„იაკობ გოგებაშვილი – საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ – საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ინტელექტუალური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №164
2008 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„იაკობ გოგებაშვილი – საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ – საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ინტელექტუალური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მინიჭების შესახებ
„იაკობ გოგებაშვილი – საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ – საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს საჯარო სკოლების რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვისა და შესრულებისათვის საჭიროა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა, რაც თავისთავად არის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვისათვის კანონმდებლობით დადგენილია დაახლოებით 45 დღე. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, რეაბილიტაციის ვადები არ ემთხვევა საზაფხულო არდადეგების პერიოდს და შესაძლებელია ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესის დადგენილ ვადებში დაწყებას, აქედან გამომდინარე:
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი განხორციელების მიზნით მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა „იაკობ გოგებაშვილი – საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” – საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში („საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საბიუჯეტო ორგანიზაციული კოდი 32 14 01 01) უზრუნველყოს საჯარო სკოლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე