მუხლი 196. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორით
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლი · სსსკ 196
თავი XXIII — სარჩელის უზრუნველყოფა # # #
1. მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.
2. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
3. ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 196. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორით 1. მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. 2. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. 3. ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010წ.,№75,27.12.2010 წ., მუხ.480
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(93)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 93-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-954-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2026
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არ ართმევს მოპასუხეს უფლებას, ისარგებლოს სსსკ-ის 196-ე და 196¹ მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმებით, მათ შორის, მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების სახის შეცვლა, უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლება ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა, თუ ამის სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.
საქმე №ას-289-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2026
სასამართლო, ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლს, რომლის თანახმად, მხარეთა თხოვნით, დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.
საქმე №ას-15-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
ამ პროცესუალურ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სსსკ-ის 196-ე და 196¹ მუხლებს, რომლებიც არეგულირებენ სარჩელის უზრუნველყოფის სახის შეცვლას, ასევე უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლებასა და ყადაღადადებული ქონების გამიჯვნის საკითხებს.
საქმე №ას-38-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2026
ამის საპირისპიროდ, სსსკ-ის 196-ე მუხლი სწორედ რომ ადეკვატური უზრუნველყოფის სხვა ადეკვატური ქონებით ჩანაცვლებას შეეხება, ხოლო 1961 მუხლი კი, პირდაპირ ითვალისწინებს ყადაღადადებული ქონების გამიჯვნას;
საქმე №ას-1310-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2024
კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე.
საქმე №ას-934-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.08.2024
საქმე №ას-150-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
საქმე №ას-1373-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2024
საქმე №ას-150-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2024
საქმე №ას-659-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2023
საქმე №ას-403-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2023
საქმე №ას-849-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2022
საქმე №ას-993-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2022
საქმე №ას-795-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2022
საქმე №ას-590-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2022
საქმე №ას-138-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2022
საქმე №ას-587-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2022
საქმე №ას-1085-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.12.2021
საქმე №ას-1259-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2021
საქმე №ას-1115-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2021
საქმე №ას-722-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2021
საქმე №ას-678-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
საქმე №ას-420-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2021
საქმე №ას-422-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2021
საქმე №ბს-313(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2021
საქმე №ას-1385-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
საქმე №ას-277-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2021
საქმე №ას-1287-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2021
საქმე №ას-824-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2020
საქმე №ას-1170-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.12.2020
საქმე №ას-1435-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2020
საქმე №ას-481-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2020
საქმე №ას-485-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2020
საქმე №ას-485-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2020
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 196, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-196/