1. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღებისათვის გამოიყენება და მშენებლობის განმახორციელებელსა და შემთანხმებელ ორგანოზე ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების XI-XXIII თავებით განსაზღვრული პროცედურები და შემთანხმებელი ორგანო მოქმედებს ამ დადგენილებით ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დადგენილი წესით.
2. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ გამოიცემა სათანადო ადმინისტრაციული აქტი, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების საფუძველს.
3. მშენებლობის ეტაპების დასრულებაზე და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქარ-თველოს კანონით განსაზღვრული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – მთავარი არქმშენინსპექცია.
4. თუ წარმოებული სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება მშენებლობის შეთანხმების პირობებს, მთავარი არქმშენინსპექციის წარმომადგენელი შესაბამის სამინისტროს ან საქვეუწყებო დაწესებულებას უგზავნის სარეკომენდაციო ხასიათის წერილს დარღვევის გამოსწორების მიზნით. რის შემდეგაც აღნიშნული დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება შესაბამის სამინისტროს ან საქვეუწყებო დაწესებულება