საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №213 |
|
2019 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი |
1. სსიპ − ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის რეორგანიზაცია და მიუერთდეს სსიპ − საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. სსიპ − ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის უფლებამოსილებები გადაეცეს სსიპ − საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ჩაითვალოს მის უფლებამონაცვლედ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
2. სსიპ − საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და სსიპ − ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია და მიუერთდეს სსიპ − საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს. სსიპ − საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი ჩაითვალოს სსიპ − საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და სსიპ − ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის უფლებამონაცვლედ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
3. სსიპ − ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და სსიპ − დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეორგანიზაცია და მიუერთდეს სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჩაითვალოს სსიპ − ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და სსიპ − დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლედ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
4. სსიპ − მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის რეორგანიზაცია და მიუერთდეს სსიპ − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. სსიპ − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩაითვალოს სსიპ − მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის უფლებამონაცვლედ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
5. სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და სსიპ − მწერალთა სახლის რეორგანიზაცია და მათ ბაზაზე შეიქმნას სსიპ − ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი. სსიპ − ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი ჩაითვალოს სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და სსიპ − მწერალთა სახლის უფლებამონაცვლედ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს:
ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებში ცვლილების შეტანა/ძალადაკარგულად გამოცხადება;
ბ) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს:პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე