1. საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.
2. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად სხვაგვარად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისათვის.
3. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
თავი მეორე
სამეზობლო სამართალი
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (30.11.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 173. საერთო საკუთრება 1. საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ. 2. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად სხვაგვარად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისათვის. 3. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158 თავი მეორე სამეზობლო სამართალი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(636)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 636-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1271-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2026
მდებარე,......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, უძრავი ქონების გამიჯვნა საჯარო რეესტრში, რეგისტრირებული წილების შესაბამისად, ორ დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად შეუძლებელია. 4.3 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
საქმე №ას-1090-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2026
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა შეზღუდული იყოს კანონით ან ხელშეკრულებით.
საქმე №ას-1218-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
საქმე №ას-1230-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
…სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
საქმე №ას-687-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
იმ უდავო გარემოებათა გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების სადავო ნაწილზე მხარეებს, სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრების თანაბარი უფლება გააჩნიათ (საერთო საკუთრებაა) და მოსარჩელეს მოპასუხის მიერ განხორციელებული…
საქმე №ბს-861(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
საქმე №ას-1030-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
საქმე №ას-1064-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
საქმე №ბს-499(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
საქმე №ას-499-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
საქმე №ას-491-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2025
საქმე №ას-147-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
საქმე №ბს-1069(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
საქმე №ას-1107-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
საქმე №ას-1403-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2024
საქმე №ას-610-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2024
საქმე №ას-481-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2024
საქმე №ას-1307-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2024
საქმე №ას-1303-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2024
საქმე №ას-1413-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
საქმე №ას-1636-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
საქმე №ას-108-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2024
საქმე №ას-1407-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2024
საქმე №ას-481-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
საქმე №ას-776-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
საქმე №ას-144-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2024
საქმე №ას-1592-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2024
საქმე №ბს-231(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
საქმე №ას-190-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2023
საქმე №ას-393-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2023
საქმე №ას-824-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2023
საქმე №ას-1426-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
საქმე №ას-28-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2023
საქმე №ას-345-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2023
საქმე №ბს-1340(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2023
საქმე №ას-1538-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2023
საქმე №ას-755-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2023
საქმე №ას-1468-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2023
საქმე №ას-1371-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2023
საქმე №ას-607-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 636-დან — დანარჩენი: «მთელი პრაქტიკა ამ მუხლზე».
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
…ამონაწერებით, ტრაქტორების აქტებით და ლიზინგის ხელშეკრულებით; - კომპანიას არ გააჩნია ფორმალური სესხის ხელშეკრულებები, თუმცა დამფუძნებლის მიერ დადასტურებულია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს სესხის ან ფინანსური მხარდაჭერის ფორმას. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია იხელმძღვანელოს გარკვეული ვადით მოთხოვნის განხორციელებით, ხოლო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვეღარ მოახდენს მისი შესრულების იძულებით მოთხოვნას.
ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლზე და აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შესამოწმებელი პერიოდის ხანდაზმულ ვადაში განხორციელებული ოპერაციების საფუძველზე მოთხოვნის დაკისრება არამართლზომიერია და ხანდაზმულ პერიოდში განხორციელებული ოპერაციები ვერ იქნება ახალი ვალდებულების წარმოშობის საფუძველი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 173, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-173/