გადაწყვეტილება №26173/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.12.2025
№ დოკუმენტი 26173/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26173/2/2025

04 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 14.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26173/2/2025).

 

დავის საგანი:

1. შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაფარვის დანიშნულებით გაცემულ თანხებსა და შემოწმების შედეგად დადგენილი სასესხო ვალდებულებების გონივრულ ოდენობას შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;

2. ურთიერთდამოკიდებულ პირთან (დამფუძნებლის ძმა) განხორციელებული ოპერაციის (გადარიცხული თანხის) დაკვალიფიცირება დაქირავებით მუშაობად (ხელფასად).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2025 წლის №002-102 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23719 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 171 126.09 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 94 364.94

დღგ - 1 941.45

საშემოსავლო გადასახადი - 92 423.49

ჯარიმა - 47 724.50

საურავი - 29 036.65

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2025 წლის №2041 და 30.06.2025 წლის №14154 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 27.02.2025 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 10.07.2025 წლის №15615 ბრძანება და ამავე თარიღის №002-102 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23719 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაფარვის დანიშნულებით გაცემულ თანხებსა და შემოწმების შედეგად დადგენილი სასესხო ვალდებულებების გონივრულ ოდენობას შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში შესწავლილია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვა (სუპერფინი), საბანკო ამონაწერები და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია. დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდებოდა დამფუძნებლის მიმართ დავალიანება 432 387 ლარი, რომლის ნაწილის დაფარვაც განახორციელა შესამოწმებელ პერიოდში.

გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი აღნიშნული დავალიანების (სესხის) საჭიროების და მიზნობრიობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიმართ ვალდებულების სისწორის/რეალობის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ ინფორმაციაზე (წარდგენილია ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები) დაყრდნობით განხორციელდა ანალიტიკური პროცედურები, საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე. კერძოდ, 1.01.2022 წლის მდგომარეობით, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების გათვალისწინებით, ასევე, საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის გათვალისწინებით, დადგინდა კომპანიის შესამოწმებელი პერიოდის სასესხო ვალდებულების გონივრული ოდენობა (251 543 ლარი).

შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაფარვის დანიშნულებით გაცემულ თანხებსა და შემოწმების შედეგად დადგენილ სასესხო ვალდებულებების გონივრულ ოდენობას შორის სხვაობა შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 დ მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 491 მუხლზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 275-ე მუხლზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომ შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში ჩამოთვლილი ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად და განმარტავს, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაფარვის დანიშნულებით გაცემული თანხებსა და შემოწმებით დადგენილ სასესხო ვალდებულებების გონივრულ ოდენობას შორის სხვაობა წარმოადგენს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის ჯარიმის შეფარდება განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობაა სატვირთო საგზაო ტრანსპორტით მომსახურება. შესამოწმებელ პერიოდში ------- და ------- შემოაქვს საქონელი

- ტანსაცმელი. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას ჰქონდა 432 387 ლარის ოდენობის დავალიანება დამფუძნებლის მიმართ, რომელთანაც დაკავშირებულია შემდეგი გარემოებები:

- აღნიშნული თანხა გამოყენებულია მიზნობრივად ძირითადი საშუალებების - ტრაქტორების შესაძენად; - თანხის ნაწილი გადახდებითაა დაფარული, ნაწილი კი ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემული;

- აღნიშნული ტრაქტორების ნაწილის შეძენა განხორციელდა ლიზინგით, რაც ფინანსურ ვალდებულებად მიიჩნევა და არ წარმოადგენს შემოსავალს;

- აღნიშნული თანხის მიზნობრივი გამოყენება დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით

- საბანკო ამონაწერებით, ტრაქტორების აქტებით და ლიზინგის ხელშეკრულებით;

- კომპანიას არ გააჩნია ფორმალური სესხის ხელშეკრულებები, თუმცა დამფუძნებლის მიერ დადასტურებულია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს სესხის ან ფინანსური მხარდაჭერის ფორმას.

სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია იხელმძღვანელოს გარკვეული ვადით მოთხოვნის განხორციელებით, ხოლო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვეღარ მოახდენს მისი შესრულების იძულებით მოთხოვნას. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ შესამოწმებელი პერიოდის ხანდაზმულ ვადაში განხორციელებული ოპერაციების საფუძველზე მოთხოვნის დაკისრება არ შეიძლება.

საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 49¹ მუხლის გამოყენება და დამატებითი მოთხოვნების წარდგენა ხანდაზმულ პერიოდთან დაკავშირებით წარმოადგენს კანონის დარღვევას და უგულებელყოფს სამოქალაქო სამართლის ნორმებს. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურს კანონით აქვს გათვალისწინებული ზოგადი ანალიტიკური პროცედურების გამოყენების უფლება, ხანდაზმულ პერიოდში განხორციელებული ოპერაციების საფუძველზე მათი გამოყენება არის გადამეტებული და დაუსაბუთებელი, რადგან ასეთი პერიოდის ფაქტები სამართლებრივად ვერ წარმოშობს ახალ საგადასახადო ვალდებულებას.

ითხოვს, გაუქმდეს დასკვნაში მითითებული საფუძველი საგადასახადო კოდექსის 49¹ მუხლის გამოყენებისა, ვინაიდან იგი ეფუძნება ხანდაზმულ პერიოდს. ხანდაზმულ პერიოდში განხორციელებული ოპერაციები, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ წარმოადგენენ საგადასახადო ობიექტს და ახალი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. ითხოვს ასევე, გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საჩივარში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხა გამოყენებულია მიზნობრივად ტრაქტორების შესაძენად. ტრაქტორების ნაწილის შეძენა განხორციელდა ლიზინგით, რაც ფინანსურ ვალდებულებად მიიჩნევა და არ წარმოადგენს შემოსავალს. აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით - საბანკო ამონაწერებით, ტრაქტორების აქტებით და ლიზინგის ხელშეკრულებით. კომპანიას არ გააჩნია ფორმალური სესხის ხელშეკრულებები, თუმცა დამფუძნებლის მიერ დადასტურებულია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს სესხის ან ფინანსური მხარდაჭერის ფორმას. საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 49¹ მუხლის გამოყენება და დამატებითი მოთხოვნების წარდგენა ხანდაზმულ პერიოდთან დაკავშირებით წარმოადგენს კანონის დარღვევას და უგულებელყოფს სამოქალაქო სამართლის ნორმებს. ასევე ითხოვს გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2025 წლის №106325-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიმართ ვალდებულების სისწორის/რეალობის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ ინფორმაციაზე (წარდგენილია ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები (რომელიც ჩამოთვლილია საჩივარში)) განხორციელდა ანალიტიკური პროცედურები, 1.01.2022 წლის მდგომარეობით დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების გათვალისწინებით, ასევე საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის გათვალისწინებით, დადგინდა კომპანიის შესამოწმებელი პერიოდის სასესხო ვალდებულების გონივრული ოდენობა, რომელმაც შეადგინა 251 543 ლარი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაფარვის დანიშნულებით გაცემული თანხებსა და შემოწმების შედეგად დადგენილ სასესხო ვალდებულებების გონივრულ ოდენობას შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად.

მომჩივნის არგუმენტი, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 49¹ მუხლის გამოყენება და დამატებითი მოთხოვნების წარდგენა ხანდაზმულ პერიოდთან დაკავშირებით წარმოადგენს კანონის დარღვევას და უგულებელყოფს სამოქალაქო სამართლის ნორმებს, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 491 მუხლი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, მათ შორის გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.

ამასთან, ვინაიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებას, აღნიშნული იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის შესაბამისი ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაფარვის დანიშნულებით გაცემულ თანხებსა და შემოწმების შედეგად დადგენილ სასესხო ვალდებულებების გონივრულ ოდენობას შორის სხვაობა წარმოადგენს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, ჯარიმის შეფარდება განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ურთიერთდამოკიდებულ პირთან (დამფუძნებლის ძმა) განხორციელებული ოპერაციის (გადარიცხული თანხის) დაკვალიფიცირება დაქირავებით მუშაობად (ხელფასად)

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის (სუპერფინი), საბანკო ამონაწერებისა და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს გადარიცხული ჰქონდა გარკვეული თანხები რამდენიმე ფიზიკურ პირზე. მათ შორის, აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი (103 520 ლარი) გადახდილია ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ი/მ ------- (ს/ნ -------), რომელიც წარმოადგენს დამფუძნებლის ძმას. კომპანიის მიერ ი/მ ------- გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზისა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარის ანალიზის შედეგად საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენს არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას.

შემოწმების შედეგად, განხორციელებული ოპერაცია ჩაითვალა დაქირავებით მუშაობად და აღნიშნულ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხა, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს პირველი დავის საგანში მითითებულ საგადასახადო კოდექსის ნორმებზე და განმარტავს, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელებული ოპერაციის დაქირავებით მუშაობად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის ჯარიმის შეფარდება განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

------- წარმოადგენს რეგისტრირებულ მცირე მეწარმეს. მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თარიღია - 28.06.2018 წელი. რაც შეეხება ურთიერთდამოკიდებულ პირს, ოჯახური/ურთიერთდამოკიდებული კავშირი თვითონ დარღვევას არ ქმნის, საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ აკრძალავს გარიგებებს ნათესავთან, ძმასთან ან სხვა ოჯახურ კავშირში მყოფ პირთან. ოპერაციები სრულად დოკუმენტირებულია, გადახდებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, ინვოისებით და საბანკო გადარიცხვებით. მხოლოდ იმიტომ, რომ გადახდა განხორციელდა ნათესავთან, არ შეიძლება დაუსაბუთებლად დაეკისროს ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის დასკვნა, რომელიც დაეყრდნო მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულებას, არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს (154-ე, 275-ე მუხლები).

ი/მ ------- გადახდილი თანხები დაკავშირებულია კონკრეტულ, რეალურ და მიზნობრივ მომსახურებასთან (გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც მოთხოვნის შესაბამისად წარდგენილია) და აღნიშნული ურთიერთობა არ წარმოადგენს დაქირავებით მუშაობას, როგორც განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1047-ე მუხლით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული ოპერაციების დაქირავებად კვალიფიკაცია და ჯარიმის შეფარდება ეყრდნობა არასრულ, არაზუსტ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კოდექსის 154-ე და 275-ე მუხლებთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი არგუმენტაციისა და დოკუმენტაციის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლების განმარტებით ------- წარმოადგენს რეგისტრირებულ მცირე მეწარმეს. საგადასახადო კოდექსი არ აკრძალავს გარიგებებს ნათესავთან, ძმასთან ან სხვა ოჯახურ კავშირში მყოფ პირთან. ოპერაციები სრულად დოკუმენტირებულია, გადახდებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, ინვოისებით და საბანკო გადარიცხვებით. მხოლოდ იმიტომ, რომ გადახდა განხორციელდა ნათესავთან, არ შეიძლება დაუსაბუთებლად დაეკისროს ჯარიმა. ი/მ ------- გადახდილი თანხები დაკავშირებულია კონკრეტულ, რეალურ და მიზნობრივ მომსახურებასთან (გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც მოთხოვნის შესაბამისად წარდგენილია) და აღნიშნული ურთიერთობა არ წარმოადგენს დაქირავებით მუშაობას. მითუმეტეს, მხოლოდ მას გააჩნია სპეციფიკური ცოდნა და იგი სხვა მძღოლებისგან განსხვავებით, ასევე ასრულებდა ტექნიკურ სამუშაოებს, რაც ასახულია კიდეც მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში - სამშენებლო ტექნიკის, ავტომობილების ექსპლუატაციაში მოყვანა და მისი მართვა.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარს ახლავს 31.12.2023 და 20.12.2024 წლის შპს ------- და ------- შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები (მომსახურების (სამშენებლო ტექნიკის, ავტომობილების ექსპლუატაციაში მოყვანა და მისი მართვა) სამუშაოებზე). ასევე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი ინდივიდუალური მეწარმე ------- შესახებ, სადაც რეგისტრაციის თარიღი მითითებულია 13.01.2017წ.

საბჭოს სხდომაზე, მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით და სადავო საკითხზე წარმოდგენილი 27.11.2025 წლის №106325-21-14 ინფორმაციით, კომპანიას უფიქსირდება გარკვეული თანხების გადახდა რამდენიმე ფიზიკურ პირზე. მათ შორის აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი (103 520 ლარი) გადახდილია ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ------- (დამფუძნებლის ძმა). გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ვერ დადგინდა გადახდილი თანხის სანაცვლოდ მიღებული მომსახურების შინაარსი/მიზნობრიობა, მითითებულია მხოლოდ სამშენებლო ტექნიკის ექსპლუატაციაში მოყვანა. დეტალური ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა, როგორც გადასახადის გადამხდელისგან, აგრეთვე ------- და არ მომხდარა სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა. შედეგად ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხები შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, ვინაიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებას, აღნიშნული იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის შესაბამისი ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციის დაქირავებით მუშაობად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, ჯარიმის შეფარდება განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაფარვის დანიშნულებით გაცემულ თანხებსა და შემოწმების შედეგად დადგენილი სასესხო ვალდებულებების გონივრულ ოდენობას შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;

2. ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციის დაკვალიფიცირება დაქირავებით მუშაობად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომ შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში ჩამოთვლილი ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად და განმარტავს, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაფარვის დანიშნულებით გაცემული თანხებსა და შემოწმებით დადგენილ სასესხო ვალდებულებების გონივრულ ოდენობას შორის სხვაობა წარმოადგენს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

2. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელებული ოპერაციის დაქირავებით მუშაობად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაფარვის დანიშნულებით გაცემულ თანხებსა და შემოწმების შედეგად დადგენილ სასესხო ვალდებულებების გონივრულ ოდენობას შორის სხვაობა წარმოადგენს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია; შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციის დაქირავებით მუშაობად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, ჯარიმის შეფარდება განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154;