------, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 24 მაისის და 2017 წლის 12 ივნისის მომართვების საფუძველზე რეგისტრირებული ყადაღა. თავად მოპასუხე შპს „დი--------------------ი“ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.6. თბილისის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, კრედიტორის შპს „ევ-----–---ს“ სასარგებლოდ 2013 წლის 15 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სადაც მოვალეს სხვა კომპანიებთან ერთად წარმოადგენს შპს „დი--------------------ი“. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უნდა განხორციელდეს მოვალის სახელზე რეგისტრირებული დაყადაღებული ქონების რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 03.06.2019 წლის წერილი.

 

3.1.7. მოსარჩელე ზვ----------–---–ი ფაქტობრივად დაუფლებულია ქ. თბ--–--–---------------------------------------------–---------------–-----------------------------დ), მე-1-----------ი, მე-4 სადარბაზო, მე-4 სართული, ბინა №---ს, რეგისტრირებულია აბონენტად და იხდის კომუნალურ გადასახადებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-კომუნალური მომსახურების გადახდის ქვითარი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზვ----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 361-ე, 323-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე,180-ე მუხლები.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამდენად, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, სარჩელის ცნობა, მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია. თუმცა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული შეზღუდვა გამორიცხავს სარჩელის ცნობის საფუძვლით მისი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამიტომ, არსებითი განხილვის პირობებში უნდა შემოწმდეს მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია ორი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც თავისი არსით წარმოადგენს ნარდობის და არა ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელწოდებაა „ხელშეკრულება ფართის გადაცემის შესახებ“.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.

 

2005 წლის 28 ოქტომბერს შპს „დი--------------------სა“ და და-–------------–ს შორის გაფორმდა მომავალი საკუთრების უფლების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესაბამისად, და-–------------–მა მოპასუხისგან შეიძინა სადავო ბინაზე საკუთრების უფლება. ნასყიდობის ფასად განისაზღვრა 31 343 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც და-–------------–მა სრულად დაფარა. 2010 წლის 29 ივლისს და-–------------–ს, ზვ----------–---–სა და შპს „დი--------------------“ს შორის, ხოლო 2010 წლის 30 ივლისს შპს „დი--------------------სა და ზვ----------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ზვ----------–---–ი დარეგისტრირდა სადავო ბინის მომავალ მესაკუთრედ.

 

მხარეთა შორის არის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა და ხელშეკრულება წერილობითაა გაფორმებული. ზვ----------–---–ის უფლებრივმა წინამორბედმა შეასრულა თავისი ვალდებულება და გადაიხადა შეთანხმებული საზღაური, ხოლო მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელ ბინაზე მესაკუთრედ ცნობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნასყიდობის საგანზე რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრების უფლება, ხოლო მომავალ მესაკუთრეს წარმოადგენს ზვ----------–---–ი. მოპასუხე აღიარებს და არ უარყოფს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა მოვალეთა რეესტრში მისმა რეგისტრაციამ და ქონებაზე რეგისტრირებულმა შეზღუდვამ.

 

''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო შპს ''დი--------------------ს“ შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება.

 

ვინაიდან მოპასუხე მხარის მიმართ ვრცელდება ყადაღა/აკრძალვა მთელ მის ქონებაზე, აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა) რომელიც გამოიწვევს ქონების ავტომატურ გადასვლას სხვის საკუთრებაში (განკარგვას). შესაბამისად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით კი მოპასუხეს შეზღუდული აქვს მატერიალური უფლების - საკუთრების უფლების განკარგვის უფლება. თუმცა მოსარჩელის სარჩელს სასამართლო აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის საფუძველზე. შესაბამისად, ერთი მხრივ, დადგენილია, რომ კანონით განსაზღვრული წესით გადაეცა მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს და მეორე მხრივ, სასამართლო არ მიიჩნევს სადავოდ იმ საკითხს, რომ მას, როგორც მესაკუთრეს, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე აქვს უფლება მიიღოს შეძენილი უძრავი ნივთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონება საკუთრებაში უნდა გადაეცეს უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 2571.5 ლარი და 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეების მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად. შესაბამისად, მოსარჩელეს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 15.07.2013 წელს გაცემული N2/1------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბ--–---------------------------–---------------–-------------------------------------------ა, კორპუსი 14, ფართი მშენებარე, სადარბაზო 4, სართული 4, ბინა N97, 80.9-------------------------------------------------------- (ახლანდელი პ-----------------) ზვ----------–---–სა და შპს ,,დი--------------------ს'' შორის №2/1------- სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზვ----------–---–ის სარჩელი შპს „დი--------------------ის“ მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

1.1. ზვ----------–---–ს (პ/ნ 0-----------) ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბ--–-----------------------------------------------------------------–-----------, ფართი 80.9---------------------------------------------------------------------------) მესაკუთრედ.

 

2. მოსარჩელე ზვ----------–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 12/06/2019 წელს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 2571.5 ლარი (საგადასახდო დავალება №1) და 12/06/2019 წელს გადახდილი - 500 ლარი (საგადასახდო დავალება №1), რომლებიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 3--------,3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე