მუხლი 192. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე
თავი XXIII — სარჩელის უზრუნველყოფა # # #
1. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს სასამართლოში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.376
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 192. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე 1. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით შემგათხვევაშლი მოსწინააღმდეგე მხარბულის განცხადების საფუძველზე სასამართლოს მიერ დანკმაყოფილების შნაემთხვს ევაში სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს, რო სასამართლოშის განჩინების მიღებიდან 10 დღის ვლობადაშიც,. თუ ამ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემომტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.376 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(92)
საქმე №ას-1140-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2025
…199-ე მუხლის მე-3 ნაწილით გვარდება (თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა, რადგან სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია,…
საქმე №ას-32-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2024
…მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება (თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ან 36330 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა…
საქმე №ას-1443-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2024
…სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადა. სარჩელი არც აღძრულა და არც სასამართლოში წარდგენილა კანონით დადგენილ ვადებში, რაც სსსკ 192 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენდა მიღებული უზრუნველყოფის ზომის გაუქმების უპირობო საფუძველს. 2024 წლის 18 ივნისს განმცხადებელმა სასამართლოს წერილობით…
საქმე №ას-1460-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2024
…მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრას, რისთვისაც ითხოვდა სადავო წილის დაყადაღებას, რაც დაკმაყოფილდა კიდეც სასამართლო განჩინების ძალით. აღნიშნულის შედეგად კი, ლ.ქ–მა მოიპოვა დამატებით 10-დღიანი ვადა სარჩელის აღსაძრავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192.2 მუხლიდან გამომდინარე, რაც, დადგენილია, რომ დაცულია, სახელდობრ, ლ.ქ–ის სარჩელი ლ.ქ–ის მიმართ, ლ.ქ–ის სამკვიდრო ქონების…
საქმე №ას-404-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2024
…მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება (თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ან 36330 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა…
საქმე №ას-156-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
საქმე №ას-186-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2022
საქმე №ას-168-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2022
საქმე №ას-68-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2022
საქმე №ას-212-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2022
საქმე №ას-14-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2022
საქმე №ას-955-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2021
საქმე №ბს-335(უს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
საქმე №ას-277-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2021
საქმე №ას-273-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2021
საქმე №ბ-1277-2(ბ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2020
…საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 3. რეესტრში რეგისტრაცია არ ათავისუფლებს პირს ფულადი გადახდევინების აღსრულებისაგან. 4. რეესტრის მონაცემები საჯაროა და აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების ხელმისაწვდომობას ამ კანონის 192 მუხლში მითითებული ორგანოებისათვის, აგრეთვე მონაცემების მუდმივ განახლებას. 5. აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების საამისოდ უფლებამოსილი…