გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6----09
საქმე № 3-----------------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28.11.2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ივანე აღნიაშვილი
სხდომის მდივანი-ნინო გუგავა
მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მ---------------
მოპასუხე - შპს ,,ვ----’’
დავის საგანი - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობისათვის თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს - შპს ,,ვ----’’-ს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 202 746,9 ლარის გადახდა (იხ. სასარჩელო განცხადება).
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე- შპს ,,ვ----’’-ს წარმომადგენელი სასამართლო სხოდმაზე არ გამოცხდდა, მისთვის სხდომის დღე ცნობილი იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობია, მის მიერ ასევე არ იქნა წარმოდგენლი წერილობითი შესაგებელი, შესაბამისად ასევე უცნობია მისი პოზიცია წარმოდგენილ სარჩელთან დაკავშირებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს ვ----’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2000 წლის 20 სექტემბერს დარეგისტრირდა მეწარმე სუბიექტად, რომლის სამართლებრივი ფორმაა - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი - 2--------, იურიდიული მისამართი - საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დ-------–-----–---------ი მე-10 კმ., ხოლო ხელმძღვნელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მითითებულია დირექტორი ნ---------–--–--–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 74-72).
3.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ნ--------------ას ქუჩა N27-ში მდებარე 4532 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი N0--------------- (ნაკვეთის წინა ნომერი 0---------------) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (N1- საერთო ფართით 1351,81 კვ.მ. - მათ შორის I სართული 671,7 კვ.მ, II სართული - 680,11 კვ.მ.; N2 – 64,77 კვ.მ. N3- 189,21 კვ.მ. N4-120,84 კვ.მ. N5 – 285,63 კვ.მ.N6 – 285,63 კვ.მ.) საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.
ქ.თბილისში, ნ--------------ას ქუჩა N27-ში მდებარე 4532 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი N0---------------, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, კერძოდ, შენობა N1-ის პირველი სართულის 269,37 კვ.მ., შენობა N1-ის მე-2 სართულის 35,10 კვ.მ., შენობა N 2-ის 65,46 კვ.მ. და შენობა N 3-ის 19,76 კვ.მ ფართის, არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმინობისათვის იყენებდა შპს ,,ვ----’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, (ს.ფ. 14-15).
- სასარჩელო განცხადება (ს.ფ.1-12)
3.1.3. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 05.02.2019 წლის №--------- ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ქ.თბილისში, ნ--------ს ქ. N 27-ში მდებარე, საკადასტრო კოდი N0--------------- რეგისტირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის N1-ის I სართულზე არსებული 269,37 კვ.მ. ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს:
2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით - 1792 ლარი; 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1903 ლარი; 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 2451 ლარი; 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 2553 ლარი; 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით -2703 ლარი; 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით -2731 ლარი.
ქ.თბილისში, ნ--------ს ქ. N 27-ში მდებარე, საკადასტრო კოდი N0--------------- რეგისტირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის N1-ის II სართულზე არსებული 35.10 კვ.მ. ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს:
2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით - 467 ლარი; 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 496 ლარი; 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 639 ლარი; 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 665 ლარი; 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 705 ლარი; 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 712 ლარი; 2019 წლის იანვრიდან დღემდე - 748 ლარი.
ქ.თბილისში, ნ--------ს ქ. N 27-ში მდებარე, საკადასტრო კოდი N0--------------- რეგისტირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის N2-ში არსებული 65,46 კვ.მ. ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს:
2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით - 435 ლარი; 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 463 ლარი; 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 596 ლარი; 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 620 ლარი; 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 657 ლარი; 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 664 ლარი; 2019 წლის იანვრიდან დღემდე - 697 ლარი.
ქ.თბილისში, ნ--------ს ქ. N 27-ში მდებარე, საკადასტრო კოდი N0--------------- რეგისტირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის N3-ში არსებული 19,67 კვ.მ. ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს:
2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით - 131 ლარი; 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 140 ლარი; 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 180 ლარი; 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 187 ლარი; 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 198 ლარი; 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 200 ლარი; 2019 წლის იანვრიდან დღემდე - 210 ლარი.
სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 15.05.2019 წლის №--------- ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შპს ,,ვ----’’-ს მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი დაზგა-დანადგარებისა და მოწყობილობების ჯამური საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდოგმაორებით საორიენტაციოდ შეადგენს 345 520 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 05.02.2019 წლის №--------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 55-67).
- სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 15.05.2019 წლის №--------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 37-51).
3.1.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.01.2019 წ. N7/448 წერილით შპს ,,ვ----’’-ს ეცნობა, რომ ქ.თბილისში,ნ--------ს ქ. N 27-ში მდებარე, საკადასტრო კოდი N0--------------- რეგისტირებულ მიწის ნაკვეთი/უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც შპს სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. წერილით მის ადრესატს ეთხოვა უზრუნველყოს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წლის 17 სექტემბრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 07.02..2019 წ. N7/7218 წერილით შპს ,,ვ----’’-ს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 05.02.2019 წლის №--------- ექსპერტიზის დასკვნთ დადგენლი საიჯარო ქირის დაანგარიშების საფუძველზე ეცნობა არსებული დავალიანების შესახებ, მიეთითა ანგარიშის ნომრები და ეთხოვა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის არსებული დავალიანების გადახდა, ამავდროულად წერილის ჩაბარებიდან 05 კალენდარული დღის ვადაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის გამოთავისუფლება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 21.02..2019 წ. N7/10703 წერილით შპს ,,ვ----’’-ს განმეორებით ეთხოვა არსებული დავალიანების დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.01.2019 წლის №7/448 წერილი (ს.ფ. 68).
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 07.02.2019 წლის №7/7218 წერილი (ს.ფ. 69-70).
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 21.02.2019 წლის №7/10703 წერილი (ს.ფ. 71)
3.1.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.01.2019 წლის №7/448 მიმართვის პასუხად შპს ,,ვ----’’-ს დირექტორის წერილით ეთხოვა განხილულიყო საწარმოო პროცესებით დატვირთული შენობა-ნაგებობის და მის ქვეშ არსებული მიწის გონივრული ვადით, იჯარით გადაცემის საკითხი. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 07.02.2019 წლის №7/7218 მიმართის პასუხად შპს-ს დირექტორის წერილით ეცნობა, რომ შპს ,,ვ----’’ მზადაა მოახდინოს ქ. თბილისში, ნ--------------ას ქუჩა N 27-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილის არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის ეტაპობრივად გადახდა, ითხოვა საშეღავათო პერიოდი 06 თვის ვადით, ამასთან მათ მიერ გადახდილ იქნა სარგებლობის საფასურის ნაწილი 2012 წლის 17 სექტემბრიდან 203 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე 43 800 ლარი (ერთვის 14.02.2019 წ. საგადახდო დავალება N 1550143256 – 43 800 ლარი). სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 21.02.2019 წლის №7/10703 მიმართვის პასუხად, შპს ,,ვ----ს’’-ს დირექტორის წერილით ეცნობა, რომ დაკისრებული საფასურის ნაწილი 40 000 ლარი გადახდილ იქნა, ამავდროულად მიმდინარე წლის 01 მარტიდან შპს-მ შეწყვიტა ყოველგვარი კომერციული საქმიანობა და ითხოვა შესაძლობლობის ფარგლებში დარჩენილი დავალიანების ანაზღაურება მათ საკუთრებაში არსებული დაზგა-დანადგარებისა და მოწყობილობების საბაზრო ღირებულებით (ერთვის 04.03.2019 წ. საგადახდო დავალება N1551687735 – 40 000 ლარი).
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შპს ,,ვ----’’-ს დირექტორის წერილით ეცნობა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 15.05.2019 წლის №--------- ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე და განემარტა, რომ ქ. თბილისში, ნ--------------ას ქუჩაN 27-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობისათვის დაკისრებულმა საფასურმა 2012 წლიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით შეადგინა 286 391 ლარი, საიდანაც ნაწილი 43 800 და 40 000 ლარი გადახდილ იქნა მათ მიერ, დარჩენილია - 202 591 ლარი. აღნიშნული წერილით მოთხოვნილ იქნა დარჩენილი დავალიანების ჩათვლა დანართში ჩამოთვლილი დაზგა-დანადგარებისა და მოწყობილოების საბაზრო ღირებულებებით, რაც მითითებულია/შეფასებულია სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 15.05.2019 წლის №--------- ექსპერტიზის დასკვნაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ვ----ს’’-ს დირექტორის წერილი (ს.ფ. 26-27).
- შპს ,,ვ----ს’’-ს დირექტორის წერილი და საგადახდო დავალება (ს.ფ. 30-31).
- შპს ,,ვ----ს’’-ს დირექტორის წერილი და საგადახდო დავალება (ს.ფ. 32-33).
- შპს ,,ვ----ს’’-ს დირექტორის წერილი (ს.ფ. 34-36).
3.1.5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 თებერვლის N17285 სამსახურებრივი ბართით დგინდება, რომ შპს ,,ვ----’’-ს მიერ ქ. თბილისში, ნ--------------ას ქუჩა N 27-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათის დაკისრებული საფასურის სახით გადახდილია 14.02.2019 წ. – 43 800ლარი.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის N28575 სამსახურებრივი ბართით დგინდება, რომ შპს ,,ვ----’’-ს მიერ ქ. თბილისში, ნ--------------ას ქუჩა N 27-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათის დაკისრებული საფასურის სახით გადახდილია 04.03.2019 წ. – 40 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20.02.2019 წ.სამსახურებრივი ბარათი N 17285 (ს.ფ. 72).
- 20.03.2019 წ.სამსახურებრივი ბარათი N 28575 (ს.ფ. 73).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს - შპს ,,ვ----’’-ს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 202 746,9 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი ასახულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში. ,,სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას ...'' (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 10.11.2009წ. გადაწყვეტილება N 1/3/421,422 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'' II, 1). სასამართლო განმარტავს, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე უპირველესად გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებასა და უფლების სასამართლო წესით წესით დაცვის შესაძლებლობას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ,,მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013 წ. გადაწყვეტილება N 3/1/531 საქეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'', II, 3). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უყალიბდება რწმენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი (ისევე როგორც ეროვნული კანონმდებლობა), სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობად სწორედაც რომ უშვებს გარკვეული ვალდებულებების დაწესების შესაძლებლობას.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს, რომელიც განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენე მხარეები და დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები,საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ, რომელსაც წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო კიდევ ერთხელ მოიხმობს და მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან) მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. . . . .
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. საქმე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასმაართლომ საქმეში Stummer v. Austria ([GC], no.37452/02, ECHR 07/07/2011 § 89) განმარტა, რომ კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს შეფასების ფართო ზღვარი აქვს, როდესაც საკითხი ეხება სოციალური ან ეკონომიკური სტრატეგიის ზომებს. იმის გამო, რომ ის უშუალოდ იცნობს თავის საზოგადეობას და მის საჭიროებებს, ეროვნული ხელისუფლება, პრინციპში, უკეთეს მდეგომარეობაშია, ვიდრე საერთაშოსიო მოსამართლე, რომ განსაზღვროს, რა წარმოადგენს საჯარო ინტერესს სოციალური თუ ეკონომიკური კუთხით და [ევრო] სასამართლო ზოგადად პატივს სცემს საკანონმდებლო ხელისუფლების არჩევანს, თუ ის არ არის „აშკარად გონივრულ საფუძველს მოკლებული“. საქმეში El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia ([GC], no. 39630/09 , ECHR 2012. §151) სასამართლომ განმარტა, რომ საქმეებში, რომლებშიც სადავო ფაქტებია, სასამართლო გვერდს ვერ აუვლის წინააღმდეგობას ფაქტების დადგენისას იგივე სირთულით, როგორი სირთულის წინაშეც შეიძლება პირველი ინსტანციის სასამართლო იყოს. ევროსასამართლო იმეორებს, რომ მტკიცებულების შეფასებისას მან შეიმუშავა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა” მტკიცებულებითი სტანდარტი, თუმცაღა, მისი მიზანი არასოდეს ყოფილა ამ მიდგომას დასესხებოდა ეროვნულ სამართლებრივ სისტემებს. სასამართლოს როლი არ მდგომარეობს სისხლის სამართლის ბრალის ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის, არამედ, კონვენციის საფუძველზე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების პასუხისმგებლობის დადგენაში. კონვენციის მე-19 მუხლის საფუძველზე მისი ამოცანის სპეციფიურობა - უზრუნველყოს ხელშემკვრელი მხარეების მიერ მათი ვალდებულებების შესრულება, დაიცვან კონვენციაში დაცული ძირითადი უფლებები - განსაზღვრავს მის მიდგომას მტკიცებულებისა და მტკიცების საკითხებისადმი. სასამართლო პროცესებში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების დასაშვებობასთან დაკავშირებით ან წინასწარ განსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. ის იყენებს დასკვნებს, რომლებიც შეიცავენ ისეთ შეფასებებს, რომლებიც შეიძლება გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა განმარტებებიდან. მის მიერ დადგენილი პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მტკიცება შეიძლება ემყარებოდეს საკმარისად ძლიერ, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებს ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობას. უფრო მეტიც მტკიცების ხარისხი, რაც საჭიროა განსზღვრული დასკვნის გასაკეთებლად და ამასთან დაკავშირებით, მტკიცების განაწილების ტვირთი, არსებითად არის დაკავშირებული ფაქტების სპეციფიკასთან, საჩივრის ხასიათსა და რისკის ქვეშ არსებულ კონვენციის მუხლთან. ... უფრო მეტიც, უნდა აღინიშნოს, რომ ევროსასამართლოს პროცეცესებში ყველა საქმეში არ მოითხოვება პრინციპის affirmanti incumbit probatio [დამტკიცების ტვირთი მასზეა, ვინც ამტკიცებს] მკაცრად დაცვა. სასამართლო იმეორებს მის პრეცედენტულ პრაქტიკას კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებით, როდესაც სადავო საკითხები დამოკიდებულია ხელისუფლების ექსკლუზიურ ცოდნაზე, როგორც იმ საქმეებშია, რომლებიც ეხება საპატიმროებში პიროვნებებზე ზედამხედველობას, რომ ფაქტის ძლიერი პრეზუმფციები წარმოიშობა, როდესაც საკითხი ეხება პატიმრობის დროს მომხდარ გარდაცვალებებსა და დაზიანებებს. მტკიცების ტვირთი ასეთ შემთხვევაში ეკისრება ხელისუფლებას, რათა მან წარმოადგინოს საკმარისი და დამაჯერებელი ახსნა. დაახლოებით იგივე დასკვნა გვხდება საქმეში Salman v. Turkey ([GC], no. 21986/93 , ECHR 2000-VII. § 100).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „იედამსკი და იედამსკა პოლონეთის წინააღმდეგ“ განმარტა, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ წარმოადგენს აბსოლიტურ უფლებას, შესაბამისად სახელმწიფოს უფლება აქვს დაადგინოს შეზღუდვები სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შეზღუდვების ამა თუ იმ კონკრეტული გზით არ მოხდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლების არსის ხელყოფა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ვერ იქნება შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან, თუ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებულ შეზღუდვებსა და შეზღუდვების განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს შორის არ იქნება დაცული სამართლიანი ბალანსი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს და ეყრდნობა საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' 05.02.2019 წლის №--------- ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილ გარემოებებს და შეფასებას, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ ქ.თბილისში, ნ--------ს ქ. N 27-ში მდებარე, საკადასტრო კოდი N0--------------- რეგისტირებულ მიწის ნაკვეთზე განთავებული შენობა-ნაგებობის N1-ის I სართულზე არსებული 269,37 კვ.მ. ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს: 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით - 1792 ლარი; 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1903 ლარი; 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 2451 ლარი; 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 2553; 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით -2703 ლარი; 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით -2731 ლარი; ამავე მისმართზე განთავებული შენობა-ნაგებობის N1-ის II სართულზე არსებული 35.10 კვ.მ. ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს: 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით - 467 ლარი; 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 496 ლარი; 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 639 ლარი; 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 665 ლარი; 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 705 ლარი; 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 712 ლარი; 2019 წლის იანვრიდან დღემდე - 748 ლარი; ამავე მისამართზე განთავებული შენობა-ნაგებობის N2-ში არსებული 65,46 კვ.მ. ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს: 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით - 435 ლარი; 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 463 ლარი; 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 596 ლარი; 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 620 ლარი; 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 657 ლარი; 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 664 ლარი; 2019 წლის იანვრიდან დღემდე - 697 ლარი; ქ.თბილისში, ნ--------ს ქ. N 27-ში მდებარე, საკადასტრო კოდი N0--------------- რეგისტირებულ მიწის ნაკვეთზე განთავებული შენობა-ნაგებობის N3-ში არსებული 19,67 კვ.მ. ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს: 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით - 131 ლარი; 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 140 ლარი; 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 180 ლარი; 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 187 ლარი; 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 198 ლარი; 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 200 ლარი; 2019 წლის იანვრიდან დღემდე - 210 ლარი. ამდენად, აღნიშნული დასკვნის მიხედვით შპს-ს მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობისათვის დაკისრებულმა საფასურმა შეადგინა ჯამში 286 391 ლარი, საიდანაც ნაწილი - 43 800 ლარი (14.02.2019 წ. საგადახდო დავალება N 1550143256) და 40 000 ლარი (04.03.2019 წ. საგადახდო დავალება N1551687735), ჯამში 83 800 ლარი გადახდილი იქნა შპს-ს მიერ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულების შეფასებისას ზოგადად იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა” მტკიცებულებით სტანდარტს (he Ireland v. the United Kingdom) მით უფრო, რომ მართალია, ასეთი მტკიცება უნდა მომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებულ დასკვნათა ერთობლიობიდან ან იგივეობრივი ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციებიდან, როდესაც საქმის გარემოებები დამოკიდებულია, სრულად ან მნიშვნელოვნად, ხელისუფლების ექსკლუზიურ ცოდნაზე, რა თქმა უნდა, მტკიცების ტვირთი შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთაც უნდა წარმოადგინონ საკმარისი და დამარწმუნებელი განმარტება. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო''-ს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა მეტი ლეგიტიმაციის მქონეა და შესაბამისად იზიარებს მასში გადმოცემულ შეფასებებს, ამასთან აქვე არსანიშნავია, რომ საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მხარის მიერ სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო აქვე მოიხმობს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N 255 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' დებულებას, რომლიც მიღებულ (დამტკიცებულ) იქნა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული დებულების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ» საქართველოს კანონისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით შექმნილი დაწესებულება, რომლის მიზანია, კანონმდებლობით დადგენილი წესით და კვალიფიციური ექსპერტების მეშვეობით, ამ დებულებით განსაზღვრული ექსპერტიზებისა და გამოკვლევების ჩატარება, შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის მომზადება და გაცემა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მითიტებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებით და იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის წინაშე. ბიუროს მოცემული დებულებისა და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე აქვს მომეტებული პასუხისმგებლობა, რომ პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულობა კი მის მიერ გამოცემული ექსპერტიზის დასკვნების მეტი ლეგიტიმაციის საკითხს წარმოშობს, რის გამოც სასამართლო, როგორც უკვე განმარტა იზიარებს მასში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო აქვე მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლს, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ის სახის მტკიცება, თუ რატომ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს მის მიერ წარმოდგენილი შეფასების ანგარიში, გარდა იმისა, რომ მასში მოთხოვნილ თანხასთან მიმართებით საგრძნობლად ნაკლები თანხა იყო მითითებული, და ამის საპირწონედ სსიპ ,, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო''-ს მიერ დასკვნის მითებისას რა იქნა დარღვეული, რაც მის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ დააყენებდა და შესაბამისად გამორიცხავდა მისი გაზიარების სამართლებრივ საფუძვლებს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ვ----’’ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. დადგენილია ასევე, რომ შპს-ს მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობისათვის დაკისრებული საფასურის ნაწილი - 43 800 ლარი (14.02.2019 წ. საგადახდო დავალება N 1550143256) და 40 000 ლარი (04.03.2019 წ. საგადახდო დავალება N1551687735) გადახდილი იქნა შპს-ს მიერ.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,,ვ----’’ს ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისში, ნ--------------ას ქუჩა N27-ში და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც სარგებლობდა არამართლზომიერად და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის და ეთხოვა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წლის 17 სექტემბრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, თუმცა მოპასუხის მიერ თანხის სრულად გადახდა არ მომხდარა, მათი ნაწილი კი, როგორც უკვე აღინიშნა 14.02.2019 წ. საგადახდო დავალება N 1550143256 და 04.03.2019 წ. საგადახდო დავალება N1551687735 გადახდილი იქნა შპს-ს მიერ.
სასამართლო დამატებით მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 492 მუხლზე, რომლის თანახმადაც, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. თუ საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ განხორციელდა, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული პერიოდისათვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოპასუხეზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრებას ითხოვს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც მოპასუხე - შპს ვ----’’-ს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს ,,ვ----’’-ს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 202 746,9 ლარის გადახდა.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევბის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რის გამოც სახეზეა მოპასუხე- შპს ,,ვ----’’-ს სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეს - შპს ,,ვ----’’-ს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 202 746,9 ლარის გადახდა;
3. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ივანე აღნიაშვილი