1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

2.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული წესით.

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81

საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №542-სსმI, №34, 04.12.2008წ.,მუხ.221

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3973-სსმI,№73,23.12.2010წ., მუხ.443

საქართველოს 2013 წლის
6
სექტემბრის

კანონი
№1016 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2014
წლის
5
თებერვლის კანონი №1974 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6959 - ვებგვერდი, 28.07.2020