„იაკობ გოგებაშვილი – საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში რიგი სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №103
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
„იაკობ გოგებაშვილი – საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში რიგი სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მინიჭების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით „იაკობ გოგებაშვილი – საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში („საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის საბიუჯეტო ორგანიზაციული კოდი 32 14 01 01) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ რიგი სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. „იაკობ გოგებაშვილი – საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამით განსაზღვრული („საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის საბიუჯეტო ორგანიზაციული კოდი 32 14 01 01) თანხებით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს:
ა) ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა;
ბ) ქალაქ ქუთაისის №3 საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა;
გ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სამშენებლო სამუშაოებისა;
დ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მე-2 საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა;
ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფოლადიანთკარში საჯარო სკოლისათვის შენობა-ნაგებობათა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ერთ პირთან მოლაპარაკების წესით ხელშეკრულება გააფორმოს მიმდინარე წლის 5 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე