1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) უნდა შეიცავდეს ამ პირის:

ა) სახელწოდებას მითითებით "საჯარო სამართლის იურიდიული პირი";

ბ) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს;

გ) მართვის ორგანოების შექმნის წესსა და კომპეტენციას;

დ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის (არჩევის) წესსა და კომპეტენციას;

ე) სახელმწიფო კონტროლის ფორმასა და ფარგლებს;

ვ) საფინანსო საქმიანობის საფუძვლებს, შესატანების, საწევროებისა და სხვა მოქმედებების მოთხოვნის უფლებების ჩათვლით;

ზ) ლიკვიდაციის წესსა და პირობებს;

თ) წესდებაში (დებულებაში) ცვლილებების შეტანის წესს.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) მტკიცდება კანონით დადგენილი წესი