განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.09.2018
საქმის ნომერი
330310008022549
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310008022549 (3ბ/828-16)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სახელმწიფო აუდიტის სამსახური

წარმომადგენელი - ნ--------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ-----------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატის 2003 წლის 1 ივნისიდან 2008 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის 19 მაისის №6---- შემოწმების აქტის 1.2. პუნქტი 2007 წლის საბიუჯეტო განაცხადის წარდგენის შეფასების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატის 2003 წლის 1 ივნისიდან 2008 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის 19 მაისის №6---- შემოწმების აქტის 3.2. პუნქტი: 3.1. პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია’’ დაფინანსების ფარგლებში N1-- სკოლის რეაბილიტაციისათვის ხელშეკრულების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმების შეფასების ნაწილში; 3.2. პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია’’ დაფინანსების ფარგლებში ჩატარებული სასკოლო ჩანთების შესყიდვისათვის ტენდერების (შპს ბ--------სა და შპს გ------------ს გამარჯვებულად გამოცხადების) შეფასების ნაწილში; 3.3. პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია’’ დაფინანსების ფარგლებში პირველკლასელთათვის სასკოლო ფორმების შესყიდვისათვის (შპს მ--–------------------) ტენდერის პროცედურის შეფასების ნაწილში; 3.4. პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია’’ დაფინანსების ფარგლებში №1-- სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით მე-5 და მე-15 ლოტებზე (შესაბამისად, შპს ი-------–-----------სა და სს ტ-----------ს გამარჯვებულად გამოცხადების) ჩატარებული პროცედურის შეფასების ნაწილში; 3.5. პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია’’ დაფინანსების ფარგლებში გ------------------------–-----------ს საშუალო სკოლის ახალი ინდივიდუალური კომპლექსის აშენების მიზნით ჩატარებული (შპს მ–------–ის გამოცხადების) პროცედურის შეფასების ნაწილში; 3.6. 2006 წელს კ-–----------------–ის მიერ ჩატარებული კონკურსისათვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის შეფასების ნაწილში; 3.7. პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის “პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაციის” ფარგლებში სს ,,ხ------სათვის” ზედმეტად გადარიცხული 21 828,95 ლარის არამიზნობრივი ხარჯვის შეფასების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატის 2003 წლის 1 ივნისიდან 2008 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის 19 მაისის №6---- შემოწმების აქტის 4.2. პუნქტი: 4.1. „საუნივერსიტეტო კურიკულუმების პროგრამის’’ 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ასახვის შეფასების ნაწილში; 4.2. 2006 წელს ,,სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის’’ (ქვეპროგრამა ,,მომავალი იწყება დღეს’’) ფარგლებში 94,0 ათასი ლარის (სოციალური და საშემოსავლო გადასახადის) დაბეგვრის ნაწილში; 4.3. ,,სამოქალაქო ინტეგრაციის” პროგრამის ,,აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალის დახმარების” ქვეპროგრამის ფარგლებში 2006 წელს გაცემული თანხების (სოციალური და საშემოსავლო გადასახადის) დაბეგვრის ნაწილში; 4.4. მოსწავლეთა ანტიკორუფციული აღზრდის სასწავლო პროგრამის ფარგლებში ექსპერტთა და პედაგოგთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშების დაუსაბუთებლად მიჩნევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატის 2003 წლის 1 ივნისიდან 2008 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის 19 მაისის №6---- შემოწმების აქტის 5.2. პუნქტი ავტომანქანების გ----------სა და ვ----------ს (შესაბამისად, თ---–---------–-----------------–---ზე და მ----------------–---------–ზე) გადაცემის შეფასების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატის 2003 წლის 1 ივნისიდან 2008 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის 19 მაისის №6---- შემოწმების აქტის 8.2. პუნქტი: 8.1. პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია’’ დაფინანსების ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში მასში ცვლილებების (დეფექტური აქტების უზუსტობისა და დონორების მიერ მასალების (ფანჯრების) დაგვიანების მიზეზით) შეტანის შეფასების ნაწილში; 8.2. ქ. თბილისში, N2-- საჯარო სკოლაში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფასების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატის 2003 წლის 1 ივნისიდან 2008 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის 19 მაისის №6---- შემოწმების აქტის 12.2. პუნქტი სამინისტროს მთავარი სპეციალისტის ნ. უ------------ისათვის საშვებულებო თანხის დარიცხვის შეფასების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 21 იანვრიდან 2008 წლის 19 მაისის ჩათვლით საქართველოს კონტროლის პალატის სარევიზიო ჯგუფმა ჩაატარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2003 წლის 1 ივნისიდან 2008 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის რევიზია. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2008 წლის 19 მაისს გამოიცა №6---- რევიზია-შემოწმების აქტი (ტ. 1, ს.ფ. 45-183).

 

2.2. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2008 წლის 19 მაისის №6---- აქტის მე-3 ნაწილის 1.2. პუნქტში მითითებულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში 2003 წლის 3 დეკემბრის №0------------ წერილით გაგზავნილია სამინისტროს მიერ შემუშავებული 2004 წლის წლიური ბიუჯეტის ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტის მიხედვით, 2004 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 39949,4 ათას ლარს, მათ შორის საბიუჯეტო სახსრებით 29826,1 ათას ლარს, ხოლო მეორე ვარიანტით 26273,7ათას ლარს, მათ შორის საბიუჯეტოს თანხებით 17446,7 ლარს. საბოლოოდ, ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ კანონის მიხედვით, სამინისტროსათვის გამოყოფილმა ასიგნებებმა შეადგინა 58916,9 ლარი, მათ შორის საბიუჯეტო სახსრებით 42787,6 ათასი ლარი. ამასთან, ვერ იქნა ახსნილი სახელფასო ფონდის რეზერვის ჩადების საფუძველი (საქმე ტ. 3, ს.ფ. 230-232);

 

2.3. 2005 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენილ იქნა ბიუჯეტის პროექტის ოთხი სხვადასხვა ვარიანტი. თითოეული პროექტით კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების პარამეტრები იცვლებოდა. აღნიშნული არცერთ შემთხვევაში არ შეესაბემებოდა ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემულ საბიუჯეტო ცირკულარს.

 

2.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი 2006 წლის 8 დეკემბრის №0--------------- წერილით წარდგენილ 2007 წლის საბიუჯეტო განაცხადის დაზუსტებული ვარიანტით საბიუჯეტო სახსრები განისაზღვრა 395 732,5 ათასი ლარით, რაც დადგენილ მთლიან ზღვრულ მოცულობებთან შედარებით გაზრდილი იყო 1132,5 ათასი ლარით. 2006 წლის 15 დეკემბრის N0--------------- წერილით წარდგენილი ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი დადგენილ ზღვრულ მოცულებებს ზევით 11417,8 ათასი ლარით აღემატებოდა. აღნიშნულ ცვლილებაზე 2006 წლის 20 დეკემბრის N0---------- წერილის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 28 დეკემბერს N0--------------- წერილით გაიგზავნა 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო, მეოთხე ვარიანტი. დაზუსტებული ვარიანტით საბიუჯეტო სახსრებით ხარჯები შეადგენდა 84654,0 ათას ლარს, რაც ფინანსთა სამინისტროს ცირკულარულ წერილში მითითებულ ზღვრულ მაჩვენებელზე 5245,9 ათას ლარით ნაკლები იყო.

 

2.5. საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის N153 ბრძანებით დამტკიცებული N8 დანართის მოთხოვნათა დარღვევით 2007 წელს დაიხარჯა 18,3 ლარი, კერძოდ, სხვა ხარჯების მუხლის ნაცვლად გახარჯულია ოფისის ხარჯების მუხლიდან. ამასთან, 30,5 ათასი ლარი მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის N-47 და 13 ნოემბრის N1091 ბრძანებების საფუძველზე 2007 წლის 26-29 ივლისს (47 თანამშრომლის) და 16-18 ნოემბერს (28 თანამშრომლის) გ---------ში სამუშაო შეხვედრაზე. შესაბამისად, გარდა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ხარჯების არასწორად გამოყენებისა, სახეზე იყო 30,5 ათასი ლარის უყაირათოდ ხარჯვა (ტ. 2, ს.ფ. 102-112; შემოწმების მასალები ტ. 69, ს.ფ. 184-226). სამინისტროს მიერ (ცენტრალური აპარატისათვის საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამის „ორის ბუღალტერის“ ერთვალუტიანი ვერსია ლოკალური ქსელის კომპიუტერებზე (1,3 ათასი ლარი) და საფინანსო და ორგანიზაციული მართვის ინსტრუმენტალური სისტემის „ორის მენეჯერის“ გადაცემაზე (8,3 ათასი ლარი), 2004 წლის 10 დეკემბერს N14-1694 ხელშეკრულებით (ჯამური ღირებულება 9,6 ათასი ლარი)) გაწეულია 29,4 ათასი ლარის არაეფექტური ხარჯი, ვინაიდან სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა არ იყო ორისის პროგრამაზე (ორის ბუღალტერიაზე) გადასული და აგრეთვე არ მუშაობდა სისტემა ,,ორის-მენეჯერი” (ტ. 2, ს.ფ. 113-125). მოსარჩელე არ დავობს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული პროგრამების N030 საბუღალტრო ანგარიშზე აღრიცხვა შეფასებულ იქნა „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 26 ივნისის N341 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის N1--- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის ნორმათა დარღვევად. 2004-2006 წწ. სამინისტროს მიერ რესტორნული მომსახურება თანხით 10.7 ათასი ლარი დაუსაბუთებელია და ვერ დგინდება ხარჯების გაწევის მიზანი (ტ. 2, ს.ფ. 126- 154).

 

2.6. სახელმწიფო შესყიდვების ამსახველი მასალა არ არის აკინძული (ჩაწყობილი იყო ბაინდერებში), გარკვეული დოკუმენტაცია ინახებოდა სამინისტროს პროგრამების/პროექტების N4 სამმართველოში, ნაწილი - შეყიდვების სამმართველოში.

 

2.7. 2006-2007 წლებში სამინისტროში გეგმით გათვალისწინებული იყო 162 225,0 ათასი ლარის შესყიდვების განხორცილება. მათ შორის: 2006 წელს - 75 236,0 ათას ლარზე და 2007 წელს - 86989,0 ათას ლარზე. აქედან, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით უნდა ეწარმოებინა 13 952,5 ლარის (2006 წელს-84583 ათასი ლარი და 2007 წელს - 5 4942 ათასი ლარი), ფასთა კოტირებით 216,0 ათასი ლარის (2006 წელს 117,1 ათასი ლარის და 2007 წელს 98,9 ათასი ლარი) და ტენდერის საშუალებით 148 056,5 ათასი ლარის (2006 წელს - 66 660,6 ათასი ლარის და 2007 წელს - 81 395,9 ათასი ლარის) შესყიდვები. ფაქტობრივად, ამავე პერიოდში განხორციელდა 187 027,8 ათასი ლარის შესყიდვა, რაც გეგმიურზე სულ 24 802,8 ათასი ლარით (15,3%) მეტია, აქედან, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით - გეგმიურზე 24 272,4 ათასი ლარით (174%) მეტი, ფასთა კოტირებით - გეგმიურზე 79,2 ათასი ლარით (36,7%) ნაკლები და ტენდერის საშუალებით გეგმიურზე - 609,4 ათასი ლარით (0,4%) მეტი, რითაც დაირღვა ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა.

 

2.8. 2004-2007 წლებში სამინისტროს მიერ ნაწარმოები 190 656,0 ათასი ლარის შესყიდვებიდან, მონეტარული ზღვრების გაუთვალისწინებლად, 19 შემთხვევაში ფასთა კოტირებისა (369,3 ათასი ლარი) და 63 შემთხვევაში ტენდერების (24900,4 ათასი ლარი) ნაცვლად შესყიდვები ნაწარმოებია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, მათ შორის: 2004 წელს 1 723,3 ათასი ლარის შესყიდვებიდან 9 შემთხვევა ფასთა კოტირებისა (132.9 ათასი ლარი და 12 შემთხვევაში ტენდერების (1 312,3 ათასი ლარი)), 2005 წელს 1 907,0 ათასი ლარის შესყიდვებიდან 6 შემთხვევაში ფასთა კოტირების (113,5 ათასი ლარი) და 11 შემთხვევაში ტენდერების (1902,2 ათასი ლარი), 2006 წელს 123 615,9 ათასი ლარის შესყიდვებიდან 28 შემთხვევაში ტენდერების (19 555,9 ათასი ლარი) და 2007 წელს 63 411,9 ათასი ლარის შესყიდვებიდან 4 შემთხვევაში ფასთა კოტირებისა (1222,9 ათასი ლარი) და 12 შემთხვევაში ტენდერების (2 130,0 ათასი ლარი) ნაცვლად შესყიდვები ნაწარმოებია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

 

2.9. თ---–--------------------–---------------------–---ის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, სამინისტრომ ხელოვნურად შექმნა წინაპირობა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების მიზნით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006 წლის 21 ივლისის N0--------------- წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თ---–--------------------–---------------------–---ის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით აცნობა, რომ სარემონტო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე. სარემონტო სამუშაოების შესრულებას დასჭირდებოდა არანაკლებ 2 თვე, ვერ ესწრებოდა ტენდერის ჩატარება. აღნიშნული შეფასებულ იქნა გადაუდებელ აუცილებლობად. გადაუდებელი აუცილებლობა ახსნილ იქნა იმ გარემოებით, რომ 2006 წლის 13 ივნისს ჩატარებული ტენდერის მიმდინარეობას დაემთხვა ხსენებული პროფესიული კოლეჯის რეორგანიზაცია, რის გამოც სამინისტროს არ გააჩნდა საპროექტო დოკუმენტაცია. შესყიდვების სააგენტოს 2006 წლის 26 ივლისს N2------- წერილით დადასტურებულ იქნა გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულიყო ერთ პირთან მოლაპარაკების გზით (შემოწმების მასალები ტ. 65, ს.ფ. 13-15).

 

2.10. 2006 წლის 19 მაისს ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს დ------ სამინისტრომ ქ. ზ---------- N2 და N- საჯარო სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე 29 მაისს გააფრომა ხელშეკრულება N0------. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში დადგა სრული რეაბილიტაციის საკითხი. სარემონტო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2006-2007 სასწავლო წლის დასრულებამდე, რის გამოც სამინისტრომ აღნიშნული მდგომარეობა შეაფასა გადაუდებელ აუცილებლობად და შესყიდვების სააგენტოს მიმართა ერთ პირთან შესყიდვის გენხორციელებისათვის ნებართვის დართვისათვის. არ იქნა წარდგენილი დოკუმენტი სრული რეაბილიტაციის აუცილებლობაზე. ორივე სკოლის რემონტი დასრულდა ნაცვლად 2006 წლის 18 სექტემბრისა და 31 ოქტომბრისა, 15 დეკემბერს (შემოწმების მასალები ტ. 4, ს.ფ. 68). განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006 წლის 0--------------- წერილის თანახმად, ზ---------- N- საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მიზანი პროფესიული სასწავლებლის შენობაში განთავსება იყო (შემოწმების მასალები ტ. 65, ს.ფ. 13). აღნიშნული ობიექტის დაფინანსება უნდა განხორციელებულიყო არა სკოლების რეაბილიტაციის, არამედ პროფესიული სწავლების პროგრამიდან. ამასთან, შემმოწმებლის მიერ არ იქნა გაზიარებული სამინისტროს ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ცნობა, რომელშიც სკოლების რეაბილიტაციის ფორმის შეცვლა ახსნილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზეპირი დავალებით (შემოწმების მასალები ტ. 3. ს.ფ. 118-119).

 

2.11. ერთ პირთან მოლაპარაკებით შპს ,,ი------სთან” (N--------–-- რეაბილიტაცია), შპს ,,კ------თან” (N1-- სკოლის რეაბილიტაცია) და შპს ,,დ------” (N--- სკოლის რეაბილიტაცია) გაფორმებული ხელშეკრულებებით ღირებულებები განისაზღვრა ბევრად მეტი ფასით, ვიდრე სავარაუდო ღირებულებები. შპს ი------სთან სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 1671,1 ათასი ლარით, სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 245,2 ათას ლარს (სხვაობა 1425,9 ათასი ლარი, 681,5%); შპს კ------თან სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 1038,5 ათასი ლარით, სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 227,9 ათას ლარს (სხვაობა 810,6 ათასი ლარი, 455,7%); შპს დ------ სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 1426,4 ათასი ლარით, სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 287,5 ათას ლარს (სხვაობა 1138,9 ათასი ლარი, 396,1%) (შემოწმების მასალები ტ. 3. ს.ფ. 118-119).

 

2.12. ,,ი-------–-----------”-ს, შპს ,,მ–------–ის” და შპს ,,ს--–-------ის’’ წარდგენილ ანგარიშებში სავარაუდო ღირებულება მითითებული იყო 2570,1 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა გაფორმებულმა სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 4245,7 ათასი ლარი, ე.ი. 1675,5 ათასი ლარით მეტი.

 

2.13. შპს ,,გ----ს” და სს ,,ხ------ს” თავდაპირველი სახელშეკრულებლო ღირებულება შემდგომში გაზრდილია კორექტირებული დეფექტური აქტის საფუძველზე, რომელიც აჭარბებს თავდაპირველ ღირებულებას და ამ შემთხვევაში სამინისტროს უნდა ჩაეტარებინა ტენდერი (ჩ-----------ის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვა მოთავსებულია შემოწმების მასალების ტ. 59, ს.ფ. 211-222). 2006 წლის 17 მაისს ჩ-----------ის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის შპს გ------- გაფორმდა ხელშეკრულება. სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 428,6 ათასი ლარით. კორექტირებული დეფექტური აქტით ღირებულება გაიზარდა 868,8 ათას ლარამდე. ასევე 2006 წლის 2 აგვისტოს სს ხ------სთან გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება ქ------–---ის N2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის 436,9 ათას ლარზე. დაზუსტების შემდეგ გაზრდილია 968,9 ათას ლარამდე (შემოწმების მასალები ტ. 59. ს.ფ. 204-205).

 

2.14. 2006/07 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის შესაძენი სასკოლო ჩანთების შესაძენად ჩატარდა ტენდერები: 1. ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის გამო წინადადების ხელახალი განხილვისას სატენდერო კომისიამ შეფასების კრიტერიუმებისა და პრიორიტეტულობის კოეფიციენტების გათვალისწინებით, ხმათა უმრავლესობით ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა შპს ბ------- 792,9 ლარის ღირებულებით. ამასთან, პირველად ჩატარებულ ტენდერში ხელახალ განხილვისას მეორე ადგილზე გასულ შპს „მ--------ს“ მიღებული ჰქონდა შპს ბ--------ზე მაღალი შეფასებები. შპს მ--------ის სატენდერო წინადადება 468,0 ათას ლარს შეადგენდა და 324,9 ათასი ლარით ნაკლები იყო. 2. 2007 წლის 26 მარტის N21 ბრძანებით პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ გამოცხადებულ ტენდერში 797,5 ათასი ლარის სატენდერო წინადადებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს გ------------, თუმცა შპს „მ--------ის“ მიერ წარდგენილი პროდუქცია ხარისხითა და ვიზუალით არ ჩამოუვარდებოდა შპს გ------------ს მიერ წარდგენილ პროდუქციას. ამასთან, ამ უკანასკნელისა და შპს ბ--------ს მიერ წარმოდგენილ სასკოლო ჩანთებში ვერ თავსდებოდა სასკოლო წიგნები.

 

2.15. 2006 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ ფარგლებში 85 000 სასკოლო ფორმის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის მე-3 ლოტში (23000 ერთეული) გაიმარჯვა შპს ჯ--------მ. ამ უკანასკნელის სატენდერო წინადადების ღირებულება 353,6 ათასი ლარით აღემატებოდა დამარცხებულ შპს მ--------ის სატენდერო წინადადებას. შემოწმების აქტით ასევე დადგენილია, რომ სატენდერო კომისიის მიერ მომზადებული შეფასების კრიტერიუმებისა და პრიორიტეტულობის კოეფიციენტების მიხედვით შპს ჯ--------მ 51,8 ქულა, ხოლო შპს მ--------მა 53,2 ქულა მიიღო. მიუხედავად აღნიშნულისა, გამარჯვებულად კომისიის 4 წევრის ხმით 3 ხმის წინააღმდეგ, გამარჯვებულად შპს ჯ------- გამოცხადდა (მხარეები ფაქტობრივ გარემოებებზე არ დავობენ).

 

2.16. 2006 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ ფარგლებში პირველკლასელთათვის 60000 სასკოლო ფორმის შესყიდვის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს მ--–----------------იის მიერ წარდგენილ სატენდერო დოკუმენტაციაში უფლებამოსილი პირის მიერ არ იყო ხელმოწერილი 2006 წლის ბალანსი, ასევე არ იყო დამოწმებული კომპანიისა და საგადასახადო სამსახურის ბეჭდით. მიუხედავად ამისა, კომპანია არ იქნა დისკვალიფიცირებული. მოთხოვნის საფუძველზე კომპანიამ წარადგინა საგადასახადო ორგანოს მიერ დამოწმებული ბალანსი (მხარეები ფაქტობრივ გარემოებებზე არ დავობენ).

 

2.17. 2005 წელს ხარვეზებითაა ჩატარებული უ-----------–ში მდებარე სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის უკანა ფლიგელის და უ-----------–ში მდებარე სამინისტროს შენობის პირველი და მესამე სართულების სარემონტო სამუშაოების და ამავე ეზოში დაზიანებული სადრენაჟო სისტემის კაპიტალური სამუშაოების შესყიდვაზე განხორციელებული ტენდერი. სადავო აქტით დადგენილ იქნა, რომ სატენდერო წინადადების შეფასების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენდა შესყიდვის ფასი (კოეფიციენტი 0,5). აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულებით დამტკიცებული დანართის - ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის 21.3 პუნქტს. სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმულის გამოყენებით შპს ,,ხ------’’ გამოცხადდა გამარჯვებულად, მიუხედავად იმისა, რომ წინადადების სახით წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში დღგ-ს თანხა შემცირებული აქვს 17,9 ათასი ლარით. აღნიშნულით სატენდერო წინადადების ღირებულება შემცირებული იყო 211,5 ათასი ლარით. რეალური ღირებულებით ფორმულით გამოანგარიშებისას, კომისიის წევრთა შეფასების გათვალისწინებით გამარჯვებულად გამოცხადდებოდა შპს ,,რ-------------–----’’. ამ უკანასკნელის სატენდერო ღირებულება იყო უმცირესი და 55,6 ათასი ლარით ნაკლები იყო შპს ხ------ს რეალურ ფასზე. სატენდერო წინადადებების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური სიმძლავრეები (კოეფიციენტი - 0,2). ტენდერის პირველი ლოტით შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალში არ იყო გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, სადაც მატერიალურ-ტექნიკური სიმძლავრეების გამოყენება იქნებოდა საჭირო. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,,ხ------ს’’ ყველაზე მაღალი (10 ქულა) აქვს მიღებული (შესყიდვების მასალების ტ. 5, ს.ფ. 50-71).

 

2.18. 2007 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ ფარგლებში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერების გამოსაცხადებლად სარემონტო ობიექტებზე დეფექტური აქტების შედგენისა და სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებისათვის სამინისტრომ კონკურსის წესით აიყვანა და შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა 112 პიროვნებას თანხაზე 606,0 ათ ლარი ნაცვლად ორ ეტაპიანი ტენდერისა (შესასყიდი სამუშაო განეკუთვნებოდა ინტელექტუალურ საკუთრებას). მოსარჩელე მიუთითებს, რომ სამინისტრომ კონკურსის წესით აიყვანა და შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა 40 პიროვნებას, თანხით 186,6 ათასი ლარით (შემოწმების მასალების ტ. 60, ს.ფ. 47-48, 79-90, საქმის ტ. 2, ს.ფ. 180-183).

 

2.19. 2007 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის ფარგლებში 1---ე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესყიდვის მიზნით სამინისტროს 2007 წლის 18 მაისის N348 ბრძანებით გამოცხადებული ტენდერი დაიყო 26 ლოტად (შემოწმების მასალები ტ. 5, ს.ფ. 26-31, 38-49): 1. მე-5 ლოტში შპს მ------–---ის სატენდერო წინადადება 614,1 ათასი ლარით ნაკლებია გამარჯვებულის სატენდერო წინადადებაზე. მიუხედავად ფასისა, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,ი-------–-----------’’, რაც განაპირობა კრიტერიუმებისა და პრიორიტეტულობის კოეფიციენტების უფრო მაღალი ქულებით შეფასებამ. თუმცა ორივე პრეტენდენტის საგარანტიო წინადადება იდენტურია (10 წელი). ამასთან, შპს მ------–---ის საგარანტიო წინადადება რიგ შემთხვევაში უკეთეს შეთავაზებას აფიქსირებდა (მონტაჟი 100 წელი, ღობე 80 წელი, ფანჯრები 70 წელი). 2. მე-15 ლოტში უმცირესი ფასის იგნორირებით გაიმარჯვა სს ტ-----------მა. შპს მ–------–ის სატენდერო წინადადება 143,1 ათასი ლარით ნაკლები იყო გამარჯვებულის სატენდერო წინადადებაზე. მიუხედავად მცირე ფასისა, შპს მ–------–ს ერთქულიანი უპირატესობა მიენიჭა კომისიის მიერ. გამოცდილების შეფასებისას სს ტ-----------ს 47 ობიექტი აქვს აშენებული, ხოლო შპს მ–------–ს - 39). მიუხედავად ამისა, შპს მ–------–ი ორჯერ უფრო მაღალი ქულებით შეფასდა.

 

2.20. გ---------------------------------ის საშუალო სკოლის ახალი ინდივიდუალური კომპლექსის აშენების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე შპს ,,ტ-------------–--ის’’ დისკვალიფიკაცია (არ ჰქონდა წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშსწორების შესახებ) ტენდერის ბოლო ეტაპზე სრულიად გაუმართლებელი გადაწყვეტილება იყო მაშინ, როდესაც შპს ,,მ--–------------------“ (სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი 2007 წელს) ანალოგიური დარღვევის გამო არ იქნა დისკვალიფიცირებული (შემოწმების მასალები ტ. 5, ს.ფ. 32- 37).

 

2.21. სამინისტრომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, მონეტარული ზღვრებისათვის არიდების მიზნით, შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გზით, განახორციელა პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამების ,,იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში - გათბობის სისტემების დამონტაჟებასა, ასევე ,,გიორგი ნიკოლაძე-სპორტული მოედნების რეაბილიტაცია” ფარგლებში თანამედროვე ტიპის მოედნების მოსაწყობად გამოყოფილი თანხების განკარგვა. საქართველოს საჯარო სკოლების მიერ წარდგენილი ცენტრალური გათბობის სისტემების პროექტების განხილვასთან დაკავშირებით 2007 წლის 6 თებერვლის N94 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ მოწონებული პროექტების დაფინანსების მიზნით ღირებულებას სამინისტრო ურიცხავდა სკოლებს, რომლებიც თავის მხრივ ტენდერის ნაცვლად ერთპირთან მოლაპარაკების გზით აწარმოებდნენ სამუშაოებს. სულ გათბობის სისტემების დამონტაჟებაზე ნაწარმოებია 9845,1 ათასი ლარი. აგრეთვე ბუნებრივ საფარიანი მოედნის რეაბილიტაციაზე 2006 წელს მარტივი ტიპის ღია სპორტული მოედნის მოწყობისთვის 19 სკოლას გადაერიცხა 70,6 ათასი ლარი, ხოლო 2007 წელს 67 სკოლას - 317,2 ათასი ლარი. შესყიდვები 2006 წელს ფასთა კოტირებისა და 2007 წელს ტენდერის ნაცვლად ნაწარმოებია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით (შემოწმების მასალების ტ. 5, ს.ფ. 78, ტ. 66, ს.ფ. 21-99).

 

2.22. 2006 წელს სამინისტროს კოორდინატორის მიერ საელჩოებიდან შემოსული მოთხოვნები ვერ იქნა წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, 2006 წლის მარტში, მინისტრის სათანადო ბრძანების გარეშე, გაფორმდა 12 ხელშეკრულება (№03-38/1-დან №03-49/1-მდე) სახელმძღვანელოების შეძენის თაობაზე, რომელსაც სამინისტროს მხრიდან ხელს აწერს მ--------------------–- თ. ს------–---–ი, წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, ორგანიზაციებზე გადაირიცხა და შეძენილ იქნა 17,5 ათასი ლარის ღირებულების სახელმძღვანელოები. (შემოწმების მასალების ტ. 6, 157-161, 1--, ტ. 3, ს.ფ. 187).

 

2.23. შპს ,,ს--------------------------------–-----–----------------------------------------------------------–--------------------------------------–----------–--------ა“ და შპს ,,ო------ის“ ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა გარანტიებისა და დაზღვევის მექანიზმებს შესრულებული მომსახურეობის მიღება-ჩაბარების შემდეგ გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრისა და მათ შედეგად წარმოქმნილი ზიანის ანაზღაურებას.

 

2.24. 2006 წელს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ოლიმპიადები და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების” ფარგლებში ასოციაცია ,,კ-–----------------–ის” მიერ ჩატარებული კონკურსის ხარჯებმა შეადგინა 74,0 ათასი ლარი. მოცემული მომსახურების შესყიდვა ტენდერის ნაცვლად ნაწარმოებია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

 

2.25. 2006 წელს სამინისტრომ „საბიუჯეტო რგანიზაციის მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯვის გაწევის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 31 აგვისტოს N-71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის იგნორირებით განახორციელა ასიგნებების ხარჯვის პროცედურები. ერთ ხელშეკრულებაზე უნდა შედგეს ერთი ვალდებულების დოკუმენტი. სამინისტროს მხრიდან (2006 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებები სამუშაოს შესრულებაზე), ადგილი ჰქონდა სამი და მეტი ვალდებულების აღებას ხელშეკრულებაზე. თავდაპირველად წარდგენილი ვალდებულების დოკუმენტს თანხის გრაფაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი ღირებულების ნაცვლად, ჩაწერილია მხოლოდ წინასწარი გადასარიცხი თანახა. შემდგომ წარდგენილ ვალდებულებების დოკუმენტის იმავე გრაფაში ფაქტიურად შესრულების შემდეგ გადასარიცხი თანხები. ყველა ამ დოკუმენტის „დამატებითი დოკუმენტის“ გრაფაში მითითებულია ერთ დღეს, ერთი ნომრით გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნული ფორმით ხაზინაში ვალდებულების დოკუმენტი წარდგენილია, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობა აღებულია შესრულებული სამუშაოს ღირებულების 73584,2 ლარის დაფარვაზე. ე.ი. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული 24415,8 ათასი ლარით ნაკლები ოდენობით. სამინისტროს მიერ ხაზინაში წარდგენილი და შეუსრულებელი (გადაუხდელი) დამოწმების დოკუმენტის არარსებობის პირობებში, დამტკიცებულ იქნა წინა 2006 წელს ჩატარებული საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდა 8 334,8 ათასი ლარის ოდენობით.

 

2.26. პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაციის” ფარგლებში გაფორმებული N06-101/3 21.06.06წ. ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ხ------ს” წინასწარ გადაერიცხა 266 773,00 ლარი, ხოლო შემდეგ სს ,,ხ------ს” მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ის საფუძველზე ჩაერიცხა 588 772,32 ლარი. გადარიცხულმა თანხამ მთლიანად შეადგინა 855 545,32 ლარი, ხოლო შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 833 716,37 ლარი. სარევიზიო ჯგუფი შენიშნავს, რომ ზედმეტად გადარიცხული იყო 21 828,95 ლარი (შემოწმების მასალები ტ. 3, ს.ფ. 178, ტ. 62, ს.ფ. 140, ტ. 60, ს.ფ. 94, ტ. 64, ს.ფ. 162-203). აღნიშნული თანხა (21 828,95 ლარი) 2008 წლის 29 აპრილს დაბრუნებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთიან ანგარიშზე (შემოწმების მასალები ტ. 70 ს.ფ. 28).

 

2.27. სამინისტროს 2007 წლის 6 დეკემბრის N15-08 -1/18868 წერილის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს თანხმობის 2007 წლის 14 დეკემბერს „საუნივერსიტეტო კურიკულუმების პროგრამის’’ 3------- ორგანიზაციული კოდიდან 420,0 ათარი ლარი გადატანილ იქნა პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ 3---------- ორგანიზაციულ კოდზე, იმ მოტივით, რომ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ანაზღაურება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოაღნიშნული პროგრამით მისაღწევი მიზნები, თავის მხრივ, მათი განხორციელება შესაძლებელი იყო 2008 წელს (შემოწმების მასალები ტ. 7, 1-19). აღნიშნული პროგრამის ორგანიზაციული კოდი 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული.

 

2.28. სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის ქვეპროგრამის - ,,მომავალი იწყება დღეს” ფარგლებში პედაგოგებზე გაცემული თანხები 94,0 ათასი ლარის ოდენობით სამინისტროს არ დაუბეგრავს საშემოსავლო და სოციალური გადასახადებით (შემოწმების მასალები ტ. 7, ს.ფ. 62, ტ. 8, ს.ფ. 1-80). სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის ,,აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალის დახმარების” ქვეპროგრამის ფარგლებში გაცემული თანხები სამინისტროს არ დაუბეგრავს საშემოსავლო და სოციალური გადასახადებით (შემოწმების მასალები ტ. 7, ს.ფ. 196- 244).

 

2.29. 2006 წელს „მოსწავლეთა ანტიკორუფციული აღზრდის სასწავლო პროგრამის ფარგლებში (ორგანიზაციული კოდი 3-------) ვალდებულება აღებულ იქნა 11,4 ათასი ლარზე. შესაბამისად გაწეულ იქნა საკასო და ფაქტობრივი ხარჯიც. აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებაზე 30,6 ათასი ლარით, ხოლო პროგრამის ხარჯთანუსხით გათვალისწინებულ 12,6 ათასი ლარით ნაკლებია. ხარჯები გაწეულია ექსპერტთა და პედაგოგთა შრომის ანაზღაურებაზე, რომლის გაანგარიშების საფუძველი უცნობია (ერთი კოორდინატორის ხელფასი 568, მეორე კოორდინატორის ხელფასი 1704 ლარი) ასევე არ იქნა წარდგენილი ხარჯით მიღწეული შედეგის ამსახველი დოკუმენტი. 2007 წელს აღნიშნული პროგრამა საერთოდ არ განხორციელებულა (შემოწმების მასალები ტ. 8, ს.ფ. 80-98).

 

2.30. 1. პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” 2006 წლის დასაწყისში ასიგნებების გეგმამ შეადგინა 60 000 000 ლარი, ხოლო წლის ბოლოს დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 73 584 234 ლარი, ანუ თავდაპირველად დამტკიცებულ ასიგნებებთან მიმართებაში გაზრდილია 22,7-ით. 2007 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” (პროგრამა დამტკიცდა მინისტრის 2007 წლის 12 იანვრის N43 ბრძანებით) სახელმწიფო ბიუჯეტით 2007 წლის დასაწყისში განისაზღვრა 68 455 800 ლარი (მ.შ. 2006 წელს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის - 8455,8 ლარის გადახდა), ხოლო წლის ბოლოს დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 82 560 600 ლარი (შემოწმების მასალები ტ. 5, ს.ფ. 91-217, ტ. 69, ს.ფ. 1--. ტ. 7, ს.ფ. 14-19, ტ. 70, ს.ფ. 1-27). 2. საზღვარგარეთ ქართული სკოლების დახმარების პროგრამის ასიგნებების ნაწილი 2006 წელს მიმართული იქნა პროექტზე ,,სსიპ ილ. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ,,შესავალი კურსის თარგმნა” - ილ. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის პირველი წლის სტუდენტებისთვის”. პროგრამის 67% (30,0 ათასი) ლარი ხარჯი გაწეულია არამიზნობრივად (ტ. 6. ს.ფ. 154-171). 3. ,,საუნივერსიტეტო კურიკულუმის განვითრების” 2007 წლის პროგრამის ფარგლებში ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული ასიგნებებიდან (500 000 ლარი) განხორციელდა მხოლოდ 14%-ის ხარჯვა (69 600 ლარი) (ტ. 7, ს.ფ. 1-19). 4. სამინისტროს 2007 წლის 6 დეკემბრის N15-08 -1/18868 წერილის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს თანხმობის 2007 წის 14 დეკემბერს „საუნივერსიტეტო კურიკულუმების პროგრამის 3------- ორგანიზაციული კოდიდან 420,0 ათარი ლარი გადატანილ იქნა პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ 3---------- ორგანიზაციულ კოდეზე, იმ მოტივით, რომ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ანაზღაურება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოაღნიშნული პროგრამით მისაღწევი მიზნები, თავის მხრივ, მათი განხორციელება შესაძლებელი იყო 2008 წელს (შემოწმების მასალები ტ. 7, 1-19). აღნიშნული პროგრამის ორგანიზაციული კოდი 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული. 5. 2006-2007 წლებში „არაქართულენოვან სკოლებში სახელმძღვანელოების სუბსიდირებისა და ქართული ენის შესწავლის პროგრამის ფარგლებში“ სამინისტროს არ გაუთვალისწინებია სახელმძღვანელოების მოცულობა. შეძენილი სახელმძღვანელოების უმეტესი ნაწილი რევიზიის მომენტში კვლავ ირიცხება სამინისტროს ბალანსზე. 358,3 ათასი ლარის ღირებულების 2--,0 ათასი ერთეული სახელმძღვანელო ანუ 2005 წლის გარდამავალ ნაშთსა და 2006-2007 წლებში დაბეჭდილი სახელმძღვანელობის საერთო რაოდენობის 73%. ამდენად, 2006-2007 წლებში აღნიშნული პროგრამით სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე გაწეული 405,0 ათასი ლარი ხარჯი დაუსაბუთებელია მათი დაგეგმვის ნაწილში (შემოწმების მასალები ტ. 7, ს.ფ. 39-55, ).

 

2.31. 2004 წლიდან სარევიზიო პერიოდის დასრულებამდე სამინისტროს მიერ არ ჩატარებულა სამეურნეო წლის ბოლოს დადგენილი სავალდებულო ინვენტარიზაცია. ამ პერიოდში მინისტრმა გამოსცა 2005 წლის 21 ნოემბერს ბრძანება, რომლის შესაბამისად განისაზღვრა 2006 წლის 1 თებერვლამდე სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, დაინიშნა პასუხისმგებელი პირი. 2006 წლის 20 ივნისს N624 ბრძანებით კომისიას დაევალა მატერიალური ფასეულობების პერიოდული ინვენტარიზაცია. მიუხედავად ამისა, ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა (შემოწმების მასალები ტ. 8, ს.ფ. 158-დან, ტ. 8-9).

 

2.32. ავტომანქანა ,,გ---------” (სახ. ¹A------) პირვანდელი ღირებულებით 9,8 ათასი ლარი, გადაეცა თ---–---------–-----------------–---ს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გვერდის ავლით. მ----------------–---------–ისათვის ავტომანქანა ,,ვ---------”-ის (სახ. ¹C------) ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გვერდის ავლით გადაეცა (შემოწმების მასალები ტ. 70, ს.ფ. 30, 33-40).

 

2.33. 2006-2007 წლებში საბუღალტრო აღრიცხვის რეესტრებში პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების, სამუშაოს შესრულების აქტების, ფორმა N2-ის მონაცემები არ არის შეტანილი სამეურნეო ოპერაციის მოხდენისთანავე. შპს ,,ი-------–-----------’’-ს მიერ (ხელშეკრულება N0-----------------. წ.) ქ. ზ---------- N1 საჯარო სკოლაში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები თანხით 1886,4 ათასი ლარი დამთავსებულია 2006 წლის 15 სექტემბერს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. დასრულების აქტი სამინისტროს მიერ დამტკიცებულია 19 ნოემბერს, ხოლო ბუღალტერიის მიერ ნაჩვენებია 1160,2 ათასი ლარის სამუშაოები ანუ ფაქტიურად შესრულებულ და ჩაბარებულ სამუშაოებზე 726,2 ათასი ლარით ნაკლები. ანალოგიურად შპს ა---- მიერ (ხელშეკრულება N06-83/3 13.06.06. წ.) 2006 წლის სექტემბერში დამთავრებული N3, N-, N22, N116, N130 და N132 სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები თანხით 758,2 ათას ლარზე. სამუშაოების დასრულების აქტი სამინისტროს მიერ აღნიშნულ ფირმაზე 2006 წელს შესრულებული სამუშაოები გატარებულია მხოლოდ 41,0 ათას ლარზე ანუ 717,2 ათასი ლარით ნაკლები. შპს დ---ს მიერ (ხელშეკრულება N06-75/3 06.06.06 წ.) დამთავრებულია ქ. თბილისის N--- სარეაბილიტაციო სამუშაოები 1418,7 ათას ლარზე, რომლის სამუშაოების დასრულების აქტი სამინისტროს მიერ დამტკიცებულია ამავე წლის ნოემბერში, ბუღალტერიის მიერ ამავე 2006 წელს შესრულებულ სამუშაოებში გატარებულია მხოლოდ 1049,5 ათასი ლარი, ანუ 369,2 ათასი ლარით ნაკლები.

 

2.34. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის N384 განკარგულებით ,,საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამებით: „იაკობ გოგებაშვილი საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“, „გიორგი ნიკოლაძე - სპორტული მოედნების რეაბილიტაცია”, ”პროფესიული სასწავლებელის რეაბილიტაცია” - გათვალისწინებული განსაკუთრებით დიდი მოცულობის სამუშაოების დროულად შესრულებისათვის ამ პროგრამების განხორციელებაში ჩაბმულ თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით გამოყოფილი 22,0 ათასი ლარი, რომელიც სრულად იქნა გაცემული 11 თანამშრომელზე, თითოეულზე 2,0 ათასი ლარის ოდენობით. მინისტრის მოადგილის რეზოლუციის მიხედვით, 22,0 ათასი ლარის კუთვნილი სოციალური გადასახადის თანხა 4,4 ათასი ლარი გადახდილია სამინისტროს სამინისტროს აპარატი სუბსიდიებისა და მიმდინარები ტრანსფერების მუხლში არსებული ეკონომიიდან, რითაც გაზრდილია თითოეულ თანამშრომელზე ანაზღაურებული თანხის მოცულობა. საშემოსავლო გადასახადი 2,6 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადარიცხულა (შემოწმების მასალები ტ. 17, ს.ფ. 136-138).

 

2.35. სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაგტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა (55.0 ათასი ლარი) ორგანიზაციული კოდის 2---------- ნაცვლად აისახა 3---- ორგანიზაციული კოდზე (შემოწმების მასალები ტ. 17, ს.ფ. 111, 122-123).

 

2.36. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ნოემბრის N662 განკარგულების თანახმად, მცირეკონტიგენტიან სკოლათა ზღვარზე მყოფი საჯარო სკოლებისთვის შეშის შესაძენად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით გამოიყო 500,0 ათასი ლარი, რაც აისახა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ორგანიზაციულ კოდზე (32 03). მიღებული თანხებიდან ათვისებულია 477,0 ათასი ლარი, კერძოდ მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის N1183, 3 დეკემბრის N1218 და 6 დეკემბრის N1237 ბრძანებებით 402,9 ათასი ლარი პირდაპირ გადაერიცხათ სკოლებს. ყველა აღნიშნულ ბრძანებაში თანხის ჩარიცხვის საფუძველია ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაკავშირებით სათბობის შეძენა, თუმცა კონკრეტულად შეშა არც იყო მითითებული. ამასთან, ხარჯის გაწევის დოკუმენტაცია სამინისტროში არ იყო წარდგენილი. გარდა ამისა, სამინისტრომ სს ვ-----–----------–----------------თან 2007 წლის 30 ნოემბერს გააფორმა N11-339/1 ხელშეკრულება 45,5 ათას ლიტრ L-62 მარკის საწვავის შეყიდვაზე, რომლის ღირებულებამ 72,8 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ქ. თ---–-------------- სკოლებამდე საწვავის მიწოდებაზე დამატებით გადახდილ იქნა 1,3 ათასი ლარი. შესაბამისად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 74,1 ათასი ლარით. შეძენილი საწვავი გადანაწილდა თბილისის 2----------- სკოლაზე, რომელიც არ მიეკუთვნება მცირეკონტიგენტიან სკოლათა რიცხვს. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 დეკემბრის N729 განკარგულებით ცვლილება შევიდა N662 განკაგულებაში და თანხის გამოყოფის მიზნად მიეთითა საჯარო სკოლებისთვის სათბობი საშუალებების შესაძენად საჭირო თანხების დაფინანსება (შემოწმების მასალები ტ. 17, ს.ფ. 90-94, 195-210).

 

2.37. 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო პირობების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტისა და მე-6 მუხლის თანახმად, დასაშვებია ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო და რაიმე ხელისშემშლელ გარემოებებთან დაკავშირებით. ამ დროს მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ პირობების შესრულების ვადის გაგრძელებაზე. რევიზიით დადგინდა, რომ ხელშეკრულებებში ცვლილებები შეტანილია შემდეგ პირობებთან დაკავშირებით: შემცირებულია ან გაზრდილია სამუშაოების მოცულობა, შესაბამისად მათი ღირებულება. გაზრდილია სამუშაოების შესრულების, ასევე მათი ანაზღაურების ვადა. გაზრდილია მიმწოდებლებისთვის წინასწარ ანაზღაურების ოდენობა. შეცვლილია მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტები. ცვლილებებს საფუძვლად უდევთ: სამუშაოების ღირებულების და ვადის გაზრდა, რაც დაკავშირებულია დეფექტურ აქტებში ცვლილებებთან - შესასრულებელი სამუშაო ფაქტობრივად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ხელშერულებით. ასევე სამუშაოების გაგრძელებას საფუძვლად უდევს კლიმატური პირობები და დონორების მიერ (სკოლების ფანჯრების) მოწოდების დაყოვნება. გარდა ამისა, ხელშეკრულებებში ცვლილებები შეტანილია მათი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ (შემოწმების მასალები ტ. 18-დან).

 

2.38. 2006 წლის 15-16 მაისს სამინისტროსა და შპს ა-----–-------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 8 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 4888,8 ათას ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული იყო 2006 წლის 15-16 მაისიდან 2006 წლის 15-18 აგვისტომდე. ცვლილებების შემდეგ ვადა 2 ოქტომბრამდე გაიზარდა. აღნიშნული დროისათვის ფაქტობრივმა შესრულებამ 681,0 ათასი ლარი შეადგინა, რის შემდეგ სამუშაოები აღარ შესრულებულა. 2006 წლის 9 ოქტომბრის წერილით სამინისტრომ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა არაჯეროვანი შესრულების გამო ჯარიმის 488,9 ათასი ლარის (ხელშეკრულების ღირებულების 10%) გადახდა მოითხოვა. სამინისტრომ საჯარიმო თანხისა და გადახდილი თანხის 518,8 ათასი ლარის დაბრუნების თაობაზე სამუშაოების შეუსრულებლობის გამო სასამართლოს მიმართა. რევიზიით დადგენილია, რომ შეუსრულებელი სამუშაოს გამო დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 1373,9 ათასი ლარია, რაც დებიტორულ დავალიანებას წარმოადგენს. ამდენად, სასამართლოს მეშვეობით მოთხოვნილია 855,1 ლარის დაბრუნება. ასევე სამინისტროს არ მოუთხოვია წინასწარი ანაზღაურების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 1375,0 ლარის სახელმწიფო გადარიცხვა. ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე ჩაირიცხა მხოლოდ ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის თანხა 134,0 ათასი ლარი. შპს ა-----–-------თან ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ სამინისტრომ ხელშეკრულებების გააფორმა 6 საწარმოსთან. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 3199,7 ათასი ლარი მაშინ, როდესაც შპს ა-----–-------ს ამავე ობიექტებზე დარჩენილი ჰქონდა 4207,8 ათასი ლარის სამუშაოები (შემოწმების მასალები ტ. 59, ს.ფ. 94-1--, 198-2--, ტ. 70, ს.ფ. 84-2--).

 

2.39. 2007 წელს დაიგეგმა N-- საჯარო სკოლის ეტაპობრივი რეაბილიტაცია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის გაგზავნილ წერილში მითითებული იყო, რომ N-- საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმა იუნესკოს ეროვნული კომისიის და საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის მიერ 2003 წელს ჩატარებული წინასპროექტო კვლევითი სამუშაოების შედეგად შედგენილი დეფექტური აქტისა და ხასარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე. მასალებში დაცულია დეფექტური აქტი, რომელიც შედგენილია დ---------------ისა და ნ-----–-------------–---–ის მიერ, ხოლო ხარჯთაღრიცხვა დ----------–-–---–ის მიერ. წარმოდგენილი დოკუმენტებით შესრულებული სამუშაოს ფორმა N2 არ შეესაბამება დეფექტური აქტითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოებს. ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული 103 დასახელების სამუშაოდან შესრულებულია მხოლოდ 24 დასახელების. არ შესრულებულა 45 დასახელების (გათბობა, საქვაბის მონტაჟი) სამუშაო. ასევე 34 დასახელების სამუშაო 110,0 ათასი ლარის ღირებულებით. თუმცა წარდგენილი ფორმა N2-ით შესრულებულია 19 დასახელების სამუშაო (შენობის გამაგრებითი სამუშაოები), რომელიც ხარჯთაღრიცხვაში არ იყო გათვალისლისწინებული. დეფექტური აქტის კორექტირებისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუემტნაციაში ასახვის გარეშე დამტკიცებულია 305.2 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო. 2007 წლის 6 სექტემბერს კორექტირებული დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა 569,9 ათას ლარზე წარდგენილი აქვს შპს ა---- (გათბობა-საქვაბის მონტაჟის ღირებულების გარეშე 369,9 ათასი ლარი). აღნიშნული დეფექტური აქტი სამინისტროს არ დაუმტკიცებია. ხარჯთაღხიცხვისა და დეფექტური აქტების შემდგენთა მიმართ არ არის გამოყენებული პასუხისმგებლობის რაიმე ღონისძიება (შემოწმების მასალები ტ. 70, ს.ფ. 51-79, ტ. 60, ს.ფ. 52-92).

 

2.40. 1. 2006 წლის 21 ივნისს ქ-------ის პროფესიული სასწავლებლის რემონტზე 532,8 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებზე გაფორმებულია ხელშეკრულებს შპს პ---------------თან. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 21 სექტემბერი. 2006 წლის 22 სექტემბერს სამუშაოების დასრულების ნაცვლად გაფორმებულია შეთანხმება, რითაც სახელშეკრულებო ღირებულება გაზრდილია 571,1 ათას ლარამდე, ხოლო ვადა გადაწეულია 2006 წლის 31 ოქტომბრამდე. ამასთან, შპს პ---------------ის მიერ წარდგენილი იყო კორექტირებული დეფექტური აქტი, სადაც მითითებული იყო გამოტოვებული და დამატებითი სამუშაოების ჩამონათვალი. 2007 წლის 26 მარტს შპს პ---------------მა წარადგინა კორექტირებული დეფექტური აქტი 635,5 ათასი ლარის ოდენობით სამუშაოზე. სამუშაოს დასრულების ვადა 2007 წლის 15 ივნისამდე დადგინდა. სამუშაოების ვადის დასრულების შემდეგ სამინისტრომ შესრულებულ სამუშაოებზე თანხების მიუღებლობის მოტივით გააფორმა კიდევ ერთი შეთანხმება და სამუშაოების დასრულების ვადად 15 ივლისი. წარდგენილი ცნობის თანახმად, შპს პ---------------ს შესრულებულ სამუშაოზე მიღებული აქვს 441,8 ათასი ლარის ნაცვლად 495,1 ათასი ლარი (შემოწმების მასალები ტ. 62, ს.ფ. 77-109, ტ. 67, ს.ფ. 127); 2. 2006 წლის 21 ივნისს სამინისტროსა და სს ხ------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში რ-------ის პროფესიული სასწავლებლის სარემონტო სამუშაოები გადავადებულია 2006 წლის 11 სექტემბრის შეთანხმებით მაშინ, როცა 2006 წლის 21 სექტემბრამდე უნდა შეესრულებინა 889,2 ათასი ლარის სამუშაოები. შეთანხმებით სამუშაოები შემცირებულია 860,9 ათას ლარამდე, სამუშაოს ვადა გადავადებულია 2006 წლის 1 ნოემბრამდე. იმავე წლის 24 ნოემბრის შეთანხმებით არ არის მითითებული გადავადების მიზეზები, თუმცა სამუშაოთა დასრულების ვადა გადაწეულია 2007 წლის 15 იანვრამდე. 2007 წლის 10 იანვრის წერილით სს ხ------მ მიმართა სამინისტროს, რომ სამუშაოები დასრულებული იყო. ამასთან, ექსპერტები ითხოვდნენ სამუშაოთა გადავადებას 2007 წლის 1 ივლისამდე. სს ხ------მ აღნიშნული ვადაც დაარღვია და სამუშაოები 2007 წლის 15 აგვისტოს ჩააბარა. სამინისტრომ საჯარიმო სანქციები 2008 წლის 30 აპრილს (სამუშაოს დასრულებიდან 9,5 თვის შემდეგ) დაარიცხა (შემოწმების მასალები ტ. 67, ს.ფ. 124, ს.ფ. 115, ტ. 62, ს.ფ. 56-76). 3. სამინისტროსა და სს თ---–----–--–-- 3-ს შორის 2006 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, სარემონტო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა თ---–------------–---------–-----------------–--–-–----ში და თ---–---------------–---–----–----------ში შესაბამისი 697,0 ათასი და 720.1 ათასი ლარის პირველადი სახელშეკურულებო ღირებულებებით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 20 სექტემბრამდე. დეფექტური აქტის კორექტირების მოტივით 7 აგვისტოს შეთანხმებით მოხდა სამუშაოების დამთავრების გადავადება 2006 წლის 15 ნოემბრამდე და სახელშეკრულებო თანხებიც გაიზარდა 798,5 ათას და 1183,9 ათას ლარამდე. 2006 წლის 6 ნოემბრის შეთანხმებით პროფესიული ლიცეუმის სარემონტო სამუშაოების მოცულობა არ შეცვლილა, ხოლო პროფესიულ სასწავლებელში სერვისში მოცულობა შემცირდა, ვადა განისაზღვრა 15 იანვრამდე. შემდგომში შპს თ---–----–--–--ი 3-ის მიერ სამუშაოების დასრულების გადადება ახსნილია დაფინანსების დაგვიანებით, თუმცა 23 იანვრის შეთანხმებით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2007 წლის 25 თებერვლამდე, კლიმატური პირობების მიზეზით სამუშაოების შეფერხების მოტივით. (შემოწმების მასალები ტ. 61, ს.ფ. 98-193, ტ. 61, 193-225, ტ.62, ს.ფ. 1-54).

 

2.41. 2004 წლის 24 ნოემბერს სამინისტროსა და შპს რ-------------–-----ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისში, N2-- საჯარო სკოლაში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები, რაც ვერ შემოწმდა სარევიზიო ჯგუფის მიერ ამავე სკოლაში სამინისტროსა და შპს კ---–-------ს შორის 2007 წლის 21 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. სადავო აქტში აღნიშნულია, რომ შპს კ---–-------ის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა მოიცვა შპს რ-------------–-----ის მიერ წარმოებული ანალოგიური სამუშაოები. შპს კ---–-------მა გამოცვალა სკოლის 1175 მ2 სახურავი, რაც დეფექტური აქტებით დამტკიცებულ მოცულობას (612 ლარის ღირებულებით) 34 მ2- ით აღემატება (შემოწმების მასალები ტ. 66, ს.ფ. 119-158).

 

2.42. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამების ,,იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” და ,,პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაცია” ფარგლებში სამ–-----–ო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების სპეციფიკური პირობების მე-3 მუხლის 3.3 პუნქტისა და მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილება გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებაზე არ დაუკისრებია საურავები. ხელშეკრულებებში ცვლილებები ხორციელდებოდა სამუშაოს ვადის გაგრძელების შესახებ სამუშაოს შესრულების დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

2.43. სამინისტროს მიერ კომპანიებზე საავანსო თანხები გადარიცხულია შესაბამისი საბანკო გარანტიების წარმოუდგენლობის შემთხვევაშიც - (13 შემთხვევა, 1359,7 ათასი ლარის ოდენობით. ყ--------------------------–---------–-----ის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოზე (შემსრულებელი შპს უ---) საბანკო გარანტიის გარეშე გაცემულმა საავანსო თანხამ 181,9 ათასი ლარი შეადგინა. ქ. ზ---------- N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოზე (შემსრულებელი შპს ი-------–--------------) საბანკო გარანტიის გარეშე გაცემულმა საავანსო თანხამ 326,8 ათასი ლარი შეადგინა. შპს ტ-------------–--ი 59,0 ათასი ლარი.

 

2.44. სამინისტროს მთავარ სპეციალისტზე ზედმეტადაა დარიცხული საშვებულებო თანხა 45,3 ლარის ოდენობით.

 

2.45. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 17.01.06 წ. N167/კ ბრძანებით ლიცენზირების სამმართველოს უფროსი ი-----------–---–ი 6 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2 თვის კომპენსაციასთან ერთად მიეცა გასასვლელი დახმარება ერთი თვის ხელფასის ოდენობით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.46. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნიწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფებებსა და მოველეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს კონტროლის პალატის კომპლექსური შემოწმების აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

2.47. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2004 წლის აპრილში გაუქმდა განათლების სამინისტროს და შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. რეორგანიზაციის პირობებში აღნიშნული პერიოდის დოკუმენტაცია სრულყოფილად ვერ იქნა მოძიებული. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციისა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმისწარმოება განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით დამტკიცებული საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად. შემოწმების აქტის თანახმად, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ხარჯები განისაზღვრა 872,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის შრომის ანაზღაურებაზე 348,0 ათასი ლარი, რაც საშტატო განრიგით გათვალისწინებულ 170,5 ერთეულ მოსამსახურეთა კუთვნილ თვიურ სახელფასო სარგოზე გაანგარიშებით (9734,38 ლარი) შეადგენდა 35,7 თვის ხარჯს. საქმეში წარმოდგენილია 2003 წლის 3 დეკემბრის №0------------ წერილით გაგზავნილი სამინისტროს მიერ შემუშავებული 2004 წლის წლიური ბიუჯეტის პროექტი, რომლის თანახმად, სამინისტროს აპარატის ბიუჯეტი შეადგენდა 872180,0 ლარს, მათ შორის საბიუჯეტო სახსრები 748 880,0 ლარს (საქმე ტ. 3, ს.ფ. 231-232). ამასთან, საქმეს ერთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (2004წ.) ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგი (საქმის ტ. 3, ს.ფ. 107-111), რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეთა კუთვნილ თვიური სახელფასო სარგო შეადგენდა 9734,38 ლარს. საშტატო განრიგი დამტკიცებულია 2003 წლის 28 ნოემბერს. ამდენად, ფინანსთა სამინისტროსათვის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის მომენტისათვის (03.12.2003 წ.) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბიუჯეტის განსაზღვრა შესაძლებელი იყო.

 

2.48. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი (საბიუჯეტო განაცხადი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენილ იქნა ოთხჯერ (15.08.2005 წ. №01-15-09/8819 წერილით, 02.09.2005 წ. №01-15-09-01-1/9664 წერილით, 28.10.2005 წ. №01-15-09-01-1/12718 წერილით, 27.12.2005 წ. №01-15-07-1/15965 წერილით). მხარეები ასევე არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ თითოეულ პროექტში საბიუჯეტო სახსრებით გასაწევი ხარჯები ცირკულარულ მონაცემთან შედარებით გაზრდილი იყო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების მუშა პროცესი და რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბიუჯეტო განაცხადის მომზადების დროს ყველა მხარჯავი დაწესებულება იყენებს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ, საბიუჯეტო ცირკულარში მითითებულ ძირითად პარამეტრებს. საბიუჯეტო ცირკულარი მოიცავს თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით ინფორმაციას კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების შესახებ. საბიუჯეტო ცირკულარს გამოსცემს მინისტრი საქართველოს მთავრობის მიერ მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობების 15 ივნისამდე დამტკიცებიდან 5 დღეში (2005 წ. 15 მაისის რედაქცია). იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელები საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ საქარველოს ფინანსთა სამინისტროს არაუგვიანეს 15 აგვისტოსი. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დაუშვებელია. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2006 წლისათვის საბიუჯეტო განაცხადის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი ზღვრული მოცულობების ზემოთ წარდგენა წარმოადგენდა ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას.

 

2.49. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი 2006 წლის 8 დეკემბრის №0--------------- წერილით წარდგენილ 2007 წლის საბიუჯეტო განაცხადის დაზუსტებული ვარიანტით საბიუჯეტო სახსრები განისაზღვრა 395 732,5 ათასი ლარით. ასევე, 2006 წლის 15 დეკემბრის №0--------------- წერილით წარდგენილ იქნა ბიუჯეტის მესამე, დაზუსტებული პროექტი 576 თანამშრომელზე საერთო ხარჯს ითვალისწინებდა 406 017,8, მათ შორის საბიუჯეტო სახსრები 396 932,5 ათასი ლარი, ხოლო თანადაფინანსება და კრედიტებსა და გრანტებზე უცვლელად შეადგენდა 9085,3 ლარს. საბოლოოდ, სამინისტროს 2006 წლის 28 დეკემბრის №0--------------- წერილით გაიგზავნა 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო მეოთხე ვარიანტი, რომლის თანახმადაც, საბიუჯეტო სახსრებით ხარჯები შეადგენდა 384 654,0 ათას ლარს, რაც ფინანსთა სამინისტროს ცირკულარულ წერილში მითითებულ ზღვრულ მაჩვენებელზე 5245,9 ათასი ლარით ნაკლები იყო და რომელიც იქნა დამტკიცებული. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონით ზუსტად არის გაწერილი საბიუჯეტო განაცხადების წარდგენისა და მისი განხილვის წესი. კერძოდ, ხსენებული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელები საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არა უგვიანეს 15 აგვისტოსი. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დაუშვებელია. იმავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამოწმებს საბიუჯეტო განაცხადებს და მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად იხილავს არა უგვიანეს 30 აგვისტოსი. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტის პროექტების დაზუსტება წარმოადგენდა საბიუჯეტო პროექტზე მუშაობის პროცესს. დადგენილია, რომ საბოლოოდ სამინისტროს 2006 წლის 28 დეკემბრის №0--------------- წერილით გაიგზავნა 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო მეოთხე ვარიანტი, რომლის თანახმადაც საბიუჯეტო სახსრებით ხარჯები შეადგენდა 384 654,0 ათას ლარს, რაც ფინანსთა სამინისტროს ცირკულარულ წერილში მითითებულ ზღვრულ მაჩვენებელზე 5245,9 ათასი ლარით ნაკლები იყო და რომელიც იქნა დამტკიცებული. ამდენად, სამინისტროს მიერ წარდგენილი საბიუჯეტო განაცხადი, მათ შორის 2007 წლისათვის მხარჯავ დაწესებულებათა კადრებისა და ზღვრული მოცულობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 ივნისის №109 დადგენილების შენიშნვის გათვალისწინებით დადგენილი ზღვრული მოცულობის ამსახველი მონაცემებით იქნა წარდგენილი. სასამართლოს გადაწყვეტილებით მიჩნეულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტი 2006 წლის 14 აგვისტოს იქნა წარდგენილი. ამდენად, შემდგომში 2006 წლის 7, 8, 15 და 28 დეკემბერს დაზუსტებული ბიუჯეტის პროექტების წარდგენა ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის დარღვევას არ წარმოადგენდა, ვინაიდან საბოლოოდ 2006 წლის 28 დეკემბრის №0--------------- წერილით 2007 წლის ბიუჯეტის პროექტი წარდგენილ იქნა მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

2.50. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ გასვლითი სამუშაო შეხვედრის ორგანიზების უზრუნველსაყოფად 18,3 ლარის გამოყოფა მოხდა საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის N153 ბრძანებით დამტკიცებული N8 დანართის მოთხოვნათა დაუცველად. სადავო აქტის აღნიშნული პუნქტით დარღვევად მიჩნეულია ფინანსთა სამინისტროდან თანხმობის მიღების გარეშე აღნიშნული ღონისძიებისათვის თანხების (18,3 ათასი ლარის) ,,ოფისის ხარჯების’’ მუხლიდან გამოყოფა. მოსარჩელე არ ეთანხმება 30,5 ათასი ლარის უყაირათოდ გახარჯვის შეფასებას. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გასვლითი სამუშაო შეხვედრები დადებითად აისახება ორგანიზაციის საქმიანობაზე. თუმცა, მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის N-47 და 13 ნოემბრის N1091 ბრძანებების საფუძველზე 2007 წლის 26-29 ივლისს (47 თანამშრომლის) და 16-18 ნოემბერს (28 თანამშრომლის) გ---------ში სამუშაო შეხვედრის მოწყობა შესაძლებელი იყო დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე, რაც საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მიზნობრიობას განაპირობებდა.

 

2.51. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2004 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის საბუღალტრო აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამის „ორის-ბუღალტერიის“ ერთვალუტიანი ვერსია ლოკალური ქსელის კომპიუტერზე და საფინანსო და ორგანიზაციული მართვის ინსტრუმენტული სისტემის ორის-მენეჯერის გადაცემა. ხელშეკრულების ღირებულება 9593,4 ლარი 2004 წლის 16 დეკემბერს გადახდილი იქნა. ასევე, 2004 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანი იყო 1 სერვერისა და 3 სამუშაო ადგილზე შპს ორისის კუთვნილი კომპიუტერული პროგრამა „ორის მენეჯერის“ საფინანსო მოდულის შესაბამისი პროგრამის შესყიდვას და ჩატვირთვა. აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულება იყო 19797 ლარი. ხელშეკრულების ღირებულება გადახდილ იქნა 2004 წლის 15 დეკემბერს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები ითვალისწინებდა პროგრამის ჩატვირთვას, ასევე ერთი წლის განმავლობაში პროგრამული უზრუნველყოფის ვალდებულებას. 2008 წლის 20 თებერვლის ცნობის თანახმად, შემოწმების პერიოდში სამინისტროში პროგრამა „ორის-ბუღალტერია“ არ მუშაობდა (ტ, 2, ს.ფ. 113). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების სადავო აქტით მართებულად იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ „ორის-მენეჯერის“ სისტემის შეძენისათვის სამინისტროს მიერ გაწეულია 29,4 ათასი ლარის არაეფექტური ხარჯი. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სადავო შემოწმების აქტით მიჩნეულია 2004-2006 წ.წ. სამინისტროს მიერ რესტორნული მომსახურების ხარჯის ნაწილი (10.7 ათასი ლარის) დაუსაბუთებელ ხარჯად. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღნიშნული თანხის მიზნობრიობის ამსახველი დოკუმენტაცია. საქმეში დაცულია სამინისტროსა და შპს ,,კ-----–-ს’’ შორის 2004-2006 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებებისა თუ მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული ხარჯის მიზნობრიობის ამსახველი დოკუმენტაცია მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ამდენად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სარჩელის დასაბუთება შესაბამისი მტკიცებულებებით (ასკ-ის მე-17 მუხლი).

 

2.52. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების’’ (ძალადაკარგულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანებით) 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ყოველი ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში - ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ინახებოდა შესყიდვების სამმართველოში, ხოლო შესრულებული სამუშაოს ანგარიშები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია სხვა სამმართველოში. ამასთან, „იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ პროგრამის ფარგლებში მომზადებულია ელექტრონული ფაილები და წლების მიხედვით ინახება ელექტრონული ვერსია. ხსნებული ნორმა ავალდებულებს შემსყიდველ ორგანიზაციას უზრუნველყოს შესყიდვებთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის ერთ ფაილად შენახვა, ამავე ნორმით დადგენილი ვადის განმავლობაში. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე გაჟღერებული ის გარემოება, რომ ამჟამად აღნიშნული დოკუმენტაცია წიგნებად არის აკინძული, ვერ დაადასტურებს სადავო შემოწმების აქტის ამ ნაწილის უზუსტობას, ვინაიდან შემოწმების ასლებში დაცულია ცნობები, რომლებიც შემოწმების მომენტისათვის სატენდერო დოკუმენტაციის ხსენებული ნორმის შეუსაბამოდ დაცვის ფაქტს ადასტურებდა.

 

2.53. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ასიგნება არის ფისკალური წლის განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში გადახდის განხორციელების უფლებამოსილება. ასიგნების გარეშე ვალდებულების აღება და გადახდის განხორციელება დაუშვებელია. „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის დებულების დამტკიცების შესახებ’’ 26-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების თანახმად. იმავე დებულების მე-14 პუნქტის მიხედვით, საქონლის შესყიდვის შემთხვევაში ანგარიშსწორება ხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებისა (ინვოისების) და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო შესყიდვების კორექტირებულ გეგმებში სავარაუდო ღირებულებების გრაფა შევსებულია საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებული ფაქტიური შესრულების შესაბამისად და არა რეალურად გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულებით. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო აქტის თანახმად, დარღვევად მიჩნეული იქნა ის გარემოება, რომ შესყიდული საქონლის მოცულობა 24802,8 ათასი ლარით აღემატებოდა შესყიდვის წლიურ გეგმას და შესაბამისად დამტკიცებულ ასიგნებებს. საქალაქო სასამართლომ მოხმობილი ნორმის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებისას ანგარიშსწორების პირობები დაედგინა შესყიდვის რეალური ფასის მიხედვით. ეს უკანასკნელი განაპირობებდა შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობის შესაბამისობას დამტკიცებულ ასგნებებთან მიმართებით.

 

2.54. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესყიდვა ხორციელდება ტენდერის საშუალებით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფასთა კოტირება შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ საქონლის ან მომსახურების (გარდა ინტელექტუალური მომსახურებისა) შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 50. 000 ლარზე, აგრეთვე იმ სამუშაოს შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 120. 000 ლარზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, ამასთანავე, ასეთ შემთხვევებში შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურებს ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი (პირები). საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროს არ განუხორციელებია შესყიდვა მონეტარული ზღვრების გაუთვალისწინებლად. ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვა განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით. მოსარჩელეს ყოველი შემთხვევისათვის (ფასთა კოტირების 19 შემთხვევა; ტენდერები - 63 შემთხვევა) დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია და შესაბამის მტკიცებულებებზე არ მიუთითებია. თუმცა, რიგ შესყიდვებთან მიმართებით სადავო აქტის ბათილად ცნობა მოთხოვნილია და სასამართლო კონკრეტულ პუნქტთან მიმართებით შეამოწმებს სარჩელის საფუძვლიანობას.

 

2.55. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სამინისტროსა და შპს ,,ა---–--ს’’ შორის 2006 წლის 23 აგვისტოს N08-245/3 ხელშეკრულების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 2006 წლის 18 დეკემბერი (შეოწმების მასალების ტ. 65, ს.ფ. 1-10). აღნიშნული ვადა გაგრძელდა არაერჯერ და სამუშაოები დასრულდა 2007 წლის 15 მარტს (შემოწმების მასალები ტ. 60, ს.ფ. 93-94). შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006 წლის 21 ივლისის N0--------------- წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თ---–--------------------–---------------------–---ის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაცია (გადაუდებელ აუცილებლობად რეორგანიზაციის გამო პროექტის უქონლობა და სასწავლო წლის დაწყებისათვის დასრულების აუცილებლობა) სარემონტო სამუშაოების 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულებასთან დაკავშირებით, არ არის დასაბუთებული რაიმე მტკიცებულებებით.

 

2.56. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოზარება, რომ ქ. ზ---------- N2 საჯარო სკოლების რეაბილიტაცისას სამუშაოთა (გარე ფასადების შემინვის) ხარჯები გაწერილი იყო ზ---------- გამგეობის მიერ გამოყოფილი ხარჯებით. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება შემოწმების მასალებში არ არის წარმოდგენილი. ამასთან, უსაფუძვლოა ასევე მოსარჩელის მოსაზრება, რომ სრული რეაბილიტაციის განხორციელების, ასევე დეფექტური აქტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით სამინისტროს დამატებითი ხარჯი არ გაუწევია. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტით დადგენილ იქნა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო შესყიდვები დაიგეგმა არასწორად, რამაც ერთ პირთან მოლაპარაკებით სამუშაოთა შესყიდვის აუცილებლობა განაპირობა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო აქტით შეფასებულ იქნა ის გარემოება, რომ სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის სრული რეაბილიტაციით შეცვლის აუცილებლობა ვერ იქნა დასაბუთებული სამინისტროს მიერ. აღნიშნულს არ ხსნის ასევე მოსარჩელის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე მითითება, ვინაიდან N- სკოლის შემთხვევაში სარემონტო სამუშაოებმა სასწავლო წლის ნახევარი მოიცვა, 2006 წლის 17 დეკემბერს დასრულდა. სასამართლო, არ გაიზიარა სადავო აქტში დადგენილ გარემოებას, რომ ზ---------- N- საჯარო სკოლის რეაბილიტაცია უნდა განხორციელებულიყო პროფესიული სწავლების პროგრამიდან, ვინაიდან რეაბილიტაციის მიზანი პროფესიული სასწავლებლის განთავსება იყო.

 

2.57. საქალაქო სასამართლომ მიუთითა მინისტრის მოადგილის 16.05.2007 წ. N01-16-07-4/6964 წერილზე, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, რომ N1-- სკოლას ქ. თბილისის მთავრობის 08.05.06 წ. N1-------- დადგენილებით გადაეცა ბაგა-ბაღის დაუმთავრებელი შენობა, რომელიც ასევე საჭიროებდა რეაბილიტაციას. N--------–-- სარემონტო სამუშაოების თავდაპირველი ნავარაუდევი მოცულებების გაზრდით გამოწვეული რეაბილიტაციის მიზნით სრულად გარემონტების აუცილებლობაზე. ანალოგიური მდგომარეობა იყო N---------–-სთან დაკავშირებით. ამასთან, სარემონტო სამუშაოების სასწავლო წლის დასაწყისამდე დასრულების აუცილებლობა მიჩნეულ იქნა გადაუდებელ აუცილებლობად. აღნიშნული წერილის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2006 წლის 17 მაისის წერილით სამინისტროს მიეცა ნება აღნიშნული სკოლების სარემონტო სამუშაოების შესყიდვა ეწარმოებინა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით (საქმის ტომი 3, ს.ფ. 15-17). საქალაქო სასამართლოს მითითებით, სადავო აქტით არასწორად იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით N1--, N-- და N--- სკოლებთან მიმართებით თანხმობა გასცა ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე. მინისტრის მოადგილის 16.05.2007 წ. N01-16-07-4/6964 წერილში აღნიშნულია სწორედ ის, რომ სამუშაოების მოცულობა გაიზარდა პირველ შემთხვევაში ქ. თბილისის მთავრობის მიერ დამატებითი შენობის გადაცემის, ხოლო ორ შემთხვევაში თავდაპირველი ნავარაუდევი სამუშაოების მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდით. სწორედ აღნიშნული გარემოებები დაედო საფუძვლად სკოლების სრული რეაბილიტაციის საკითხის გადაწყვეტას. თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო დაეთანხმა შემსყიდველის მიერ შესყიდვის საშუალების შერჩევას (ერთ პირთან მოლაპარაკების გზით). ამდენად, N-- და N--- სკოლების რეაბილიტაციისათვის სახელმწიფო შესყიდვები დაიგეგმა არასწორად, რამაც ერთ პირთან მოლაპარაკებით სამუშაოთა შესყიდვის აუცილებლობა განაპირობა. რაც შეეხება N1-- სკოლის რეაბილიტაციისათვის სამუშაოებს, მათი მოცულობის გაზრდა ახსნილია ქ. თბილისის მთავრობის 08.05.06 წ. N1-------- დადგენილებით ბაგა-ბაღის დაუმთავრებელი შენობის გადაცემით. შესაბამისად, ამ ნაწილში სასარჩელო პრეტენზია დასაბუთებულია და იგი გაზიარებული უნდა იქნეს.

 

2.58. საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამინისტროს ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ცნობზე (შემოწმების მასალები ტ. 3. ს.ფ. 118-119), რომლითაც დადასტურებულია ,,ი-------–-----------”-ს, შპს ,,მ–------–ის” და შპს ,,ს--–-------ის’’ წარდგენილ ანგარიშებში სავარაუდო ღირებულებისა და რეალურად განსახორციელებელი სამუშაოებს შორის ცდომილება. მოსარჩელე აღნიშნულ ცდომილებას ხსნის შპს ,,ს--------------------------------–-----–----------------------------------------------------------–--------------------------------------–----------–--------ა” და შპს ,,ო------ის” მიერ შედგენილი დეფექტური აქტებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის რეალურად არებულ ვითარებასთან შეუსაბამობით. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 11 იანვრის დასკვნით დადგინდა, რომ შპს ,,ს--------------------------------–-----–----------------------------------------------------------–--------------------------------------–----------–--------” მიერ შედგენილ დეფექტურ აქტში ნაჩვენები სამუშაოთა მოცულობის ნაწილი არ შეესაბამება რეალურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების (2006 წლისათვის მოქმედი რედაქცია) მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ყოველი შესყიდვის განხორციელების პროცედურების დაწყებამდე (გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვებისა) წლიური გეგმის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. განსახორციელებელი შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, შესყიდვის განხორციელების საშუალების, ლოტების და დაფინანსების მოცულობის დაზუსტების, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დაზუსტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადა (მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა), ფასების არსებული დონე (შიდა ან/და საერთაშორისო ბაზარზე), მსგავსი შესყიდვების განხორციელების გამოცდილება. ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების შესახებ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მსურველი და მონაწილე პირებისათვის (სანამ არ დადგება ამ ინფორმაციის გამჟღავნების აუცილებლობა), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელებისას სავარაუდო ღირებულების წინასწარი გამჟღავნება აუცილებელია შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში სააგენტოს უნდა მიეწოდოს სახელმწიფო შესყიდვების კორექტირებული გეგმა. აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სადავო აქტის შეფასება ამ ნაწილთან მიმართებით, ვინაიდან შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სწორად დაგეგმოს და მოამზადოს სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, შეაფასოს შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობა და ამგვარად დაგეგმოს სახელმწიფო შესყიდვის პოცედურა. გარდა ამისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ კონკრეულ შემთხვევებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიაწოდა კორექტირებული გეგმა და სხვ.

 

2.59. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულებით (2006 წლისათვის მოქმედი რედაქცია) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საერთო პირობების მე-15.3 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ ტენდერში გამარჯვების შედეგად გაფორმებულ ხელშეკრულებებში შემდგომში შესულია ცვლილებები მოცულობების გაზრდ------ დაკავშირებით და თანხები გაზრდილია ტენდერში გამარჯვებული ერთეულის ფასების მიხედვით. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხელშეკრულების ფასის შეცვლა დაუშვებელია. ფასის ცვლილების პირობებში ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის დაუშვებლობას ადგენს ასევე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი).

 

2.60. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-15 მუხლის მე-6-9 პუნქტების თანახმად, სატენდერო წინადადებები შეფასდება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ იღებს კომისიის წევრთა მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შეფასების კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით წარდგენილი წერილობითი დასკვნების საფუძველზე. სატენდერო კომისიის წევრის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს ის პრეტენდენტი, რომელსაც კომისიის წევრი ანიჭებს უპირატესობას, აგრეთვე უპირატესობის მინიჭების საფუძვლები. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნებით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის დასკვნა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების (2006 წლისათვის მოქმედი რედაქცია) მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სატენდერო წინადადებების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) სატენდერო წინადადების ღირებულება; ბ) საქონლის მიწოდების, სამუშაოთა შესრულების, მომსახურების გაწევის ვადები; გ) საქონლის, სამუშაოების, მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები; დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები; ე) შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ მის ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, რემონტთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა კრიტერიუმები, რომელთა გამოყენებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის სატენდერო კომისია. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ხმად. სატენდერო კომისიის წევრები თავის წერილობით შეფასებაზე წერენ დასკვნას და ადასტურებენ ხელმოწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არასწორია სადავო აქტით იმ გარემოების მოხმობა, რომ შპს ,,მ--------ს’’ პირველად ჩატარებულ ტენდერში ჰქონდა უკეთესი შეფასებები, ვიდრე შპს „ბ--------ს, ვინაიდან შპს ,,ჯ--------------------------ის’’ დისკვალიფიკაციის შემდეგ მოხდა პრეტენდენტების ხელახალი შეფასება და პირველადი შეფასება ვერ იქნებოდა გაზიარებული. საქალაქო სასამართლომ ასევე გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ტენდერში შპს ,,გ------------ს’’ გამარჯვება განპირობებული იყო სასკოლო ჩანთების ორთოპედიული საზურგის არსებობით. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სათანადო დასკვნა იმ გარემოების დასადატურებლად, რომ შპს ,,გ------------ს’’ მიერ წარდგენილ სასკოლო ჩანთებში ძნელად თავსდებოდა წიგნები, მით უმეტეს თავად სადავო აქტში აღნიშნულია, რომ შპს ,,მ--------ის’’ მიერ წარდგენილი პროდუქცია ვიზუალურად და ხარისხით არ ჩამოუვარდებოდა შპს ,,გ------------ს’’ მიერ წარდგენილ პროდუქციას. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სადავო აქტი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და მისი საფუძვლიანობა არ არის დასაბუთებული სათანადო მტკიცებულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.61. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების (2006 წლისათვის მოქმედი რედაქცია) მე-16 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ხმად. სატენდერო კომისიის წევრები თავის წერილობით შეფასებაზე წერენ დასკვნას და ადასტურებენ ხელმოწერით. იმავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელსაც სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპირატესობას. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ იღებს კომისიის წევრთა მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შეფასების კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით წარდგენილი წერილობითი დასკვნების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობა იყო გამარჯვებულის გამოვლენის შესაძლებლობა და წინა პროცედურა (შეფასებას) გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ვერ მოახდენდა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ავალდებულებს სატენდერო კომისიას, რომ პრედენდენტების შერჩევისას ხმის მიცემისას უნდა დაეფუძნოს სატენდერო წინადადების შეფასების შედეგებს და მიიღოს შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომელმაც უფრო დაბალი შეფასების მქონე პრეტენდენტისათვის უფრო მეტი ოდენობის ხმების დაგროვება განაპირობა.

 

2.62. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი სატენდერო წინადადება შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან რომელთა გამოსწორება შესაძლებელია სატენდერო წინადადების შინაარსის შეუცვლელად. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების (2007 წლისათვის მოქმედი რედაქცია) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში, თუ სატენდერო წინადადება ან/და საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სატენდერო წინადადებების შერჩევის დროს აგრეთვე უნდა შემოწმდეს არის თუ არა მათში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში სატენდერო კომისიამ ამ წინადადების წარმომდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს დაშვებული შეცდომის გასწორება. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის უფლებამოსილი არაარსებითი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ამდენად, სადავო აქტით დადგენილი გარემოება, რომ სატენდერო კომისიას აღმოჩენილი შეუსაბამობის გამო უნდა მოეხდინა შპს ,,მ--–----------------იის დისკვალიფიკაცია’’, საფუძველს მოკლებულია და ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.63. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შესყიდვების სააგენტოს 2001 წლის 15 ოქტომბრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით დამტკიცებული დანართის „ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის“ 22.3. პუნქტის თანახმად, შეფასების კრიტერიუმები წარმოადგენენ სატენდერო წინადადებების იმ მაჩვენებლებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც ხორციელდება პრეტენდენტების წინადადების ურთიერთშედარება და გამარჯვებულის გამოვლენა. თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება 10(ათ)-ბალიანი სისტემით. ამავე დანართის 22.4. პუნქტის მიხედვით, პრიორიტეტების კოეფიციენტი გვიჩვენებს ყველა კრიტერიუმის ჩამონათვალში თითოეული მათგანის ხვედრითი წილის ციფრობრივ გამოსახულებას. ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტის ჯამი შეადგენს ერთ მთელს. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე თავად ეთანხმება სადავო აქტით დადგენილი ფორმულის უსწორობას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შენიშვნის შემდეგ მსგავსი ფორმულა არ გამოუყენებია. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაციის წარდგენა საბაზისო მონაცემების ნუსხაში სატენდერო კომისიას მთლიან ტენდერზე ჰქონდა მოთხოვნილი. ასევე მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სადავო აქტით დადგინდა შპს ,,ხ------ს’’ მიერ დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების ღირებულების შემცირების ფაქტი. საქალაქო სასამართლომ აღსანიშნა, რომ ღია ტენდერი მიმდინარეობდა სამ ლოტზე, თითოეულ ლოტზე სამუშაოების შესყიდვა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იყო დადგენილი. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, თითოეული შესყიდვისათვის სატენდერო წინადადება დამოუკიდებლად უნდა შეიცავდეს შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოებისა და მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის სავალდებულო ან სასურველ ვადებს და ადგილს, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.

 

2.64. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარე არ დავობს იმ გარემოებაზე, რომ საშტატო განრიგი მინისტრის 2007 წლის 15 თებერვლის N--- ბრძანების (კონკურსის გამოცხადების თაობაზე) გამოცემისას არ იყო დამტკიცებული (დამტკიცდა 30 მარტს). სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის მე-7 მუხლის თანახმად, დამხმარე მოსამსახურე არის ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ორეტაპიანი ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტია ინტელექტუალური მომსახურება. აღნიშნული ნორმების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერების გამოსაცხადებლად სარემონტო ობიექტებზე დეფექტური აქტების შედგენისა და სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების მომზადებისათვის სამინისტრო ვალდებული იყო ჩაეტარებინა ორ ეტაპიანი ტენდერი ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის მიზნით.

 

2.65. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სატენდერო წინადადებები შეფასდება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ იღებს კომისიის წევრთა მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შეფასების კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით წარდგენილი წერილობითი დასკვნების საფუძველზე. საქალაქო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით პრეტენდენტების შეფასების ანალიზის მიხედვით დგინდება, რომ სს ,,მ------–---ის’’ უპირატესობა დადგინდა მხოლოდ შეთავაზებული ფასის მიხედვით, რაც შეეხება შპს ,,ი-------–-----------’’-ს უპირატესობა დადგინდა საგარანტიო თანხის, დაზღვევისა და გამოცდილების მიხედვით (მე- 5 ლოტი). ანალოგიურად შპს ,,მ–------–ის’’ უპირატესობა დადგინდა დაბალი ფასისა და სადაზღვევო პირობების მიხედვით, ხოლო სს ,,ტ------- 3’’-ს უპირატესობა მიენიჭა გამოცდილების, ფინანსური მდგომარეობისა და რიგ შემთხვევაში ანგარიშის პირობების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა სადავო აქტის შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეტენდენტი დაბალი ფასის გათვალისწინებით უნდა შერჩეულიყო. ხსენებული ნორმების საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტებს არჩევს შეფასების კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემსყიდვა განხორციელებულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ამასთან აღნიშნული უფლებმოსილება დასაბუთებულია (ზაკ-ის მე-6 მუხლი). ამდენად, სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია.

 

2.66. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ გ---------------------------------ის საშუალო სკოლის ახალი ინდივიდუალური კომპლექსის აშენების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე შპს ,,ტ-------------–--ს’’ დოკუმენტაციის განხილვისას ეთხოვა გადასახადისა და გადასახდელებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება. პრეტენდენტმა ინფორმაცია დადგენილ ვადაში წარადგინა. სატენდერო კომისიის N4 სხდომის ოქმით კვლავ მოთხოვნილი იქნა ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისი წერილი ხარჯთან მიმართებით. აღნიშნული მოთხოვნაც შესრულდა. 2006 წლის 15 მაისის N7 სხდომის ოქმით, ბოლო ეტაპზე შპს ,,ტ-------------–--ის’’ წინადადება არ იქნა დაშვებული თანხის გადახდის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის გამო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების’’ მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ წინადადებებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია, გარდა ამ დებულების მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შესწორებებისა. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შერჩევის პროცედურის დროს მოწმდება სრულად არის თუ არა წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო წინადადებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას შესყიდვის პროცედურის ბოლო ეტაპზე მოეთხოვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომლის მოთხოვნის შესაძლებლობა არსებობდა სატენდერო წინადადების შერჩევის შემდგომ. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.67. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 20.000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება - 50.000 ლარს. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების იმ მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომლებიც დადგენილია ამ მუხლით. სამუშაოს შესყიდვისას ხელოვნურ დაყოფად არ ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც შესყიდვის თითოეული ერთგვაროვანი ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 120.000 ლარს და თითოეული ამ ობიექტის შესყიდვა ხორციელდება ტენდერის საშუალებით. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამის ბიუჯეტში. საჯარო სამართლის ფონდები იქმნება ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელი ნორმის მიხედვით გათვალისწინებულია უშუალოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსების შესაძლებლობა შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით. მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამებით გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრები გამოყოფილი არ ყოფილა საჯარო სკოლებისთვის. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, როგორც სხვა სამუშაოთა შესრულების, ისე სკოლების გათბობის სისტემებისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის სამუშაოს შესყიდვა სამინისტროს სახელწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად უნდა განეხორციელებინა.

 

2.68. საქალაქო სასამართლოს მითითებით, 2006 წელს მინისტრის სათანადო ბრძანების გარეშე გაფორმდა 12 ხელშეკრულება სახელმძღვანელოების შეძენის თაობაზე. ორგანიზაციებზე გადაირიცხა 17,5 ათასი ლარი. სახელმძღვანელოები განთავსდა სამინისტროს შენობაში. 2007 წლის 1 იანვრისათვის სრულად ირიცხებოდა ანგარიშზე 018, მაშინ როცა 2006 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოხდა ქართულენოვანი სკოლებისათვის 14,5 ათასი ლარის ღირებულების სახელმძღვანელოების გადაცემა (ფაქტობრივ ხარჯში გატარდა 2007 წელს). მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული საზღვარგარეთ ქართული სკოლების დახმარების პროგრამის მიხედვით, სახელმძღვანელოების გადაცემისათვის საჭირო იყო საზღვარგარეთ არსებული სკოლებიდან, საელჩოებიდან და სათვისტომოებიდან შემოსული მოთხოვნა. ასევე, მონიტორინგი შესაძლებელი იყო სამინისტროს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოებიდან შემოსული ინფორმაციის მეშვეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ქართულენოვანი სკოლებისათვის 14,5 ათასი ლარის ღირებულების სახელმძღვანელოების გადაცემისათვის მოთხოვნა წარდგენილი არ ყოფილა.

 

2.69. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ შპს ,,ს--------------------------------–-----–----------------------------------------------------------–--------------------------------------–----------–--------“ და შპს ,,ო------ის“ ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა გარანტიებისა და დაზღვევის მექანიზმებს შესრულებული მომსახურეობის მიღება-ჩაბარების შემდეგ გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრისა და მათ შედეგად წარმოქმნილი ზიანის ანაზღაურებას. მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ ხსენებულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არასათანადოდ შესრულებისათვის გარანტიებსა და დაცვის მექანიზმებს. მოსარჩელე თავად მიუთითებს სარჩელში, რომ შპს ,,მ--------მა’’ აღნიშნულ დოკუმენტაციას ჩაუ---რა ექსპერტიზა. ექსპერტიზით დადგინდა გარკვეული ხარვეზების არსებობა, რაც შემდეგ ორგანიზაციებმა გაასწორეს. შემოწმების მასალებში დაცულია ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს შპს ,,ს--------------------------------–-----–----------------------------------------------------------–--------------------------------------–----------–--------“ მიერ შედგენილი რიგი დეფექტური აქტების შეუსაბამობას (შემოწმების მასალები ტ. 66, ს.ფ. 104-108). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ დეფექტური აქტების უზუსტობის დასადგენად სამინისტროს მოუწია როგორც დამატებითი ხარჯის გაწევა დეფექტური აქტების დასაზუსტებლად, ისე აუცილებელი გახდა სამუშაოთა შესრულების ვადის გადაწევა. ასეთ პირობებში სამინისტროს არ ჰქონდა შესაძლებლობა დეფექტური აქტების უზუსტობის გამო მათი შემდგენების მიმართ გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების საშუალებები, ვინაიდან ამგვარი პირობები იმთავითვე არ არსებობდა კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში.

 

2.70. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარემ მთავარ სხდომაზე წარმოადგინა 2006 წლის 4 აპრილის №07-12/1 ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ასოციაცია ,,კ-–---------------ელი’’ ვალდებული იყო მოეხდინა რეგიონული და დასკვნითი ტურის ორგანიზება, მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამგზავრების ორგანიზება საერთაშორისო ოლიმპიადებზე და სხვ. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოლიმპიადები და საერთაშორისო საგანმანათლებლო (ორგანიზაციული კოდი 3----) პროგრამის’’ ფარგლებში. ასევე წარმოადგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრის ბრძანებები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე (ტ. 4, ს.ფ. 325-349). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული პროგრამის ფარგლებში გახარჯული თანხა გაცემულია დაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე. მართალია, დავის განხილვისას იქნა წარმოდგენილი, თუმცა გაწეული ხარჯის მართლზომიერება მოსარჩელემ სათანადოდ დაადასტურა. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრება ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.71. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საბიუჯეტო რგანიზაციის მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯვის გაწევის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 31 აგვისტოს N-71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხაზინის მიერ სახსრების გაცემა ხორციელდება სამ ეტაპად: ვალდებულების აღება, დამოწმება, სახსრების გადახდა. იმავე ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალდებულების დოკუმენტს (დანართი №1) ადგენს საბიუჯეტო ორგანიზაცია საქართველოს ბიუჯეტების გადასახდელების ეკონომიკური კლასიფიკაციის თითოეული მუხლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ვალდებულების დოკუმენტს საბიუჯეტო ორგანიზაცია ადგენს მომსახურე ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების მონაცემების მიხედვით ეკონომიკური კლასიფიკაციის ქვემოთ ჩამოთვლილი მუხლებისათვის სხვა საქონელი და მომსახურება (გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ვალდებულების დოკუმენტის განხილვისა და ვალდებულების რეგისტრაციის წესი მოცემულია მე-8-9 მუხლებით. ამავე ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაცია დამოწმების დოკუმენტს (დანართი 2-ის მიხედვით) ადგენს სამუშაოს შესრულების შემდეგ, სადაც მიეთითება სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადასახადო ანგარიშფაქტურა, საბაჟო დეკლარაცია, სასაქონლო ზედდებული, გაწეული მომსახურების შესაბამისი ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, ურთიერთშედარების აქტი) და შესრულებული სამუშაოს ღირებულება აღებული ვალდებულების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ერთ ვალდებულებაზე შეიძლება შედგეს რამდენიმე დამოწმების დოკუმენტი. იმავე ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების თანახმად, სახელმწიფო ხაზინის მიერ აღებული ვალდებულება შესრულებულად ითვლება დამოწმების დოკუმენტის რეგისტრაციის შემდეგ. წინა წლის ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას საბიუჯეტო ორგანიზაციის მომართვის საფუძველზე სახელმწიფო ხაზინა აზუსტებს მომდევნო წლის 15 იანვრამდე. წინა წლის შეუსრულებელი ვალდებულებები დავალიანებაში არ აისახება. აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველი საბიუჯეტო ორგანიზაცია ვალდებულია კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ხაზინას წარუდგინოს მხოლოდ ერთი ვალდებულების დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტით დადგენილი რეგისტრირებული ვალდებულების ფარგლებში შესაძლოა წარდგენილ იქნეს რამდენიმე დამოწმების დოკუმენტი. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის N18-01-12/174/2356 (09.06.08 წ.) წერილი (შემოწმების მასალები ტ. 70, ს.ფ. 29), რომელიც ეფუძნება 2007 წლის 28 დეკემბრის N1--- ბრძანებას, რომელიც სადავო პერიოდში (2006 წელს) არ მოქმედებდა. ამასთან, მოსარჩელე მხარემ ადმინისტრაციულ საჩივარს დაურთო ცნობა სამინისტროს მიერ ვალდებულების აღებისა და დამოწმების დაგვიანებით წარდგენის შესახებ. აღნიშნულ ცნობაში აღნუსხულია 2006 წელს გაფორმებული ხელშეკრულებებით (4 ხელშეკრულება) წარმოშობილი ვალდებულებების აღებისა და დამოწმების დაგვიანებით წარდგენის თაობაზე, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებები პროგრამის ფარგლებში არ არის გაფორმებული. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან 2006 წელს გაფორმებული ხელშეკრულებებით (რომელიც უნდა დასრულებულიყო 2006 წლის ბოლომდე) გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ დამოწმების აქტები სამინისტროს სახელმწიფო ხაზინისათვის არ წარუდგენია, 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული ხსენებული პერიოდის სამუშაოების ასანაზღაურებელი თანხის ნაწილის - 8455,8 ათასი ლარის დამტკიცება საფუძველს მოკლებულია. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მოსაზრება თანხის (8,5 მლნ) გააგარიშებასთან მიმართებით მოცემულ საკითხთან მიმართებით გაზიარებული ვერ იქნება (შემოწმების მასალები ტ. 5, ს.ფ. 179).

 

2.72. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტით დაფიქსირებულია საბიუჯეტო თანხების ზედმეტად გადარიცხვის ფაქტი, რაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვად შეიძლება შეფასდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ სს ,,ხ------მ’’ წინა წლის აუთვისებელი თანხა - 21 828,95 ლარი 2008 წლის 29 აპრილს გადაიხადა. გადახდის დამადატურებელი დოკუმენტი - საგადასახადო დავალება კონტროლის პალატას წარედგენა ადმინისტრაციული საჩივრით. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტი შემოწმების მასალებში შეფასებული ვერ იქნებოდა. თუმცა, დავის გადაწყვეტის მომენტისათვის აღნიშნული თანხის არამიზნობრივ ხარჯვად შეფასება მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში სარჩელი გაზიარებული უნდა იქნეს და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.73. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით 45-ე მუხლით დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 490 047.7 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული მუხლით 32 12 03 ორგანიზაციული კოდით გათვალისწინებულია საუნივერსიტეტო კურიკულუმების პროგრამის 2008 წლის გეგმა 200,0 ათასი ლარით სრული საბიუჯეტო სახსრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტით არასწორად იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ საუნივერსიტეტო კურიკულუმების პროგრამის ორგანიზაციული კოდი (3-------) 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ იქნა გათვალისწინებული. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული თავად საუნივერსიტეტო კურიკულუმების პროგრამის ასიგნებები 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით 32 12 03 ორგანიზაციული კოდით არის გათვალისწინებული.

 

2.74. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივლისის N868 განკარგულების საფუძველზე ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო ენის პროგრამის განხორციელების მიზნით არაქართულ და საზღვრისპირა სოფლების სკოლებში მოწვეული მასწავლებლების თანამდებობრივ განაკვეთებზე სპეციალური დანიშნულების დანამატები 1999 წლის ივლისიდან გაიცემოდა გრანტის სახით. 2006 წელს საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე მასწავლებლებზე გაცემულია 93960 ლარი. მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული გასაცემელი სამინისტროს საშემოსავლო და სოციალური გადასახადით არ დაუბეგრავს. ,,გრანტების შესახებ’’ კანონის (2006 წელს მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს: 1. საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები სახელმწიფოა) და არასამეწარმეო იურიდიული პირი (ფონდი). 2. საქართველოს ის არასამეწარმეო იურიდიული პირი (ფონდი, პროგრამა), რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. ამდენად, პედაგოდებთან არსებული საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხები მართალია მოხსენიებულია გრანტის სახელწოდებით. იგი სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში გაცემული ერთჯერადი განაცმის ბუნებას ატარებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: ბ) ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მოგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, სახელმწიფო ბიუჯეტში ან ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივ ბიუჯეტებში გათვალისწინებული ასიგნებებით გამოყოფილი დახმარება ან ერთჯერადი განაცემი (მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები). ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური გადასახადისაგან გათავისუფლებულია გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება. 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 47-ე მუხლით განისაზღვრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 340 504.0 ათასი ლარის ოდენობით. სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამას მიენიჭა ორგანიზაციული კოდი 3-------. ამავე მუხლში მოცემული სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის განმარტების თანახმად, სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებსა და საზღვრისპირა რაიონებში არსებულ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სწავლების განსაკუთებული ღონისძიების ჩატარებას, რომლის ფარგლებში ადგილობრივ და მოწვეულ პედაგოგებზე თანამდებობრივი სარგოს გარდა განისაზღვრება და გაიცემა გრანტი. 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 49-ე მუხლით განისაზღვრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 389 354.1 ათასი ლარის ოდენობით. დამტკიცდა სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის ორგანიზაციული კოდი 3------- ეს უკანასკნელი თავის მხრივ ორი ქვეპროგრამას აერთიანებდა 3------- 01 - სახელმწიფო ენის პროგრამა და 3------- 02 - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალის დახმარების ქვეპროგრამა. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 აპრილის N171 განკარგულების თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა----–----–---–-)„ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქ--------------------------------- თემების საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუყო 633 600 (ექვსას ოცდაცამეტი ათას ექვსასი) ლარი. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 აპრილის N170 განკარგულების თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა.ალექსიშვილი) საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გ--–-- რაიონის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუყოს 738 264 (შვიდას ოცდათვრამეტი ათას ორას სამოცდაოთხი) ლარი. აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტით არასწორად იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ 2006 წელს სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში პედაგოგებზე გაცემული გრანტი უნდა დაბეგრილიყო სოციალური და საშემოსავლო გადასახადებით. აღნიშნულ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება 2007 წელს პედაგოგებისათვის გადაცემული დახმარებას, იგი გათავისუფლებული იყო საშემოსავლო გადასახადისაგან. აღნიშნული ასევე დადგენილია სადავო აქტით და სადავო არ არის. სოციალური გადასახადით დაბეგვრასთან მიმართებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნა, რომ განსხვავებით გრანტისაგან, დახმარება, როგორც საზღაური, ორგანიზაციას უნდა დაებეგრა (საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

2.75. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,შრომის კანონთა კოდექსის’’ მე-16 მუხლის თანახმად, შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) არის შეთანხმება საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის, რომლითაც ერთი მხარე – საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს მუშაკი შრომის სათანადო პირობებით, გადაუხადოს ხელფასი იმ ოდენობით, რაც შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) არის გათვალისწინებული, ხოლო მეორე მხარე – მუშაკი ვალდებულებას იღებს შეასრულოს გარკვეული სამუშაო სპეციალობის, კვალიფიკაციისა და თანამდებობის გათვალისწინებით, დაიცვას შრომის ხელშეკრულების პირობები, დაემორჩილოს შრომის შინაგანაწესს. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუშაკისათვის შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ოდენობისა და ხარისხის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ „მოსწავლეთა ანტიკორუფციული აღზრდის სასწავლო პროგრამის ფარგლებში 2006 წელს პროექტის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო ორი კოორდინატორის ხელფასი, კერძოდ პირველი კოორდინატორის დარიცხული ხელფასი დადგენილია 1704,55 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე კოორდინატორის - 3409,09 ლარი. ასევე განსაზღვრულია 15 მასწავლებლის (4090,91 ლარი) და 2 ექსპერტის (1138,64 ლარი) ხელფასის ოდენობით. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო აქტის შეფასება ექსპერტთა და პედაგოგთა ხარჯების შრომის ანაზღაურების დაუსაბუთებლობის თაობაზე საფუძველს მოკლებულია და მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ პროგრამით გათვალისწინებული მიზნების ამსახველი რაიმე დოკუმენტი (ჩატარებული გაკვეთილების ოდენობა, ტრენინგის მასალა, საბოლოო ანგარიში, რომელის 2006 წლის ივნისის ბოლოს უნდა შედგენილიყო და სხვ.) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის (ასკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი). ამდენად სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.

 

2.76. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ კანონის მე-12 მუხლის პირველი და მეორე მუხლების თანახმად, ასიგნება არის ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცებული მოცულობის ფარგლებში ხარჯის გაწევის უფლებამოსილება, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტით. ასიგნების გარეშე ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია. პროგნოზირებული ასიგნება წარმოადგენს ასიგნებას, რომელიც დაკავშირებულია ვალის მომსახურებასა და ამორტიზაციასთან ან/და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე გადახდ------. პროგნოზირებული ასიგნების ზევით ვალდებულების აღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს პროგნოზირებული ასიგნების გადაჭარბების მიზეზის შესახებ და წლის ბოლოს მისაღები შედეგის პროგნოზს, ხოლო პროგნოზირებული ასიგნების კორექტირება გათვალისწინებული იქნება წლიურ საბიუჯეტო კანონში სათანადო ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტში, რომლის მიღების შემდეგაც შეიძლება შესაბამისი ხარჯის გაწევა. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელები საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არა უგვიანეს 15 აგვისტოსი. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზების დასაბუთებას. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გასათვალისწინებელ აუცილებელ პირობებს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხუთივე მოცემულ შემთხვევაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ არასწორად იქნა დაგეგმილი საბიუჯეტო ასიგნებებით გათვალისწინებული პროგრამები, რასაც პროგრამის სწორი, სრულყოფილი შემუშავება და მათ შორის სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმების სწორი დაგეგმვა განაპირობებს. თავის მხრივ პროგრამების არასწორად დაგეგმამ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა გამოიწვია. ამასთან, სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე გაწეული ხარჯი დაუსაბუთებელია, ვინაიდან 2006-2007 წლებში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები არ არის ჩამოწერილი სამინისტროს ბალანსიდან. შემოწმების მასალებში (ტ. 6, ს.ფ. 111-161) დაცულია საზღვარგარეთ ქართული სკოლებისათვის დახმარების პროექტის ფარგლებში სხვა ქვეყნებში არსებული სკოლებისათვის გადაცემული სახელმძღვანელოების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ მასში ასახული რაოდენობა არ ხსნის 2006-2007 წლებში დაბეჭდილი სახელმძღვანელოების რაოდენობის საჭიროებას.

 

2.77. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის N70 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების’’ მე-13 მუხლის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით საწარმო, ორგანიზაცია ახდენს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციას. ამავე დებულების მე-14 მუხლის თანახმად, სამეურნეო წელს ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდულობა, თარიღი, ქონებისა და ვალდებულებების ნუსხა თითოეული ინვენტარიზაციის დროს დგინდება საწარმოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა. ხოლო დებულების მე-15 მუხლის პირველი მე-2 პუნქტის მიხედვით, ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა სამეურნეო წლის ბოლოს, გარდა იმ ქონებისა და ვალდებულებებისა, რომელთა სრული ან ნაწილობრივი ინვენტარიზაციაც ჩატარებულია სამეურნეო წლის დასასრულამდე სამი თვის განმავლობაში. აღნიშნული ნორმების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტით მართებულად იქნა შეფასებული ინვენტარიზაციის ჩატარების ვადების დარღვევის თაობაზე. აღნიშნულს არ ხსნის ის გარემოება, რომ ინვენტარიზაციის დასრულების ვადა ორჯერ გადაიდო. ინვენტარიზაციის (წლიური და პერიოდული) ჩატარების აუცილებლობა დადგენილია ნორმატიული აქტით და ემსახურება ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მონაცემების უტყუარობას, ამდენად, სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა.

 

2.78. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების’’ პირველი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო-მუნიციპალური დაქვემდებარების ქონებაზე - სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრების ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემის უფლება შესაძლებელია გადასცეს თავის ტერიტორიულ ორგანოს. იმავე დებულების მე-6 მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის ფორმით გაცემის წესს. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ავტომანქანა “გ---------” (სახ. ¹A------) და ავტომანქანა “ვ---------”-ის (სახ. ¹C------) გადაცემის ამსახველი მასალები სარევიზიო პერიოდში წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნული დოკუმენტები დაერთო ადმინისტრაციულ საჩივარს. ამდენად, სადავო აქტში დაფიქსირებული შეფასება არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ ავტომანქანები თ---–---------–-----------------–---ს და მ----------------–---------–ს გადაეცა ეკონომკის განვითარების სამინისტროს თანხმობით, შესაბამისი წესის დაცვით. აღნიშნულ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2.79. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის N1--- ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციებში ბუღალტრულმა აღრიცხვამ უნდა უზრუნველყოს სისტემატური კონტროლი ხარჯთანუსხით გათვალისწინებული სახსრების სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ანგარიშსწორებაზე, ქონების, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების მოძრაობასა და დაცვაზე, აგრეთვე, ორგანიზაციის მატერიალური და შრომითი რესურსების გამოყენებაზე. საქალაქო სასამართლო არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მასზედ, რომ სამუშაოს ფაქტიური შესრულების თარიღად მიჩნეულ იქნა ანგარიშ–ფაქტურის გამოწერის თარიღი და ანგარიშ-ფაქტურები თარიღდება 2007 წლით. სადავო აქტით დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ 2006 წელს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები სრული სიზუსტით და თავისდროულად არ იქნა აღრიცხული ბუღალტრულად.

 

2.80. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, სახელმწიფო ბიუჯეტში ან ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივ ბიუჯეტებში გათვალისწინებული ასიგნებებით გამოყოფილი დახმარება ან ერთჯერადი განაცემი (მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები). იმავე კოდექსის 267-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 266-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში დასახელებული გადასახადის გადამხდელებისათვის სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტია ხელფასი, რომელიც განისაზღვრება ამ კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით. ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 266-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სოციალური გადასახადი გადაიხდება დაქირავებულისათვის ხელფასის ან შრომის სხვა ანაზღაურების გაცემისთანავე, ხოლო, თუ ხელფასები გაიცემა ბანკის საშუალებით, დამქირავებელი შრომის ასანაზღაურებლად თანხების მოთხოვნასთან ერთად ბანკში წარადგენს საგადახდო დავალებას გადასახადის გადარიცხვის თაობაზე. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების წარდგენის გარეშე ბანკი ხელფასის თანხას არ გასცემს. გადასახადის გადამხდელის მიერ სოციალური გადასახადი გამოიანგარიშება ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისათვის და საგადასახადო ორგანოებს წარედგინება დეკლარაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ერთჯერად განაცემს, რომელიც საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას არ ექვემდებარებოდა. ამასთან, აღნიშნული თანხის გაცემისათვის სოციალური გადასახადი ამავე თანხის ფარგლებში უნდა გადახდილიყო, ვინაიდან დაბეგვრის ობიექტია უშუალად სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა. ამასთან, სოციალური გადასახადის გადამხდელი არის დამქირავებელი და იგი ვალდებულია შრომის ანაზღაურების ნებისმიერი თანხის გადახდამდე გადაიხადოს აღნიშნული გადასახადი.

 

2.81. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბიუჯეტო კლასიფიკაცია არის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების სისტემური კლასიფიკაცია, რომელიც მოიცავს: შემოსავლების კლასიფიკაციას შემოსავლების წყაროების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური შემოსავლების გამიჯვნით; ხარჯების ეკონომიკურ კლასიფიკაციას ხარჯების სახეების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების გამიჯვნით; ხარჯების ფუნქციონალურ კლასიფიკაციას ხარჯების მიზნების მსგავსობის მიხედვით; ხარჯების ორგანიზაციულ კლასიფიკაციას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით; ხარჯების ღონისძიებების კლასიფიკაციას ხარჯების ღონისძიებების მსგავსობის მიხედვით. 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 49-ე მუხლის თანახმად, ორგანიზაციული კოდი 3---- განკუთვნილი იყო ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის გამოყოფილი თანხის ასახვისათვის. ამავე მუხლის თანახმად, ორგანიზაციული კოდი 3------- განკუთვნილი იყო სამეცნიერო დაწესებულებების პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხებისათვის. აღნიშნული კოდის ქვეშ გაერთიანებული იყო სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტისათვის გამოყოფილი თანხები. ამდენად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა ამ ორგანიზაციულ კოდზე უნდა ასახულიყო. ამ გარემოებას არ ხსნის მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯა.

 

2.82. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ კანონის მე-13 მულის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს მხარჯავი დაწესებულების განაცხადისა და ფონდების მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად, პრეზიდენტის და მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს მინისტრი. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია ზუსტად განსაზღვროს საჭირო თანხის მოცულობა და მიზნობრიობა. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრო მოქმედებდა დადგენილების არსიდან გამომდინარე, ვინაიდან 74,1 ლარის (თბილისის 2----------- სკოლისათვის დიზელის შესაძენი თანხა) ხარჯვის მიზანი შეუსაბამოა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ნოემბრის N662 განკარგულებით გამოყოფილი თანხის მიზნობრიობასთან. ამდენად, სამინისტრო ვალდებული იყო თანხის გახარჯვამდე სწორად განესაზღვრა მოთხოვნილი თანხის მიზნობრიობა, როგორც ეს მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 დეკემბრის N729 განკარგულებით განხორციელდა.

 

2.83. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულებით (2006 წლისათვის მოქმედი რედაქცია) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საერთო პირობების მე-15.3 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა . სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 11 იანვრის დასკვნით დადგინდა, რომ შპს ,,სეისმომედეგი პროექტირების მ–-----–ობისა და ტექნიკურ-ეკონომიკური კრიტერიუმებით შენობა-ნაგებობათა უსაფრთხოების შეფასების ცენტრის” მიერ შედგენილ დეფექტურ აქტში ნაჩვენები სამუშაოთა მოცულობის ნაწილი არ შეესაბამება რეალურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებს (შემოწმების მასალები ტ. 63, ს.ფ. 1---156). ამასთან, რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებები ეფუძნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ თანხმობას ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სამუშაოს შესყივაზე. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში მასში ცვლილებების შეტანა ესადაგება 398-ე მუხლში მოცემულ ხელშეკრულების დადებისას არსებული არასწორ საფუძვლებს. თუმცა ამგვარი ცვლილება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ვერ იქნება მოაზრებული ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანად. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის აუცილებლობის ახსნა კლიმატური პიროებების გამო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების (2006 წლისათვის მოქმედი რედაქცია) მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სწორად დაგეგმოს და მოამზადოს სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, შეაფასოს შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობა და ამგვარად დაგეგმოს სახელმწიფო შესყიდვის პოცედურა. საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება სამუშაოების ვადის გადაწევის მიზეზად დონორი ორგანიზაციების მიერ მასალების დაგვიანებასთან მიმართებით, ვინაიდან აღნიშნული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით სათანადოდ დადასტურება მხარემ ვერ შეძლო (ასკ-ის მე-17 მუხლი). საქმეში დაცულია მხოლოდ საგზაო შემთხვევის შესახებ ოქმი, რომელიც თურქეთიდან შემოტანილი მეტალო-პლასტმასის ფანჯრების გადამზიდავი ა/მანქანით ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს ადასტურებს. სხვა დონორების მხრდან მასალების მიწოდების ვადის დარღვევის ფაქტი არ არის დადასტურებული რაიმე მტკიცებულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის შეფასება ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დეფექტური აქტების შეუსაბამობის გამო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დაუშვებლობის თაობაზე, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.84. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დართული მასალებით დადგინდა, რომ სამინისტროსა და შპს ,,ა-----–------’’-ს შორის არსებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2006 წლის 15-18 სექტემბრამდე. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, შპს ,,ა-----–------’’-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია. სადავო აქტით დადგინდა ის გარემოება, რომ ფაქტიურად შესრულებული სამუშაო ნაცვლად 681,0 ათასი ლარისა სამინისტროს მიერ დადგენილია 1536,1 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება. შესაბამისად, სარჩელით მოთხოვნილია დარჩენილი ღირებულების ანაზღაურება. ამასთან, სამინისტროს არ გამოუყენებია წინასწარ ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული საგარანტიო თანხის მოთხოვნის უფლება, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა შპს ,,ა-----–------’’-ისათვის წინასწარ გადახდილი თანხის ანაზღაურება. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ეფექტური ღონისძიებები გაატარა. შემოწმების მასალებში წარმოდგენილი არ ასევე რაიმე მტკიცებულება სადავო აქტში დაფიქსირებული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების უარსაყოფად.

 

2.85. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში დაცულია დოკუმენტაცია, რომელიც სადავო აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს. თუმცა წარმოდგენილი არ არის დეფექტური აქტი, რომლის შესრულებისათვის თანხა გადარიცხული აქვს ნ-----–-------------–---–ს. საქმეში წარმოდგენილია კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვით N-- სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეფასებულია 569908 ლარად. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების (2006 წლისათვის მოქმედი რედაქცია) მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ყოველი შესყიდვის განხორციელების პროცედურების დაწყებამდე (გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვებისა) წლიური გეგმის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. განსახორციელებელი შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, შესყიდვის განხორციელების საშუალების, ლოტების და დაფინანსების მოცულობის დაზუსტების, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დაზუსტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადა (მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა), ფასების არსებული დონე (შიდა ან/და საერთაშორისო ბაზარზე), მსგავსი შესყიდვების განხორციელების გამოცდილება. ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების შესახებ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მსურველი და მონაწილე პირებისათვის (სანამ არ დადგება ამ ინფორმაციის გამჟღავნების აუცილებლობა), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელებისას სავარაუდო ღირებულების წინასწარი გამჟღავნება აუცილებელია შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში სააგენტოს უნდა მიეწოდოს სახელმწიფო შესყიდვების კორექტირებული გეგმა. აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სადავო აქტის შეფასება ამ ნაწილთან მიმართებით, ვინაიდან შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სწორად დაგეგმოს და მოამზადოს სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, შეაფასოს შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობა და ამგვარად დაგეგმოს სახელმწიფო შესყიდვის პოცედურა. გარდა ამისა, სხვა პირთა მოქმედებით გამოწვეული დაუსაბუთებელი ხარჯის აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინოს ეფექტური რეაგირება ამგვარი დანაკლისის ასანაზღაურებლად და საბიუჯეტო თანხების არაეფექტურად ხარჯვის თავიდან ასაცლებლად.

 

2.86. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა . სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულებით (2006 წლისათვის მოქმედი რედაქცია) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საერთო პირობების მე-15.3 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა . სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემხვევაში შპს ,,პ--------------’’-თან დადებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელება მოხდა ძირითადი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, ასევე შემდგომი ვადის გაგრძელებებიც ამგვარად განხორციელდა. სადავო აქტის შეფასებას ვერ შეცვლის მოსარჩელის მითითება საჯარიმო თანხების მოთხოვნისა და სარჩელის აღსაძრავად მასალების იურიდიული სამსახურისათვის გადაცემის თაობაზე, ვინაიდან შპს ,,პ--------------’’-სათვის გადარიცხული თანხების მოცულობის ზრდა სწორედ თანხების გაზრდისა და სამუშაოთა გაგრძელების თაობაზე დამატებითი ვადის განსაზღვრამ განაპირობა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სს ,,ხ------სთან’’ 2006 წლის 21 ივნისს გაფორმებული N06-101/3 ხელშეკრულების თაობაზე 2006 წლის 11 სექტემბრის შეთანხმებით შპს ,,მ--------ის’’ მიერ შედგენილ საექსპერტო დასკვნის მიხედვით ხელშეკრულების ღირებულება შეცვლილია 860904 ლარით. ამგვარი ცვლილების მიზეზი თავისმხრივ გახდა პირველადი ხარჯთაღრიცხვის შეუსაბამობა (ეს გარემოება დადგენილია 3.8.15 გარემოებით). მიუხედავად აღნიშნულისა, ხელშეკრულების ვადის შემდგომი გაგრძელება არ არის ახსნილი რაიმე მიზეზებით. ამასთან, ვადის გაგრძელება დადგენილია ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ. მართალია, სს ,,ხ------ს’’ დაკისრებული აქვს საჯარიმო სანქციები, მაგრამ აღნიშნული თანხების ამოსაღებად სამინისტროს არ გაუ---რებია კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქალაქო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სს ,,თ---–----–--–-- - 3’’-თან 2006 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებების (N06-99/3 და N06-98/3) ვადის გაგრძელება 2006 წლის 7 აგვისტოს და 6 ნოემბრის შეთანხმებით შესაბამისობაში მოდის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის 21-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლთან. ამგვარი შეთანხმება ასევე ახსნილია კორექტირებული დეფექტური აქტების შედგენის აუცილებლობით (3.8.15 პუნქტით დადგენილი გარემოება), თუმცა შემდგომში ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილება 2007 წლის 25 თებერვლამდე ხელშეკრულების გაგრძელება არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და იგი ახნილი არ არის მითითებულ ნორმებში დასახელებული მიზეზებით.

 

2.87. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში დაცულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „რ-------------–----“ ვალდებული იყო ეწარმოებინა N2-- სკოლის სახურავის შეკეთება. საქმეში წარმოდგენილია სარემონტო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ადასტურებს მიღებული სამუშაოს შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებთან. მიუხედავად აღნიშნულისა, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტით არ არის დადგენილი სკოლის სახურავის გამოცვლის უსაფუძვლობა. ის გარემოება, რომ შემდგომში განხორციელებული სამუშაო არ იძლეოდა წინარე სამუშაოს შეფასების შესაძლებლობას, ვერ გახდება საფუძველი იმ დასკვნისა, რომ N2-- საჯარო სკოლის სახურავის შეცვლა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვით იყო გამოწვეული, ვინაიდან სახურავის გამოცვლის აუცილებლობა ახსნილია მისი სიძველით.

 

2.88. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ წარმოადგინა სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებითაც შპს ,,ა-----–------’’-ს, შპს ,-----’’-ს და სხვა კომპანიებს დაეკისრათ ხელშეკრულების არასათანადოდ შესრულებისათვის თანხის გადახდა (საქმის მასალები ტ. 4, ს.ფ. 195-287). აღნიშნული გადაწყვეტილებები სასამართლოს მიერ გამოტანილია შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ, შესაბამისად, სადავო აქტით მართებულად არის დადგენილი ის გარემოება, რომ შემოწმების დროისათვის სამინისტროს არ ჰქონდა გამოყენებული სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის უფლება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმოდგენილი პრეტენზია სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 401-ე და 392-ე მუხლების გამოყენების მართებულობა თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით უნდა დადგინდეს და სასამართლო ზოგადად მათი გამოყენების შესაბამისობას ვერ დაადგენს. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ შეთანხმების გაფორმება სამოქალაქო კოდექსის 125-ე მუხლს ეფუძნებოდა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ვადის გაგრძელების შემთხვევაში ახალი ვადა გამოითვლება გასული ვადის დამთავრებიდან. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის პირნციპი, რომელიც კერძო პირთა ურთიერთობისას არ კრძალავს, რომ თუნდაც ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სახელშეკრულებო ურთიერთობა ახალი ვადით გააგრძელონ, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული ვერ იქნება, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას სახელშეკრულებო ურთიერთობა ძირითადად ეფუძნება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებისა და შესრულების კონკრეტულ პირობებს ადგენს.

 

2.89. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ: ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება; ბ) ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 200.000 ლარს, ხოლო სამ–-----–ო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 1. 000. 000 ლარს. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ საჩივარს ერთვის 10 საბანკო გარანტია. სარჩელში მითითებულ შპს ,,უ----’’, შპს ,,ი-------–-----------’’-სა და სს ,,ტ-------------–--ის’’ სახელზე გაცემული შესაბამისი საბანკო გარანტიები. ამდენად, სადავო აქტით აღნიშნული გარემოების გამოკვლევა შეუძლებელი იყო, ვინაიდან იგი ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილი არ ყოფილა.

 

2.90. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 41-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრული იყო საჯარო მოხელის შვებულება 30 დღის ოდენობით. ამავე კანონის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი, მიეცემა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 15 კალენდარული დღის ოდენობით. აღნიშნული მუხლი 2005 წლის 12 დეკემბრის N2470 კანონით შეიცვალა და საჯარო მოსამსახურის შვებულება 30 დღით დადგინდა, ცვლილება 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. სადავო აქტით დადგენილია, რომ შვებულების თანხა თებერვლის უწყისში აისახა, თუმცა 2005 წლის შვებულების ასანაზღაურებლად. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებას უკუძალა ვერ მიეცემოდა.

 

2.91. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო განთავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს განთავისუფლებამდე 2 კვირით ადრე მაინც. ამავე კანონის მე-109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. შრომის კანონთა კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, თუ შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) შეწყდა ამ კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებში და 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და“დ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით ან ადმინისტრაციის მიერ შრომის კანონმდებლობის, კოლექტიური ან შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) დარღვევის შედეგად (მუხლი 33-ე), მუშებსა და მოსამსახურეებს ეძლევათ გასასვლელი დახმარება ერთი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით. აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამშრომლის გათავისუფლებისას არასწორად იქნა გაცემული ერთი თვის გასასვლელი დახმარება, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონი მოხელის გათავისუფლებისას დახმარების გაცემის კონრეტულ წესს ადგენს.

 

2.92. საქალაქო სასამართლო ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატის 2003 წლის 1 ივნისიდან 2008 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის 19 მაისის №6---- შემოწმების აქტი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოტივაციო ნაწილში მითითებული პუნქტების შესაბამისად ხსენებული აქტი ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონის ნორმა, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება გასაჩივრებულ ნაწილში. კერძოდ, 1. სასამართლო იზიარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბიუჯეტის პროექტების დაზუსტება წარმოადგენდა საბიუჯეტო პროექტზე მუშაობის პროცესს და ვინაიდან საბოლოოდ სამინისტროს მიერ 2006 წლის 28 დეკემბრის წერილით გაგზავნილი 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო მეოთხე ვარიანტით საბიუჯეტო სახსრებით ხარჯები ფინანსთა სამინისტროს ცირკულარულ წერილში მითითებულ ზღვრულ მაჩვენებელზე 5245, 9 ათასი ლარით ნაკლები იყო, არ ჰქონია ადგილი ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას ადგილი. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიჩნეულია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარდგენილი იქნა 2006 წლის 14 აგვისტოს, ხოლო შემდგომში 2006 წლის 7,8,15 და 28 დეკემბერს დაზუსტებული ბიუჯეტის პროექტის წარდგენა ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის დარღვევას არ წარმოადგენდა, ვინაიდან საბოლოოდ 2006 წლის 28 დეკემბრის წერილით 2007 წლის ბიუჯეტის პროექტი წარდგენილ იქნა მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. აპელანტი სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სამინისტრომ დაარღვია როგორც საბიუჯეტო განაცხადის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, ასევე ზღვრული მოცულობების ფარგლები, ვინაიდან ვალდებულების სათანადო და ჯეროვანი შესრულება უკავშირდება ამ ვალდებულების შესრულებას კანონის სულისკვეთების დაცვით, რაც გულისხმობს ქმედების არამხოლოდ ფორმალური, არამედ შინაარსობრივი, მატერიალური მხარის შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან. აღნიშნული კი სამინისტროს მხრიდან არ იყო დაცული, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ მან საბიუჯეტო განაცხადი წარადგინა 14 აგვისტოს, მოგვიანებით ოთხჯერ-5, 8, 15 და 28 დეკემბერს წარადგინა განაცხადის დაზუსტებული ვარიანტები, რაც ადასტურებს იმას, რომ პირველადი განაცხადის წარდგენა ემსახურებოდა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით. ამასტან, აპელანტის მოსაზრებით, შინაარსობრივად იგი არ პასუხობდა კანონის ნებას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება საკანონმდებლო რეგულაციებს, რომლის თანახმად, 15 აგვისტომდე წარდგენილი საბიუჯეტო განაცხადების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტრო ახორციელებდა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. კერძოდ, არაუგვიანეს 30 აგვისტოსი იხილავდა საბიუჯეტო განაცხადებს, ხოლო არაუგვიანეს 15 სექტემბრისა ამზადებდა და მთავრობას წარუდგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მხარჯავი დაწესებულებების მიერ 15 აგვისტოს შემდეგ საბიუჯეტო განაცხადებთან დაკავშირებული ცვლილებებისა თუ დამატებების ფინანსთა სამინისტროში წარდგენის შესაძლებლობას კანონმდებელი არ ითვალისწინებდა. ამდენად, ცალსახაა, რომ სამინისტროს მხრიდან რეალური, საბოლოო საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა მოხდა დეკემბრის თვეში და არა აგვისტოში, რითაც დაირღვა ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილი ვადა, რომელიც ითვალისწინებდა საბიუჯეტო განაცხადის წარდგენას არაუგვიანეს 15 აგვისტოსი. რაც შეეხება სამინისტროს მიერ ზღვრული მოცულობების ფარგლების დარღვევას, აპელანტი აღნიშნავს, რომ მხარჯავი დაწესებულებები ვალდებული იყვნენ ბიუჯეტის პროექტი წარედგინათ მთავრობის მიერ დადგენილი ზღვრული მოცულობების ფარგლებში და ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს მიმდინარე წლის შემოსულობებსა და გადასახდელებს. ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში შედის გრანტებიც. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ ხარჯთა ზღვრულ მოცულობებში გათვალისწინებული არ იყო უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისა და ამ პროექტებში თანამონაწილეობის ხარჯები, უსაფუძვლოა და შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული.

 

3.2. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია’’ დაფინანსების ფარგლებში N1-- საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის ხელშეკრულების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმების შეფასების ნაწილში გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის შესახებ. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მოსაზრება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციისათვის სამუშაოების მოცულობის გაზრდა ახსნილია ქ. თბილისის მთავრობის 08.05.06 წ. N1-------- დადგენილებით ბაგა-ბაღის დაუმთავრებელი შენობის გადაცემით. მოცემულ საკითხზე აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო ანალოგიურ შემთხვევაში სხვა სკოლებთან მიმართებაში (N-- და N---------–-) იზიარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმების აქტში გამოთქმულ მოსაზრებას სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობის არასწორად გაზრდისა და შესყიდვების სააგენტოსთან სამუშაოების სრულ მოცულობაზე შეთანხმების არარსებობის შესახებ, ხოლო N1-- სკოლასთან მიმართებაში არასწორად მიაჩნია აქტის ჩანაწერი მხოლოდ იმ მოტივით, რომ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით გადაეცა ბაგა-ბაღის დაუმთავრებელი შენობა. აქტის ჩანაწერით სადავოს არ წარმოადგენს ბაგა-ბაღის სკოლისათვის გადაცემის ფაქტი, არამედ საუბარია სახელშეკრულებო ღირებულებასა და სავარაუდო ღირებულებას შორის არსებულ სხვაობაზე და N1-- საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით ჩატარებული შესყიდვის შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების არარსებობის შესახებ, რაც გათვალისწინებული იყო შესყიდვების სააგენტოს ნორმატიული აქტით. შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილი წესის დარღვევა ვერ იქნება გამართლებული ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით, რომლის თანახმად, სკოლას გადაეცა ბაგა-ბაღი, ხოლო მისი რეაბილიტაციისათვის სამუშოების შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო შესყიდვების სააგენტოს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აქტში გამოთქმული შენიშვნები 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის სასკოლო ჩანთების შესაძენად ტენდერების ჩატარების თაობაზე. აქტში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზებითაა ჩატარებული სასკოლო ჩანთების შესასყიდად ჩატარებული ტენდერები იქედან გამომდინარე, რომ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბ-------’’-ს მოსაწოდებელი ჩანთების ფასი უფრო მეტი იყო ტენდერში მონაწილე შპს ,,მ--------ის’’ ფასზე და ორივე საწარმოს მოსაწოდებელი ჩანთების ხარისხი ვიზუალურად თითქმის ერთნაირი იყო. სწორედ ამიტომ, სარევიზიო ჯგუფის მიერ არ გაკეთდა საბოლოო დასკვნა და სატენდერო წინადადებებით პრეტენდენტების მიერ ნიმუშებად წარმოდგენილი სასკოლო ჩანთები შეიფუთა და დაილუქა ექსპერტიზის ჩასატარებლად. სწორედ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა დადგენილიყო ფასთაშორის გამოწვეული სხვაობის შესაბამისობა ჩანთების ხარისხობრივ მაჩვენებლებთან.

 

3.4. აპელანტის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სასამართლოს გადაწყვეტილება რევიზიის აქტის ბათილად ცნობის შესახებ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია’’ დაფინანსების ფარგლებში პირველკლასელებისათვის სასკოლო ფორმების შესყიდვისათვის (შპს ,,მ--–------------------’’) ტენდერის პროცედურის შეფასებას, ვინაიდან სარევიზიო ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა შეესწავლა და გაეანალიზებინა ბიუჯეტური სახსრების ხარჯვის კანონიერება და მიზნობრიობა და თუ ადგილი ექნებოდა დარღვევა-ნაკლოვანებებს, მიეცა რეკომენდაცია მათი შემდგომში გამოსწორების მიზნით. ,,სახელმწიფო შესყიდვების წესის განხორციელების შესახებ’’ დებულების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იყო, რომ სატენდერო კომისიას სატენდერო წინადადებების დეტალური განხილვისა და შესწავლის შემდეგ მოეხდინა შეფასება, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით და მათი გამოყენების მეთოდსა და მიზანს, რაც გამოიხატება პრეტენდენტის ფინანსური მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერსონალის კვალიფიკაციის, რეპუ---ციის, გამოცდილების და სხვა მონაცემებისა და მახასიათებლების შედარებაში. აპელანტის განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინების შემთხვევაში (გაანგარიშებულ ქულებზე დაყრდნობით) და არა კომისიის წევრების პიროვნულ შეხედულებებზე დაყრდნობით, სამინისტრო დაზოგავდა 353,0 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ ტენდერში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ იქნა შესრულებული და სექტემბრის ნაცვლად, საქართველოს რეგიონებში სასკოლო ფორმები მოწოდებული იქნა ოქტომბერ-დეკემბერში.

 

3.5. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებულ აქტში მოცემული ჩანაწერი 2007 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის ფარგლებში N1---ე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესყიდვის მიზნით სამინისტროს მიერ 2007 წლის 18 მაისის N348 ბრძანებით გამოცხადებულ ტენდერების 26 ლოტად დაყოფის, მე-5 ლოტში შპს ,,ი-------–-----------’’ გამარჯვებულად გამოცხადებისა და მე-15 ლოტში სს ,,ტ----------’’-ის გამარჯვბულად გამოცხადებასთან დაკავშირებით და უსაფუძვლოდ მიიჩნია სარევიზიო ჯგუფის შეფასება იმის შესახებ, რომ პრეტენდენტი დაბალი ფასის გათვალისწინებით უნდა შერჩეულიყო. აპელანტს მიაჩნია, რომ სარევიზიო ჯგუფის შეფასება არ უნდა შეიცვალოს, ვინაიდან სამინისტროს სატენდერო კომისიის შეფასება ემყარება მოსაზრებას, რომ მათ ვერ დაიჯერეს მონაწილე პრეტენდენტის შპს ,,მ------–---ის’’ საგარანტიო წინადადების რეალობა (გაიმარჯვა ,,ი-------–-----------’’) სამონტაჟო სამუშაოების 100 წლიანი გამოცდილება და სხვა, ხოლო გამარჯვებულის 10 წლიანი გამოცდილება უფრო მისაღები აღმოჩნდა იმ პირობებში, როცა გამარჯვებულად ,,მ------–---ის’’ გამოცხადების შემთხვევაში დაიზოგებოდა 614, 1 ათასი ლარი. იგივე გარემოება იყო N3 ტ-------ს გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაშიც. აღსანიშნავია, რომ კრიტერიუმებისა და პრიორიტეტულობის კოეფიციენტებით შეფასებისას, ფასთაშორის სხვაობის, გამოცდილების შეფასებისას მაღალი და არაადეკვატური ქულებით იქნა შეფასებული გამარჯვებულები. სწორედ ამაზე მიუთითებდა სარევიზიო ჯგუფი და არა მხოლოდ დაბალი ფასით განსაზღვრულიყო გამარჯვებული გამოვლენა.

 

3.6. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის დაფინანსების ფარგლებში გ------------------------–-----------ს საშუალო სკოლის ახალი ინდივიდუალური კომპლექსის აშენების მიზნით ჩატარებული ტენდერისას შპს ,,მ–-----–ის’’ გამარჯვებულად გამოცხადების გამო სარევიზიო ჯგუფის შეფასების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებულ აქტში მოცემული მოსაზრება უცვლელად უნდა დარჩეს, ვინაიდან აქტში საუბარი არ არის იმაზე, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არ უნდა მოეხდინათ შპს ,,ტ-------------–--ის’’ დისკვალიფიკაცია, არამედ საუბარია იმაზე, რომ ტენდერის ბოლო ეტაპზე დისკვალიფიკაცია სრულიად გაუმართლებელი იყო. აღნიშნული მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობას სარევიზიო ჯგუფს აძლევდა ამ ტენდერის მასალების შესწავლის შედეგად გამოვლენილი გარემოებები. კერძოდ, სატენდერო კომისიის პირველი სხდომიდან (04.04.2006 წ) ბოლო სხდომამდე (15.05.2006წ) თითქმის თვენახევრის განმავლობაში, არ დასმულა შპს ,,ტ-------------–--ის’’ დისკვალიფიკაციის საკითხი. მისი დოკუმენტები სატენდერო კომისიის მიერ ორჯერ იქნა გადაგზავნილი მასთან სხვადასხვა საკითხის დასაზუსტებლად და არასოდეს მოუთხოვიათ ინფორმაცია თანხის გადახდის შესახებ. ამასთან, ,,ტ-------------–--ის’’ სატენდერო წინადადების ღირებულება 227, 8 ათასი ლარით ნაკლები იყო გამრჯვებული შპს ,,მ–-----–ის’’ საატენდერო წინადადებაზე და რაც ყველაზე საგულისხმოა, ტენდერში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, შეფასების კრიტერიუმებისა და პრიორიტეტულობის კოეფიციენტის თანახმად, შპს ,,ტ-------------–--ი’’ მისი გამოცდილების, სატენდერო წინადადების ღირებულებისა და შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, უდავოდ მაღალ შეფასებას დაიმსახურებდა, ვიდრე შპს ,,მ–------–ი’’. შპს ,,ტ-------------–--ს’’ ორჯერ მოეთხოვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რაც მათ მიერ დროულად და ხარისხიანად იქნა შესრულებული. სარევიზიო ჯგუფი არ უარყოფდა, რომ არსებობდა საფუძველი შპს ,,ტ-------------–--ის’’ დისკვალიფიკაციისა (მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო), თუმცა პარალელიც სწორადაა გავლებული. შპს ,,მ--–----------------იის’’ დისკვალიფიკაციის საფუძველიც არსებობდა და თუ სამინისტრომ ერთ შემთხვევაში ამ ღონისძიებას არ მიმართა და გაამარჯვებინა საწარმოს მაღალი ფასით, მაშინ დაბალი ფასისა და საუკეთესო პირობების შემთხვევაში, ისევე წარმატებულად შეეძლო დამატებითი ინფორმაციისა და შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრებში 227,8 ათასი ლარის ეკონომიის მიღება. სწორედ ზემოაღნიშნული ანალიზიდან გამომდინარე, სარევიზო ჯგუფმა გამოთქვა თავისი მოსაზრება მოცემულ საკითხზე, რაც სასამართლოს მიერ არასწორად არ იქნა გაზიარებული.

 

3.7. აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი გასაჩივრებული აქტის ჩანაწერი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება 2006 წელს კ-–----------------–ის მიერ ჩატარებული კონკურსისათვის ტენდერის ნაცვლად ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელებას და მის შეფასებას. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არასწორია, ვინაიდან ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის (იმ პერიოდის რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა წარმოადგენს შემსყიდველი ორგავიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამ–-----–ო სამუშაოს შესყიდვას, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სასამართლო მოცემულ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფუძნებს მოსარჩელის მიერ 2016 წლის მთავარ სხდომაზე წარმოდგენილ 2006 წლის 4 აპრილის N07-12/1 ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, ასოციაცია ,,კ-–---------------ელი’’ ვალდებულუ იყო მოეხდინა რეგიონული და დასკვნითი ტურის ორგანიზება, მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამგზავრების ორგანიზება საერთაშორისო ოლიმპიადებზე და სხვა. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმადა 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოლიმპიადები და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. ასევე წარმოდგენილია მინისტრის ბრძანებები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე. აპელანტის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ხელშეკრულება არ ყოფილა რევიზიის პროცესში წარმოდგენილი და სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის განმარტებით, აღნიშნავდნენ, რომ ,,კ-–----------------–ის’’ მიერ კონკურსის ჩატარება გათვალისწინებული იყო ,,მოსწავლეთა საგნობრივი ოლიმპიადების’’ 2006 წლის პროგრამით, რის საფუძველზეც კლუბმა კომაროველმა და სამინისტრომ განახორციელეს ერთობლივი პროექტი. ამ პროექტის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო როგორც სამინისტროს, ისე ,,კ-–----------------–ის’’ თანხები და მოქმედებდა თანადაფინასებით. აპელანტის განმარტებით, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოლიმპიადები და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების’’ ფარგლებში, 2006 წელს გაწეულია 154, 7 ათასი ლარის საკასო და 156, 3 ათასი ლარის ფაქტიური ხარჯი, საიდანაც ასოციაცია ,,კ-–----------------–ის’’ მიერ ჩატარებული კონკურსის ხარჯებმა შეადგინა 74,0 ათასი ლარი. შესაბამისად, მოცემული მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ტენდერის საშუალებით. აპელანტის განმარტებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იყო შემთხვევები, რომელზეც არ ვრცელდებოდა ამ კანონის მოთხოვნები. ამ პუქტშის ჩამონათვალში ვერანაირად ვერ მოიაზრებოდა სადავო საკითხი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სამინისტრომ ანალოგიურ მომსახურებაზე 2007 წელს გამოაცხადა ტენდერი. ამდენად, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ხელშეკრულება ვერანაირად ვერ შეცვლის სადავო აქტში კანონშესაბამისად მოცემულ ჩანაწერს. შესაბამისად, მისი ბათილად ცნობაც უსაფუძვლოა.

 

3.8. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ იმ მოტივით დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სარევიზიო აქტში ასახულ ფაქტს- 21, 8 ათასი ლარი რიცხული შპს ,,ხ------ზე’’ 2006 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქ. რ-------ის პროფესიული სასწავლებლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაწეულ საკასო ხარჯსა და ფაქტიურ ხარჯს შორის წარმოქმნილი სხვაობა(ზედმეტად გადარიცხული თანხა), რომ აღნიშნული თანხა 21 828,95 ლარი, 2008 წლის 28 აპრილს დაბრუნებულია სამინისტროს ერთიან ანგარიშზე, თუმცა ეს თანხა სამინისტროს ანგარიშზე ერთი წლით ადრე, 2007 წელს უნდა ჩარიცხულიყო. ამდენად, რევიზიის პერიოდში ეს ფაქტი ვერანაირად ვერ შეიცვლებოდა და შესაბამისად, აქტში მოცემული ჩანაწერი განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ამ ჩანაწერის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან კანონმდებლობით განსაზღვრულია ის შემთხვევები, როცა ინდ. აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

3.9. აპელანტისათვის გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობის შესახებ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ,,საუნივერსიტეტო კურიკულუმის განვითარების’’ პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი 500 000 ლარიდან მხოლოდ 14%-ის 69 600 ლარის ხარჯვას. აპელანტის განმარტებით, სასამართლო მიღებული გადაწყვეტილების მოტივად მიუთითებს იმ ფაქტს, რომ სამინისტროს 2008 წლის ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენდა 490 047.7 ათას ლარს, აქედან 200,0 ათასი ლარი გათვალისწინებული იყო საუნივერსიტეტო კურიკულუმის განვითარებისათვის. ვინაიდან აქტში დაფიქსირებული იყო საუნივერსიტეტო კურიკულუმის პროგრამის ორგანიზაციული კოდი (3-------) 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ იქნა გათვალისწინებული, სინამდვილეში საუნივერსიტეტო კურიკულუმის პროგრამის ასიგნებები 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით 32 12 03 ორგანიზაციული კოდით არის გათვალისწინებული, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი ექვემდებარება ბათილად ცნობას. აპელანტის მოსაზრებით, მოცემული გარემოება არსებითად არ ცვლის აქტში მითითებულ დასკვნას შემდეგ გარემოებათა გამო: სამინისტრომ მოახდინა სარევიზიო ჯგუფის დასკვნის დამახინჯებით გადმოცემა, ვინაიდან ჩანაწერი ,,საუნივერსიტეტო კურიკულუმის განვითარების’’ პროგრამიდან 420, 0 ათასი ლარის გადატანა პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია’’ ორგანიზაციულ კოდზე იმ მოტივით, რომ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ანაზღაურება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოაღნიშნული პროგრამით მისაღწევი მიზნები, რომელთა განხორციელებაც თავის მხრივ შესაძლებელია 2008 წელს’’, არ არის სარევიზიო ჯგუფის მიერ გაკეთებული შეფასება. აქ მხოლოდ ციტირებულია სამონისტროს 6.12.2007 წლის წერილი( N15-08-1/18868), რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტრომ 14.12.2007 წელს გასცა თანხმობა თანხის გადატანის შესახებ. ანუ თავად სამინისტრომ მიიჩნია პროგრამა 2007 წელს ნაკლებ მნიშვნელოვნად და აქედან გამომდინარე, უპრიანი იქნებოდა თვითონვე გარკვეულიყო, რომელი პროგრამით განხორციელებული მიზნები უფრო მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით და შედეგებით. რაც შეეხება თანხის ხარჯვით ნაწილზე გაკეთებულ დასკვნებს, აპელანტი უთითებს, რომ სარევიზიო ჯგუფის დასკვნები ეფუძნება სამინისტროს პროგრამების/პროექტების სამმართველოს უფროსის მიერ წარმოდგენილ წერილობით ანგარიშს, რის შემდგომაც გაკეთდა დასკვნა, რომ სამინისტროს მიერ ,,საუნივერსიტეტო კურიკულუმის განვითარების’’ პროგრამის შემუშავებისას არ იყო ზუსტად განსაზღვრული სამუშაო გეგმა, არ იქნა შემუშავებული დასახული მიზნის 75%-იც კი, მისი პრიორიტეტულობა და მიზნის მისაღწევად საჭირო თანხის დასაბუთებულობა. წლის ბოლომდე აუთვისებელი დარჩა 430,0 ათასი ლარი. შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო პროგრამის 2006 წლის ბიუჯეტის კანონში გათვალისწინების მიზანი. ამდენად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ამ ნაწილში სადავო საკითხის ბათილად ცნობა.

 

3.10. აპელანტის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილა იქნა ცნობილი ,,სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის’’ (ქვეპროგრამა ,,მომავალი იწყება დღეს’’) ფარგლებში 94.0 ათასი ლარის (სოციალური და საშემოსავლო გადასახადის) დაგეგმვის ნაწილში აქტში მოცემული ჩანაწერი. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ ამ შემთხვევაშიც არასწორად გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, ვინაიდან სამინისტროს მიერ მითითებული საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივლისის N868 განკარგულება (ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული 07.11.2006 წ. N379 განკარგულებით), რომელიც არეგულირებდა პროგრამის ფარგლებში კონკურსით შერჩეული პედაგოგების სპეციალური დანამატების საკითხს სამინისტროსთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, არაორაზროვნად განმარტავდა, რომ გრანტის გაცემა მოხდეს მიზნობრივი პროგრამისათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში მოცემული პროგრამა კონკრეტულად უნდა ყოფილიყო გაწერილი, მაშინ როდესაც ,,სამოქალაქო ინტეგრაციის’’ (ორგ. კოდი 3-------) პროგრამის ფარგლებში, სამინისტრომ ცალკე ქვეპროგრამად გამოყო ,,მომავალი იწყება დღეს, რომლის დამტკიცების შესახებ ვერც მინისტრის ბრძანება ვერც ცალკე პროგრამა ვერ იქნა წარმოდგენილი და არც ცალკე 2006 წლის ბიუჯეტის კანონში იქნა გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გავრცელდებოდა აღნიშნული განკარგულების მოთხოვნა.

 

3.11. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ასევე გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ,,სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის’’ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დახმარების ,,ქვეპროგრამის ფარგლებში 2006 წელს გაცემული თანხების სოციალური და საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის ნაწილში და ბათილად ცნო აქტის ცანაწერი ამ ნაწილში, რასაც ვერ დავეთანხმებით შემდეგ გარემოებათა გამო: 2006 წელს გ--–-- რაიონის სკოლების პედაგოგების და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, სამინისტროს ბიუჯეტში, ,,სამოქალაქო ინტეგრაციის’’ (ორგ.კოდი 3-------) პროგრამის ფარგლებში, სამინისტრომ ცალკე ქვეპროგრამით გამოყო ,,სამაჩაბლო, აჭარა და ა.შ’’ პროგრამა, რომლის დამტკიცების შესახებ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც მინისტრის ბრძანება და ვერც ცალკე დამტკიცებული პროგრამა. არც 2006 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული ცალკე ორგანიზაციული კოდით, მხოლოდ 2007 წელს, ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ,,სამოქალაქო ინტეგრაციის’’ პროგრამა ჩაიშალა ორ პროგრამად, საიდანაც პროგრამის სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დახმარების პროგრამა ( 3------- 02 ). საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის "ბ" პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით გამოყოფილი დახმარება გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან. შესაბამისად, კონკრეტული მოთხოვნა უნდა გავრცელებულიყო 2007 წლისათვის, ვინაიდან 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში აღნიშნული დახმარების სახით თანხის გამოყოფის შესახებ რაიმე ჩანაწერი არ არსებობდა. უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლი (იმ პერიოდის რედაქციით) ცალსახად არ ითვალისწინებდა სახელმწიფი ბიუჯეტის ასიგნებებით გამოყოფილი დახმარების სოციალური გადასახადისაგან გათავისუფლების შეღავათს.

 

3.12. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსწავლეთა ანტიკორუფციული აღზრდის სასწავლო პროგრამის ფარგლებში ექსპერტთა და პედაგოგთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშების დაუსაბუთებლად მიჩნევის ნაწილში აქტის ბათილად ცნობას და მიაჩნია, რომ აქტში კანონშესაბამისად არის მოცემული შეფასება შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული პროგრამის შესრულების ფაქტობრივი მდგომარეობა განსხვავდებოდა მინისტრის მიერ დამტკიცებული მიზნებისაგან. კერძოდ, პროგრამის მიზანს წარმოადგენდა კორუფციისა და დანაშაულის საწინააღმდეგო სასკოლო განათლების ერთიანი სტრატეგიის (მოდელის) შემუშავება და მისი ეროვნულ სასწავლო პროგრამაში ინტეგრირება. 2006 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, პროგრამის ასიგნება განისაზღვრა 42,0 ათასი ლარით, რაც უნდა აღინიშნოს, რომ 17,4 ათასი ლარით აღემატებოდა დამტკიცებული პროგრამის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ ბიუჯეტს, რომელიც შეადგენდა 24,6 ათას ლარს. მათ შორის ხელფასის სახით 24,0 ათას ლარს, ხოლო საკანცელარიო საქონლის შეძენაზე 0,6 ათას ლარს. ამასთან, მოიცავდა ხარჯის გაწევის იანვარ-ივნისის პერიოდს. 2006 წელს წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, სულ ვალდებულება აღებული იქნა 11,4 ათას ლარზე და ამის შესაბამისად, გაწეული იქნა საკასო და ფაქტობრივი ხარჯიც, რაც ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებაზე 30,6 ათასი ლარით, ხოლო პროგრამის ხარჯთანუსხით გათვალისწინებულზე 12,6 ათასი ლარით ნაკლები იყო. აღნიშნულიდან ირკვეოდა, რომ სამინისტრომ ვერ შეძლო ზუსტად განესაზღვრა მიზნის მისაღწევად საჭირო თანხების ოდენობა, ვინაიდან მხოლოდ 27% იქნა ათვისებული. დაისვა კითხვა, შეძლო თუ არა სამინისტრომ პროგრამით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა მესამედზე ნაკლები თანხის გამოყენებით, რაზედაც სამინისტროს უნდა წარმოედგინა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. რაც შეეხება კოორდინატორებზე ანაზღაურებულ თანხებს, სარევიზიო ჯგუფი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულება და აღნიშნულზე რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამს, თუმცა ამ შემთხვევაში სამინისტროს უნდა წარმოედგინა საფუძველი ანუ კრიტერიუმი (მეთოდი), რითაც გაიანგარიშეს დაქირავებულებს შორის კვალიფიკაციაში, სამუშაო გამოცდილებაში და დატვირთვაში არსებული სხვაობები და ამის შესაბამისად გაცემული ხელფასების ოდენობები, რაც რევიზიის პროცესში არ წარმოუდგენიათ. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ის შეფასება, რაც მოცემულია გასაჩივრებულ აქტში.

 

3.13. აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში შემდგომში წარმოდგენილი იქნა ავტომანქანა ,,გ---------’’ (სახ. N A------) და ავტომანქანა ,,ვ---------’’-ის (სახ.N C------) თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯისათვის და მ----------------–---------–ისათვის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს სადავო აქტში მოცემული ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი მაინც არ გააჩნდა, იქედან გამომდინარე, რომ რევიზიის პროცესში ასეთი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი და შესაბამისად, აქტის ჩანაწერი გაკეთებულია კანონმდებლობის საფუძველზე. გარდა ამისა, ბათილად ცნობის საფუძველი დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით.

 

3.14. აპელანტს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებით აქტის ბათილად ცნობის საფუძველი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა-იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია’’ დაფინანსების ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში მასში ცვლილებების (დეფექტური აქტების უზუსტობისა და დონორების მიერ მასალების (ფანჯრების) დაგვიანების მიზეზით) შეტანის შეფასების ნაწილში, ვინაიდან სამინისტროს ახსნა-განმარტებით გადმოცემული მოსაზრება ვერ გახდება აქტში მოცემული ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3.15. აპელანტს უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლოს მსჯელობა N2-- საჯარო სკოლის სახურავის გამოცვლის საფუძვლიანობის შესახებ იმ მოტივით, რომ სახურავის გამოცვლის აუცილებლობა ახსნილია მისი სიძველით. აპელანტი უთითებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული ექსპერტიზით დასტურდება აქტში მოცემული შეფასების სისწორე, შესაბამისად, ამ ნაწილში საკითხის ბათილად ცნობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

3.16. ასევე აპელანტი არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას რევიზიის აქტის 12.2. პუნქტის ბათილად ცნობის შესახებ, რომელიც შეეხება სამინისტროს მთ. სპეციალისტის ნ. უ------------ისათვის საშვებულებო თანხის დარიცხვის საკითხს. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებულ აქტში ასახულია, რომ სამინისტროს მთავარ სპეციალისტ ნ. უ------------ეზე ზედმეტადაა დარიცხული საშვებულებო თანხა 45,3 ლარის ოდენობით 2006 წლის 26 თებერვლის N432 უწყების შესაბამისად და არა 2005 წლის დეკემბრის მდგომარეობით. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

3.17. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად არის გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 208-ე, 211-ე მუხლები, ასევე ზაკ-ის 65-ე, 67-ე მუხლები, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის გამოყენება კი თვალშისაცემად მიგვანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილება მთლიანად სამართლებრივი კონტექსტიდან არის ამოვარდნილი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წლის 21 იანვრიდან 2008 წლის 19 მაისის ჩათვლით საქართველოს კონტროლის პალატის სარევიზიო ჯგუფმა ჩაატარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2003 წლის 1 ივნისიდან 2008 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის რევიზია. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2008 წლის 19 მაისს გამოიცა №6---- რევიზია-შემოწმების აქტი (ტ. 1, ს.ფ. 45-183).

 

4.3. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2008 წლის 19 მაისის №6---- აქტის მე-3 ნაწილის 1.2. პუნქტში მითითებულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში 2003 წლის 3 დეკემბრის №0------------ წერილით გაგზავნილია სამინისტროს მიერ შემუშავებული 2004 წლის წლიური ბიუჯეტის ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტის მიხედვით, 2004 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 39949,4 ათას ლარს, მათ შორის საბიუჯეტო სახსრებით 29826,1 ათას ლარს, ხოლო მეორე ვარიანტით 26273,7ათას ლარს, მათ შორის საბიუჯეტოს თანხებით 17446,7 ლარს. საბოლოოდ, ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ კანონის მიხედვით, სამინისტროსათვის გამოყოფილმა ასიგნებებმა შეადგინა 58916,9 ლარი, მათ შორის საბიუჯეტო სახსრებით 42787,6 ათასი ლარი. ამასთან, ვერ იქნა ახსნილი სახელფასო ფონდის რეზერვის ჩადების საფუძველი (საქმე ტ. 3, ს.ფ. 230-232);

 

4.4. 2005 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენილ იქნა ბიუჯეტის პროექტის ოთხი სხვადასხვა ვარიანტი. თითოეული პროექტით კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების პარამეტრები იცვლებოდა. აღნიშნული არცერთ შემთხვევაში არ შეესაბემებოდა ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემულ საბიუჯეტო ცირკულარს.

 

4.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი 2006 წლის 8 დეკემბრის №0--------------- წერილით წარდგენილ 2007 წლის საბიუჯეტო განაცხადის დაზუსტებული ვარიანტით საბიუჯეტო სახსრები განისაზღვრა 395 732,5 ათასი ლარით, რაც დადგენილ მთლიან ზღვრულ მოცულობებთან შედარებით გაზრდილი იყო 1132,5 ათასი ლარით. 2006 წლის 15 დეკემბრის N0--------------- წერილით წარდგენილი ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი დადგენილ ზღვრულ მოცულებებს ზევით 11417,8 ათასი ლარით აღემატებოდა. აღნიშნულ ცვლილებაზე 2006 წლის 20 დეკემბრის N0---------- წერილის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 28 დეკემბერს N0--------------- წერილით გაიგზავნა 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო, მეოთხე ვარიანტი. დაზუსტებული ვარიანტით საბიუჯეტო სახსრებით ხარჯები შეადგენდა 84654,0 ათას ლარს, რაც ფინანსთა სამინისტროს ცირკულარულ წერილში მითითებულ ზღვრულ მაჩვენებელზე 5245,9 ათას ლარით ნაკლები იყო.

 

4.6. საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის N153 ბრძანებით დამტკიცებული N8 დანართის მოთხოვნათა დარღვევით 2007 წელს დაიხარჯა 18,3 ლარი, კერძოდ, სხვა ხარჯების მუხლის ნაცვლად გახარჯულია ოფისის ხარჯების მუხლიდან. ამასთან, 30,5 ათასი ლარი მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის N-47 და 13 ნოემბრის N1091 ბრძანებების საფუძველზე 2007 წლის 26-29 ივლისს (47 თანამშრომლის) და 16-18 ნოემბერს (28 თანამშრომლის) გ---------ში სამუშაო შეხვედრაზე. შესაბამისად, გარდა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ხარჯების არასწორად გამოყენებისა, სახეზე იყო 30,5 ათასი ლარის უყაირათოდ ხარჯვა (ტ. 2, ს.ფ. 102-112; შემოწმების მასალები ტ. 69, ს.ფ. 184-226). სამინისტროს მიერ (ცენტრალური აპარატისათვის საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამის „ორის ბუღალტერის“ ერთვალუტიანი ვერსია ლოკალური ქსელის კომპიუტერებზე (1,3 ათასი ლარი) და საფინანსო და ორგანიზაციული მართვის ინსტრუმენტალური სისტემის „ორის მენეჯერის“ გადაცემაზე (8,3 ათასი ლარი), 2004 წლის 10 დეკემბერს N14-1694 ხელშეკრულებით (ჯამური ღირებულება 9,6 ათასი ლარი)) გაწეულია 29,4 ათასი ლარის არაეფექტური ხარჯი, ვინაიდან სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა არ იყო ორისის პროგრამაზე (ორის ბუღალტერიაზე) გადასული და აგრეთვე არ მუშაობდა სისტემა ,,ორის-მენეჯერი” (ტ. 2, ს.ფ. 113-125). მოსარჩელე არ დავობს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული პროგრამების N030 საბუღალტრო ანგარიშზე აღრიცხვა შეფასებულ იქნა „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 26 ივნისის N341 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის N1--- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის ნორმათა დარღვევად. 2004-2006 წწ. სამინისტროს მიერ რესტორნული მომსახურება თანხით 10.7 ათასი ლარი დაუსაბუთებელია და ვერ დგინდება ხარჯების გაწევის მიზანი (ტ. 2, ს.ფ. 126- 154).

 

4.7. სახელმწიფო შესყიდვების ამსახველი მასალა არ არის აკინძული (ჩაწყობილი იყო ბაინდერებში), გარკვეული დოკუმენტაცია ინახებოდა სამინისტროს პროგრამების/პროექტების N4 სამმართველოში, ნაწილი - შეყიდვების სამმართველოში.

 

4.8. 2006-2007 წლებში სამინისტროში გეგმით გათვალისწინებული იყო 162 225,0 ათასი ლარის შესყიდვების განხორცილება. მათ შორის: 2006 წელს - 75 236,0 ათას ლარზე და 2007 წელს - 86989,0 ათას ლარზე. აქედან, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით უნდა ეწარმოებინა 13 952,5 ლარის (2006 წელს-84583 ათასი ლარი და 2007 წელს - 5 4942 ათასი ლარი), ფასთა კოტირებით 216,0 ათასი ლარის (2006 წელს 117,1 ათასი ლარის და 2007 წელს 98,9 ათასი ლარი) და ტენდერის საშუალებით 148 056,5 ათასი ლარის (2006 წელს - 66 660,6 ათასი ლარის და 2007 წელს - 81 395,9 ათასი ლარის) შესყიდვები. ფაქტობრივად, ამავე პერიოდში განხორციელდა 187 027,8 ათასი ლარის შესყიდვა, რაც გეგმიურზე სულ 24 802,8 ათასი ლარით (15,3%) მეტია, აქედან, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით - გეგმიურზე 24 272,4 ათასი ლარით (174%) მეტი, ფასთა კოტირებით - გეგმიურზე 79,2 ათასი ლარით (36,7%) ნაკლები და ტენდერის საშუალებით გეგმიურზე - 609,4 ათასი ლარით (0,4%) მეტი, რითაც დაირღვა ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა.

 

4.9. 2004-2007 წლებში სამინისტროს მიერ ნაწარმოები 190 656,0 ათასი ლარის შესყიდვებიდან, მონეტარული ზღვრების გაუთვალისწინებლად, 19 შემთხვევაში ფასთა კოტირებისა (369,3 ათასი ლარი) და 63 შემთხვევაში ტენდერების (24900,4 ათასი ლარი) ნაცვლად შესყიდვები ნაწარმოებია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, მათ შორის: 2004 წელს 1 723,3 ათასი ლარის შესყიდვებიდან 9 შემთხვევა ფასთა კოტირებისა (132.9 ათასი ლარი და 12 შემთხვევაში ტენდერების (1 312,3 ათასი ლარი)), 2005 წელს 1 907,0 ათასი ლარის შესყიდვებიდან 6 შემთხვევაში ფასთა კოტირების (113,5 ათასი ლარი) და 11 შემთხვევაში ტენდერების (1902,2 ათასი ლარი), 2006 წელს 123 615,9 ათასი ლარის შესყიდვებიდან 28 შემთხვევაში ტენდერების (19 555,9 ათასი ლარი) და 2007 წელს 63 411,9 ათასი ლარის შესყიდვებიდან 4 შემთხვევაში ფასთა კოტირებისა (1222,9 ათასი ლარი) და 12 შემთხვევაში ტენდერების (2 130,0 ათასი ლარი) ნაცვლად შესყიდვები ნაწარმოებია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

 

4.10. თ---–--------------------–---------------------–---ის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, სამინისტრომ ხელოვნურად შექმნა წინაპირობა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების მიზნით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006 წლის 21 ივლისის N0--------------- წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თ---–--------------------–---------------------–---ის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით აცნობა, რომ სარემონტო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე. სარემონტო სამუშაოების შესრულებას დასჭირდებოდა არანაკლებ 2 თვე, ვერ ესწრებოდა ტენდერის ჩატარება. აღნიშნული შეფასებულ იქნა გადაუდებელ აუცილებლობად. გადაუდებელი აუცილებლობა ახსნილ იქნა იმ გარემოებით, რომ 2006 წლის 13 ივნისს ჩატარებული ტენდერის მიმდინარეობას დაემთხვა ხსენებული პროფესიული კოლეჯის რეორგანიზაცია, რის გამოც სამინისტროს არ გააჩნდა საპროექტო დოკუმენტაცია. შესყიდვების სააგენტოს 2006 წლის 26 ივლისს N2------- წერილით დადასტურებულ იქნა გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულიყო ერთ პირთან მოლაპარაკების გზით (შემოწმების მასალები ტ. 65, ს.ფ. 13-15).

 

4.11. 2006 წლის 19 მაისს ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს დ------ სამინისტრომ ქ. ზ---------- N2 და N- საჯარო სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე 29 მაისს გააფრომა ხელშეკრულება N0------. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში დადგა სრული რეაბილიტაციის საკითხი. სარემონტო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2006-2007 სასწავლო წლის დასრულებამდე, რის გამოც სამინისტრომ აღნიშნული მდგომარეობა შეაფასა გადაუდებელ აუცილებლობად და შესყიდვების სააგენტოს მიმართა ერთ პირთან შესყიდვის გენხორციელებისათვის ნებართვის დართვისათვის. არ იქნა წარდგენილი დოკუმენტი სრული რეაბილიტაციის აუცილებლობაზე. ორივე სკოლის რემონტი დასრულდა ნაცვლად 2006 წლის 18 სექტემბრისა და 31 ოქტომბრისა, 15 დეკემბერს (შემოწმების მასალები ტ. 4, ს.ფ. 68). განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006 წლის 0--------------- წერილის თანახმად, ზ---------- N- საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მიზანი პროფესიული სასწავლებლის შენობაში განთავსება იყო (შემოწმების მასალები ტ. 65, ს.ფ. 13). აღნიშნული ობიექტის დაფინანსება უნდა განხორციელებულიყო არა სკოლების რეაბილიტაციის, არამედ პროფესიული სწავლების პროგრამიდან. ამასთან, შემმოწმებლის მიერ არ იქნა გაზიარებული სამინისტროს ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ცნობა, რომელშიც სკოლების რეაბილიტაციის ფორმის შეცვლა ახსნილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზეპირი დავალებით (შემოწმების მასალები ტ. 3. ს.ფ. 118-119).

 

4.12. ერთ პირთან მოლაპარაკებით შპს ,,ი------სთან” (N--------–-- რეაბილიტაცია), შპს ,,კ------თან” (N1-- სკოლის რეაბილიტაცია) და შპს ,,დ------” (N--- სკოლის რეაბილიტაცია) გაფორმებული ხელშეკრულებებით ღირებულებები განისაზღვრა ბევრად მეტი ფასით, ვიდრე სავარაუდო ღირებულებები. შპს ი------სთან სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 1671,1 ათასი ლარით, სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 245,2 ათას ლარს (სხვაობა 1425,9 ათასი ლარი, 681,5%); შპს კ------თან სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 1038,5 ათასი ლარით, სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 227,9 ათას ლარს (სხვაობა 810,6 ათასი ლარი, 455,7%); შპს დ------ სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 1426,4 ათასი ლარით, სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 287,5 ათას ლარს (სხვაობა 1138,9 ათასი ლარი, 396,1%) (შემოწმების მასალები ტ. 3. ს.ფ. 118-119).

 

4.13. ,,ი-------–-----------”-ს, შპს ,,მ–------–ის” და შპს ,,ს--–-------ის’’ წარდგენილ ანგარიშებში სავარაუდო ღირებულება მითითებული იყო 2570,1 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა გაფორმებულმა სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 4245,7 ათასი ლარი, ე.ი. 1675,5 ათასი ლარით მეტი.

 

4.14. შპს ,,გ----ს” და სს ,,ხ------ს” თავდაპირველი სახელშეკრულებლო ღირებულება შემდგომში გაზრდილია კორექტირებული დეფექტური აქტის საფუძველზე, რომელიც აჭარბებს თავდაპირველ ღირებულებას და ამ შემთხვევაში სამინისტროს უნდა ჩაეტარებინა ტენდერი (ჩ-----------ის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვა მოთავსებულია შემოწმების მასალების ტ. 59, ს.ფ. 211-222). 2006 წლის 17 მაისს ჩ-----------ის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის შპს გ------- გაფორმდა ხელშეკრულება. სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 428,6 ათასი ლარით. კორექტირებული დეფექტური აქტით ღირებულება გაიზარდა 868,8 ათას ლარამდე. ასევე 2006 წლის 2 აგვისტოს სს ხ------სთან გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება ქ------–---ის N2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის 436,9 ათას ლარზე. დაზუსტების შემდეგ გაზრდილია 968,9 ათას ლარამდე (შემოწმების მასალები ტ. 59. ს.ფ. 204-205).

 

4.15. 2006/07 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის შესაძენი სასკოლო ჩანთების შესაძენად ჩატარდა ტენდერები: 1. ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის გამო წინადადების ხელახალი განხილვისას სატენდერო კომისიამ შეფასების კრიტერიუმებისა და პრიორიტეტულობის კოეფიციენტების გათვალისწინებით, ხმათა უმრავლესობით ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა შპს ბ------- 792,9 ლარის ღირებულებით. ამასთან, პირველად ჩატარებულ ტენდერში ხელახალ განხილვისას მეორე ადგილზე გასულ შპს „მ--------ს“ მიღებული ჰქონდა შპს ბ--------ზე მაღალი შეფასებები. შპს მ--------ის სატენდერო წინადადება 468,0 ათას ლარს შეადგენდა და 324,9 ათასი ლარით ნაკლები იყო. 2. 2007 წლის 26 მარტის N21 ბრძანებით პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ გამოცხადებულ ტენდერში 797,5 ათასი ლარის სატენდერო წინადადებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს გ------------, თუმცა შპს „მ--------ის“ მიერ წარდგენილი პროდუქცია ხარისხითა და ვიზუალით არ ჩამოუვარდებოდა შპს გ------------ს მიერ წარდგენილ პროდუქციას. ამასთან, ამ უკანასკნელისა და შპს ბ--------ს მიერ წარმოდგენილ სასკოლო ჩანთებში ვერ თავსდებოდა სასკოლო წიგნები.

 

4.16. 2006 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ ფარგლებში 85 000 სასკოლო ფორმის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის მე-3 ლოტში (23000 ერთეული) გაიმარჯვა შპს ჯ--------მ. ამ უკანასკნელის სატენდერო წინადადების ღირებულება 353,6 ათასი ლარით აღემატებოდა დამარცხებულ შპს მ--------ის სატენდერო წინადადებას. შემოწმების აქტით ასევე დადგენილია, რომ სატენდერო კომისიის მიერ მომზადებული შეფასების კრიტერიუმებისა და პრიორიტეტულობის კოეფიციენტების მიხედვით შპს ჯ--------მ 51,8 ქულა, ხოლო შპს მ--------მა 53,2 ქულა მიიღო. მიუხედავად აღნიშნულისა, გამარჯვებულად კომისიის 4 წევრის ხმით 3 ხმის წინააღმდეგ, გამარჯვებულად შპს ჯ------- გამოცხადდა (მხარეები ფაქტობრივ გარემოებებზე არ დავობენ).

 

4.17. 2006 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ ფარგლებში პირველკლასელთათვის 60000 სასკოლო ფორმის შესყიდვის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს მ--–----------------იის მიერ წარდგენილ სატენდერო დოკუმენტაციაში უფლებამოსილი პირის მიერ არ იყო ხელმოწერილი 2006 წლის ბალანსი, ასევე არ იყო დამოწმებული კომპანიისა და საგადასახადო სამსახურის ბეჭდით. მიუხედავად ამისა, კომპანია არ იქნა დისკვალიფიცირებული. მოთხოვნის საფუძველზე კომპანიამ წარადგინა საგადასახადო ორგანოს მიერ დამოწმებული ბალანსი (მხარეები ფაქტობრივ გარემოებებზე არ დავობენ).

 

4.18. 2005 წელს ხარვეზებითაა ჩატარებული უ-----------–ში მდებარე სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის უკანა ფლიგელის და უ-----------–ში მდებარე სამინისტროს შენობის პირველი და მესამე სართულების სარემონტო სამუშაოების და ამავე ეზოში დაზიანებული სადრენაჟო სისტემის კაპიტალური სამუშაოების შესყიდვაზე განხორციელებული ტენდერი. სადავო აქტით დადგენილ იქნა, რომ სატენდერო წინადადების შეფასების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენდა შესყიდვის ფასი (კოეფიციენტი 0,5). აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულებით დამტკიცებული დანართის - ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის 21.3 პუნქტს. სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმულის გამოყენებით შპს ,,ხ------’’ გამოცხადდა გამარჯვებულად, მიუხედავად იმისა, რომ წინადადების სახით წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში დღგ-ს თანხა შემცირებული აქვს 17,9 ათასი ლარით. აღნიშნულით სატენდერო წინადადების ღირებულება შემცირებული იყო 211,5 ათასი ლარით. რეალური ღირებულებით ფორმულით გამოანგარიშებისას, კომისიის წევრთა შეფასების გათვალისწინებით გამარჯვებულად გამოცხადდებოდა შპს ,,რ-------------–----’’. ამ უკანასკნელის სატენდერო ღირებულება იყო უმცირესი და 55,6 ათასი ლარით ნაკლები იყო შპს ხ------ს რეალურ ფასზე. სატენდერო წინადადებების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური სიმძლავრეები (კოეფიციენტი - 0,2). ტენდერის პირველი ლოტით შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალში არ იყო გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, სადაც მატერიალურ-ტექნიკური სიმძლავრეების გამოყენება იქნებოდა საჭირო. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,,ხ------ს’’ ყველაზე მაღალი (10 ქულა) აქვს მიღებული (შესყიდვების მასალების ტ. 5, ს.ფ. 50-71).

 

4.19. 2007 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ ფარგლებში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერების გამოსაცხადებლად სარემონტო ობიექტებზე დეფექტური აქტების შედგენისა და სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებისათვის სამინისტრომ კონკურსის წესით აიყვანა და შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა 112 პიროვნებას თანხაზე 606,0 ათ ლარი ნაცვლად ორ ეტაპიანი ტენდერისა (შესასყიდი სამუშაო განეკუთვნებოდა ინტელექტუალურ საკუთრებას). მოსარჩელე მიუთითებს, რომ სამინისტრომ კონკურსის წესით აიყვანა და შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა 40 პიროვნებას, თანხით 186,6 ათასი ლარით (შემოწმების მასალების ტ. 60, ს.ფ. 47-48, 79-90, საქმის ტ. 2, ს.ფ. 180-183).

 

4.20. 2007 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის ფარგლებში 1---ე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესყიდვის მიზნით სამინისტროს 2007 წლის 18 მაისის N348 ბრძანებით გამოცხადებული ტენდერი დაიყო 26 ლოტად (შემოწმების მასალები ტ. 5, ს.ფ. 26-31, 38-49): 1. მე-5 ლოტში შპს მ------–---ის სატენდერო წინადადება 614,1 ათასი ლარით ნაკლებია გამარჯვებულის სატენდერო წინადადებაზე. მიუხედავად ფასისა, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,ი-------–-----------’’, რაც განაპირობა კრიტერიუმებისა და პრიორიტეტულობის კოეფიციენტების უფრო მაღალი ქულებით შეფასებამ. თუმცა ორივე პრეტენდენტის საგარანტიო წინადადება იდენტურია (10 წელი). ამასთან, შპს მ------–---ის საგარანტიო წინადადება რიგ შემთხვევაში უკეთეს შეთავაზებას აფიქსირებდა (მონტაჟი 100 წელი, ღობე 80 წელი, ფანჯრები 70 წელი). 2. მე-15 ლოტში უმცირესი ფასის იგნორირებით გაიმარჯვა სს ტ-----------მა. შპს მ–------–ის სატენდერო წინადადება 143,1 ათასი ლარით ნაკლები იყო გამარჯვებულის სატენდერო წინადადებაზე. მიუხედავად მცირე ფასისა, შპს მ–------–ს ერთქულიანი უპირატესობა მიენიჭა კომისიის მიერ. გამოცდილების შეფასებისას სს ტ-----------ს 47 ობიექტი აქვს აშენებული, ხოლო შპს მ–------–ს - 39). მიუხედავად ამისა, შპს მ–------–ი ორჯერ უფრო მაღალი ქულებით შეფასდა.

 

4.21. გ---------------------------------ის საშუალო სკოლის ახალი ინდივიდუალური კომპლექსის აშენების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე შპს ,,ტ-------------–--ის’’ დისკვალიფიკაცია (არ ჰქონდა წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშსწორების შესახებ) ტენდერის ბოლო ეტაპზე სრულიად გაუმართლებელი გადაწყვეტილება იყო მაშინ, როდესაც შპს ,,მ--–------------------“ (სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი 2007 წელს) ანალოგიური დარღვევის გამო არ იქნა დისკვალიფიცირებული (შემოწმების მასალები ტ. 5, ს.ფ. 32- 37).

 

4.22. სამინისტრომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, მონეტარული ზღვრებისათვის არიდების მიზნით, შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გზით, განახორციელა პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამების ,,იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში - გათბობის სისტემების დამონტაჟებასა, ასევე ,,გიორგი ნიკოლაძე-სპორტული მოედნების რეაბილიტაცია” ფარგლებში თანამედროვე ტიპის მოედნების მოსაწყობად გამოყოფილი თანხების განკარგვა. საქართველოს საჯარო სკოლების მიერ წარდგენილი ცენტრალური გათბობის სისტემების პროექტების განხილვასთან დაკავშირებით 2007 წლის 6 თებერვლის N94 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ მოწონებული პროექტების დაფინანსების მიზნით ღირებულებას სამინისტრო ურიცხავდა სკოლებს, რომლებიც თავის მხრივ ტენდერის ნაცვლად ერთპირთან მოლაპარაკების გზით აწარმოებდნენ სამუშაოებს. სულ გათბობის სისტემების დამონტაჟებაზე ნაწარმოებია 9845,1 ათასი ლარი. აგრეთვე ბუნებრივ საფარიანი მოედნის რეაბილიტაციაზე 2006 წელს მარტივი ტიპის ღია სპორტული მოედნის მოწყობისთვის 19 სკოლას გადაერიცხა 70,6 ათასი ლარი, ხოლო 2007 წელს 67 სკოლას - 317,2 ათასი ლარი. შესყიდვები 2006 წელს ფასთა კოტირებისა და 2007 წელს ტენდერის ნაცვლად ნაწარმოებია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით (შემოწმების მასალების ტ. 5, ს.ფ. 78, ტ. 66, ს.ფ. 21-99).

 

4.23. 2006 წელს სამინისტროს კოორდინატორის მიერ საელჩოებიდან შემოსული მოთხოვნები ვერ იქნა წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, 2006 წლის მარტში, მინისტრის სათანადო ბრძანების გარეშე, გაფორმდა 12 ხელშეკრულება (№03-38/1-დან №03-49/1-მდე) სახელმძღვანელოების შეძენის თაობაზე, რომელსაც სამინისტროს მხრიდან ხელს აწერს მ--------------------–- თ. ს------–---–ი, წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, ორგანიზაციებზე გადაირიცხა და შეძენილ იქნა 17,5 ათასი ლარის ღირებულების სახელმძღვანელოები. (შემოწმების მასალების ტ. 6, 157-161, 1--, ტ. 3, ს.ფ. 187).

 

4.24. შპს ,,ს--------------------------------–-----–----------------------------------------------------------–--------------------------------------–----------–--------ა“ და შპს ,,ო------ის“ ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა გარანტიებისა და დაზღვევის მექანიზმებს შესრულებული მომსახურეობის მიღება-ჩაბარების შემდეგ გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრისა და მათ შედეგად წარმოქმნილი ზიანის ანაზღაურებას.

 

4.25. 2006 წელს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ოლიმპიადები და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების” ფარგლებში ასოციაცია ,,კ-–----------------–ის” მიერ ჩატარებული კონკურსის ხარჯებმა შეადგინა 74,0 ათასი ლარი. მოცემული მომსახურების შესყიდვა ტენდერის ნაცვლად ნაწარმოებია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

 

4.26. 2006 წელს სამინისტრომ „საბიუჯეტო რგანიზაციის მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯვის გაწევის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 31 აგვისტოს N-71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის იგნორირებით განახორციელა ასიგნებების ხარჯვის პროცედურები. ერთ ხელშეკრულებაზე უნდა შედგეს ერთი ვალდებულების დოკუმენტი. სამინისტროს მხრიდან (2006 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებები სამუშაოს შესრულებაზე), ადგილი ჰქონდა სამი და მეტი ვალდებულების აღებას ხელშეკრულებაზე. თავდაპირველად წარდგენილი ვალდებულების დოკუმენტს თანხის გრაფაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი ღირებულების ნაცვლად, ჩაწერილია მხოლოდ წინასწარი გადასარიცხი თანახა. შემდგომ წარდგენილ ვალდებულებების დოკუმენტის იმავე გრაფაში ფაქტიურად შესრულების შემდეგ გადასარიცხი თანხები. ყველა ამ დოკუმენტის „დამატებითი დოკუმენტის“ გრაფაში მითითებულია ერთ დღეს, ერთი ნომრით გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნული ფორმით ხაზინაში ვალდებულების დოკუმენტი წარდგენილია, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობა აღებულია შესრულებული სამუშაოს ღირებულების 73584,2 ლარის დაფარვაზე. ე.ი. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული 24415,8 ათასი ლარით ნაკლები ოდენობით. სამინისტროს მიერ ხაზინაში წარდგენილი და შეუსრულებელი (გადაუხდელი) დამოწმების დოკუმენტის არარსებობის პირობებში, დამტკიცებულ იქნა წინა 2006 წელს ჩატარებული საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდა 8 334,8 ათასი ლარის ოდენობით.

 

4.27. პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაციის” ფარგლებში გაფორმებული N06-101/3 21.06.06წ. ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ხ------ს” წინასწარ გადაერიცხა 266 773,00 ლარი, ხოლო შემდეგ სს ,,ხ------ს” მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ის საფუძველზე ჩაერიცხა 588 772,32 ლარი. გადარიცხულმა თანხამ მთლიანად შეადგინა 855 545,32 ლარი, ხოლო შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 833 716,37 ლარი. სარევიზიო ჯგუფი შენიშნავს, რომ ზედმეტად გადარიცხული იყო 21 828,95 ლარი (შემოწმების მასალები ტ. 3, ს.ფ. 178, ტ. 62, ს.ფ. 140, ტ. 60, ს.ფ. 94, ტ. 64, ს.ფ. 162-203). აღნიშნული თანხა (21 828,95 ლარი) 2008 წლის 29 აპრილს დაბრუნებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთიან ანგარიშზე (შემოწმების მასალები ტ. 70 ს.ფ. 28).

 

4.28. სამინისტროს 2007 წლის 6 დეკემბრის N15-08 -1/18868 წერილის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს თანხმობის 2007 წლის 14 დეკემბერს „საუნივერსიტეტო კურიკულუმების პროგრამის’’ 3------- ორგანიზაციული კოდიდან 420,0 ათარი ლარი გადატანილ იქნა პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ 3---------- ორგანიზაციულ კოდზე, იმ მოტივით, რომ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ანაზღაურება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოაღნიშნული პროგრამით მისაღწევი მიზნები, თავის მხრივ, მათი განხორციელება შესაძლებელი იყო 2008 წელს (შემოწმების მასალები ტ. 7, 1-19). აღნიშნული პროგრამის ორგანიზაციული კოდი 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული.

 

4.29. სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის ქვეპროგრამის - ,,მომავალი იწყება დღეს” ფარგლებში პედაგოგებზე გაცემული თანხები 94,0 ათასი ლარის ოდენობით სამინისტროს არ დაუბეგრავს საშემოსავლო და სოციალური გადასახადებით (შემოწმების მასალები ტ. 7, ს.ფ. 62, ტ. 8, ს.ფ. 1-80). სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის ,,აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალის დახმარების” ქვეპროგრამის ფარგლებში გაცემული თანხები სამინისტროს არ დაუბეგრავს საშემოსავლო და სოციალური გადასახადებით (შემოწმების მასალები ტ. 7, ს.ფ. 196- 244).

 

4.30. 2006 წელს „მოსწავლეთა ანტიკორუფციული აღზრდის სასწავლო პროგრამის ფარგლებში (ორგანიზაციული კოდი 3-------) ვალდებულება აღებულ იქნა 11,4 ათასი ლარზე. შესაბამისად გაწეულ იქნა საკასო და ფაქტობრივი ხარჯიც. აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებაზე 30,6 ათასი ლარით, ხოლო პროგრამის ხარჯთანუსხით გათვალისწინებულ 12,6 ათასი ლარით ნაკლებია. ხარჯები გაწეულია ექსპერტთა და პედაგოგთა შრომის ანაზღაურებაზე, რომლის გაანგარიშების საფუძველი უცნობია (ერთი კოორდინატორის ხელფასი 568, მეორე კოორდინატორის ხელფასი 1704 ლარი) ასევე არ იქნა წარდგენილი ხარჯით მიღწეული შედეგის ამსახველი დოკუმენტი. 2007 წელს აღნიშნული პროგრამა საერთოდ არ განხორციელებულა (შემოწმების მასალები ტ. 8, ს.ფ. 80-98).

 

4.31. 1. პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” 2006 წლის დასაწყისში ასიგნებების გეგმამ შეადგინა 60 000 000 ლარი, ხოლო წლის ბოლოს დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 73 584 234 ლარი, ანუ თავდაპირველად დამტკიცებულ ასიგნებებთან მიმართებაში გაზრდილია 22,7-ით. 2007 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” (პროგრამა დამტკიცდა მინისტრის 2007 წლის 12 იანვრის N43 ბრძანებით) სახელმწიფო ბიუჯეტით 2007 წლის დასაწყისში განისაზღვრა 68 455 800 ლარი (მ.შ. 2006 წელს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის - 8455,8 ლარის გადახდა), ხოლო წლის ბოლოს დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 82 560 600 ლარი (შემოწმების მასალები ტ. 5, ს.ფ. 91-217, ტ. 69, ს.ფ. 1--. ტ. 7, ს.ფ. 14-19, ტ. 70, ს.ფ. 1-27). 2. საზღვარგარეთ ქართული სკოლების დახმარების პროგრამის ასიგნებების ნაწილი 2006 წელს მიმართული იქნა პროექტზე ,,სსიპ ილ. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ,,შესავალი კურსის თარგმნა” - ილ. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის პირველი წლის სტუდენტებისთვის”. პროგრამის 67% (30,0 ათასი) ლარი ხარჯი გაწეულია არამიზნობრივად (ტ. 6. ს.ფ. 154-171). 3. ,,საუნივერსიტეტო კურიკულუმის განვითრების” 2007 წლის პროგრამის ფარგლებში ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული ასიგნებებიდან (500 000 ლარი) განხორციელდა მხოლოდ 14%-ის ხარჯვა (69 600 ლარი) (ტ. 7, ს.ფ. 1-19). 4. სამინისტროს 2007 წლის 6 დეკემბრის N15-08 -1/18868 წერილის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს თანხმობის 2007 წის 14 დეკემბერს „საუნივერსიტეტო კურიკულუმების პროგრამის 3------- ორგანიზაციული კოდიდან 420,0 ათარი ლარი გადატანილ იქნა პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ 3---------- ორგანიზაციულ კოდეზე, იმ მოტივით, რომ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ანაზღაურება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოაღნიშნული პროგრამით მისაღწევი მიზნები, თავის მხრივ, მათი განხორციელება შესაძლებელი იყო 2008 წელს (შემოწმების მასალები ტ. 7, 1-19). აღნიშნული პროგრამის ორგანიზაციული კოდი 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული. 5. 2006-2007 წლებში „არაქართულენოვან სკოლებში სახელმძღვანელოების სუბსიდირებისა და ქართული ენის შესწავლის პროგრამის ფარგლებში“ სამინისტროს არ გაუთვალისწინებია სახელმძღვანელოების მოცულობა. შეძენილი სახელმძღვანელოების უმეტესი ნაწილი რევიზიის მომენტში კვლავ ირიცხება სამინისტროს ბალანსზე. 358,3 ათასი ლარის ღირებულების 2--,0 ათასი ერთეული სახელმძღვანელო ანუ 2005 წლის გარდამავალ ნაშთსა და 2006-2007 წლებში დაბეჭდილი სახელმძღვანელობის საერთო რაოდენობის 73%. ამდენად, 2006-2007 წლებში აღნიშნული პროგრამით სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე გაწეული 405,0 ათასი ლარი ხარჯი დაუსაბუთებელია მათი დაგეგმვის ნაწილში (შემოწმების მასალები ტ. 7, ს.ფ. 39-55, ).

 

4.32. 2004 წლიდან სარევიზიო პერიოდის დასრულებამდე სამინისტროს მიერ არ ჩატარებულა სამეურნეო წლის ბოლოს დადგენილი სავალდებულო ინვენტარიზაცია. ამ პერიოდში მინისტრმა გამოსცა 2005 წლის 21 ნოემბერს ბრძანება, რომლის შესაბამისად განისაზღვრა 2006 წლის 1 თებერვლამდე სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, დაინიშნა პასუხისმგებელი პირი. 2006 წლის 20 ივნისს N624 ბრძანებით კომისიას დაევალა მატერიალური ფასეულობების პერიოდული ინვენტარიზაცია. მიუხედავად ამისა, ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა (შემოწმების მასალები ტ. 8, ს.ფ. 158-დან, ტ. 8-9).

 

4.33. ავტომანქანა ,,გ---------” (სახ. ¹A------) პირვანდელი ღირებულებით 9,8 ათასი ლარი, გადაეცა თ---–---------–-----------------–---ს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გვერდის ავლით. მ----------------–---------–ისათვის ავტომანქანა ,,ვ---------”-ის (სახ. ¹C------) ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გვერდის ავლით გადაეცა (შემოწმების მასალები ტ. 70, ს.ფ. 30, 33-40).

 

4.34. 2006-2007 წლებში საბუღალტრო აღრიცხვის რეესტრებში პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების, სამუშაოს შესრულების აქტების, ფორმა N2-ის მონაცემები არ არის შეტანილი სამეურნეო ოპერაციის მოხდენისთანავე. შპს ,,ი-------–-----------’’-ს მიერ (ხელშეკრულება N0-----------------. წ.) ქ. ზ---------- N1 საჯარო სკოლაში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები თანხით 1886,4 ათასი ლარი დამთავსებულია 2006 წლის 15 სექტემბერს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. დასრულების აქტი სამინისტროს მიერ დამტკიცებულია 19 ნოემბერს, ხოლო ბუღალტერიის მიერ ნაჩვენებია 1160,2 ათასი ლარის სამუშაოები ანუ ფაქტიურად შესრულებულ და ჩაბარებულ სამუშაოებზე 726,2 ათასი ლარით ნაკლები. ანალოგიურად შპს ა---- მიერ (ხელშეკრულება N06-83/3 13.06.06. წ.) 2006 წლის სექტემბერში დამთავრებული N3, N-, N22, N116, N130 და N132 სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები თანხით 758,2 ათას ლარზე. სამუშაოების დასრულების აქტი სამინისტროს მიერ აღნიშნულ ფირმაზე 2006 წელს შესრულებული სამუშაოები გატარებულია მხოლოდ 41,0 ათას ლარზე ანუ 717,2 ათასი ლარით ნაკლები. შპს დ---ს მიერ (ხელშეკრულება N06-75/3 06.06.06 წ.) დამთავრებულია ქ. თბილისის N--- სარეაბილიტაციო სამუშაოები 1418,7 ათას ლარზე, რომლის სამუშაოების დასრულების აქტი სამინისტროს მიერ დამტკიცებულია ამავე წლის ნოემბერში, ბუღალტერიის მიერ ამავე 2006 წელს შესრულებულ სამუშაოებში გატარებულია მხოლოდ 1049,5 ათასი ლარი, ანუ 369,2 ათასი ლარით ნაკლები.

 

4.35. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის N384 განკარგულებით ,,საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამებით: „იაკობ გოგებაშვილი საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“, „გიორგი ნიკოლაძე - სპორტული მოედნების რეაბილიტაცია”, ”პროფესიული სასწავლებელის რეაბილიტაცია” - გათვალისწინებული განსაკუთრებით დიდი მოცულობის სამუშაოების დროულად შესრულებისათვის ამ პროგრამების განხორციელებაში ჩაბმულ თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით გამოყოფილი 22,0 ათასი ლარი, რომელიც სრულად იქნა გაცემული 11 თანამშრომელზე, თითოეულზე 2,0 ათასი ლარის ოდენობით. მინისტრის მოადგილის რეზოლუციის მიხედვით, 22,0 ათასი ლარის კუთვნილი სოციალური გადასახადის თანხა 4,4 ათასი ლარი გადახდილია სამინისტროს სამინისტროს აპარატი სუბსიდიებისა და მიმდინარები ტრანსფერების მუხლში არსებული ეკონომიიდან, რითაც გაზრდილია თითოეულ თანამშრომელზე ანაზღაურებული თანხის მოცულობა. საშემოსავლო გადასახადი 2,6 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადარიცხულა (შემოწმების მასალები ტ. 17, ს.ფ. 136-138).

 

4.36. სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაგტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა (55.0 ათასი ლარი) ორგანიზაციული კოდის 2---------- ნაცვლად აისახა 3---- ორგანიზაციული კოდზე (შემოწმების მასალები ტ. 17, ს.ფ. 111, 122-123).

 

4.37. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ნოემბრის N662 განკარგულების თანახმად, მცირეკონტიგენტიან სკოლათა ზღვარზე მყოფი საჯარო სკოლებისთვის შეშის შესაძენად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით გამოიყო 500,0 ათასი ლარი, რაც აისახა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ორგანიზაციულ კოდზე (32 03). მიღებული თანხებიდან ათვისებულია 477,0 ათასი ლარი, კერძოდ მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის N1183, 3 დეკემბრის N1218 და 6 დეკემბრის N1237 ბრძანებებით 402,9 ათასი ლარი პირდაპირ გადაერიცხათ სკოლებს. ყველა აღნიშნულ ბრძანებაში თანხის ჩარიცხვის საფუძველია ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაკავშირებით სათბობის შეძენა, თუმცა კონკრეტულად შეშა არც იყო მითითებული. ამასთან, ხარჯის გაწევის დოკუმენტაცია სამინისტროში არ იყო წარდგენილი. გარდა ამისა, სამინისტრომ სს ვ-----–----------–----------------თან 2007 წლის 30 ნოემბერს გააფორმა N11-339/1 ხელშეკრულება 45,5 ათას ლიტრ L-62 მარკის საწვავის შეყიდვაზე, რომლის ღირებულებამ 72,8 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ქ. თ---–-------------- სკოლებამდე საწვავის მიწოდებაზე დამატებით გადახდილ იქნა 1,3 ათასი ლარი. შესაბამისად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 74,1 ათასი ლარით. შეძენილი საწვავი გადანაწილდა თბილისის 2----------- სკოლაზე, რომელიც არ მიეკუთვნება მცირეკონტიგენტიან სკოლათა რიცხვს. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 დეკემბრის N729 განკარგულებით ცვლილება შევიდა N662 განკაგულებაში და თანხის გამოყოფის მიზნად მიეთითა საჯარო სკოლებისთვის სათბობი საშუალებების შესაძენად საჭირო თანხების დაფინანსება (შემოწმების მასალები ტ. 17, ს.ფ. 90-94, 195-210).

 

4.38. 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო პირობების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტისა და მე-6 მუხლის თანახმად, დასაშვებია ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო და რაიმე ხელისშემშლელ გარემოებებთან დაკავშირებით. ამ დროს მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ პირობების შესრულების ვადის გაგრძელებაზე. რევიზიით დადგინდა, რომ ხელშეკრულებებში ცვლილებები შეტანილია შემდეგ პირობებთან დაკავშირებით: შემცირებულია ან გაზრდილია სამუშაოების მოცულობა, შესაბამისად მათი ღირებულება. გაზრდილია სამუშაოების შესრულების, ასევე მათი ანაზღაურების ვადა. გაზრდილია მიმწოდებლებისთვის წინასწარ ანაზღაურების ოდენობა. შეცვლილია მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტები. ცვლილებებს საფუძვლად უდევთ: სამუშაოების ღირებულების და ვადის გაზრდა, რაც დაკავშირებულია დეფექტურ აქტებში ცვლილებებთან - შესასრულებელი სამუშაო ფაქტობრივად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ხელშერულებით. ასევე სამუშაოების გაგრძელებას საფუძვლად უდევს კლიმატური პირობები და დონორების მიერ (სკოლების ფანჯრების) მოწოდების დაყოვნება. გარდა ამისა, ხელშეკრულებებში ცვლილებები შეტანილია მათი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ (შემოწმების მასალები ტ. 18-დან).

 

4.39. 2006 წლის 15-16 მაისს სამინისტროსა და შპს ა-----–-------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 8 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 4888,8 ათას ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული იყო 2006 წლის 15-16 მაისიდან 2006 წლის 15-18 აგვისტომდე. ცვლილებების შემდეგ ვადა 2 ოქტომბრამდე გაიზარდა. აღნიშნული დროისათვის ფაქტობრივმა შესრულებამ 681,0 ათასი ლარი შეადგინა, რის შემდეგ სამუშაოები აღარ შესრულებულა. 2006 წლის 9 ოქტომბრის წერილით სამინისტრომ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა არაჯეროვანი შესრულების გამო ჯარიმის 488,9 ათასი ლარის (ხელშეკრულების ღირებულების 10%) გადახდა მოითხოვა. სამინისტრომ საჯარიმო თანხისა და გადახდილი თანხის 518,8 ათასი ლარის დაბრუნების თაობაზე სამუშაოების შეუსრულებლობის გამო სასამართლოს მიმართა. რევიზიით დადგენილია, რომ შეუსრულებელი სამუშაოს გამო დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 1373,9 ათასი ლარია, რაც დებიტორულ დავალიანებას წარმოადგენს. ამდენად, სასამართლოს მეშვეობით მოთხოვნილია 855,1 ლარის დაბრუნება. ასევე სამინისტროს არ მოუთხოვია წინასწარი ანაზღაურების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 1375,0 ლარის სახელმწიფო გადარიცხვა. ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე ჩაირიცხა მხოლოდ ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის თანხა 134,0 ათასი ლარი. შპს ა-----–-------თან ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ სამინისტრომ ხელშეკრულებების გააფორმა 6 საწარმოსთან. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 3199,7 ათასი ლარი მაშინ, როდესაც შპს ა-----–-------ს ამავე ობიექტებზე დარჩენილი ჰქონდა 4207,8 ათასი ლარის სამუშაოები (შემოწმების მასალები ტ. 59, ს.ფ. 94-1--, 198-2--, ტ. 70, ს.ფ. 84-2--).

 

4.40. 2007 წელს დაიგეგმა N-- საჯარო სკოლის ეტაპობრივი რეაბილიტაცია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის გაგზავნილ წერილში მითითებული იყო, რომ N-- საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმა იუნესკოს ეროვნული კომისიის და საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის მიერ 2003 წელს ჩატარებული წინასპროექტო კვლევითი სამუშაოების შედეგად შედგენილი დეფექტური აქტისა და ხასარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე. მასალებში დაცულია დეფექტური აქტი, რომელიც შედგენილია დ---------------ისა და ნ-----–-------------–---–ის მიერ, ხოლო ხარჯთაღრიცხვა დ----------–-–---–ის მიერ. წარმოდგენილი დოკუმენტებით შესრულებული სამუშაოს ფორმა N2 არ შეესაბამება დეფექტური აქტითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოებს. ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული 103 დასახელების სამუშაოდან შესრულებულია მხოლოდ 24 დასახელების. არ შესრულებულა 45 დასახელების (გათბობა, საქვაბის მონტაჟი) სამუშაო. ასევე 34 დასახელების სამუშაო 110,0 ათასი ლარის ღირებულებით. თუმცა წარდგენილი ფორმა N2-ით შესრულებულია 19 დასახელების სამუშაო (შენობის გამაგრებითი სამუშაოები), რომელიც ხარჯთაღრიცხვაში არ იყო გათვალისლისწინებული. დეფექტური აქტის კორექტირებისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუემტნაციაში ასახვის გარეშე დამტკიცებულია 305.2 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო. 2007 წლის 6 სექტემბერს კორექტირებული დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა 569,9 ათას ლარზე წარდგენილი აქვს შპს ა---- (გათბობა-საქვაბის მონტაჟის ღირებულების გარეშე 369,9 ათასი ლარი). აღნიშნული დეფექტური აქტი სამინისტროს არ დაუმტკიცებია. ხარჯთაღხიცხვისა და დეფექტური აქტების შემდგენთა მიმართ არ არის გამოყენებული პასუხისმგებლობის რაიმე ღონისძიება (შემოწმების მასალები ტ. 70, ს.ფ. 51-79, ტ. 60, ს.ფ. 52-92).

 

4.41. 1. 2006 წლის 21 ივნისს ქ-------ის პროფესიული სასწავლებლის რემონტზე 532,8 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებზე გაფორმებულია ხელშეკრულებს შპს პ---------------თან. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 21 სექტემბერი. 2006 წლის 22 სექტემბერს სამუშაოების დასრულების ნაცვლად გაფორმებულია შეთანხმება, რითაც სახელშეკრულებო ღირებულება გაზრდილია 571,1 ათას ლარამდე, ხოლო ვადა გადაწეულია 2006 წლის 31 ოქტომბრამდე. ამასთან, შპს პ---------------ის მიერ წარდგენილი იყო კორექტირებული დეფექტური აქტი, სადაც მითითებული იყო გამოტოვებული და დამატებითი სამუშაოების ჩამონათვალი. 2007 წლის 26 მარტს შპს პ---------------მა წარადგინა კორექტირებული დეფექტური აქტი 635,5 ათასი ლარის ოდენობით სამუშაოზე. სამუშაოს დასრულების ვადა 2007 წლის 15 ივნისამდე დადგინდა. სამუშაოების ვადის დასრულების შემდეგ სამინისტრომ შესრულებულ სამუშაოებზე თანხების მიუღებლობის მოტივით გააფორმა კიდევ ერთი შეთანხმება და სამუშაოების დასრულების ვადად 15 ივლისი. წარდგენილი ცნობის თანახმად, შპს პ---------------ს შესრულებულ სამუშაოზე მიღებული აქვს 441,8 ათასი ლარის ნაცვლად 495,1 ათასი ლარი (შემოწმების მასალები ტ. 62, ს.ფ. 77-109, ტ. 67, ს.ფ. 127); 2. 2006 წლის 21 ივნისს სამინისტროსა და სს ხ------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში რ-------ის პროფესიული სასწავლებლის სარემონტო სამუშაოები გადავადებულია 2006 წლის 11 სექტემბრის შეთანხმებით მაშინ, როცა 2006 წლის 21 სექტემბრამდე უნდა შეესრულებინა 889,2 ათასი ლარის სამუშაოები. შეთანხმებით სამუშაოები შემცირებულია 860,9 ათას ლარამდე, სამუშაოს ვადა გადავადებულია 2006 წლის 1 ნოემბრამდე. იმავე წლის 24 ნოემბრის შეთანხმებით არ არის მითითებული გადავადების მიზეზები, თუმცა სამუშაოთა დასრულების ვადა გადაწეულია 2007 წლის 15 იანვრამდე. 2007 წლის 10 იანვრის წერილით სს ხ------მ მიმართა სამინისტროს, რომ სამუშაოები დასრულებული იყო. ამასთან, ექსპერტები ითხოვდნენ სამუშაოთა გადავადებას 2007 წლის 1 ივლისამდე. სს ხ------მ აღნიშნული ვადაც დაარღვია და სამუშაოები 2007 წლის 15 აგვისტოს ჩააბარა. სამინისტრომ საჯარიმო სანქციები 2008 წლის 30 აპრილს (სამუშაოს დასრულებიდან 9,5 თვის შემდეგ) დაარიცხა (შემოწმების მასალები ტ. 67, ს.ფ. 124, ს.ფ. 115, ტ. 62, ს.ფ. 56-76). 3. სამინისტროსა და სს თ---–----–--–-- 3-ს შორის 2006 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, სარემონტო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა თ---–------------–---------–-----------------–--–-–----ში და თ---–---------------–---–----–----------ში შესაბამისი 697,0 ათასი და 720.1 ათასი ლარის პირველადი სახელშეკურულებო ღირებულებებით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 20 სექტემბრამდე. დეფექტური აქტის კორექტირების მოტივით 7 აგვისტოს შეთანხმებით მოხდა სამუშაოების დამთავრების გადავადება 2006 წლის 15 ნოემბრამდე და სახელშეკრულებო თანხებიც გაიზარდა 798,5 ათას და 1183,9 ათას ლარამდე. 2006 წლის 6 ნოემბრის შეთანხმებით პროფესიული ლიცეუმის სარემონტო სამუშაოების მოცულობა არ შეცვლილა, ხოლო პროფესიულ სასწავლებელში სერვისში მოცულობა შემცირდა, ვადა განისაზღვრა 15 იანვრამდე. შემდგომში შპს თ---–----–--–--ი 3-ის მიერ სამუშაოების დასრულების გადადება ახსნილია დაფინანსების დაგვიანებით, თუმცა 23 იანვრის შეთანხმებით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2007 წლის 25 თებერვლამდე, კლიმატური პირობების მიზეზით სამუშაოების შეფერხების მოტივით. (შემოწმების მასალები ტ. 61, ს.ფ. 98-193, ტ. 61, 193-225, ტ.62, ს.ფ. 1-54).

 

4.42. 2004 წლის 24 ნოემბერს სამინისტროსა და შპს რ-------------–-----ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისში, N2-- საჯარო სკოლაში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები, რაც ვერ შემოწმდა სარევიზიო ჯგუფის მიერ ამავე სკოლაში სამინისტროსა და შპს კ---–-------ს შორის 2007 წლის 21 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. სადავო აქტში აღნიშნულია, რომ შპს კ---–-------ის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა მოიცვა შპს რ-------------–-----ის მიერ წარმოებული ანალოგიური სამუშაოები. შპს კ---–-------მა გამოცვალა სკოლის 1175 მ2 სახურავი, რაც დეფექტური აქტებით დამტკიცებულ მოცულობას (612 ლარის ღირებულებით) 34 მ2- ით აღემატება (შემოწმების მასალები ტ. 66, ს.ფ. 119-158).

 

4.43. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამების ,,იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” და ,,პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაცია” ფარგლებში სამ–-----–ო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების სპეციფიკური პირობების მე-3 მუხლის 3.3 პუნქტისა და მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილება გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებაზე არ დაუკისრებია საურავები. ხელშეკრულებებში ცვლილებები ხორციელდებოდა სამუშაოს ვადის გაგრძელების შესახებ სამუშაოს შესრულების დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

4.44. სამინისტროს მიერ კომპანიებზე საავანსო თანხები გადარიცხულია შესაბამისი საბანკო გარანტიების წარმოუდგენლობის შემთხვევაშიც - (13 შემთხვევა, 1359,7 ათასი ლარის ოდენობით. ყ--------------------------–---------–-----ის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოზე (შემსრულებელი შპს უ---) საბანკო გარანტიის გარეშე გაცემულმა საავანსო თანხამ 181,9 ათასი ლარი შეადგინა. ქ. ზ---------- N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოზე (შემსრულებელი შპს ი-------–--------------) საბანკო გარანტიის გარეშე გაცემულმა საავანსო თანხამ 326,8 ათასი ლარი შეადგინა. შპს ტ-------------–--ი 59,0 ათასი ლარი.

 

4.45. სამინისტროს მთავარ სპეციალისტზე ზედმეტადაა დარიცხული საშვებულებო თანხა 45,3 ლარის ოდენობით.

 

4.46. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 17.01.06 წ. N167/კ ბრძანებით ლიცენზირების სამმართველოს უფროსი ი-----------–---–ი 6 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2 თვის კომპენსაციასთან ერთად მიეცა გასასვლელი დახმარება ერთი თვის ხელფასის ოდენობით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.47. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.48. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნაწილობრივ გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობდა ნაწილობრივ მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.49. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნაწილობრივ კანონს ეწინააღმდეგებოდა, ასევე, ის ნაწილობრივ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა ნაწილობრივ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4.50. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონის ნორმა, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება გასაჩივრებულ ნაწილში. კერძოდ, სასამართლო იზიარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბიუჯეტის პროექტების დაზუსტება წარმოადგენდა საბიუჯეტო პროექტზე მუშაობის პროცესს და ვინაიდან საბოლოოდ სამინისტროს მიერ 2006 წლის 28 დეკემბრის წერილით გაგზავნილი 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო მეოთხე ვარიანტით საბიუჯეტო სახსრებით ხარჯები ფინანსთა სამინისტროს ცირკულარულ წერილში მითითებულ ზღვრულ მაჩვენებელზე 5245, 9 ათასი ლარით ნაკლები იყო, არ ჰქონია ადგილი ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას ადგილი. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიჩნეულია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარდგენილი იქნა 2006 წლის 14 აგვისტოს, ხოლო შემდგომში 2006 წლის 7,8,15 და 28 დეკემბერს დაზუსტებული ბიუჯეტის პროექტის წარდგენა ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის დარღვევას არ წარმოადგენდა, ვინაიდან საბოლოოდ 2006 წლის 28 დეკემბრის წერილით 2007 წლის ბიუჯეტის პროექტი წარდგენილ იქნა მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. აპელანტი სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სამინისტრომ დაარღვია როგორც საბიუჯეტო განაცხადის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, ასევე ზღვრული მოცულობების ფარგლები, ვინაიდან ვალდებულების სათანადო და ჯეროვანი შესრულება უკავშირდება ამ ვალდებულების შესრულებას კანონის სულისკვეთების დაცვით, რაც გულისხმობს ქმედების არამხოლოდ ფორმალური, არამედ შინაარსობრივი, მატერიალური მხარის შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან. აღნიშნული კი სამინისტროს მხრიდან არ იყო დაცული, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ მან საბიუჯეტო განაცხადი წარადგინა 14 აგვისტოს, მოგვიანებით ოთხჯერ-5, 8, 15 და 28 დეკემბერს წარადგინა განაცხადის დაზუსტებული ვარიანტები, რაც ადასტურებს იმას, რომ პირველადი განაცხადის წარდგენა ემსახურებოდა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით. ამასტან, აპელანტის მოსაზრებით, შინაარსობრივად იგი არ პასუხობდა კანონის ნებას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება საკანონმდებლო რეგულაციებს, რომლის თანახმად, 15 აგვისტომდე წარდგენილი საბიუჯეტო განაცხადების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტრო ახორციელებდა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. კერძოდ, არაუგვიანეს 30 აგვისტოსი იხილავდა საბიუჯეტო განაცხადებს, ხოლო არაუგვიანეს 15 სექტემბრისა ამზადებდა და მთავრობას წარუდგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მხარჯავი დაწესებულებების მიერ 15 აგვისტოს შემდეგ საბიუჯეტო განაცხადებთან დაკავშირებული ცვლილებებისა თუ დამატებების ფინანსთა სამინისტროში წარდგენის შესაძლებლობას კანონმდებელი არ ითვალისწინებდა. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, ცალსახაა, რომ სამინისტროს მხრიდან რეალური, საბოლოო საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა მოხდა დეკემბრის თვეში და არა აგვისტოში, რითაც დაირღვა ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილი ვადა, რომელიც ითვალისწინებდა საბიუჯეტო განაცხადის წარდგენას არაუგვიანეს 15 აგვისტოსი. რაც შეეხება სამინისტროს მიერ ზღვრული მოცულობების ფარგლების დარღვევას, აპელანტი აღნიშნავს, რომ მხარჯავი დაწესებულებები ვალდებული იყვნენ ბიუჯეტის პროექტი წარედგინათ მთავრობის მიერ დადგენილი ზღვრული მოცულობების ფარგლებში და ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს მიმდინარე წლის შემოსულობებსა და გადასახდელებს. ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში შედის გრანტებიც. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ ხარჯთა ზღვრულ მოცულობებში გათვალისწინებული არ იყო უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისა და ამ პროექტებში თანამონაწილეობის ხარჯები, უსაფუძვლოა და შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ ამ ნაწილში სწორად დააკმაყოფილა სარჩელი. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი 2006 წლის 8 დეკემბრის №0--------------- წერილით წარდგენილ 2007 წლის საბიუჯეტო განაცხადის დაზუსტებული ვარიანტით საბიუჯეტო სახსრები განისაზღვრა 395 732,5 ათასი ლარით. ასევე, 2006 წლის 15 დეკემბრის №0--------------- წერილით წარდგენილ იქნა ბიუჯეტის მესამე, დაზუსტებული პროექტი 576 თანამშრომელზე საერთო ხარჯს ითვალისწინებდა 406 017,8, მათ შორის საბიუჯეტო სახსრები 396 932,5 ათასი ლარი, ხოლო თანადაფინანსება და კრედიტებსა და გრანტებზე უცვლელად შეადგენდა 9085,3 ლარს. საბოლოოდ, სამინისტროს 2006 წლის 28 დეკემბრის №0--------------- წერილით გაიგზავნა 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო მეოთხე ვარიანტი, რომლის თანახმადაც, საბიუჯეტო სახსრებით ხარჯები შეადგენდა 384 654,0 ათას ლარს, რაც ფინანსთა სამინისტროს ცირკულარულ წერილში მითითებულ ზღვრულ მაჩვენებელზე 5245,9 ათასი ლარით ნაკლები იყო და რომელიც იქნა დამტკიცებული. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონით ზუსტად არის გაწერილი საბიუჯეტო განაცხადების წარდგენისა და მისი განხილვის წესი. კერძოდ, ხსენებული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელები საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არა უგვიანეს 15 აგვისტოსი. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დაუშვებელია. იმავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამოწმებს საბიუჯეტო განაცხადებს და მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად იხილავს არა უგვიანეს 30 აგვისტოსი. საქალაქო სასამართლომ სწორად გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტის პროექტების დაზუსტება წარმოადგენდა საბიუჯეტო პროექტზე მუშაობის პროცესს. დადგენილია, რომ საბოლოოდ სამინისტროს 2006 წლის 28 დეკემბრის №0--------------- წერილით გაიგზავნა 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო მეოთხე ვარიანტი, რომლის თანახმადაც საბიუჯეტო სახსრებით ხარჯები შეადგენდა 384 654,0 ათას ლარს, რაც ფინანსთა სამინისტროს ცირკულარულ წერილში მითითებულ ზღვრულ მაჩვენებელზე 5245,9 ათასი ლარით ნაკლები იყო და რომელიც იქნა დამტკიცებული. ამდენად, სამინისტროს მიერ წარდგენილი საბიუჯეტო განაცხადი, მათ შორის 2007 წლისათვის მხარჯავ დაწესებულებათა კადრებისა და ზღვრული მოცულობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 ივნისის №109 დადგენილების შენიშნვის გათვალისწინებით დადგენილი ზღვრული მოცულობის ამსახველი მონაცემებით იქნა წარდგენილი. სასამართლოს გადაწყვეტილებით მიჩნეულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტი 2006 წლის 14 აგვისტოს იქნა წარდგენილი. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, შემდგომში 2006 წლის 7, 8, 15 და 28 დეკემბერს დაზუსტებული ბიუჯეტის პროექტების წარდგენა ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის დარღვევას არ წარმოადგენდა, ვინაიდან საბოლოოდ 2006 წლის 28 დეკემბრის №0--------------- წერილით 2007 წლის ბიუჯეტის პროექტი წარდგენილ იქნა მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

4.51. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია’’ დაფინანსების ფარგლებში N1-- საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის ხელშეკრულების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმების შეფასების ნაწილში გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის შესახებ. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მოსაზრება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციისათვის სამუშაოების მოცულობის გაზრდა ახსნილია ქ. თბილისის მთავრობის 08.05.06 წ. N1-------- დადგენილებით ბაგა-ბაღის დაუმთავრებელი შენობის გადაცემით. მოცემულ საკითხზე აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო ანალოგიურ შემთხვევაში სხვა სკოლებთან მიმართებაში (N-- და N---------–-) იზიარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმების აქტში გამოთქმულ მოსაზრებას სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობის არასწორად გაზრდისა და შესყიდვების სააგენტოსთან სამუშაოების სრულ მოცულობაზე შეთანხმების არარსებობის შესახებ, ხოლო N1-- სკოლასთან მიმართებაში არასწორად მიაჩნია აქტის ჩანაწერი მხოლოდ იმ მოტივით, რომ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით გადაეცა ბაგა-ბაღის დაუმთავრებელი შენობა. აქტის ჩანაწერით სადავოს არ წარმოადგენს ბაგა-ბაღის სკოლისათვის გადაცემის ფაქტი, არამედ საუბარია სახელშეკრულებო ღირებულებასა და სავარაუდო ღირებულებას შორის არსებულ სხვაობაზე და N1-- საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით ჩატარებული შესყიდვის შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების არარსებობის შესახებ, რაც გათვალისწინებული იყო შესყიდვების სააგენტოს ნორმატიული აქტით. შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილი წესის დარღვევა ვერ იქნება გამართლებული ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით, რომლის თანახმად, სკოლას გადაეცა ბაგა-ბაღი, ხოლო მისი რეაბილიტაციისათვის სამუშოების შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო შესყიდვების სააგენტოს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილშიც სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა მინისტრის მოადგილის 16.05.2007 წ. N01-16-07-4/6964 წერილზე, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, რომ N1-- სკოლას ქ. თბილისის მთავრობის 08.05.06 წ. N1-------- დადგენილებით გადაეცა ბაგა-ბაღის დაუმთავრებელი შენობა, რომელიც ასევე საჭიროებდა რეაბილიტაციას. N--------–-- სარემონტო სამუშაოების თავდაპირველი ნავარაუდევი მოცულებების გაზრდით გამოწვეული რეაბილიტაციის მიზნით სრულად გარემონტების აუცილებლობაზე. ანალოგიური მდგომარეობა იყო N---------–-სთან დაკავშირებით. ამასთან, სარემონტო სამუშაოების სასწავლო წლის დასაწყისამდე დასრულების აუცილებლობა მიჩნეულ იქნა გადაუდებელ აუცილებლობად. აღნიშნული წერილის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2006 წლის 17 მაისის წერილით სამინისტროს მიეცა ნება აღნიშნული სკოლების სარემონტო სამუშაოების შესყიდვა ეწარმოებინა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით (საქმის ტომი 3, ს.ფ. 15-17). სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სადავო აქტით არასწორად იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით N1--, N-- და N--- სკოლებთან მიმართებით თანხმობა გასცა ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე. მინისტრის მოადგილის 16.05.2007 წ. N01-16-07-4/6964 წერილში აღნიშნულია სწორედ ის, რომ სამუშაოების მოცულობა გაიზარდა პირველ შემთხვევაში ქ. თბილისის მთავრობის მიერ დამატებითი შენობის გადაცემის, ხოლო ორ შემთხვევაში თავდაპირველი ნავარაუდევი სამუშაოების მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდით. სწორედ აღნიშნული გარემოებები დაედო საფუძვლად სკოლების სრული რეაბილიტაციის საკითხის გადაწყვეტას. თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო დაეთანხმა შემსყიდველის მიერ შესყიდვის საშუალების შერჩევას (ერთ პირთან მოლაპარაკების გზით). ამდენად, N-- და N--- სკოლების რეაბილიტაციისათვის სახელმწიფო შესყიდვები დაიგეგმა არასწორად, რამაც ერთ პირთან მოლაპარაკებით სამუშაოთა შესყიდვის აუცილებლობა განაპირობა. რაც შეეხება N1-- სკოლის რეაბილიტაციისათვის სამუშაოებს, მათი მოცულობის გაზრდა ახსნილია ქ. თბილისის მთავრობის 08.05.06 წ. N1-------- დადგენილებით ბაგა-ბაღის დაუმთავრებელი შენობის გადაცემით. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სასარჩელო პრეტენზია დასაბუთებული იყო და სწორად იქნა დაკმაყოფილებული საქალაქო სასამართლოს მიერ.

 

4.52. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აქტში გამოთქმული შენიშვნები 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის სასკოლო ჩანთების შესაძენად ტენდერების ჩატარების თაობაზე. აქტში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზებითაა ჩატარებული სასკოლო ჩანთების შესასყიდად ჩატარებული ტენდერები იქედან გამომდინარე, რომ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბ-------’’-ს მოსაწოდებელი ჩანთების ფასი უფრო მეტი იყო ტენდერში მონაწილე შპს ,,მ--------ის’’ ფასზე და ორივე საწარმოს მოსაწოდებელი ჩანთების ხარისხი ვიზუალურად თითქმის ერთნაირი იყო. სწორედ ამიტომ, სარევიზიო ჯგუფის მიერ არ გაკეთდა საბოლოო დასკვნა და სატენდერო წინადადებებით პრეტენდენტების მიერ ნიმუშებად წარმოდგენილი სასკოლო ჩანთები შეიფუთა და დაილუქა ექსპერტიზის ჩასატარებლად. სწორედ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა დადგენილიყო ფასთაშორის გამოწვეული სხვაობის შესაბამისობა ჩანთების ხარისხობრივ მაჩვენებლებთან. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-15 მუხლის მე-6-9 პუნქტების თანახმად, სატენდერო წინადადებები შეფასდება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ იღებს კომისიის წევრთა მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შეფასების კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით წარდგენილი წერილობითი დასკვნების საფუძველზე. სატენდერო კომისიის წევრის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს ის პრეტენდენტი, რომელსაც კომისიის წევრი ანიჭებს უპირატესობას, აგრეთვე უპირატესობის მინიჭების საფუძვლები. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნებით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის დასკვნა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების (2006 წლისათვის მოქმედი რედაქცია) მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სატენდერო წინადადებების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) სატენდერო წინადადების ღირებულება; ბ) საქონლის მიწოდების, სამუშაოთა შესრულების, მომსახურების გაწევის ვადები; გ) საქონლის, სამუშაოების, მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები; დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები; ე) შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ მის ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, რემონტთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა კრიტერიუმები, რომელთა გამოყენებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის სატენდერო კომისია. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ხმად. სატენდერო კომისიის წევრები თავის წერილობით შეფასებაზე წერენ დასკვნას და ადასტურებენ ხელმოწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არასწორია სადავო აქტით იმ გარემოების მოხმობა, რომ შპს ,,მ--------ს’’ პირველად ჩატარებულ ტენდერში ჰქონდა უკეთესი შეფასებები, ვიდრე შპს „ბ--------ს, ვინაიდან შპს ,,ჯ--------------------------ის’’ დისკვალიფიკაციის შემდეგ მოხდა პრეტენდენტების ხელახალი შეფასება და პირველადი შეფასება ვერ იქნებოდა გაზიარებული. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ტენდერში შპს ,,გ------------ს’’ გამარჯვება განპირობებული იყო სასკოლო ჩანთების ორთოპედიული საზურგის არსებობით. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სათანადო დასკვნა იმ გარემოების დასადატურებლად, რომ შპს ,,გ------------ს’’ მიერ წარდგენილ სასკოლო ჩანთებში ძნელად თავსდებოდა წიგნები, მით უმეტეს თავად სადავო აქტში აღნიშნულია, რომ შპს ,,მ--------ის’’ მიერ წარდგენილი პროდუქცია ვიზუალურად და ხარისხით არ ჩამოუვარდებოდა შპს ,,გ------------ს’’ მიერ წარდგენილ პროდუქციას. ამდენად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სადავო აქტი ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას და მისი საფუძვლიანობა არ იყო დასაბუთებული სათანადო მტკიცებულებებით.

 

4.53. აპელანტის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სასამართლოს გადაწყვეტილება რევიზიის აქტის ბათილად ცნობის შესახებ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია’’ დაფინანსების ფარგლებში პირველკლასელებისათვის სასკოლო ფორმების შესყიდვისათვის (შპს ,,მ--–------------------’’) ტენდერის პროცედურის შეფასებას, ვინაიდან სარევიზიო ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა შეესწავლა და გაეანალიზებინა ბიუჯეტური სახსრების ხარჯვის კანონიერება და მიზნობრიობა და თუ ადგილი ექნებოდა დარღვევა-ნაკლოვანებებს, მიეცა რეკომენდაცია მათი შემდგომში გამოსწორების მიზნით. ,,სახელმწიფო შესყიდვების წესის განხორციელების შესახებ’’ დებულების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იყო, რომ სატენდერო კომისიას სატენდერო წინადადებების დეტალური განხილვისა და შესწავლის შემდეგ მოეხდინა შეფასება, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით და მათი გამოყენების მეთოდსა და მიზანს, რაც გამოიხატება პრეტენდენტის ფინანსური მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერსონალის კვალიფიკაციის, რეპუ---ციის, გამოცდილების და სხვა მონაცემებისა და მახასიათებლების შედარებაში. აპელანტის განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინების შემთხვევაში (გაანგარიშებულ ქულებზე დაყრდნობით) და არა კომისიის წევრების პიროვნულ შეხედულებებზე დაყრდნობით, სამინისტრო დაზოგავდა 353,0 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ ტენდერში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ იქნა შესრულებული და სექტემბრის ნაცვლად, საქართველოს რეგიონებში სასკოლო ფორმები მოწოდებული იქნა ოქტომბერ-დეკემბერში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ შემთხვევაშიც საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი სატენდერო წინადადება შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან რომელთა გამოსწორება შესაძლებელია სატენდერო წინადადების შინაარსის შეუცვლელად. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების (2007 წლისათვის მოქმედი რედაქცია) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში, თუ სატენდერო წინადადება ან/და საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სატენდერო წინადადებების შერჩევის დროს აგრეთვე უნდა შემოწმდეს არის თუ არა მათში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში სატენდერო კომისიამ ამ წინადადების წარმომდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს დაშვებული შეცდომის გასწორება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის უფლებამოსილი არაარსებითი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ამდენად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სადავო აქტით დადგენილი გარემოება, რომ სატენდერო კომისიას აღმოჩენილი შეუსაბამობის გამო უნდა მოეხდინა შპს ,,მ--–----------------იის დისკვალიფიკაცია’’, საფუძველს მოკლებული იყო და ამ ნაწილში სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული.

 

4.54. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებულ აქტში მოცემული ჩანაწერი 2007 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის ფარგლებში N1---ე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესყიდვის მიზნით სამინისტროს მიერ 2007 წლის 18 მაისის N348 ბრძანებით გამოცხადებულ ტენდერების 26 ლოტად დაყოფის, მე-5 ლოტში შპს ,,ი-------–-----------’’ გამარჯვებულად გამოცხადებისა და მე-15 ლოტში სს ,,ტ----------’’-ის გამარჯვბულად გამოცხადებასთან დაკავშირებით და უსაფუძვლოდ მიიჩნია სარევიზიო ჯგუფის შეფასება იმის შესახებ, რომ პრეტენდენტი დაბალი ფასის გათვალისწინებით უნდა შერჩეულიყო. აპელანტს მიაჩნია, რომ სარევიზიო ჯგუფის შეფასება არ უნდა შეიცვალოს, ვინაიდან სამინისტროს სატენდერო კომისიის შეფასება ემყარება მოსაზრებას, რომ მათ ვერ დაიჯერეს მონაწილე პრეტენდენტის შპს ,,მ------–---ის’’ საგარანტიო წინადადების რეალობა (გაიმარჯვა ,,ი-------–-----------’’) სამონტაჟო სამუშაოების 100 წლიანი გამოცდილება და სხვა, ხოლო გამარჯვებულის 10 წლიანი გამოცდილება უფრო მისაღები აღმოჩნდა იმ პირობებში, როცა გამარჯვებულად ,,მ------–---ის’’ გამოცხადების შემთხვევაში დაიზოგებოდა 614, 1 ათასი ლარი. იგივე გარემოება იყო N3 ტ-------ს გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაშიც. აღსანიშნავია, რომ კრიტერიუმებისა და პრიორიტეტულობის კოეფიციენტებით შეფასებისას, ფასთაშორის სხვაობის, გამოცდილების შეფასებისას მაღალი და არაადეკვატური ქულებით იქნა შეფასებული გამარჯვებულები. სწორედ ამაზე მიუთითებდა სარევიზიო ჯგუფი და არა მხოლოდ დაბალი ფასით განსაზღვრულიყო გამარჯვებული გამოვლენა. ამ შემთხვევაშიც სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სატენდერო წინადადებები შეფასდება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ იღებს კომისიის წევრთა მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შეფასების კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით წარდგენილი წერილობითი დასკვნების საფუძველზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, წარმოდგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით პრეტენდენტების შეფასების ანალიზის მიხედვით დგინდება, რომ სს ,,მ------–---ის’’ უპირატესობა დადგინდა მხოლოდ შეთავაზებული ფასის მიხედვით, რაც შეეხება შპს ,,ი-------–-----------’’-ს უპირატესობა დადგინდა საგარანტიო თანხის, დაზღვევისა და გამოცდილების მიხედვით (მე- 5 ლოტი). ანალოგიურად შპს ,,მ–-----–ის’’ უპირატესობა დადგინდა დაბალი ფასისა და სადაზღვევო პირობების მიხედვით, ხოლო სს ,,ტ------- 3’’-ს უპირატესობა მიენიჭა გამოცდილების, ფინანსური მდგომარეობისა და რიგ შემთხვევაში ანგარიშის პირობების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა სადავო აქტის შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეტენდენტი დაბალი ფასის გათვალისწინებით უნდა შერჩეულიყო. ხსენებული ნორმების საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტებს არჩევს შეფასების კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ შემსყიდვა განხორციელებულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ამასთან აღნიშნული უფლებმოსილება დასაბუთებულია (ზაკ-ის მე-6 მუხლი). ამდენად, სარჩელი ამ ნაწილშიც სწორად იქნა დაკმაყოფილებული.

 

4.55. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის დაფინანსების ფარგლებში გ------------------------–-----------ს საშუალო სკოლის ახალი ინდივიდუალური კომპლექსის აშენების მიზნით ჩატარებული ტენდერისას შპს ,,მ–-----–ის’’ გამარჯვებულად გამოცხადების გამო სარევიზიო ჯგუფის შეფასების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებულ აქტში მოცემული მოსაზრება უცვლელად უნდა დარჩეს, ვინაიდან აქტში საუბარი არ არის იმაზე, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არ უნდა მოეხდინათ შპს ,,ტ-------------–--ის’’ დისკვალიფიკაცია, არამედ საუბარია იმაზე, რომ ტენდერის ბოლო ეტაპზე დისკვალიფიკაცია სრულიად გაუმართლებელი იყო. აღნიშნული მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობას სარევიზიო ჯგუფს აძლევდა ამ ტენდერის მასალების შესწავლის შედეგად გამოვლენილი გარემოებები. კერძოდ, სატენდერო კომისიის პირველი სხდომიდან (04.04.2006 წ) ბოლო სხდომამდე (15.05.2006წ) თითქმის თვენახევრის განმავლობაში, არ დასმულა შპს ,,ტ-------------–--ის’’ დისკვალიფიკაციის საკითხი. მისი დოკუმენტები სატენდერო კომისიის მიერ ორჯერ იქნა გადაგზავნილი მასთან სხვადასხვა საკითხის დასაზუსტებლად და არასოდეს მოუთხოვიათ ინფორმაცია თანხის გადახდის შესახებ. ამასთან, ,,ტ-------------–--ის’’ სატენდერო წინადადების ღირებულება 227, 8 ათასი ლარით ნაკლები იყო გამრჯვებული შპს ,,მ–-----–ის’’ საატენდერო წინადადებაზე და რაც ყველაზე საგულისხმოა, ტენდერში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, შეფასების კრიტერიუმებისა და პრიორიტეტულობის კოეფიციენტის თანახმად, შპს ,,ტ-------------–--ი’’ მისი გამოცდილების, სატენდერო წინადადების ღირებულებისა და შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, უდავოდ მაღალ შეფასებას დაიმსახურებდა, ვიდრე შპს ,,მ–------–ი’’. შპს ,,ტ-------------–--ს’’ ორჯერ მოეთხოვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რაც მათ მიერ დროულად და ხარისხიანად იქნა შესრულებული. სარევიზიო ჯგუფი არ უარყოფდა, რომ არსებობდა საფუძველი შპს ,,ტ-------------–--ის’’ დისკვალიფიკაციისა (მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო), თუმცა პარალელიც სწორადაა გავლებული. შპს ,,მ--–----------------იის’’ დისკვალიფიკაციის საფუძველიც არსებობდა და თუ სამინისტრომ ერთ შემთხვევაში ამ ღონისძიებას არ მიმართა და გაამარჯვებინა საწარმოს მაღალი ფასით, მაშინ დაბალი ფასისა და საუკეთესო პირობების შემთხვევაში, ისევე წარმატებულად შეეძლო დამატებითი ინფორმაციისა და შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრებში 227,8 ათასი ლარის ეკონომიის მიღება. სწორედ ზემოაღნიშნული ანალიზიდან გამომდინარე, სარევიზო ჯგუფმა გამოთქვა თავისი მოსაზრება მოცემულ საკითხზე, რაც სასამართლოს მიერ არასწორად არ იქნა გაზიარებული. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ გ---------------------------------ის საშუალო სკოლის ახალი ინდივიდუალური კომპლექსის აშენების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე შპს ,,ტ-------------–--ს’’ დოკუმენტაციის განხილვისას ეთხოვა გადასახადისა და გადასახდელებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება. პრეტენდენტმა ინფორმაცია დადგენილ ვადაში წარადგინა. სატენდერო კომისიის N4 სხდომის ოქმით კვლავ მოთხოვნილი იქნა ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისი წერილი ხარჯთან მიმართებით. აღნიშნული მოთხოვნაც შესრულდა. 2006 წლის 15 მაისის N7 სხდომის ოქმით, ბოლო ეტაპზე შპს ,,ტ-------------–--ის’’ წინადადება არ იქნა დაშვებული თანხის გადახდის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის გამო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების’’ მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ წინადადებებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია, გარდა ამ დებულების მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შესწორებებისა. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შერჩევის პროცედურის დროს მოწმდება სრულად არის თუ არა წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო წინადადებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას შესყიდვის პროცედურის ბოლო ეტაპზე მოეთხოვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომლის მოთხოვნის შესაძლებლობა არსებობდა სატენდერო წინადადების შერჩევის შემდგომ. ამდენად, აღნიშნულ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანი იყო და სწორად დაკმაყოფილდა.

 

4.56. აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი გასაჩივრებული აქტის ჩანაწერი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება 2006 წელს კ-–----------------–ის მიერ ჩატარებული კონკურსისათვის ტენდერის ნაცვლად ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელებას და მის შეფასებას. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არასწორია, ვინაიდან ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის (იმ პერიოდის რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა წარმოადგენს შემსყიდველი ორგავიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამ–-----–ო სამუშაოს შესყიდვას, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სასამართლო მოცემულ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფუძნებს მოსარჩელის მიერ 2016 წლის მთავარ სხდომაზე წარმოდგენილ 2006 წლის 4 აპრილის N07-12/1 ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, ასოციაცია ,,კ-–---------------ელი’’ ვალდებულუ იყო მოეხდინა რეგიონული და დასკვნითი ტურის ორგანიზება, მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამგზავრების ორგანიზება საერთაშორისო ოლიმპიადებზე და სხვა. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმადა 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოლიმპიადები და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. ასევე წარმოდგენილია მინისტრის ბრძანებები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე. აპელანტის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ხელშეკრულება არ ყოფილა რევიზიის პროცესში წარმოდგენილი და სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის განმარტებით, აღნიშნავდნენ, რომ ,,კ-–----------------–ის’’ მიერ კონკურსის ჩატარება გათვალისწინებული იყო ,,მოსწავლეთა საგნობრივი ოლიმპიადების’’ 2006 წლის პროგრამით, რის საფუძველზეც კლუბმა კომაროველმა და სამინისტრომ განახორციელეს ერთობლივი პროექტი. ამ პროექტის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო როგორც სამინისტროს, ისე ,,კ-–----------------–ის’’ თანხები და მოქმედებდა თანადაფინასებით. აპელანტის განმარტებით, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოლიმპიადები და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების’’ ფარგლებში, 2006 წელს გაწეულია 154, 7 ათასი ლარის საკასო და 156, 3 ათასი ლარის ფაქტიური ხარჯი, საიდანაც ასოციაცია ,,კ-–----------------–ის’’ მიერ ჩატარებული კონკურსის ხარჯებმა შეადგინა 74,0 ათასი ლარი. შესაბამისად, მოცემული მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ტენდერის საშუალებით. აპელანტის განმარტებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იყო შემთხვევები, რომელზეც არ ვრცელდებოდა ამ კანონის მოთხოვნები. ამ პუქტშის ჩამონათვალში ვერანაირად ვერ მოიაზრებოდა სადავო საკითხი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სამინისტრომ ანალოგიურ მომსახურებაზე 2007 წელს გამოაცხადა ტენდერი. ამდენად, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ხელშეკრულება ვერანაირად ვერ შეცვლის სადავო აქტში კანონშესაბამისად მოცემულ ჩანაწერს. შესაბამისად, მისი ბათილად ცნობაც უსაფუძვლოა. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანი იყო, რის გამოც სწორად იქნა იგი დაკმაყოფილებული. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელე მხარემ საქალაქო სასამართლოში მთავარ სხდომაზე წარადგინა 2006 წლის 4 აპრილის №07-12/1 ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ასოციაცია ,,კ-–---------------ელი’’ ვალდებული იყო მოეხდინა რეგიონული და დასკვნითი ტურის ორგანიზება, მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამგზავრების ორგანიზება საერთაშორისო ოლიმპიადებზე და სხვ. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოლიმპიადები და საერთაშორისო საგანმანათლებლო (ორგანიზაციული კოდი 3----) პროგრამის’’ ფარგლებში. ასევე წარმოადგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრის ბრძანებები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე (ტ. 4, ს.ფ. 325-349). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემული პროგრამის ფარგლებში გახარჯული თანხა გაცემულია დაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე. მართალია, დავის განხილვისას იქნა წარმოდგენილი, თუმცა გაწეული ხარჯის მართლზომიერება მოსარჩელემ სათანადოდ დაადასტურა. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მოსაზრება ამ ნაწილშიც საფუძვლიანი იყო.

 

4.57. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ იმ მოტივით დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სარევიზიო აქტში ასახულ ფაქტს- 21, 8 ათასი ლარი რიცხული შპს ,,ხ------ზე’’ 2006 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქ. რ-------ის პროფესიული სასწავლებლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაწეულ საკასო ხარჯსა და ფაქტიურ ხარჯს შორის წარმოქმნილი სხვაობა(ზედმეტად გადარიცხული თანხა), რომ აღნიშნული თანხა 21 828,95 ლარი, 2008 წლის 28 აპრილს დაბრუნებულია სამინისტროს ერთიან ანგარიშზე, თუმცა ეს თანხა სამინისტროს ანგარიშზე ერთი წლით ადრე, 2007 წელს უნდა ჩარიცხულიყო. ამდენად, რევიზიის პერიოდში ეს ფაქტი ვერანაირად ვერ შეიცვლებოდა და შესაბამისად, აქტში მოცემული ჩანაწერი განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ამ ჩანაწერის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან კანონმდებლობით განსაზღვრულია ის შემთხვევები, როცა ინდ. აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამ შემთხვევაშიც საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სადავო აქტით დაფიქსირებულია საბიუჯეტო თანხების ზედმეტად გადარიცხვის ფაქტი, რაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვად შეიძლება შეფასდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ სს ,,ხ------მ’’ წინა წლის აუთვისებელი თანხა - 21 828,95 ლარი 2008 წლის 29 აპრილს გადაიხადა. გადახდის დამადატურებელი დოკუმენტი - საგადასახადო დავალება კონტროლის პალატას წარედგენა ადმინისტრაციული საჩივრით. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტი შემოწმების მასალებში შეფასებული ვერ იქნებოდა. თუმცა, დავის გადაწყვეტის მომენტისათვის აღნიშნული თანხის არამიზნობრივ ხარჯვად შეფასება მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ამ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანი იყო და სწორად იქნა დაკმაყოფილებული.

 

4.58. აპელანტისათვის გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობის შესახებ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ,,საუნივერსიტეტო კურიკულუმის განვითარების’’ პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი 500 000 ლარიდან მხოლოდ 14%-ის 69 600 ლარის ხარჯვას. აპელანტის განმარტებით, სასამართლო მიღებული გადაწყვეტილების მოტივად მიუთითებს იმ ფაქტს, რომ სამინისტროს 2008 წლის ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენდა 490 047.7 ათას ლარს, აქედან 200,0 ათასი ლარი გათვალისწინებული იყო საუნივერსიტეტო კურიკულუმის განვითარებისათვის. ვინაიდან აქტში დაფიქსირებული იყო საუნივერსიტეტო კურიკულუმის პროგრამის ორგანიზაციული კოდი (3-------) 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ იქნა გათვალისწინებული, სინამდვილეში საუნივერსიტეტო კურიკულუმის პროგრამის ასიგნებები 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით 32 12 03 ორგანიზაციული კოდით არის გათვალისწინებული, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი ექვემდებარება ბათილად ცნობას. აპელანტის მოსაზრებით, მოცემული გარემოება არსებითად არ ცვლის აქტში მითითებულ დასკვნას შემდეგ გარემოებათა გამო: სამინისტრომ მოახდინა სარევიზიო ჯგუფის დასკვნის დამახინჯებით გადმოცემა, ვინაიდან ჩანაწერი ,,საუნივერსიტეტო კურიკულუმის განვითარების’’ პროგრამიდან 420, 0 ათასი ლარის გადატანა პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია’’ ორგანიზაციულ კოდზე იმ მოტივით, რომ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ანაზღაურება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოაღნიშნული პროგრამით მისაღწევი მიზნები, რომელთა განხორციელებაც თავის მხრივ შესაძლებელია 2008 წელს’’, არ არის სარევიზიო ჯგუფის მიერ გაკეთებული შეფასება. აქ მხოლოდ ციტირებულია სამონისტროს 6.12.2007 წლის წერილი( N15-08-1/18868), რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტრომ 14.12.2007 წელს გასცა თანხმობა თანხის გადატანის შესახებ. ანუ თავად სამინისტრომ მიიჩნია პროგრამა 2007 წელს ნაკლებ მნიშვნელოვნად და აქედან გამომდინარე, უპრიანი იქნებოდა თვითონვე გარკვეულიყო, რომელი პროგრამით განხორციელებული მიზნები უფრო მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით და შედეგებით. რაც შეეხება თანხის ხარჯვით ნაწილზე გაკეთებულ დასკვნებს, აპელანტი უთითებს, რომ სარევიზიო ჯგუფის დასკვნები ეფუძნება სამინისტროს პროგრამების/პროექტების სამმართველოს უფროსის მიერ წარმოდგენილ წერილობით ანგარიშს, რის შემდგომაც გაკეთდა დასკვნა, რომ სამინისტროს მიერ ,,საუნივერსიტეტო კურიკულუმის განვითარების’’ პროგრამის შემუშავებისას არ იყო ზუსტად განსაზღვრული სამუშაო გეგმა, არ იქნა შემუშავებული დასახული მიზნის 75%-იც კი, მისი პრიორიტეტულობა და მიზნის მისაღწევად საჭირო თანხის დასაბუთებულობა. წლის ბოლომდე აუთვისებელი დარჩა 430,0 ათასი ლარი. შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო პროგრამის 2006 წლის ბიუჯეტის კანონში გათვალისწინების მიზანი. ამდენად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ამ ნაწილში სადავო საკითხის ბათილად ცნობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ შემთხვევაშიც საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით 45-ე მუხლით დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 490047.7 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული მუხლით 32 12 03 ორგანიზაციული კოდით გათვალისწინებულია საუნივერსიტეტო კურიკულუმების პროგრამის 2008 წლის გეგმა 200,0 ათასი ლარით სრული საბიუჯეტო სახსრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სადავო აქტით არასწორად იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ საუნივერსიტეტო კურიკულუმების პროგრამის ორგანიზაციული კოდი (3-------) 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ იქნა გათვალისწინებული. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, თავად საუნივერსიტეტო კურიკულუმების პროგრამის ასიგნებები 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით 32 12 03 ორგანიზაციული კოდით არის გათვალისწინებული.

 

4.59. აპელანტის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილა იქნა ცნობილი ,,სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის’’ (ქვეპროგრამა ,,მომავალი იწყება დღეს’’) ფარგლებში 94.0 ათასი ლარის (სოციალური და საშემოსავლო გადასახადის) დაგეგმვის ნაწილში აქტში მოცემული ჩანაწერი. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ ამ შემთხვევაშიც არასწორად გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, ვინაიდან სამინისტროს მიერ მითითებული საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივლისის N868 განკარგულება (ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული 07.11.2006 წ. N379 განკარგულებით), რომელიც არეგულირებდა პროგრამის ფარგლებში კონკურსით შერჩეული პედაგოგების სპეციალური დანამატების საკითხს სამინისტროსთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, არაორაზროვნად განმარტავდა, რომ გრანტის გაცემა მოხდეს მიზნობრივი პროგრამისათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში მოცემული პროგრამა კონკრეტულად უნდა ყოფილიყო გაწერილი, მაშინ როდესაც ,,სამოქალაქო ინტეგრაციის’’ (ორგ. კოდი 3-------) პროგრამის ფარგლებში, სამინისტრომ ცალკე ქვეპროგრამად გამოყო ,,მომავალი იწყება დღეს, რომლის დამტკიცების შესახებ ვერც მინისტრის ბრძანება ვერც ცალკე პროგრამა ვერ იქნა წარმოდგენილი და არც ცალკე 2006 წლის ბიუჯეტის კანონში იქნა გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გავრცელდებოდა აღნიშნული განკარგულების მოთხოვნა. ასევე, აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ასევე გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ,,სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის’’ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დახმარების ,,ქვეპროგრამის ფარგლებში 2006 წელს გაცემული თანხების სოციალური და საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის ნაწილში და ბათილად ცნო აქტის ცანაწერი ამ ნაწილში, რასაც ვერ დავეთანხმებით შემდეგ გარემოებათა გამო: 2006 წელს გ--–-- რაიონის სკოლების პედაგოგების და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, სამინისტროს ბიუჯეტში, ,,სამოქალაქო ინტეგრაციის’’ (ორგ.კოდი 3-------) პროგრამის ფარგლებში, სამინისტრომ ცალკე ქვეპროგრამით გამოყო ,,სამაჩაბლო, აჭარა და ა.შ’’ პროგრამა, რომლის დამტკიცების შესახებ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც მინისტრის ბრძანება და ვერც ცალკე დამტკიცებული პროგრამა. არც 2006 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული ცალკე ორგანიზაციული კოდით, მხოლოდ 2007 წელს, ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ,,სამოქალაქო ინტეგრაციის’’ პროგრამა ჩაიშალა ორ პროგრამად, საიდანაც პროგრამის სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დახმარების პროგრამა ( 3------- 02 ). საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის "ბ" პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით გამოყოფილი დახმარება გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან. შესაბამისად, კონკრეტული მოთხოვნა უნდა გავრცელებულიყო 2007 წლისათვის, ვინაიდან 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში აღნიშნული დახმარების სახით თანხის გამოყოფის შესახებ რაიმე ჩანაწერი არ არსებობდა. უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლი (იმ პერიოდის რედაქციით) ცალსახად არ ითვალისწინებდა სახელმწიფი ბიუჯეტის ასიგნებებით გამოყოფილი დახმარების სოციალური გადასახადისაგან გათავისუფლების შეღავათს. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივლისის N868 განკარგულების საფუძველზე ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო ენის პროგრამის განხორციელების მიზნით არაქართულ და საზღვრისპირა სოფლების სკოლებში მოწვეული მასწავლებლების თანამდებობრივ განაკვეთებზე სპეციალური დანიშნულების დანამატები 1999 წლის ივლისიდან გაიცემოდა გრანტის სახით. 2006 წელს საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე მასწავლებლებზე გაცემულია 93960 ლარი. მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული გასაცემელი სამინისტროს საშემოსავლო და სოციალური გადასახადით არ დაუბეგრავს. ,,გრანტების შესახებ’’ კანონის (2006 წელს მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს: 1. საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები სახელმწიფოა) და არასამეწარმეო იურიდიული პირი (ფონდი). 2. საქართველოს ის არასამეწარმეო იურიდიული პირი (ფონდი, პროგრამა), რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. ამდენად, პედაგოდებთან არსებული საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხები მართალია მოხსენიებულია გრანტის სახელწოდებით. იგი სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში გაცემული ერთჯერადი განაცმის ბუნებას ატარებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: ბ) ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მოგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, სახელმწიფო ბიუჯეტში ან ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივ ბიუჯეტებში გათვალისწინებული ასიგნებებით გამოყოფილი დახმარება ან ერთჯერადი განაცემი (მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები). ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური გადასახადისაგან გათავისუფლებულია გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება. 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 47-ე მუხლით განისაზღვრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 340 504.0 ათასი ლარის ოდენობით. სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამას მიენიჭა ორგანიზაციული კოდი 3-------. ამავე მუხლში მოცემული სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის განმარტების თანახმად, სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებსა და საზღვრისპირა რაიონებში არსებულ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სწავლების განსაკუთებული ღონისძიების ჩატარებას, რომლის ფარგლებში ადგილობრივ და მოწვეულ პედაგოგებზე თანამდებობრივი სარგოს გარდა განისაზღვრება და გაიცემა გრანტი. 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 49-ე მუხლით განისაზღვრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 389 354.1 ათასი ლარის ოდენობით. დამტკიცდა სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის ორგანიზაციული კოდი 3------- ეს უკანასკნელი თავის მხრივ ორი ქვეპროგრამას აერთიანებდა 3------- 01 - სახელმწიფო ენის პროგრამა და 3------- 02 - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალის დახმარების ქვეპროგრამა. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 აპრილის N171 განკარგულების თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა----–----–---–-)„ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქ--------------------------------- თემების საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუყო 633 600 (ექვსას ოცდაცამეტი ათას ექვსასი) ლარი. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 აპრილის N170 განკარგულების თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა.ალექსიშვილი) საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გ--–-- რაიონის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუყოს 738 264 (შვიდას ოცდათვრამეტი ათას ორას სამოცდაოთხი) ლარი. აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სადავო აქტით არასწორად იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ 2006 წელს სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში პედაგოგებზე გაცემული გრანტი უნდა დაბეგრილიყო სოციალური და საშემოსავლო გადასახადებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანი იყო და სწორად იქნა დაკმაყოფილებული. რაც შეეხება 2007 წელს პედაგოგებისათვის გადაცემული დახმარებას, იგი გათავისუფლებული იყო საშემოსავლო გადასახადისაგან. აღნიშნული ასევე დადგენილია სადავო აქტით და სადავო არ არის. სოციალური გადასახადით დაბეგვრასთან მიმართებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნა, რომ განსხვავებით გრანტისაგან, დახმარება, როგორც საზღაური, ორგანიზაციას უნდა დაებეგრა (საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

4.60. აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში შემდგომში წარმოდგენილი იქნა ავტომანქანა ,,გ---------’’ (სახ. N A------) და ავტომანქანა ,,ვ---------’’-ის (სახ.N C------) თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯისათვის და მ----------------–---------–ისათვის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს სადავო აქტში მოცემული ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი მაინც არ გააჩნდა, იქედან გამომდინარე, რომ რევიზიის პროცესში ასეთი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი და შესაბამისად, აქტის ჩანაწერი გაკეთებულია კანონმდებლობის საფუძველზე. გარდა ამისა, ბათილად ცნობის საფუძველი დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით. სააპელაციო პალატა ამ შემთხვევაშიც იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების’’ პირველი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო-მუნიციპალური დაქვემდებარების ქონებაზე - სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრების ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემის უფლება შესაძლებელია გადასცეს თავის ტერიტორიულ ორგანოს. იმავე დებულების მე-6 მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის ფორმით გაცემის წესს. ავტომანქანა “გ---------” (სახ. ¹A------) და ავტომანქანა “ვ---------”-ის (სახ. ¹C------) გადაცემის ამსახველი მასალები სარევიზიო პერიოდში წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნული დოკუმენტები დაერთო ადმინისტრაციულ საჩივარს. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სადავო აქტში დაფიქსირებული შეფასება არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ ავტომანქანები თ---–---------–-----------------–---ს და მ----------------–---------–ს გადაეცა ეკონომკის განვითარების სამინისტროს თანხმობით, შესაბამისი წესის დაცვით. აღნიშნულ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანი იყო და სწორად იქნა დაკმაყოფილებული.

 

4.61. აპელანტს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებით აქტის ბათილად ცნობის საფუძველი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა-იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია’’ დაფინანსების ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში მასში ცვლილებების (დეფექტური აქტების უზუსტობისა და დონორების მიერ მასალების (ფანჯრების) დაგვიანების მიზეზით) შეტანის შეფასების ნაწილში, ვინაიდან სამინისტროს ახსნა-განმარტებით გადმოცემული მოსაზრება ვერ გახდება აქტში მოცემული ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ შემთხვევაშიც საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულებით (2006 წლისათვის მოქმედი რედაქცია) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საერთო პირობების მე-15.3 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა . სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 11 იანვრის დასკვნით დადგინდა, რომ შპს ,,სეისმომედეგი პროექტირების მ–-----–ობისა და ტექნიკურ-ეკონომიკური კრიტერიუმებით შენობა-ნაგებობათა უსაფრთხოების შეფასების ცენტრის” მიერ შედგენილ დეფექტურ აქტში ნაჩვენები სამუშაოთა მოცულობის ნაწილი არ შეესაბამება რეალურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებს (შემოწმების მასალები ტ. 63, ს.ფ. 1---156). ამასთან, რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებები ეფუძნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ თანხმობას ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სამუშაოს შესყივაზე. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში მასში ცვლილებების შეტანა ესადაგება 398-ე მუხლში მოცემულ ხელშეკრულების დადებისას არსებული არასწორ საფუძვლებს. თუმცა ამგვარი ცვლილება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ვერ იქნება მოაზრებული ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანად. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის აუცილებლობის ახსნა კლიმატური პიროებების გამო, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების (2006 წლისათვის მოქმედი რედაქცია) მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სწორად დაგეგმოს და მოამზადოს სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, შეაფასოს შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობა და ამგვარად დაგეგმოს სახელმწიფო შესყიდვის პოცედურა. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება სამუშაოების ვადის გადაწევის მიზეზად დონორი ორგანიზაციების მიერ მასალების დაგვიანებასთან მიმართებით, ვინაიდან აღნიშნული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით სათანადოდ დადასტურება მხარემ ვერ შეძლო (ასკ-ის მე-17 მუხლი). საქმეში დაცულია მხოლოდ საგზაო შემთხვევის შესახებ ოქმი, რომელიც თურქეთიდან შემოტანილი მეტალო-პლასტმასის ფანჯრების გადამზიდავი ა/მანქანით ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს ადასტურებს. სხვა დონორების მხრდან მასალების მიწოდების ვადის დარღვევის ფაქტი არ არის დადასტურებული რაიმე მტკიცებულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სადავო აქტის შეფასება ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დეფექტური აქტების შეუსაბამობის გამო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დაუშვებლობის თაობაზე, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და სარჩელი ამ ნაწილშიც სწორად იქნა დაკმაყოფილებული.

 

4.62. აპელანტს უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლოს მსჯელობა N2-- საჯარო სკოლის სახურავის გამოცვლის საფუძვლიანობის შესახებ იმ მოტივით, რომ სახურავის გამოცვლის აუცილებლობა ახსნილია მისი სიძველით. აპელანტი უთითებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული ექსპერტიზით დასტურდება აქტში მოცემული შეფასების სისწორე, შესაბამისად, ამ ნაწილში საკითხის ბათილად ცნობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ შემთხვევაშიც საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქმეში დაცულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „რ-------------–----“ ვალდებული იყო ეწარმოებინა N2-- სკოლის სახურავის შეკეთება. საქმეში წარმოდგენილია სარემონტო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ადასტურებს მიღებული სამუშაოს შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებთან. მიუხედავად აღნიშნულისა, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო აქტით არ არის დადგენილი სკოლის სახურავის გამოცვლის უსაფუძვლობა. ის გარემოება, რომ შემდგომში განხორციელებული სამუშაო არ იძლეოდა წინარე სამუშაოს შეფასების შესაძლებლობას, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ვერ გახდება საფუძველი იმ დასკვნისა, რომ N2-- საჯარო სკოლის სახურავის შეცვლა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვით იყო გამოწვეული, ვინაიდან სახურავის გამოცვლის აუცილებლობა ახსნილია მისი სიძველით.

 

4.63. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას რევიზიის აქტის 12.2. პუნქტის ბათილად ცნობის შესახებ, რომელიც შეეხება სამინისტროს მთ. სპეციალისტის ნ. უ------------ისათვის საშვებულებო თანხის დარიცხვის საკითხს. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებულ აქტში ასახულია, რომ სამინისტროს მთავარ სპეციალისტ ნ. უ------------ეზე ზედმეტადაა დარიცხული საშვებულებო თანხა 45,3 ლარის ოდენობით 2006 წლის 26 თებერვლის N432 უწყების შესაბამისად და არა 2005 წლის დეკემბრის მდგომარეობით. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ შემთხვევაშიც საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 41-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრული იყო საჯარო მოხელის შვებულება 30 დღის ოდენობით. ამავე კანონის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი, მიეცემა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 15 კალენდარული დღის ოდენობით. აღნიშნული მუხლი 2005 წლის 12 დეკემბრის N2470 კანონით შეიცვალა და საჯარო მოსამსახურის შვებულება 30 დღით დადგინდა, ცვლილება 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. სადავო აქტით დადგენილია, რომ შვებულების თანხა თებერვლის უწყისში აისახა, თუმცა 2005 წლის შვებულების ასანაზღაურებლად. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ნორმატიულ აქტში შეტანილ ცვლილებას უკუძალა ვერ მიეცემოდა.

 

4.64. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსწავლეთა ანტიკორუფციული აღზრდის სასწავლო პროგრამის ფარგლებში ექსპერტთა და პედაგოგთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშების დაუსაბუთებლად მიჩნევის ნაწილში აქტის ბათილად ცნობას და მიაჩნია, რომ აქტში კანონშესაბამისად არის მოცემული შეფასება შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული პროგრამის შესრულების ფაქტობრივი მდგომარეობა განსხვავდებოდა მინისტრის მიერ დამტკიცებული მიზნებისაგან. კერძოდ, პროგრამის მიზანს წარმოადგენდა კორუფციისა და დანაშაულის საწინააღმდეგო სასკოლო განათლების ერთიანი სტრატეგიის (მოდელის) შემუშავება და მისი ეროვნულ სასწავლო პროგრამაში ინტეგრირება. 2006 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, პროგრამის ასიგნება განისაზღვრა 42,0 ათასი ლარით, რაც უნდა აღინიშნოს, რომ 17,4 ათასი ლარით აღემატებოდა დამტკიცებული პროგრამის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ ბიუჯეტს, რომელიც შეადგენდა 24,6 ათას ლარს. მათ შორის ხელფასის სახით 24,0 ათას ლარს, ხოლო საკანცელარიო საქონლის შეძენაზე 0,6 ათას ლარს. ამასთან, მოიცავდა ხარჯის გაწევის იანვარ-ივნისის პერიოდს. 2006 წელს წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, სულ ვალდებულება აღებული იქნა 11,4 ათას ლარზე და ამის შესაბამისად, გაწეული იქნა საკასო და ფაქტობრივი ხარჯიც, რაც ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებაზე 30,6 ათასი ლარით, ხოლო პროგრამის ხარჯთანუსხით გათვალისწინებულზე 12,6 ათასი ლარით ნაკლები იყო. აღნიშნულიდან ირკვეოდა, რომ სამინისტრომ ვერ შეძლო ზუსტად განესაზღვრა მიზნის მისაღწევად საჭირო თანხების ოდენობა, ვინაიდან მხოლოდ 27% იქნა ათვისებული. დაისვა კითხვა, შეძლო თუ არა სამინისტრომ პროგრამით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა მესამედზე ნაკლები თანხის გამოყენებით, რაზედაც სამინისტროს უნდა წარმოედგინა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. რაც შეეხება კოორდინატორებზე ანაზღაურებულ თანხებს, სარევიზიო ჯგუფი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულება და აღნიშნულზე რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამს, თუმცა ამ შემთხვევაში სამინისტროს უნდა წარმოედგინა საფუძველი ანუ კრიტერიუმი (მეთოდი), რითაც გაიანგარიშეს დაქირავებულებს შორის კვალიფიკაციაში, სამუშაო გამოცდილებაში და დატვირთვაში არსებული სხვაობები და ამის შესაბამისად გაცემული ხელფასების ოდენობები, რაც რევიზიის პროცესში არ წარმოუდგენიათ. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ის შეფასება, რაც მოცემულია გასაჩივრებულ აქტში. ამ შემთხვევაშიც სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილშიც სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე