„ჩემი პირველი კომპიუტერი“ - საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული პერსონალური კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – ფონდ ირმის ნახტომისათვის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №209
2008 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„ჩემი პირველი კომპიუტერი“ - საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული პერსონალური კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – ფონდ ირმის ნახტომისათვის მინიჭების შესახებ
„ჩემი პირველი კომპიუტერი“– საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში („საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის საბიუჯეტო ორგანიზაციული კოდი 32 14 01 04 03) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – ფონდი ირმის ნახტომი პერსონალური კომპიუტერებით აჯილდოებს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ მოსწავლეებს. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 4 მილიონ ლარს, საერთაშორისო ტენდერით შეძენილია 7 070 საბაზო კონფიგურაციის თანამედროვე პორტატული კომპიუტერი – ASUSeee. ერთეულის გეგმური ღირებულება იყო 560 ლარი, ტენდერის გამართვის შემდეგ შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა 3 252 200 ლარით, ერთი კომპიუტერის ღირებულება კი – 460 ლარით. პროგრამის ბიუჯეტში დარჩენილია – 747 800 ლარი. პროგრამის ლოგოტიპის ბეჭდვის გამო დაჯილდოებულ მოსწავლეებთან ბანაკების ორგანიზებისა და მონიტორინგის განხორციელებისათვის გათვალისწინებულია – 27 800 ლარი. სარეზერვო თანხა შეადგენს – 720 000 ლარს. აღნიშნული ფინანსური რესურსით შესაძლებელია დამატებით იქნეს შეძენილი კომპიუტერული ტექნიკა. აუცილებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – ფონდ ირმის ნახტომს მიენიჭოს უფლებამოსილება, რათა აღნიშნული საქონლის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. ვინაიდან დამატებითი კომპიუტერული ტექნიკის გადაცემა ზემოაღნიშნული ბენეფიციარებისათვის უნდა მოხდეს სასწავლო პროცესის დასრულებამდე (1-30 მაისის ჩათვლით) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად ამ შესყიდვისათვის უნდა გამოცხადდეს ტენდერი, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია შესაბამის ვადებთან და ვერ განხორციელდება პროგრამით გათვალისწინებულ პერიოდში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით „ჩემი პირველი კომპიუტერი“– საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში („საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის საბიუჯეტო ორგანიზაციული კოდი 32 14 01 04 03) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სსიპ – ფონდ ირმის ნახტომმა უზრუნველყოს დამატებით კომპიუტერული ტექნიკის შეძენის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ.გურგენიძე