საადგილმამულო დავა აღიძვრება ერთ-ერთი მხარის განცხადებით. განცხადებას უნდა დაერთოს საჭირო დოკუმენტები.

საადგილმამულო დავის მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ:

გაეცნონ საადგილმამულო დავის მასალებს;

ამოიწერონ საჭირო მონაცემები;

მონაწილეობა მიიღონ საადგილმამულო დავის განხილვაში;

წარადგინონ დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი;

აღძრან შუამდგომლობა;

მისცენ ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება;

უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობანი, დასკვნები და მოსაზრებანი;

მიიღონ საადგილმამულო დავის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილების ასლ