სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლი · სსსკ 193
თავი XXIII — სარჩელის უზრუნველყოფა # # #
განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეუტყობინებლად.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 193-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს გაფიცვის უფლების აკრძალვის შესახებ განცხადების განხილვას მოპასუხე მხარის მოწვევით) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/7/1462 – ვებგვერდი, 10.10.2025წ.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/7/1462 – ვებგვერდი, 10.10.2025წ.
მთავარი მონაცემები
ვადაერთი დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 193. განცხადების განხილვის წესი განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეუტყობინებლად. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 193-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს გაფიცვის უფლების აკრძალვის შესახებ განცხადების განხილვას მოპასუხე მხარის მოწვევით) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/7/1462 – ვებგვერდი, 10.10.2025წ. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/7/1462 – ვებგვერდი, 10.10.2025წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(105)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 105-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-954-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2026
სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვისას იგი მსჯელობს მხოლოდ განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული საკითხი, სსსკ-ის 193-ე მუხლის შესაბამისად, მისი გადაუდებელი ხასიათიდან გამომდინარე, განცხადების შეტანიდან 1 (ერთი) დღის ვადაში, მოპასუხისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე წყდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 198-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. B. O. B.(B.O.B.) III B.V. ბ.ო.ბ–ის (ბ.ო.ბ.) III ბ.ვ.-ის განცხადება ნიდერლანდების სამეფოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2026 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 194-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: შპს „A. C.“-ს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2024 წლის 04 ნოემბრის Nე-2-2(113)-3625/2024 გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საქმე №ას-753-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2025
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 191-ე, 193-ე და 198-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო. 4. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხე კომპანიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე დაყრდნობით: 4.1.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულება ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას სასამართლო ერთი დღის ვადაში და მოპასუხისთვის შეუტყობინებლად განიხილავს ( სსსკ-ის 193-ე მუხლი) (საქმე №ას-1543-2023, 05.03.2024წ.). 27. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხეს სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დროულად არ ეცნობა.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 193, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-193/