გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№330210019003142909 (2/20142-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე ნ-----------–----
წარმომადგენელი ვ-–-----------------
მოპასუხე ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------
წარმომადგენელი მ------------–---–-
მოპასუხე ს---------------–--------------–------------
წარმომადგენელი ი-----–--–--------
დავის საგანი მოძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე ნ-----------–----ს კუთვნილი მოძრავი ნივთის - ნ--------------–---–-- ფერწერული სურათის - „ბატკანი“ (მუყაო, ზეთი, 42X58.4---- მოპასუხეების, ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------სა და ს---------------–--------------–------------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გადაცემა.
(ს---------------–--------------–------------ მოპასუხედ იქნა დასახელებული მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე (იხ. 2019 წლის 18 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, საოქმო განჩინება ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------სთვის არასათანადო მოპასუხედ ცნობაზე უარის თქმისა და მოპასუხედ ს---------------–--------------–------------ს ჩაბმის შესახებ (13:22:26 სთ; ს.ფ. 147-149, 156-159)).
სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:
2009 წლის 18 სექტემბერს, მოსარჩელის მამამ - დ---------–----- განცხადებით მიმართა ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს, წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები და მოითხოვა წარდგენილ ნიმუშზე - ნ-----------------–---–-------------- - „ს---------------------“ შესაბამისობის დადასტურება, ანუ, დასკვნის გაცემა. 2010 წლის 29 ივნისს ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ში ჩატარდა ნ--------------–---–-- ავტორობის შემსწავლელი კომისიის სხდომა. 2010 წლის 1 ივლისს დ---------–-----, მინისტრ ნ-----–--------------- ხელმოწერით მიიღო წერილობითი პასუხი, რომ „ს---------------------“ არ მიეკუთვნება ნ--------------–---–-- შემოქმედებას.
2011 წლის 21 დეკემბერს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ო-------–---–-- მოქალაქე დ---------–----- მფლობელობაში არსებული ა/მანქანიდან - „მ-------------–-“ ე-250, სახ. ნომერი ს------- მოახდინა „სავარაუდოდ“ ნ--------------- ტილოს „თ-------–-------“ ამოღება. აღიძრა №------------ სისხლის სამართლის საქმე, დაინიშნა ექსპერტიზა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2011 წლის 31 დეკემბრის №- სხდომის ოქმით დაიდო დასკვნა, რომლის თანახმადაც, ფერწერული სურათი - „--------- (მუყაო, ზეთი, 42X58.4---- სავარაუდოდ წარმოადგენს ნ--------------–---–-- შემოქმედების ერთ-ერთ ნიმუშს.
№------------ სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე მ-----–--–--–---–-- ნაწილში. მის მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და დ---------–----- საკუთრებაში არსებული სურათი, მ-----–--–--–---–-- წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენით, გადაეცა სახელმწიფოს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა წერილი მისწერა ს----------–----------------------------- და ითხოვა 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული სურათის მუზეუმისთვის უსასყიდლოდ გადაცემა. ს----------–----------------------------- 2012 წლის 22 ივნისის №---- ბრძანებით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, დ---------–----- საკუთრებაში არსებული ნახატი უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს ე---------–-----------.
2012 წლის 5 ივნისის განაჩენის შესახებ დ---------–-----თვის ცნობილი გახდა 2013 წელს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით მ-----–--–--–---–-- მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა და დადგა გამამართლებელი განაჩენი იმ საფუძვლით, რომ მ-----–--–--–---–- დანაშაული არ ჩაუდენია.
2019 წლის 6 მარტს საქართველოს მთავარი პროკურატურის დადგენილებით დ---------–----- მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ანუ დადგინდა, რომ დ---------–----- უკანონოდ შეძენილი ნივთები არ ჰქონია, შესაბამისად, დანაშაულიც არ ჩაუდენია. ამდენად, ცნობილ იქნა ნახატის კანონიერ შემძენად და მესაკუთრედ.
2019 წლის 11 მარტს დ---------–----- წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს ე---------–-----------, წარუდგინა გამამართლებელი განაჩენი და დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა ნივთის კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება.
2019 წლის 11 მარტის განცხადებაზე რეაგირების მიზნით მასალები ეროვნული მუზეუმიდან გადაეგზავნა ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს, რომელმაც მიღო პასუხი შესაბამისი მითითებით 2019 წლის 10 აპრილს. 10 აპრილის წერილზე შესაბამისი განცხადება გადაგზავნა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმაც და დ---------–----- წარმომადგენლის მიერ 18 მარტს დამატებითი განცხადებაც იქნა შეტანილი.
2019 წლის 11 ივნისის წერილით დ---------–----- წარმომადგენელს ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------მ აცნობა, რომ ვინაიდან სურათის კუთვნილების საკითხი არ გადაუწყვეტია სასამართლოს, სამინისტრო მოკლებული ყოფილა საკითხის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ანუ, მესაკუთრეს დაუბრუნოს კანონიერად შეძენილი ქონება.
დამიანე ალანია გარდაიცვალა. ნ-----------–----, კი, როგორც გარდაცვლილის ანდერძისმიერი მემკვიდრე, გახდა სურათის მესაკუთრე.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სამინისტრო წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან სადავო ნივთი არ იმყოფება მის მფლობელობაში. თუმცა, მხარემ სადავო გახადა ნახატზე მოსარჩელის საკუთრების უფლება და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ნივთის კანონიერ მფლობელს, რომელსაც საქათველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით გადაეცა სურათი მფლობელობაში. აღნიშნული ბრძანება, კი, სადავოდ არ გამხდარა.
2.2. ს---------------–--------------–------------ს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, ს----------–----------------------------- ბრძანების საფუძველზე სადავო ნახატი მუზეუმს კანონიერ სარგებლობაში გადაეცა და ჰქონდა მისი ფლობის ლეგიტიმაცია. ამასთან, ვინაიდან, საქართველოს ე---------–----------- დამოუკიდებლად რაიმე სახის გადაწყვეტილებს მიღება არ შეუძლია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან სახელმწიფოს ყველა ორგანო იქნა საქმის კურსში ჩაყენებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 18 სექტემბერს ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს განცხადებით მიმართა დ---------–----- და ითხოვა ნ-----------------–---–-- სურათის - „ს---------------------“, შესაბამისობის დადგენა და დასკვნის გაცემა. განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა ანტიკვარული სალონი შ---------------“ მიერ 2001 წლის 17 მარტს გაცემული ქვითარი ნ-----------------–---–-- ნახატების „მ--–---“ და „ს---------------------ს“ ნასყიდობის საფასურის გადახდის თაობაზე, ამონარიდი გაზეთ „ქ--------–-------------“, სალონ „ხ--–--------- მიერ 2001 წელს გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ფერწერული ნამუშევარი „--------- (მუყაო, ზეთი, ზომები 42X58.4 სმ, სურათის მუქ შავ ფონზე გამოსახულია თეთრი ბატკანი წითელი ყელსაბამით. ბ-------- შავი ჩლიქების ფორმა განთავსებულია თეთრი მონასმებით. სურათის შუა ნაწილში აქვს ვერტიკალური ფიგურული ნასკდომი. ჩამოტეხილი აქვს ქვედა მარცხენა და ზედა მარჯვენა კუთხე. სურათის ქვედა მარჯვენა კუთხეში ნ------------------ ინიციალებით H--. ინიციალები თანდართულია ფერწერული ტილოსი), თავისი შესრულების მანერით, კოლორიტით, ფერთა გამებით მსგავსია 20-ე საუკუნის დასაწყისში შესრულებული ნამუშევრისა და მიეკუთვნება ნ-----------------–---–-- ფუნჯს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ. 20);
- ქვითარი (ს.ფ. 21);
- ამონარიდი გაზეთ „ქ--------–-------------“ (ს.ფ. 22-23);
- სალონ „ხ--–--------- დასკვნა, (ს.ფ. 24);
3.1.2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 2010 წლის 29 ივნისის ნ--------------–---–-- ავტორობის შემსწავლელი კომისიის №- სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის წევრებმა, ნ-----------------–---–-- ავტორობის დადგენის მიზნით, ვიზუალური ექსპერტიზის მიმდინარეობისას, მოახდინეს ფერწერული სურათის, „ბ--------“ (მუყაო, ზეთი, 42X58.4---- შედარება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ----------–---–-- სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ ნ-----------------–---–-- 2 სურათთან: 1. საინვ. №-60, „ს---------------------“ (მუშამბა, ზეთი, 73X114,5 სმ) და 2. საინვ. №218, „ს---------------------“ (მუშამბა, ზეთი, 95X61 სმ). კომისიის წევრთა აზრით, წარმოდგენილი სურათისა და ეტალონური ნიმუშების შედარებითმა ანალიზმა თვალსაჩინო გახადა ორიგინალებსა და დ----–----- საკუთრებაში დაცულ ნამუშევარს შორის არსებული განსხვავება, რაც ნათლად გამოვლინდა შესრულების განსხვავებულ მანერაში (მონასმის, კოლორიტის, ფიგურის დეტალებისა და ფონის გადმოცემა). კომისიის წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მოქალაქე დ----–----- საკუთრებაში დაცული ფერწერული სურათი - „--------- (მუყაო, ზეთი, 42X58.4---- არ მიეკუთვნება ნ-----------------–---–-- შემოქედებას. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დ---------–----- ეცნობა 2010 წლის 01 ივლისის №---------- წერილით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმი (ს.ფ. 25);
- წერილი (ს.ფ. 26);
3.1.3. 2011 წლის 21 დეკემბრის ამოღების ოქმის მიხედვით, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ო-------–---–-- მოქალაქე დ---------–----- მფლობელობაში არსებული ა/მანქანიდან - „მერსედეს ბენცი E----“, სახ. ნომერი S------, მოახდინა სავარაუდოდ ნ--------------- ტილოს „თ-------–--------ს ამოღება. ამოღებული ნახატი დალუქულ იქნა პოლიეთილეის პარკში შსს კპდ-ის ლუქით №-9.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამოღების ოქმი (ს.ფ. 27-30);
3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლოციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოლიციის პოლკოვნიკის ნ--------–---- 2011 წლის 23 დეკემბრის №------- წერილით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ეცნობა, რომ საქართველოს შსს კრიმინალური პოლოციის დეპარტამენტის წარმოებაშია №------------ სისხლის სამართლის საქმე, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19-186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ საქმეზე წინასწარი გამოძიების მსვლელობისას 2011 წლის 21 დეკემბერს მოქალაქე დ---------–----- მფლობელობაში არსებული ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა სავარაუდოდ ნ--------------–---–-- ტილო „თ-------–--------ს გამოსახულებით. იმის გასარკვევად, ამოღებული ფერწერული ტილო მიეკუთვნება, თუ არა ნ--------------–---–-- შემოქმედებას და ატარებს, თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, ლ-------------–--------–-----------------–----------------------------–---------–- 2011 წლის 22-23 დეკემბრის დადგენილებებით დანიშნული იქნა საკომისიო ხელოვნებათმცოდნეობისა და სასაქონლო ექსპერტიზები. მინისტრის მოადგილეს ეთხოვა ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი კომისიისათვის სპეილაისტბის მივლინების დავალება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილი (ს.ფ. 31);
3.1.5. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნ--------------–---–--ა და კ-------------- ავტორობის შემსწავლელმა კომისიამ მონაწილეობა მიიღო ლ-------------–--------–-----------------–----------------------------–---------–- სისხლის სამართლის საქმე №-------------ზე წარმოებულ ექსპერტიზაში. კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №- სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის წევრებმა, ნ-----------------–---–-- ავტორობის დადგენის მიზნით, ვიზუალური ექსპერტიზის მიმდინარეობისას, მოახდინეს ფერწერული სურათის, „ბ--------“ (მუყაო, ზეთი, 42X58.4---- შედარება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ----------–---–-- სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდში დაცულ ნ-----------------–---–-- ანალოგიური სიუჟეტის მქონე სურათთან. კომისიის წევრების მიერ დადგენილ იქნა, რომ ფერწერული სურათი - „--------- (მუყაო, ზეთი, 42X58.4---- სავარაუდოდ წარმოადგენს ნ--------------–---–-- შემოქმედებითი მემკვიდრეობის ერთ-ერთ ნიმუშს. ამასთან, საჭიოა ნამუშევრის ლაბორატორიული გამოკვლელვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ. 32);
- სხდომის ოქმი (ს.ფ. 33-36);
3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის (საქმე №1--------, 0-----------) განაჩენის აღწერილობითი ნაწილის შესაბამისად, „დ---------–----- გამოძიებით დაუდგენელ დროს და ვითარებაში შეიძინა ნ--------------–---–-- ნახატები: „--------- და „მ--–-“, რომელთა კანონიერად შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნდა. აღნიშნული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით და მათი დაუსაბუთებელი წარმოშობის დასაფარად, 2009 წლის გაზაფხულზე, იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა მისი შვილის მეგობარს, შპს სალონ „ო---------“ დირექტორს მ-----–--–--–---–- და სთხოვა დაემზადებინა სალაროს ყალბი ქვითარი, თითქოს ნ--------------–---–-- ნახატები: „--------- და „მ--–-“ შეიძინა სალონში 35 000 აშშ დოლარად. მ-----–--–--–---–-- 2009 წლის გაზაფხულზე, 2001 წლის 17 მარტის თარიღით, პირადი მოტივით დაამზადა ყალბი სალაროს ქვითარი და გადასცა დ---------–-----. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის შეძენით დ----–----- მოახდინა დაუსაბუთებელი ქონების უკანონო ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, კერძოდ, ნ--------------–---–-- ნახატის „ბ--------“ უკანონო ლეგალიზება, რომლის ღირებულებაა 600 000 ლარი.“ მ-----–--–--–---–-- მიერ აღიარებულ იქნა ბრალი და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვით. ასევე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თ/აღკვეთა 9 (ცხრა) თვით. დანიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად შეიკრიბა და ბრალდებულ მ-----–--–--–---–- საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თ/აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნ--------------–---–-- ფერწერული ნამუშევარი „--------- გადაეცა სახელმწიფოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განაჩენი (ს.ფ. 37-40);
3.1.7. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა 2012 წლის 14 ივნისის №--------- წერილით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, სსიპ ს----------–----------------------------- მომსახურების სააგენტოს გენერალურ დირექტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის №--------- (0-----------) განაჩენის საფუძველზე სთხოვა უსასყიდლოდ, მუდმივად ფიროსმანის ფერწერული ტილოს - „--------- გადაცემა. ს----------–----------------------------- მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 22 ივნისის №---- ბრძანებით, სსიპ „საქართველოს ე---------–-----------“ უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ნ-----------------–---–-- ფერწერული ნამუშევარი „--------- და აღნიშნულის საფუძველზე შედგა შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ. 41);
- ბრძანება (ს.ფ. 42);
- მიღება-ჩაბარებს აქტი (ს.ფ. 43-45);
3.1.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (საქმე №-აგ/104-18) გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 05 ივნისის განაჩენი მ-----–--–--–---–-- მიმართ. დადგინდა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდებოდა მ-----–--–--–---–-- მიერ იმ დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც ის დამნაშავედ იქნა ცნობილი. შესაბამისად, მ-----–--–--–---–- უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. ასევე, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. განაჩენით დადგინდა ნ-----------------–---–-- ფერწერული ნამუშევარი „----------ს კუთვნილების საკითხის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განაჩენი (ს.ფ. 50-68);
3.1.9. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2019 წლის 6 მარტის დადგენილებით, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დადგენილება (ს.ფ. 70-73);
3.1.10. 2019 წლის 11 მარტს, ხოლო დამატებით ამავე წლის 18 მარტს დ---------–----- წარმომადგენელმა ვ-–-----------------მ ნ--------------–---–-- ფერწერული სურათის, „ბ--------“ (მუყაო, ზეთი, 42X58.4----, კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ე---------–-----------. განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, საქართველოს მთავარი პროკურატურის 2019 წლის 6 მარტის დადგენილება, დ---------–----- გარდაცვალების მოწმობა, ნ-----------–----ს სანოტარო ორგანოში შეტანილი განცხადება გარდაცვლილი მამის სამკვიდროს მიღების თაობაზე, სამკვიდრო მოწმობა და ნ-----------–----ს მიერ გაცემული რწმუნებულება. 2019 წლის 11 მარტის განცხადებაზე თანდართული მასალები რეაგირების მიზნით, იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მკაფიოდ არ არის ფერწერული ტილოს მესაკუთრის ვინაობა დადგენილი და მუზეუმს არ აქვს უფლება დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების ან მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მიღებული ბრძანების გარეშე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის მიერ გადაეგზავნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს. ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს 2019 წლის 23 აპრილის წერილის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით სასამართლოს ნამუშევრის კუთვნილების საკითხი დადგენილი არ აქვს. ამდენად, სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის 2012 წლის 14 ივნისის №--------- წერილი, ასევე, „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“-სათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ ს----------–----------------------------- მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილის 2012 წლის 22 ივნისის №---- ბრძანება, მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11.03.2019 და 18.03.2019 წლის განცხადებები თანდართული მასალებით (ს.ფ. 47-86);
- 18.03.2019, 10.04.2019, 15.04.2019 და 23.04.2019 წლის წერილები (ს.ფ. 87-94);
3.1.11. 2019 წლის 6 მაისს ნ-----------–----ს წარმომადგენელმა ვ-–-----------------მ განცხადებით მიმართა ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს კულტურის დეპარტამენტს და ითხოვა ფერწერული ტილოს - „--------- (მუყაო, ზეთი, 42X58.4----, კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნება. ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს 2019 წლის 11 ივნისის წერილით განმცხადებელს უარი ეთქვა თხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლოს მიერ ნამუშევრის კუთვნილების საკითხი არ არის გადაწყვეტილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ. 95-101);
- წერილი (ს.ფ. 102);
3.1.12. დ---------–----- გარდაცვალების თარიღია 2014 წლის 14 აპრილი და მისი დანაშთი სამკვიდრო ქონება (რაც მოიცავს მთელი ქონების, აქტივებისა და პასივების ½ ნაწილს, გარდა დ---------–----- მიერ 2013 წლის 25 ნოემბერს ანდერძით, რეგისტრაციის №---------, ნაანდერძევი ნ-----------------–---–-- ნახატისა „ს---------------------“) 2014 წლის 27 ნოემბრის (რეგისტრაციის №-41299699) სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო გარდაცვლილის შვილმა - ნ-----------–----მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 80-81);
- მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის ფაქტის დადასტურების შესახებ (ს.ფ. 82-83);
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 84-86);
3.1.13. ნ-----------------–---–-- ფერწერული სურათი - „--------- (მუყაო, ზეთი, 42X58.4---- იმყოფება ს---------------–--------------–------------ს მფლობელობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნ--------------–---–-- ფერწერული სურათი - „--------- (მუყაო, ზეთი, 42X58.4---- წარმოადგენდა დ---------–----- საკუთრებას.
სასამართლო განმარტავს: სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
განსახილველ შემთხვევაში მართალია, ს----------–-----------–--------–---------------–-------------------------------------- უთითებს, რომ არის არასათანადო მოპასუხე, თუმცა, აქვე სადავოდ ხდის სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ ნახატზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას (სუსგ 27.10.2011წ. საქმე №ას-914-954-2011, 5.12.2014წ. საქმე №ას-658-625-2014, 23.03.2016წ. საქმე №ას-1189-1119-2015).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ, მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში, მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ-ები №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018). სასამართლო განმარტავს, რომ მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის გაქარწყლების შემთხვევაში, მოძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელი აღარ ჩაითვლება მის მესაკუთრედ.
იმ პირობებში, როდესაც დავის საგანს მოძრავი ქონების ვინდიცირება წარმოადგენს და სამოქალაქო კოდექსის 158.1 მუხლის თანახმად, მფლობელის სასარგებლოდ მოქმედებს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ნივთზე ნამდვილი უფლების არსებობისა, უტყუარ მტკიცებულებზე დაყრდნობით, ეკისრება მოსარჩელეს და არა მოპასუხეს.
ამასთან, მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებებზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები - არასარწმუნოდ. გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება დაუსაბუთებლად, თუ მასში არ არის მითითებული, რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა სასამართლო, როცა საქმეში არსებული ესა თუ ის მტკიცებულება შეაფასა ასე და არა სხვაგვარად. (სუსგ. №ას-595-822-08, 04.11.2018წ; სუსგ. №ას-889-932-2011, 12.03.2012წ.)
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნ--------------–---–-- ფერწერული ნამუშევარი „--------- გადაეცა სახელმწიფოს (იხ. გადაწყვეტილების 3.1.6. პუნქტი). აღნიშნული ნამუშევრის ს---------------–--------------–------------სთვის მუდმივად, უსასყიდლოდ გადაცემის საფუძველი გახდა ს----------–----------------------------- მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 22 ივნისის №---- ბრძანება და მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მიღებულ/შედგენილ იქნა თავად საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიმართვის საფუძველზე. თავის მხრივ, ეროვნული მუზეუმის მიმართვას საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის განაჩენი (იხ. გადაწყვეტილების 3.1.7. პუნქტი). ასევე, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის განაჩენი გაუქმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რომლის თანახმადაც, „გამოძიების პროცესში მოპოვებული და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს, რომ მ-----–--–--–---–-- მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში რაიმე მტკიცებულება, რაც ირიბად მაინც მიუთითებდა მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენაზე, წარმოდგენილი არ არის. ამასთან, წარმოდგნილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გაანალიზებული უნდა იქნეს ბრალდების მხარის ეჭვი, რომ მოცემულ საქმეზე 2011 წელს გამოძიების დაწყება მიზნად ისახავდა დ---------–-----თვის ნ-----------------–---–-- ნახატის - „ბატკნის“ უკანონოდ ჩამორთმევას.“ ასევე, „საყურადღებოა, რომ სისხლის სამართლის №0---------- საქმეზე წარმოებული გამოძიების პროცესში მოპოვებული არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, გამოძიების მიერ ვერ იქნა მოპოვებული ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დ---------–----- მიერ ნ-----------------–---–-- ნახატების უკანონოდ მოპოვების ფაქტს და აღნიშნული ქმედებისათვის იგი არც ბრალდებულად ყოფილა ცნობილი. მ-----–--–--–---–-- მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ასევე ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ-----–--–--–---–-- მიერ იმ დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც ის დამნაშავედ იქნა ცნობილი.“ განაჩენით დადგინდა ნ-----------------–---–-- ფერწერული ნამუშევარი „----------ს კუთვნილების საკითხის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტა (იხ. გადაწყვეტილების 3.1.8. პუნქტი). ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით გაუქმდა ნ--------------–---–-- ფერწერულ სურათზე - „--------- (მუყაო, ზეთი, 42X58.4----, სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურატურის 2019 წლის 6 მარტის დადგენილებით სისხლის სამართლის №0---------- საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო (ის. გადაწყვეტილების 3.1.9. პუნქტი). აღნიშნული დადგენილების მიღებას საფუძვლად დაედო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და ამ განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, გამოტანილ იქნა დასკვნა, რომ „აღნიშნული განაჩენი პირდაპირ და არაპირდაპირ გამორიცხავს დ---------–----- მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.“
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2011 წლის 21 დეკემბრის ამოღების ოქმში მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ო-------–---–-- მიერ მოქალაქე დ---------–----- მფლობელობაში არსებული ა/მანქანიდან (რეკვიზიტები: „მ-------------–- E----“, სახ. ნომერი S------) იქნა ამოღებული ა ნ--------------- ტილო - „თ-------–------- (ნ--------------–---–-- ხელწერისადმი ნახატის კუთვნილების ფაქტი დადგენილ იქნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შესაბამისი კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №- სხდომის ოქმით) (იხ. გადაწყვეტილების 3.1.3. და 3.1.5. პუნქტები).
ამდენად, მითითებული გარემოებების ერთობლიობაში შეფასებით, აგრეთვე, თანხის გადახდის ქვითარზე და თავად, დ---------–----- მიერ 2009 წლის 18 სექტემბერს ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს სახელზე შედგენილ განცხადებაზე დაყრდნობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ნ-----------------–---–-- ფერწერული სურათი - „--------- (მუყაო, ზეთი, 42X58.4---- წარმოადგენდა დ---------–----- საკუთრებას.
3.2.2. 2019 წლის 31 ივლისს გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობით (რეგისტრაციის №1--------), ნ-----------–----მ, როგორც 2014 წლის 4 აპრილს გარდაცვლილი დ---------–----- ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა, 2013 წლის 25 ნოემბერს დადასტურებული ანდერძის (რეგისტრაციის №---------) საფუძველზე, მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის ნ-----------------–---–-- ნახატი „ს---------------------“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 106-108).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსის 1344-ე მუხლით, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ იქნა ნ--------------–---–-- ფერწერულ სურათზე - „--------- (მუყაო, ზეთი, 42X58.4---- დ---------–----- საკუთრების უფლება (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტი). აღნიშნული ქონება მამკვიდრებელმა მის სიცოცხლეშივე, ანდერძის მეშვეობით დაუტოვა მოსარჩელეს. ამდენად, ნ-----------–---- წარმოადგენს დ---------–----- უფლებამონაცვლეს და შესაბამისად, სადავო ნახატის მესაკუთრეს.
3.2.3. ნ--------------–---–-- ფერწერული სურათი - „--------- (მუყაო, ზეთი, 42X58.4---- იმყოფება ს---------------–--------------–------------ს არამართლზომიერ მფლობელობაში.
უდავოა, რომ ნ--------------–---–-- სადავო ნახატს ფლობს ს---------------–--------------–------------. აღნიშნულ ნივთზე დადგენილ იქნა ნ-----------–----ს საკუთრების უფლება (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. და 3.2.2. პუნქტები). ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე მუზეუმისთვის ნახატის გადაცემის საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის განაჩენის საფუძველზე განხორციელებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2012 წლის 14 ივნისის მიმართვა და ამ მიმართვის საფუძველზე ს----------–----------------------------- მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 22 ივნისის №---- ბრძანება (იხ. გადაწყვეტილების 3.1.7. პუნქტი). სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის განაჩენი გაუქმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (იხ. გადაწყვეტილების 3.1.8. პუნქტი). ამდენად, აღარ არსებობს ს---------------–--------------–------------ს მიერ სადავო ნახატის ფლობის მართლზომიერების საფუძველი და მისი ფლობის მართლზომიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ სადავოდ არ არის გამხდარი ს----------–----------------------------- მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 22 ივნისის №---- ბრძანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფლობის არამართლზომიერებასთან მიმართებაში დადასტურებულია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----------–----ს სარჩელი ს---------------–--------------–------------ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე, 1306-ე, 1344-ე, მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 85-ე, 102-ე, 105-ე მუხლები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3 მუხლები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ 2019 წლის 18 ივნისს დამტკიცებული №----- ბრძანების პირველი მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემობათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების პირველი ნაწილების მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. ნ-----------–----ს სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ნ--------------–---–-- ფერწერული სურათი - „--------- (მუყაო, ზეთი, 42X58.4---- წარმოადგენს ნ-----------–----ს საკუთრებას (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. და 3.2.2. პუნქტები).
სასამართლომ მოპასუხე ს---------------–--------------–------------ს ახსნა-განმარტების საფუძველზე, უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადავო მოძრავი ნივთი მის მფლობელობაშია (იხ. გადაწყვეტილების 3.1.13 პუნქტი). ამასთან, დადგენილ იქნა ს---------------–--------------–------------ს მხრიდან სადავო ნახატზე არამართლზომიერი მფლობელობის განხორციელება (იხ. გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტი). მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა სადავო ნივთის მფლობელობის გამამართლებელ გარემოებათა არსებობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.). არსებულ ვითარებაში, ნ-----------–----მ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება, რაც განაპირობებს ს---------------–--------------–------------ს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის დანაწესით, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ს----------–-----------–--------–---------------–-------------------------------------- წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით შეედავა სასარჩელო მოთხოვნას მისი, როგორც არასათანადო მოპასუხის მიმართ, დაყენების თაობაზე. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხედ ცნობის შესახებ. თუმცა, მოსარჩელე მხარის პოზიციის გათვალისწინებით, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა (იხ. 2019 წლის 18 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, საოქმო განჩინება ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------სთვის არასათანადო მოპასუხედ ცნობაზე უარის თქმისა და მოპასუხედ ს---------------–--------------–------------ს ჩაბმის შესახებ (13:22:26 სთ; ს.ფ. 147-149, 156-159)).
მოცემულ შემთხვევაში, ს---------------–--------------–------------ აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით იგი არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს და აღნიშნულ საკითხზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. თუმცა, სადავოდ არ ხდის ნ--------------–---–-- ფერწერული სურათის - „--------- (მუყაო, ზეთი, 42X58.4---- მის მფლობელობაში ყოფნის ფაქტს.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ 2019 წლის 18 ივნისს დამტკიცებული №1---- ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი (შემდგომში – ეროვნული მუზეუმი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №-97 დადგენილების პირველი მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №-26 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ უფლებამონაცვლეს. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 პუნქტით, ეროვნული მუზეუმის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები სახელმწიფო ხაზინასა და კომერციულ ბანკებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
ამდენად, ვინაიდან, ს---------------–--------------–------------ წარმოადგენს დამოუკიდებელი სტატაუსის მქონე იურიდიულ პირს, რომელიც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ახორციელებს სადავო მოძრავ ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს მიმართ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 120 ლარი (იხ. ს.ფ. 109)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სსსკ-ს 41.1 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. ამავე კოდექსის 39.1 მუხლის შესაბამისად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 3%-ით, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. მოხმობილი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სსსკ-ს მე-14 მუხლის ,,ა’’ პუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ საქართველოს ე---------–----------- მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 ლარი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ხოლო, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-14, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----------–----ს სარჩელი მოპასუხე ს---------------–--------------–------------ს მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ს---------------–--------------–------------ს მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს ნ--------------–---–-- ნახატი, ფერწერული სურათი - „--------- (------------------------- და გადაეცეს მის მესაკუთრეს ნ-----------–----ს.
3. ნ-----------–----ს სარჩელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიმართ - არ დაკმაყოფლდეს.
4. სსიპ საქართველოს ე---------–----------- ნ-----------–----ს სასარგბელოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 60 ლარი.
5. ნ-----------–----ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას ვლადმიერ სანიკიძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 60 ლარი (გადახდილია 120 ლარი), რომელიც 2--------- წელს N- საგადასახადო დავალების საფუძველზე ჩარიცხული იქნა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: სს „თ-----------“, ბანკის კოდი - T-------, სახაზინო კოდი - 3--------.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე