ბრძანება N 23719
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23719
28 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 11 და 15 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 და 15 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №84 და №87) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 11 აგვისტოს №97472/1/2025 და 15 აგვისტოს №97572/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ივლისის №002-102 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაფარვის დანიშნულებით გაცემულ თანხებსა და შემოწმებით დადგენილ სასესხო ვალდებულებების გონივრულ ოდენობას შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა გამოყენებულია ტრაქტორების შესაძენად. თანხის ნაწილი გადახდებითაა დაფარული, ნაწილი კი ნაღდი ანგარიშსწორებით. ნაწილი ტრაქტორების შეძენა განხორციელდა ლიზინგის ხელშეკრულებით, რაც ფინანსურ ვალდებულებად მიიჩნევა და არ წარმოადგენს შემოსავალს. აღნიშნული თანხის მიზნობრივი გამოყენება დასტურდება: საბანკო ამონაწერებით, ტრაქტორების აქტებით და ლიზინგის ხელშეკრულებით. კომპანიას არ გააჩნია ფორმალური სესხის ხელშეკრულებები, თუმცა დამფუძნებლის მიერ დადასტურებულია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს სესხის ან ფინანსური მხარდაჭერის ფორმას. ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლზე და აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შესამოწმებელი პერიოდის ხანდაზმულ ვადაში განხორციელებული ოპერაციების საფუძველზე მოთხოვნის დაკისრება არამართლზომიერია და ხანდაზმულ პერიოდში განხორციელებული ოპერაციები ვერ იქნება ახალი ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას (შემცირებას), მათ შორის დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ------- მიერ შესრულებული სამუშაოს დაქირავებით მუშაობად განხილვას და საწარმოს მიერ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მიუთითებს, რომ ------- წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს და მისთვის გადახდილი თანხები დაკავშირებულია რეალურ და მიზნობრივ მომსახურებასთან (გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები). ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას (შემცირებას), მათ შორის დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის №2041 და 30 ივნისის №14154 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2025 წლის 27 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 10 ივლისის №15615 ბრძანება და ამავე თარიღის №002–102 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 171 126 ლარი, მათ შორის გადასახადი 94 365 ლარი, ჯარიმა 47 725 ლარი და საურავი 29 036 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვა (სუპერფინი), საბანკო ამონაწერები და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდებოდა დამფუძნებლის მიმართ დავალიანება 432 387 ლარი, რომლის ნაწილის დაფარვაც კომპანიამ განახორციელა შესამოწმებელ პერიოდში. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული დავალიანების (სესხის) საჭიროების და მიზნობრიობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესამოწმებელი პერიოდის დამფუძნებლის მიმართ ვალდებულების სისწორის/რეალობის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ ინფორმაციაზე (წარმოდგენილია ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები) დაყრდნობით განხორციელდა ანალიტიკური პროცედურები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე. კერძოდ, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების გათვალისწინებით, ასევე, საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის გათვალისწინებით, დადგინდა კომპანიის შესამოწმებელი პერიოდის სასესხო ვალდებულების გონივრული ოდენობა, რომელმაც შეადგინა 251 543 ლარი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაფარვის დანიშნულებით გაცემული თანხებსა და შემოწმებით დადგენილ სასესხო ვალდებულებების გონივრულ ოდენობას შორის სხვაობა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის (სუპერფინი), საბანკო ამონაწერებისა და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს გადარიცხული ჰქონდა გარკვეული თანხები რამოდენიმე ფიზიკურ პირზე. მათ შორის, აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი (103 520 ლარი) გადახდილია ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ი/მ ------- (ს/ნ -------), რომელიც წარმოადგენს დამფუძნებლის ძმას. შპს „-------“ მიერ ი/მ ------- გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზისა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენს არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციებული ოპერაცია ჩაითვალა დაქირავებით მუშაობად და აღნიშნულ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდებოდა დამფუძნებლის მიმართ დავალიანება 432 387 ლარი, რომლის ნაწილის დაფარვაც კომპანიამ განახორციელა შესამოწმებელ პერიოდში. გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს არ წარუდგინა აღნიშნული დავალიანების (სესხის) საჭიროებისა და მიზნობრიობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის დამფუძნებლის მიმართ ვალდებულების სისწორის/რეალობის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ ინფორმაციაზე (წარმოდგენილია ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები) დაყრდნობით განხორციელდა ანალიტიკური პროცედურები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე. კერძოდ, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების გათვალისწინებით, ასევე, საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის გათვალისწინებით, დადგინდა კომპანიის შესამოწმებელი პერიოდის სასესხო ვალდებულების გონივრული ოდენობა, რომელმაც შეადგინა 251 543 ლარი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაფარვის დანიშნულებით გაცემული თანხებსა და შემოწმებით დადგენილ სასესხო ვალდებულებების გონივრულ ოდენობას შორის სხვაობა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ საჩივრებში ჩამოთვლილი ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაფარვის დანიშნულებით გაცემული თანხებსა და შემოწმებით დადგენილ სასესხო ვალდებულებების გონივრულ ოდენობას შორის სხვაობა წარმოადგენს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის ჯარიმის შეფარდება განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტითა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგენილია, რომ საწარმოს გადარიცხული ჰქონდა გარკვეული თანხები რამოდენიმე ფიზიკურ პირზე, მათ შორის, აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი (103 520 ლარი) გადახდილი იყო ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ი/მ -------, რომელიც წარმოადგენს კომპანიის დამფუძნებლის ძმას. გადასახადის გადასახადის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადგინდა გადახდილი თანხის სანაცვლოდ მიღებული მომსახურების შინაარსი/მიზნობრიობა. ასევე, შემოწმებამ გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია როგორც გადასახადის გადამხდელისგან, აგრეთვე, ი/მ -------, თუმცა არ მომხდარა სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად, შპს „-------“ მიერ ი/მ ------- გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზისა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული „კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ” კითხვარის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციებული ოპერაცია ჩაითვალა დაქირავებით მუშაობად და აღნიშნულ ფიზიკურ პირზე განხორციელებული გადახდები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელებული ოპერაციის დაქირავებით მუშაობად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის ჯარიმის შეფარდება განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. სესხის დაფარვის დანიშნულებით გაცემულ თანხებსა და შემოწმებით დადგენილ სასესხო ვალდებულებების გონივრულ ოდენობას შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
2. ი.მ მიერ შესრულებული სამუშაოს დაქირავებით მუშაობად განხილვა და საწარმოს მიერ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდებოდა დამფუძნებლის მიმართ დავალიანება, რომლის ნაწილის დაფარვაც კომპანიამ განახორციელა შესამოწმებელ პერიოდში. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული დავალიანების (სესხის) საჭიროების და მიზნობრიობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესამოწმებელი პერიოდის დამფუძნებლის მიმართ ვალდებულების სისწორის/რეალობის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ ინფორმაციაზე (წარმოდგენილია ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები) დაყრდნობით განხორციელდა ანალიტიკური პროცედურები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების გათვალისწინებით, ასევე, საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის გათვალისწინებით, დადგინდა კომპანიის შესამოწმებელი პერიოდის სასესხო ვალდებულების გონივრული ოდენობა. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაფარვის დანიშნულებით გაცემული თანხებსა და შემოწმებით დადგენილ სასესხო ვალდებულებების გონივრულ ოდენობას შორის სხვაობა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
2. საწარმოს გადარიცხული ჰქონდა გარკვეული თანხები რამოდენიმე ფიზიკურ პირზე. მათ შორის, აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი გადახდილია ურთიერთდამოკიდებულ პირზე, რომელიც წარმოადგენს დამფუძნებლის ძმას. გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზისა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენს არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. შემოწმების მიერ განხორციებული ოპერაცია ჩაითვალა დაქირავებით მუშაობად და აღნიშნულ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხა, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის ჯარიმის შეფარდება განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154;