საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის „ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ინტელექტუალური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №226
2008 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის „ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების“პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ინტელექტუალური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების“პროგრამის ფარგლებში („საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის საბიუჯეტო ორგანიზაციული კოდი 32 15) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასწავლო ოლიმპიადების გამართვას ახორციელებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. საქართველოს ნაკრები გუნდები წარმატებით იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ოლიმპიადებში. საერთაშორისო ოლიმპიადების მონაწილე ნაკრები გუნდების დაკომპლექტება ხდება ეროვნული ოლიმპიადების შედეგების მიხედვით, რასაც მოსდევს გუნდების სპეციალური მომზადება. ეროვნულ დონეზე ოლიმპიადების ჩასატარებლად საჭიროა დაახლოებით თვენახევარი (კონკურსი მოიცავს 3 ეტაპს: მსურველთა რეგისტრაცია, რეგიონული ტური, დასკვნითი ტური, რასაც ემატება მოსამზადებელი სამუშაოები), ამდენივე სჭირდება ნაკრები გუნდების დაკომპლექტებასა და მომზადებას (შესარჩევი ტურების ჩატარება, შესაბამისი ამოცანების მომზადება, ბანაკებში ერთთვიანი მომზადება). იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ოლიმპიადები (ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა) იმართება ზაფხულში, შეუძლებელია აღნიშნული აქტივობის დამგეგმავი და განმახორციელებელი ორგანიზაციის შერჩევა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის პროცედურით. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვისათვის კანონმდებლობით დადგენილია 2-ეტაპიანი ტენდერი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 45 დღეს. ასეთ შემთხვევაში ვერ მოხერხდება ეროვნულ დონეზე ოლიმპიადების მოწყობა და საერთაშორისო ოლიმპიადებში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ „ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების“ პროგრამის ფარგლებში („საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის საბიუჯეტო ორგანიზაციული კოდი 32 15) უზრუნველყოს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ეროვნული ოლიმპიადების ორგანიზების, საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევისა და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე