ერთიანი ჯანმრთელობის სისტემის განვითარების 2023 − 2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №361 |
|
2023 წლის 19 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (3)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇
დანართი №1
ერთიანი ჯანმრთელობის სისტემის განვითარების 2023 - 2025 წლების სამოქმედო გეგმა
2023 წელი
თბილისი
სარჩევი
2.1. ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა საერთაშორისო დონეზე 7
2.2. ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა ეროვნულ დონეზე 10
2.3. ერთიანი ჯანმრთელობის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები 14
2.5. მარეგულირებელი ჩარჩოს ანალიზი 17
3. ერთიანი ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზანი და ამოცანები 18
5. სამოქმედო გეგმის განხორციელება 21
7. ლოგიკური ჩარჩო და სამოქმედო გეგმა 25
აკრონიმების განსაზღვრება
ამრ ანტიმიკრობული რეზისტენტობა
გეს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დკსჯეც სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
სგდსმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სეს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
სგმს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სმსლ სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია
სმსკც სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
სოტდშჯსდს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანმო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
CDC აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები
DCFTA ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე
DTRA აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო
FAO გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
UNEP გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა
WOAH ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
შესავალი
ინფექციური დაავადებები გლობალური ჯანმრთელობისა და უსართხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აღმოცენებული ინფექციები შეიძლება გამოწვეული იყოს პათოგენების ევოლუციის შედეგად ან ახალი პათოგენებით.
ინფექციური დაავადებების აღმოცენებას და გავრცელებას შეიძლება ხელი შეუწყოს გარემო ფაქტორებმა, მოსახლეობის მოგზაურობამ, მასობრივმა ღონისძიებებმა და შეკრებებმა, შინაური და გარეული ცხოველებით და მათი პროდუქტებით ვაჭრობამ, ურბანიზაციამ და გლობალიზაციამ. მსოფლიოში დაფიქსირებული აღმოცენებული ინფექციური დაავადებების მნიშვნელოვანი ნაწილი ზოონოზური წარმოშობისაა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან როგორც ადამიანების, ისე ცხოველების ჯანმრთელობას.
ადამიანისა და ცხოველის ეკოსისტემების ურთიერთქმედებით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კოორდინირებული მრავალსექტორული მიდგომის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა.
ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა მოიცავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ცხოველთა და გარემოს ჯანმრთელობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა სურსათის უვნებლობა, ზოონოზური დაავადებებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) ეპიდზედამხედველობა და კონტროლი.
ზოონოზური წარმოშობის ვირუსის SARS-CoV-2-ის მიერ გამოწვეულმა COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოს ნათლად დაანახა ინფექციურ სნეულებებთან დაკავშირებული საფრთხეები. მრავალი მეცნიერის და დარგის ექსპერტის აზრით, პანდემიის პოტენციალის მქონე პათოგენების აღმოცენება მომავალშიც გაგრძელდება. მსგავსი პათოგენების და ამრ-ის გავრცელებას ხელს უწყობს მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, კლიმატის ცვლილებები, ტურიზმისა და ვაჭრობის განუხრელი ზრდა, გლობალიზაციასთან ასოცირებული ფაქტორები, აქამდე აუთვისებელ ადგილებში ადამიანების მოღვაწეობა და სხვა. აღნიშნული საფრთხეების მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WOAH) და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამამ (UNEP) შეიმუშავეს სხვადასხვა ჩარჩოები, ინსტრუმენტები და სახელმძღვანელო მასალები (მ. შ. „ერთიანი ჯანმრთელობის 2022-2026 წლების ერთობლივი სამოქმედო გეგმა“) ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე ერთიანი ჯანმრთელობის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ერთიანი ჯანმრთელობის სტრატეგია ქვეყნებისთვის სახელმძღვანელო ჩარჩო დოკუმენტია, საჭიროა, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც, ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ერთიანი ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმა, რომელშიც უშუალოდ იქნება ასახული არსებული ზოონოზური დაავადებების და ამრ-ის გავრცელების თავისებურებები და რისკ ფაქტორები და მათი გადაწყვეტის სპეციფიკური ამოცანები.
სამოქმედო გეგმის არსებობა მით უფრო მნიშვნელოვანია, რადგან უკანასკნელ წლებში, საქართველოს მოსახლეობაში აღინიშნება ზოგიერთი ზოონოზური დაავადების შემთხვევების მატება, ხოლო მეორეს მხრივ კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ამრ-ის ზედამხედველობა და კონტროლი.
სამოქმედო გეგმის შემუშავებისას გამოყენებული სისტემური მიდგომები და პროცესი სრულად შეესაბამებოდა ქვეყნის კანონმდებლობას. გეგმის შემუშავების პროცესი ერთის მხრივ დაეფუძნა პოლიტიკის დოკუმენტების დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების წესის სახელმძღვანელოს (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება), ხოლო მეორეს მხრივ, შემუშავების პროცესში ასევე გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილება/საუკეთესო პრაქტიკა და დაცულ იქნა ერთიანი მიდგომისა და თანამშრომლობითი პრინციპები.
მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო 2022 წლის სექტემბერში, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (დკსჯეც) ჩატარებული სამუშაო შეხვედრით, რომელზეც განხილულ იქნა სამოქმედო გეგმის შემუშავების ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის სიტუაციური ანალიზის პრინციპები. დოკუმენტის შემუშავებისას თანამშრომლობა შედგა სამთავრობო უწყებებთან და ჯანდაცვის სექტორის ყველა ძირითად დაინტერესებულ მხარესთან, როგორც საჯარო, ისე არასაჯარო/კერძო სექტორიდან, რომლებიც მოქმედებდნენ თანამშრომლობითი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად.
ერთიანი ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (სოტდშჯსდს), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (სგდსმს), დკსჯეც-ის, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) და სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის (სმსლ) ექსპერტები.
საჯარო კონსულტაციის მიზნით, 2023 წლის 7 აპრილს, სამოქმედო გეგმის დოკუმენტების პაკეტი გაეგზავნა „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს“, „საქართველოს აგრარული უნივერსიტეტს“, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს“, FAO-ს წარმომადგენლობას საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციას „Land O`Lakes Venture37“. სამოქმედო გეგმა განხილულ იქნა ჯანმო-ს და CDC-ის საქართველოს წარმომადგენლობების მიერ, რომლებმაც აღნიშნული დოკუმენტი თარგმნეს ინგლისურ ენაზე და განხილვისთვის გადაუგზავნეს შესაბამისი დარგის ექსპერტებს. გეგმის პროექტი ასევე განთავსდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე (www.moh.gov.ge). ყველა დაინტერესებული მხარის მიერ სამოქმედო გეგმის შემუშავების ჯგუფმა მიიღო 36-ზე მეტი კომენტარი და წინადადება. გეგმის შემუშავების პროცესი სრულად იქნა დოკუმენტირებული, მეთოდოლოგიების, შეხვედრების ოქმებისა და ტექნიკური დისკუსიების შედეგების ჩათვლით. პროცესის ეტაპებისა და წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმირებულ იქნა პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე. ყველა წარმოდგენილი რეკომენდაცია/კომენტარი დეტალურად იქნა განხილული და მომზადდა დასაბუთებული პასუხი შემოთავაზების გათვალისწინების სტატუსის შესახებ.
ამდენად, წინამდებარე გეგმა წარმოადგენს ერთიანი ჯანმრთელობის დანერგვაში მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარისა და იმ საერთაშორისო ექსპერტების თანამშრომლობის შედეგს, რომლებმაც ქვეყანას ტექნიკური დახმარება გაუწიეს შემოთავაზებული ინტერვენციების საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
სამოქმედო გეგმა, ერთი მხრივ, პასუხობს საქართველოს ევროასოცირების შეთანხმების ვალდებულებებს, რომელიც მოიცავს გადამდებ დაავადებებზე კონტროლის გაუმჯობესებას და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სისტემის გაძლიერებას (თავი 15: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მუხლი 356 ბ), ხოლო მეორე მხრივ, გააჩნია კონცეპტუალური კავშირები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნებთან (ამოცანა 3.3). იგი ასევე ეხმიანება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ბოლო წლებში წამოწყებულ ძირითად ინიციატივებსა და მიდგომებს: ერთიანი ჯანმრთელობის ინიციატივა1, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები2, ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობა, პრევენცია და კონტროლი3, ტროპიკული დაავადებების სამოქმედო გეგმა 20304 და ა.შ.
სამოქმედო გეგმა ეყრდნობა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ „ერთიანი ჯანმრთელობის 2022-2026 წლების ერთობლივ სამოქმედო გეგმას“5; „ზოონოზური დაავადებების სახელმძღვანელოს6 და საქართველოში ერთიანი ჯანმრთელობის მხრივ ამჟამად არსებულ მონაცემებს7.
ერთიანი ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმა ეროვნულ დონეზე გამომდინარეობს შემდეგი დოკუმენტებიდან: „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ და „საქართველოს 2022 - 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია“ და მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი (მიზანი 3).
„ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ და „საქართველოს 2022 - 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია“ მოიცავს ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობისადმი მზადყოფნისა და რეაგირების პოტენციალის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფას, რომელიც ასევე გულისხმობს ზოოზონური დაავადებების ეპიდემიების თავიდან აცილებისთვის ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომების გამოყენებას. მდგრადი განვითარების მიზნების 3.3 ამოცანის სამიზნეების მიღწევისა და ინფექციური დაავადებების ახალი შემთხვევების შემცირებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების დანერგვა.
წინამდებარე გეგმაში აღწერილია ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით ზოოზონური დაავადებების პრევენციისა და მართვის კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაცია, განსაზღვრულია 2023-2025 წლების პრიორიტეტები, დასაბუთებულია ქვეყნის ადეკვატური რესურსების გამოყენების აუცილებლობა, ხაზგასმულია ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებისა და მულტისექტორული მიდგომების საჭიროება, რაც შესაძლებელს გახდის მიღწეულ იქნეს გაეროს მდგრადი განვითარების სამიზნეები.
სიტუაციის ანალიზი
2.1. ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა საერთაშორისო დონეზე
ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფცია აერთიანებს ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობას. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური ჯანმრთელობის საფრთხეების პრევენციის, პროგნოზირების, დეტექციისა და რეაგირების თვალსაზრისით.
აღმოცენებადი და ენდემური ზოონოზური დაავადებები საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობას, არამედ გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოებასაც. ყოველწლიურად, მსოფლიოში ადამიანებში ზოონოზური დაავადების 2.5 მილიარდი შემთხვევა და 2.7 მილიონი ადამიანის სიკვდილი ფიქსირდება8, რაც მძიმე ეკონომიკურ ტვირთს წარმოადგენს, მაგ. ცოფი გლობალურად იწვევს 59,000 ადამიანის სიკვდილს და 8.6 მილიარდი აშშ დოლარის ეკონომიკურ დანაკარგს9. გაძლიერებული ეპიდზედამხედველობა და ლაბორატორიული შესაძლებლობები, საშუალებას იძლევა ადამიანისა და ცხოველის გადაკვეთის წერტილებში (ფერმები) მოხდეს ზოონოზური პათოგენების ადრეული დეტექცია, რაც საკვანძო საკითხია ზოონოზების მართვისა და კონტროლისათვის10. დამატებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და უცხოეთში ჩატარებული სხვადასხვა კვლევების შედეგები აჩვენებენ პირუტყვში ჩატარებული ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეფექტურობას ადამიანებსა და ცხოველებში ბრუცელოზით დაავადების შემცირებით11.
ამრ საერთაშორისო პანდემიაა, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, სურსათის უსაფრთხოებას, ყველა ინფექციური დაავადების მკურნალობას, უარყოფით გავლენას ახდენს პაციენტთა ჯანმრთელობაზე და ზრდის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს. უკანასკნელ წლებში, ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში ყოველწლიურად ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების გამო კვდება დაახლოებით 35,000 ადამიანი12, ხოლო აშშ-ში - 35,000-ზე მეტი13. ევროპაში, ამრ-ის მთლიანი ეკონომიკური ტვირთი ყოველწლიურად შეფასებულია მინიმუმ 1.5 მილიარდ ევროდ14. 2050 წლისათვის, მსოფლიოში ამრ-ი იქნება მოსახლეობის ლეტალობის წამყვანი მიზეზი და ყოველწლიურად ამრ-ის გამო მოკვდება დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი15.
ანტიმიკრობული სელექციის ზეწოლის შედეგად ბაქტერიები იძენენ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გენებსა და მობილურ გენეტიკურ ელემენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გავრცელდნენ იგივე ან სხვა სახეობის ბაქტერიებში. ბაქტერიების მიერ, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შეძენასთან ერთად, ხდება მათი ადამიანებში, ცხოველებსა და გარემოში გამრავლების უნარის გაძლიერება16.
ცხოველთა კვების მრეწველობა არის ანტიბიოტიკების ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელი და ანტიმიკრობული რეზისტენტობის მნიშვნელოვანი წყარო17. კანადაში გაყიდული ანტიბიოტიკების 82% გამოიყენებოდა მეცხოველეობაში18. ცხოველებს ანტიბიოტიკები ეძლევათ ზრდის ტემპის დაჩქარებისა და ინფექციების პრევენციის მიზნით, რაც განაპირობებს ცხოველებში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული შტამების განვითარებას და მოსახლეობაში მათ შემდგომ ტრანსმისიას პირდაპირი და არაპირდაპირი გზით19. აღნიშნული ტრანსმისიის ნათელი მაგალითია გერმანიაში პირუტყვთან ასოცირებული მეთიცილინ რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით (LA-MRSA) ფერმერთა 10%-ის დაინფიცირება20.
ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ოფისის რეკომენდაციით, აუცილებელია ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის გაძლიერება ლოკალურ, ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე21.
FAO, WOAH, UNEP და ჯანმო გაერთიანდნენ გლობალურ, რეგიონალურ და ქვეყნების დონეზე, რათა შეამცირონ ამჟამინდელი და მომავალი გამოწვევები ადამიანების, ცხოველების, მცენარეების და გარემოს მიმართ. აღნიშნული ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ იქნა „ერთიანი ჯანმრთელობის 2022–2026 წლების ერთობლივი სამოქმედო გეგმა“22.
აღნიშნული სამოქმედო გეგმა ასახავს ოთხივე ორგანიზაციის ვალდებულებას ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის მხარდასაჭერად. სამოქმედო გეგმა ეფუძნება ერთიანი ჯანმრთელობის არსებულ გლობალურ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებას.
„ერთიანი ჯანმრთელობის 2022–2026 წლების ერთობლივი სამოქმედო გეგმა“ გულისხმობს სისტემურ მიდგომას ადამიანთა, ცხოველთა, მცენარეთა და გარემოს ჯანმრთელობის მხარდასაჭერად ინფექციური დაავადებების რისკ ფაქტორების და გავრცელების შესწავლას, პროგნოზირებას, პრევენციას, მზადყოფნის გაძლიერებას, რეაგირებას, საფრთხეების შემცირებას და მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის ხელშეწყობას.
2.2. ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა ეროვნულ დონეზე
საქართველოში ზოონოზურ დაავადებებზე და ამრ-ზე ეპიდზედამხედველობა ხორციელდება დკსჯეც-ის და სეს-ის მიერ. დკსჯეც, სეს და სმსლ უზრუნველყოფენ შეტყობინებას დაქვემდებარებული ზოონოზური დაავადებების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.
პასიური ზედამხედველობა წარმოებს შეტყობინებას დაქვემდებარებულ ზოონოზურ დაავადებებზე, ხოლო აქტიური - ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან და დაავადებების სპეციფიკიდან გამომდინარე.
ქვეყანაში ინფექციური დაავადებების (ადამიანებში და ცხოველებში) მონიტორინგი და გადამტანების (ვექტორების) ზედამხედველობა ხორციელდება დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემით (დზეის).
ადამიანებში და ცხოველებში ზოონოზური დაავადებების ერთეულ შემთხვევებში ტარდება როგორც შემთხვევების, ასევე გადამტანებისა და რეზერვუარების ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით კვლევა, რომელიც ხორციელდება კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა მონაწილეობით.
შეტყობინებას დაქვემდებარებული ზოონოზური დაავადების დიაგნოზის დასმისას, ან მასზე ეჭვის მიტანისას, ან მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის დადებითი შედეგის მიღებისას, სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი შეტყობინებას აგზავნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივ სამსახურში, ხოლო ვეტერინარული სერვისის მიმწოდებელი - სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოში (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №336 დადგენილება).
ეპიდკვლევას და მონაცემთა რეგისტრაციას დზეის-ში ახორციელებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახური და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები, რის შედეგადაც ვეტერინარული და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორისათვის რეალურ დროში ხდება მონაცემების გაზიარება.
საქართველოში სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული ზოონოზური დაავადებებია23: ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ლეპტოსპიროზი, ჰანტავირუსული ინფექციები, შავი ჭირი, ტულარემია, ჯილეხი, ბრუცელოზი, პოქსვირუსული ინფექციები (მ.შ. მაიმუნის ყვავილი), ბორელიოზი, ქუ ცხელება, რიკეტსიოზული დაავადებები, ლეიშმანიოზი, ფრინველის გრიპი და ცოფი.
უკანასკნელ წლებში, საქართველოში აღინიშნება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების, ჰანტავირუსული ინფექციების, ლეპტოსპიროზის, ქუ ცხელების და ბრუცელოზის შემთხვევების მატება, რაც დაკავშირებულია შემთხვევების აღრიხცვიანობის მოწერიგებასთან. 2022 წელს დაფიქსირდა აღნიშნული დაავადებების შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა. თუმცა, ზოგიერთი ინფექციებისთვის გასათვალისწინებელია გარემოს სხვადასხვა ფაქტორების ცვლილებები.
ცხრილი: ზოგიერთი ზოონოზური დაავადებების ახალი შემთხვევები24
| 2020 | 2021 | 2022 | |
|---|---|---|---|
| ყირიმ-კონგო | 19 | 24 | 49 |
| ჰანტავირუსული ინფექცია | 8 | 8 | 33 |
| ლეპტოსპიროზი | 153 | 129 | 254 |
| ქუ ცხელება | 4 | 9 | 16 |
| ბრუცელოზი | 119 | 130 | 217 |
| ცოფი | 2 | 2 |
ცხოველებში ზოონოზური დაავადებების პრევენციას (მაგ. ვაქცინაცია) შეუძლია როგორც ცხოველებში, ისე ადამიანებში ზოონოზური ინფექციების მკვეთრი შემცირება. საქართველოში, აღნიშნულის ნათელი მაგალითია ბრუცელოზი, ჯილეხი და ცოფი. ცხოველებში ცოფზე მასიური ვაქცინაციის შედეგად შემცირდა დაავადების შემთხვევები ცხოველებსა და ადამიანებში. 2022 წელს, 2013 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები ცხოველებში შემცირდა 73%-ით, ხოლო ადამიანებში 75%-ით. 2017 წელს დაწყებულმა მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ბრუცელოზის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანმა ვაქცინაციამ საგრძნობლად შეამცირა პირუტყვში და ადამიანებში ბრუცელოზის შემთხვევები. 2022 წელს, 2016 წელთან შედარებით, ბრუცელოზის შემთხვევების რაოდენობა ცხოველებში 23-ჯერ შემცირდა, ხოლო ადამიანებში 1.5-ჯერ. 2012 წელს დაწყებული ცხოველებში ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად, 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, ადამიანებში ჯილეხის შემთხვევები შემცირდა 83%-ით, ხოლო ცხოველებში 64%-ით.
უკანასკნელ წლებში, საქართველოში დაწყებულია სოფლის მეურნეობის ბიზნესოპერატორების ინსპექტირება, რომელიც ტარდება ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად და წარმოადგენს სურსათის უვნებლობის კონტროლის შეფასების ერთ-ერთ ინდიკატორს.
გრაფიკი: სოფლის მეურნეობის ბიზნესოპერატორების ინსპექტირების შედეგები
საქართველოში ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის გამოყენების წარმატებული მაგალითია ცხოველებში განხორციელებული ზოგიერთი დაავადების (ბრუცელოზი, ჯილეხი, ცოფი) საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციების შედეგად, ადამიანებში შესაბამისი ინფექციური დაავადებების ყოველწლიური ავადობის მაჩვენებელის შემცირება.
2018 წელს, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა ერთიანი ჯანმრთელობის სამმართველო, რომლის ფუნქციაა ზოონოზურ ინფექციებზე ეპიდზედამხედველობა ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით. მსგავსი სტრუქტურული ერთეული არ ჩამოყალიბებულა ვეტერინარიის სფეროში, რაც ამცირებს ინფორმაციის გაცვლისა და ერთიანი ღონისძიებების კოორდიანციის ეფექტიანობას. თუმცა, ამასთან, საქართველოში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ვეტერინართა ასოციაციები, რომელთაც შეუძლიათ ერთიანი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება თავიანთ წევრებს შორის.
უკანასკნელ წლებში, საქართველოში გაძლიერდა ამრ-ის საწინააღმდეგო აქტივობები. 2015 წელს, შეიქმნა ამრ-ის ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ - ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, დარგის ექსპერტები და პროფილური სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლები. 2016 წელს, ქართველი სპეციალისტების და ჯანმო-ს ექსპერტების მიერ შემუშავდა „ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია“. 2022 წლიდან კი, მიმდინარეობს სტრატეგიის განახლებაზე მუშაობა.
2019-2022 წლებში შემუშავდა და განახლდა მარეგულირებელი აქტები ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით25. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ხელშეწყობით, ქართველი ექსპერტების მიერ შემუშავდა ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) „ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში“26. 2017 წლიდან საქართველოს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში დკსჯეც ატარებს ანტიბიოტიკების გამოყენების, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების და ანტიმიკრობული რეზისტენტობის ერთმომენტიანი პრევალენტობის კვლევას.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლიდან დაიწყო ცოცხალ ცხოველებში და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებების სუბსტანციის და მათი ნარჩენების მონიტორინგის პროგრამა, 2020 წლიდან მონიტორინგის პროგრამა გავრცელდა ცხოველის საკვებზეც27. საცალო ვაჭრობის ქსელიდან ხორციელდება სურსათის ნიმუშების აღება Salmonella-ს კვლევის მიზნით. სურსათის ბიზნესოპერატორს აქვს ვალდებულება აწარმოოს ნიმუშების აღება და მათი კვლევა სალმონელას არსებობაზე28. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ასევე ხორციელდება ზოგიერთი ზოონოზის მონიტორინგი29 და საჭირო ინფორმაციის შეგროვება.
2.3. ერთიანი ჯანმრთელობის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები
2019-2022 წლებში, ჯანმო-ს და სხვა ორგანიზაციების ხელშეწყობით, საერთაშორისო მისიებმა შეაფასეს საქართველოში ზოონოზურ დაავადებებზე და ამრ-ის ზედამხედველობის სისტემები30. შეფასების შედეგად გამოვლენილ იქნა ძლიერი მხარეები და გამოწვევები.
ექსპერტთა შეფასებით, ქვეყანაში ფუნქციონირებს დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა (EIDSS) და დადგენილია შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებათა ჩამონათვალი31. ადამიანთა და ცხოველთა დაავადებების შეტყობინება დარეგულირებულია შესაბამისი კანონმდებლობით და კანონქვემდებარე აქტებით32. ეპიდაფეთქებებზე პასუხი ხორციელდება ერთობლივად - ვეტერინარული და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სექტორების მიერ. მიუხედავად აღნიშნულისა, ფერმებში არ არის დანერგილი ზოონოზური დაავადებების და ამრ-ის ადრეული გამოვლენის და რეაგირების სისტემები. ამას ემატება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო და ვეტერინარული სამსახურების ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე არასაკმარისი კოორდინაცია ეპიდზედამხედველობის საპასუხო ღონისძიებებთან მიმართებაში, რადგან არ არის ფორმალიზებული ზოონოზურ დაავადებებზე ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპებით ზედამხედველობის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები, რომელიც უფრო დროულს, მოქნილს და ეფექტურს გახდის რეაგირებას.
ახალი კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რეგიონულ და რაიონულ დონეზე, ერთიანი ჯანმრთელობის მიმართულებით კვალიფიციური ადამიანური რესურსების (საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები, ვეტერინარები) ნაკლებობა. ასევე აღსანიშნავია მათი კვალიფიკაციის დონე და შესაძლებლობების განვითარების საჭიროება, რადგან ზოონოზური დაავადებებისა და ამრ-ის მართვის მულტისექტორული სატრენინგო პროგრამები ნაკლებადაა დანერგილი. პირველადი ჯანდაცვის სისტემაში კი პრაქტიკულად არ ხორციელდება ამრ-ზე ზედამხედველობა. რეგიონებში სუსტად არის განვითარებული ან არ არსებობს კერძო ვეტერინარული მომსახურება.
ექსპერტთა შეფასებები აჩვენებს, რომ დაბალია მოსახლეობის, ვეტერინარული, სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პერსონალის ცნობიერების დონე ზოონოზური დაავადებების შესახებ. აღმოცენებადი ზოონოზური დაავადებების რისკების შეფასება ხშირად არ ხორციელდება ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით და დგას ადრეული შეტყობინებისა და სწრაფი რეაგირების სისტემის განვითარების საჭიროება.
ამრ-ის საწინააღმდეგო აქტივობები ხორციელდება სახელმწიფო და დონორული დაფინანსების ფარგლებში. ქვეყანა ჩართულია ჯანმო-ს გლობალური ამრ-ის ზედამხედველობის სისტემაში (GLASS) და ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის (CAESAR) ქსელში. თუმცა, მონაცემების შეგროვების კუთხით დიდი გამოწვევაა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლში, სასურსათო ჯაჭვში და პირველად წარმოებაში ამრ-ის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მექანიზმები პრაქტიკულად არ არის დანერგილი. ამასთან, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას არ გააჩნია სურსათში და ცხოველთა ფერმებიდან აღებულ ნიმუშებში ამრ-ის კვლევებზე შესაბამისი აკრედიტაცია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციიდან გამომდინარე, მიღებულია რეგულაციები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ფარგლებში. საქართველოს მთავარი ვეტერინარი ოფიცერი (CVO) ამავე დროს არის WOAH-ის დელეგატი, რაც უზრუნველყოფს ცხოველთა დაავადებების შესახებ (მათ შორის ზოონოზური) საერთაშორისო დონეზე ურთიერთინფორმირებულობასა და თანამშრომლობას. შექმნილია და ფუნქციონირებს ცხოველებისა და მათგან წარმოებული პროდუქტების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მათ მიკვლევადობას. მიუხედავად ამისა, გარემოსდაცვითი მონაცემთა ბაზები არ არის დაკავშირებული დაავადებათა მონაცემთა ბაზებთან და არ ხორციელდება ზოონოზური დაავადებების რისკების ყოველწლიური მულტისექტორული შეფასება.
2.4. SWOT ანალიზი
სიტუაციის ანალიზისთვის გამოყენებული იქნა SWOT ანალიზი. დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრებისა და ფოკუს ჯგუფების მეშვეობით, განხორციელდა ერთიანი ჯანმრთელობის სისტემის მიმართულებით ძლიერი და სუსტი მხარეების, აგრეთვე არსებული შესაძლებლობებისა და პოტენციური საფრთხეების შეფასება (SWOT ანალიზი). 2022 წლის 16 აგვისტოს, ჩატარდა ერთიანი ჯანმრთელობისადმი მიძღვნილი მულტისექტორული შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოში ადამიანების და ცხოველების ჯანმრთელობის და მათთან დაკავშირებული ეკოსისტემების გამოწვევები. 2022 წლის დეკემბრის განმავლობაში, ელექტრონულ ფორმატში გაგრძელდა მსჯელობა სეს-ის და სმსლ-ის ექსპერტებთან ერთად SWOT ანალიზის ზოგიერთი პუნქტების დასაზუსტებლად. საბოლოოდ, ერთიანი ჯანმრთელობის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები შეთანხმებულ იქნა 2023 წლის 18 იანვარს.
ძლიერი მხარე
|
სუსტი მხარე
|
|---|---|
შესაძლებლობები
ზოონოზური ინფექციების შესწავლა გადამტანების, რეზერვუარების, გარემოს და რისკ ფაქტორების ერთიანი ჯანმრთელობის ჭრილში |
საფრთხეები
|
2.5. მარეგულირებელი ჩარჩოს ანალიზი
ერთიან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო აქტები, რომელთა ფარგლებშიც რეგულირდება ზოონოზური დაავადებებისა და ამრ-ის ზედამხედველობა, შემდეგია:
1. საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;
2. საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;
3. საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;
4. საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“;
5. საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ადამიანთა და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ზოოანთროპონოზული დაავადებებისა და ტოქსიკოინფექციებისაგან დაცვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად შეიმუშავებს სათანადო პროგრამებს და ახორციელებს ურთიერთშეთანხმებულ ღონისძიებებს, ადგენს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხას და შეიმუშავებს განსაკუთრებით გავრცელებული გადამდები და არაგადამდები დაავადებების, მათ შორის, ენდემური დაავადებების, ეპიდემიოლოგიური შესწავლის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ღონისძიებებს33.
ზოონოზური დაავადებისაგან მოსახლეობის დასაცავად დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ინფორმირების წესი განისაზღვრება ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესით. აღნიშნული დაავადებების გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ატარებენ ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებებს34.
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპები და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მექანიზმები განისაზღვრება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით.
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის უფლებას და აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას, ისევე როგორც სახელმწიფო იცავს პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება (მუხლი 12).
ექიმის მოვალეობები და საქმიანობა, ასევე პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდების წესები რეგლირდება საქართველოს კანონით „საექიმო საქმიანობის შესახებ“.
ერთიანი ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზანი და ამოცანები
მიზანი
ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით ზოონოზური დაავადებების, ამრ-ისა და საკვების უვნებლობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის, დეტექციისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერების შედეგად, მოსახლეობის, ცხოველებისა და ეკოსისტემის ჯანმრთელობის გაუმჯობესება
ამოცანები
ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის მულტისექტორული დანერგვის ხელშეწყობა
აღმოცენებად ზოონოზურ დაავადებებთან დაკავშირებული რისკების პრევენციის და რეაგირების სისტემის გაუმჯობესება
ენდემური ზოონოზური დაავადებების მართვის გაუმჯობესება
სურსათის უვნებლობის რისკების პრევენციისა და პასუხის სისტემის გაუმჯობესება
ამრ-ის კონტროლის გაუმჯობესება ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების გამოყენებით
ეკოსისტემებისა და გარემოს ჯანმრთელობის ინტეგრირების ხელშეწყობა ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაში
მიზნისა და ამოცანების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მულტისექტორული თანამშრომლობით, რისთვისაც ჩამოყალიბდება ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომების იმპლემენტაციის საკოორდინაციო კომიტეტი.
აღმოცენებად ზოოზონურ დაავადებებთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით განხორციელდება მათი პრიორიტეტიზაცია და დაიწყება კვლევები მათი ტრანსმისიის, გადამტანების, რეზერვუარების და რისკ-ფაქტორების აღრიცხვიანობის გაუმჯობესებისთვის. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შემუშავდება/გადაიხედება მულტისექტორული პრევენციული ღონისძიებები.
ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ფერმებში და მათ მომსახურე პერსონალში ზოონოზური და გადამტანებით გადაცემად დაავადებებზე ზედამხედველობის, მათი ადრეული გამოვლენისა და რეაგირების სისტემების დანერგვა. გაუმჯობესდება ჯანმრთელობის დაცვისა და ვეტერინარიის სექტორებს შორის ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი ინფექციების შესახებ ინფორმაციის/მონაცემთა გაცვლა.
ენდემური ზოონოზური დაავადებების მართვის მიზნით, დაიწყება პრიორიტეტული ენდემური ზოონოზური, გადამტანებით გადაცემადი, პროტოზოული და ჰელმინთოზური ინფექციებით დაავადების რისკების ყოველწლიური ერთობლივი შეფასება და დაავადებების კერებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ყოველწლიურად ჩატარდება ცნობიერების ამაღლების კამპანიები. სამედიცინო, ვეტერინარულ, გარემოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შემსწავლელი სხვა დარგების სასწავლო კურიკულუმებში ინტეგრირდება ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა და მოხდება სამედიცინო პერსონალის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების და ვეტერინარების ცოდნის საბაზისო დონის ამაღლება.
განხორციელდება სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის აკრედიტაცია სურსათში და ცხოველთა ფერმებიდან აღებულ ნიმუშებში ამრ-ის კვლევებზე.
შემუშავდება სამართლებრივი ბაზა კომპენსაციის გაცემის მექანიზიმებისთვის საწარმოში/ფერმებში (პირველად წარმოებებში) სალმონელას და სხვა პათოგენების აღმოჩენის შემთხვევაში.
განხორციელდება ეკოსისტემებისა და გარემოს ჯანმრთელობის ჩართვა ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაში, რაც გულისხმობს გარემოსდაცვითი მონაცემთა ბაზების შექმნას და მათ დაკავშირებას დაავადებათა მონაცემთა ბაზებთან. შემუშავდება მულტისექტორული ერთობლივი სახელმძღვანელო „ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვა“. განხორციელდება კლიმატისადმი მოწყვლად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების, მათ შორის ჩამდინარე წყლების, დაბინძურების პრევენციის, შემცირების და კონტროლის ხელშეწყობის შესახებ. ჩატარდება ტრენინგები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი სამსახურების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა უწყებების წარმომადგენლებისთვის ერთიანი ჯანმრთელობის კონტექსტში გარემოს და ჯანმრთელობის სფეროებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთიანი ჯანმრთელობის სისტემის განვითარების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება ზოონოზური დაავადებების, ამრ-ისა და საკვების უვნებლობასთან დაკავშირებული რისკების პრევენცია, დაიხვეწება მათი იდენტიფიცირების სისტემა და გაძლიერდება რეაგირების შესაძლებლობების მექანიზმები.
ბიუჯეტი
სამოქმედო გეგმის საპროგნოზო ბიუჯეტი შეადგენს 34,806,100 ლარს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება 31,383,600 ლარი (90.2%), საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ 800,000 ლარი (2.3%), ხოლო 2,622,500 ლარი (7.5%) წარმოადგენს არასაკმარის რესურსს.
სამოქმედო გეგმა განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების ასიგნებების ფარგლებში, რომელიც საფუძვლად უდევს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებას. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელებისთვის, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების ჩართულობა.
სამოქმედო გეგმის განხორციელება
სამოქმედო გეგმა განხორციელდება „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილების და მისი დანართების ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
პასუხისმგებლობა სამოქმედო გეგმის ეფექტიან განხორციელებაზე გადანაწილდება სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტს შორის, მათი მანდატებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით.
გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო სექტორებს შორის. გამომდინარე აქედან, გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელ და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ჩართული იქნება სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო; სსიპ − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია; სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც უფლებამოსილი იქნება ზედამხედველობა გეგმის განხორციელების ზედამხედველობაზე და უზრუნველყოსფს მაღალი დონის კოორდინაციას, ასევე განიხილავს და მოიწონებს მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშებს. საბჭო ვალდებულია, შეიკრიბოს მინიმუმ წელიწადში ერთხელ.
სამოქმედო გეგმის განხორციელების მაკორდინირებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტი, სადაც ტექნიკურ დონეზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და სირთულეების იდენტიფიცირება; იმპლემენტაციის ზოგადი პროგრესის მონიტორინგი; ასევე, პასუხისმგებელ დაწესებულებებს შორის გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემური საკითხების გადაწყვეტის კოორდინაცია; მიმდინარე და წლიური ანგარიშების წარდგენა საკოორდინაციო საბჭოსთვის. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია შეიკრიბოს მინიმუმ ექვს თვეში ერთხელ.
საკოორდინაციო მექანიზმის ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭიროა ეფექტური, კვალიფიციური და საჭირო რესურსებით აღჭურვილი სამდივნო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტი). სამდივნოს ძირითადი ამოცანებია: ტექნიკურ დონეზე საკოორდინაციო მექანიზმის ფუნქციონირების ხელშეწყობა; განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის რეგულარულად შეგროვება ჩართული უწყებებისგან; საჭირო ანგარიშების რეგულარულად მომზადება; კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და დონორებთან მათთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად; მთავრობის ვებგვერდზე დამტკიცებული საჯარო ანგარიშების გამოქვეყნება; რეგულარული მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა დაწესებულებებისთვის მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესში.
სხვა დაინტერესებული მხარეები (არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, საექსპერტო წრეები, კერძო სექტორი და სამეცნიერო წრეები) ასევე ჩაერთვებიან გეგმის განხორციელების პროცესში. საჯარო ფორუმს, სადაც აღნიშნულ აქტორებს შეუძლიათ შეხვედრა და სტრატეგიის განხორციელების განხილვა, წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს რეგულარული შეხვედრები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას, ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გეგმის განხორციელების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ და მიიღოს საზოგადოების პასუხი სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით.
საჭიროებისას, სამოქმედო გეგმაში ცვლილებების ინიცირების საშუალება ექნება ყველა დაინტერესებულ მხარეს. ცვლილებების პროექტი უნდა წარედგინოს სამოქმედო გეგმის სამდივნოს, რომელიც ასევე, პასუხისმგებელია მისი საჯარო განხილვების კორდინაციასა და ყველა მხარესთან შეთანხმებული ცვლილებების დამტიცების უზრუნველყოფაზე.
მონიტორინგი და შეფასება
ერთიანი ჯანმრთელობის სისტემის განვითარების 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილი ამოცანების შედეგების მიღწევის და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულების პროგრესის დადგენის მიზნით, განხორციელდება სამოქმედო გეგმის რეგულარული მონიტორინგი.
სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და რეგულარული მონიტორინგის ანგარიშების მომზადების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტი.
განხორციელების წლიური ანგარიში შემუშავდება ყოველი წლის თებერვალში. სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მონაწილე უწყებებს აქვთ ერთთვიანი ვადა ანგარიშგება მოახდინონ სამდივნოს წინაშე.
ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე.
6 თვის პროგრესის ანგარიშების საფუძველზე, სამინისტრო მოამზადებს მონიტორინგის ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც ძირითადად წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელებული აქტივობების შედეგების შესახებ.
გეგმის იმპლემენტაციის სტატუსი შეფასდება პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოში მოწოდებული პრინციპის თანახმად:
| სტატუსი | პროგრესის შესაბამისად | ფერი |
|---|---|---|
| არ დაწყებულა | 0% | |
| ნაწილობრივ შესრულდა | 1%-50% | |
| მეტწილად შესრულდა | 51%-99% | |
| განხორციელდა | 100% | |
| განხორციელდა დაგვიანებით | 100% | |
| გაუქმებულია | 0%-99% | |
| შეჩერებულია | 0%-99% |
რუტინული მონიტორინგის გარდა, სამოქმედო გეგმის სისტემატური შეფასება განხორციელდება დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე დაკვირვების მიზნით, განხორციელების პროცესში ხარვეზების გამოვლენისა და გეგმის დარგობრივი მიმართულებების განვითარებაზე ზეგავლენის შესაფასებლად.
სამოქმედო გეგმის შეფასება განხორციელდება 2026 წლის ივლისში, როდესაც სრულად იქნება ხელმისაწვდომი ლოგიკურ ჩარჩოში წარმოდგენილი მაჩვენებლები და მასთან დაკავშირებული მონაცემები. შეფასების მასშტაბი დამოკიდებული იქნება შესაბამის პერიოდში ხელმისაწვდომ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებზე. შეფასება განხორციელდება შიდა რესურსებით ან დამოუკიდებელი ექსპერტების ან შესაბამისი პროფილის ორგანიზაციების მიერ.
| # | ანგარიშის ტიპი | პერიოდი/ვადა | პასუხისმგებელი უწყება |
|---|---|---|---|
| 1 | აგდ სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თითოეული აქტივობის სტატუსის შესახებ ანგარიში (სტატუსანგარიში) | 2023 წლის დეკემბერი და შემდეგ ყოველ 6 თვეში ერთხელ | სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული განმახორციელებელი უწყებები |
| 2 | ანგარიში აქტივობების საერთო პროგრესის შესახებ (პროგრესანგარიში) | ყოველ 6 თვეში ერთხელ, სტატუსანგარიშის მომზადების შემდეგ | დკსჯეც |
| 3 | ამოცანების შედეგის ინდიკატორების შედეგების წლიური ანგარიში | საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის თებერვალი | დკსჯეც |
| 4 | საბოლოო შეფასების ანგარიში | 2026 წლის ივლისი | დკსჯეც |
მონიტორინგისა და შეფასების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის კოორდინაციას ახორციელებს დკსჯეც მათი მიმართვის საფუძველზე.
ლოგიკური ჩარჩო და სამოქმედო გეგმა
| ხედვა | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| მიზანი 1: | ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით ზოონოზური დაავადებების, ამრ-ისა და საკვების უვნებლობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის, დეტექციისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერების შედეგად, მოსახლეობის, ცხოველებისა და ეკოსისტემის ჯანმრთელობის გაუმჯობესება | მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) კავშირი: | მიზანი 3 | ||||
| გავლენის ინდიკატორი 1.1: | გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინდექსი | საბაზისო | სამიზნე | დადასტურების წყარო | |||
| შუალედური | საბოლოო | ||||||
| წელი | 2021 | 2024 | 2025 | https://www.ghsindex.org/country/georgia/ | |||
| მაჩვენებელი | 53 ქულა | 55 ქულა | 57 ქულა | ||||
| ამოცანა 1.1 | ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის მულტისექტორული დანერგვის ხელშეწყობა | ||||||
| ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.1.1 | ზოონოზური დაავადებების ეპიდაფეთქებების ხვედრითი წილი, როდესაც დკსჯეც-ის და სეს-ის მიერ ერთობლივად და დროულად იქნა ჩატარებული ეპიდკვლევა | საბაზისო | სამიზნე | დადასტურების წყარო | |||
| შუალედური | საბოლოო | ||||||
| წელი | 2023 | 2024 | 2025 | ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით ერთობლივი ინტერსექტორული ანგარიშები | |||
| მაჩვენებელი | ეპიდაფეთქებების 50%-ში კვლევა ერთობლივად და დროულად იქნა ჩატარებული | ეპიდაფეთქებების 75%-ში კვლევა ერთობლივად და დროულად იქნა ჩატარებული | ეპიდაფეთქებების 90%-ში კვლევა ერთობლივად და დროულად იქნა ჩატარებული | ||||
| რისკი: | ფინანსური რესურსების ნაკლებობა, გამოწვეული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების შეფერხებით ან დონორების დაფინანსების შემცირებით, პრიორიტეტების შეცლა ეროვნულ თუ სექტორულ დონეზე | ||||||
| ამოცანა 1.2 | აღმოცენებად ზოონოზურ დაავადებებთან დაკავშირებული რისკების პრევენციის და რეაგირების სისტემის გაუმჯობესება | ||||||
| ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.2.1 | საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან/და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, საქართველოში აღმოცენებადი ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი შეტყობინებას დაქვემდებარებული იმ დაავადებების ხვედრითი წილი, რომლებშიც დადგენილია რისკ ფაქტორები | საბაზისო | სამიზნე | დადასტურების წყარო | |||
| შუალედური | საბოლოო | ||||||
| წელი | 2023 | 2024 | 2025 | საერთაშორისო/ პარტნიორული პროექტების შუალედური და შესრულების შესახებ ანგარიშები | |||
| მაჩვენებელი | 60% | 70% | 80% | ||||
| რისკი: | ფინანსური რესურსების ნაკლებობა, გამოწვეული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების შეფერხებით ან დონორების დაფინანსების შემცირებით, გეგმის განხორციელების მიმართულებით ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა | ||||||
| ამოცანა 1.3 | ენდემური ზოონოზური დაავადებების მართვის გაუმჯობესება | ||||||
| ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.3.1 | ა) ბრუცელოზის ინციდენტობა 100,000 მოსახლეზე ბ) ჯილეხის ინციდენტობა 100,000 მოსახლეზე გ) ცოფის ინციდენტობა 100,000 მოსახლეზე |
საბაზისო | სამიზნე | დადასტურების წყარო | |||
| შუალედური | საბოლოო | ||||||
| წელი | 2022 | 2024 | 2025 | დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ცნობარი | |||
| მაჩვენებელი | ა) 6.05 ბ) 0.65 გ) 0.03 |
ა) 5.0 ბ) 0.1 გ) 0 |
ა) 3.5 ბ) 0.05 გ) 0 |
||||
| რისკი: | ფინანსური რესურსების ნაკლებობა, გამოწვეული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების შეფერხებით ან დონორების დაფინანსების შემცირებით, პრიორიტეტების შეცლა ეროვნულ თუ სექტორულ დონეზე | ||||||
| ამოცანა 1.4 | სურსათის უვნებლობის რისკების პრევენციისა და პასუხის სისტემის გაუმჯობესება | ||||||
| ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.4.1 | ინსპექტირებული ბიზნესოპერატორების პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც შესაბამისობაშია სურსათის უვნებლობის შესაბამის რეგულაციებთან | საბაზისო | სამიზნე | დადასტურების წყარო | |||
| შუალედური | საბოლოო | ||||||
| წელი | 2022 | 2024 | 2025 | სეს-ის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ერთიანი ელექტრონული პროგრამა (ბაზა) | |||
| მაჩვენებელი | 18% | 21% | 24% | ||||
| რისკი: | საგანგებო ან/და კრიზისული მდგომარეობის არსებობამ შესაძლოა შეაფერხოს დაინტერესებულ უწყებებს შორის კომუნიკაცია. სურსათის უვნებლობის სფეროში ახალი ნორმატიული აქტების ამოქმედებამ და შესაბამისად, სურსათის ბიზნეს ოპერატორების მიმართ ახალად წარმოქმნილმა მოთხოვნებმა, შესაძლებელია გავლენა იქონიოს შუალედური და საბოლოო სამიზნე მაჩვენებლების შესრულებაზე. | ||||||
| ამოცანა 1.5 | ამრ-ის კონტროლის გაუმჯობესება ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების გამოყენებით | ||||||
| ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.5.1 | სამედიცინო პერსონალს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებს და ვეტერინართა ტრენინგის შედეგად, ამრ-ის ცოდნის შესახებ, პრე- და პოსტ-ტესტირებას შორის პროცენტული სხვაობა | საბაზისო | სამიზნე | დადასტურების წყარო | |||
| შუალედური | საბოლოო | ||||||
| წელი | 2023 | 2024 | 2025 | დკსჯეც-ის და სეს-ის ტრენინგის ოქმები და ანგარიშები | |||
| მაჩვენებელი | განისაზღვრა სამედიცინო პერსონალის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების და ვეტერინარების ცოდნის დონე ამრ-ის შესახებ, პრე-ტესტის საშუალებით | სამედიცინო პერსონალს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებს და ვეტერინართა შორის ამრ-ის შესახებ ცოდნის დონის პროცენტული სხვაობა აღემატება 30%-ს საბაზისო წელთან შედარებით | სამედიცინო პერსონალს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებს და ვეტერინართა შორის ამრ-ის შესახებ ცოდნის დონის პროცენტული სხვაობა აღემატება 20%-ს შუალედურ სამიზნესთან შედარებით | ||||
| რისკი: | ფინანსური რესურსების ნაკლებობა, გამოწვეული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების შეფერხებით ან დონორების დაფინანსების შემცირებით, პრიორიტეტების შეცლა ეროვნულ თუ სექტორულ დონეზე | ||||||
| ამოცანა 1.6 | ეკოსისტემებისა და გარემოს ჯანმრთელობის ინტეგრირების ხელშეწყობა ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაში | ||||||
| ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.6.1 | საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი სამსახურების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა უწყებების წარმომადგენლების ტრენინგის შედეგად, გარემოს როლის შესახებ ამრ-ის და ზოონოზური დაავადებების ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის კონტექსტში, პრე- და პოსტ-ტესტირებას შორის პროცენტული სხვაობა | საბაზისო | სამიზნე | დადასტურების წყარო | |||
| შუალედური | საბოლოო | ||||||
| წელი | 2023 | 2024 | 2035 | დკსჯეც-ის ტრენინგის ოქმები და ანგარიშები | |||
| მაჩვენებელი | განისაზღვრა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი სამსახურების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა უწყებების წარმომადგენლების ცოდნის დონე გარემოს როლის შესახებ ამრ-ის და ზოონოზური დაავადებების ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის კონტექსტში, პრე-ტესტის საშუალებით | საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი სამსახურების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა უწყებების წარმომადგენელთა შორის გარემოს როლის შესახებ ამრ-ის და ზოონოზური დაავადებების ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის კონტექსტში, ცოდნის დონის პროცენტული სხვაობა აღემატება 30%-ს საბაზისო წელთან შედარებით | საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი სამსახურების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა უწყებების წარმომადგენელთა შორის გარემოს როლის შესახებ ამრ-ის და ზოონოზური დაავადებების ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის კონტექსტში, ცოდნის დონის პროცენტული სხვაობა აღემატება 20%-ს შუალედურ სამიზნესთან შედარებით | ||||
| რისკი: | ფინანსური რესურსების ნაკლებობა, გამოწვეული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების შეფერხებით ან დონორების დაფინანსების შემცირებით, პრიორიტეტების შეცლა ეროვნულ თუ სექტორულ დონეზე | ||||||
| აქტივობა | აქტივობის შედეგის ინდიკატორი | დადასტურების წყარო | პასუხისმგებელი უწყება | პარტნიორი უწყება | შესრულების ვადა | ბიუჯეტი (ლარი) |
დაფინანსების წყარო | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| სახ. ბიუჯეტი | სხვა | დეფი-ციტი | |||||||||||
| ოდენობა (ლარი) | კოდი | ოდენობა (ლარი) | ორგანი-ზაცია | ||||||||||
| ამოცანა 1.1. ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის მულტისექტორული დანერგვის ხელშეწყობა | |||||||||||||
| 1.1.1 | ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკოორდინაციო ჯგუფის / კომიტეტის და სხვადასხვა მონაწილე მხარეების მიერ განხორციელებული საქმიანობის ჰარმონიზების ხელშეწყობისთვის კოორდინაციის მექანიზმების შექმნა | 1.1.1.1 | შექმნილია სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკოორდინაციო ჯგუფი/კომიტეტი და დამტკიცებულია დებულება | საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული: - ეროვნული სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო ჯგუფი/კომიტეტის შემადგენლობა და დებულება |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | საქართველოს მთავრობა | IV კვარტალი, 2023 | ადმინისტრაციული ხარჯი | |||||
| 1.1.2 | ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის ფუნქციონირებისათვის საჭირო მულტისექტორული, ინსტიტუციონალური (სტრუქტურული), ადამიანური და სხვა რესურსების შეფასება | 1.1.2.1 | ჩატარებულია სიტუაციური ანალიზი ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით | ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსების შეფასების ანგარიში | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | IV კვარტალი, 2024 | 135 000 | 135 000 | |||||
| სულ | 135 000 | 135 000 | |||||||||||
| აქტივობა | აქტივობის შედეგის ინდიკატორი | დადასტურების წყარო | პასუხისმგებელი უწყება | პარტნიორი უწყება | შესრულების ვადა | ბიუჯეტი (ლარი) |
დაფინანსების წყარო | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| სახ. ბიუჯეტი | სხვა | დეფიციტი | |||||||||||
| ოდენობა (ლარი) | კოდი | ოდენობა (ლარი) | ორგანი-ზაცია | ||||||||||
| ამოცანა 1.2. აღმოცენებად ზოონოზურ დაავადებებთან დაკავშირებული რისკების პრევენციის და რეაგირების სისტემის გაუმჯობესება | |||||||||||||
| 1.2.1 | საქართველოსთვის პრიორიტეტული აღმოცენებადი და ახლად აღმოცენებადი ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების შესწავლის მიმართულებების განსაზღვრა | 1.2.1.1 | შემუშავებულია საქართველოსთვის პრიორიტეტული აღმოცენებადი ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების სია და მათი კვლევის მიმართულებები | დკსჯეც-ის ბრძანება პრიორიტეტული აღმოცენებადი ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების სიის დამტკიცების შესახებ | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | სსიპ - ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი | IV კვარტალი, 2024 | 67 500 | 67 500 | ||||
| 1.2.2 | პრიორიტეტული აღმოცენებადი ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების ტრანსმისიის, გადამტანების, რეზერვუარების და რისკ-ფაქტორების აღრიცხვიანობის გაუმჯობესების მიზნით კვლევების ჩატარება | 1.2.2.1 | ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით, ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების ტრანსმისიის, გადამტანების, რეზერვუარების და რისკ-ფაქტორების შესასწავლად ჩატარებულია არანაკლებ 5 კვლევისა | პრიორიტეტული აღმოცენებადი ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების ტრანსმისიის გადამტანების, რეზერვუარების და რისკ ფაქტორების შესწავლის მიზნით ჩატარებული ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით კვლევების ანგარიშები |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | IV კვარტალი, 2025 | 1 800 000 | 800 000 | CDC, DTRA | 1 000 000 | |||
| 1.2.3 | პრიორიტეტული აღმოცენებადი ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების ტრანსმისიისა და რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, ახალი მულტისექტორული პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და უკვე ცნობილის გადახედვა ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით | 1.2.3.1 | შემუშავებულია/ გადახედილია პრიორიტეტული აღმოცენებადი ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების პრევენციული ღონისძიებების დოკუმენტი ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით | დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული იდენტიფიცირებული პრიორიტეტული აღმოცენებადი ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების პრევენციული ღონისძიებების დოკუმენტი; | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | სსიპ - ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი | IV კვარტალი, 2025 | 31,383,600 | 31,383,600 | 27 03 02 02; 27 03 02 03; 31 02 03 |
|||
| 1.2.4 | სახელმძღვანელოს „ზოონოზურ დაავადებებზე ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპებით ზედამხედველობა“ შემუშავება | 1.2.4.1 | შემუშავებულია, სახელმძღვანელო „ზოონოზურ დაავადებებზე ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპებით ზედამხედველობა“ | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გაიდლაინი „ზოონოზურ დაავადებებზე ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპებით ზედამხედველობა“ |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | IV კვარტალი, 2025 | 90 000 | 90 000 | |||||
| 1.2.5 | ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით, ფერმებში და მათ მომსახურე პერსონალში ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი დაავადებებზე ზედამხედველობის, მათი ადრეული გამოვლენისა და რეაგირების სისტემების დანერგვა | 1.2.5.1 | მინიმუმ 5 ფერმაში და მათ მომსახურე პერსონალში (თითოში არანაკლებ 10 პირისა) გამოვლენილი ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების რაოდენობა; შესაბამისი უწყებების მიერ ერთობლივად და დროულად ჩატარებული ეპიდკვლევების რაოდენობა (წლიურად 3 ეპიდ კვლევა) |
ფერმებში და მათ მომსახურე პერსონალში ზოონოზური და გადამტანებით გადაცემად დაავადებებზე ზედამხედველობის დოკუმენტი, დამტკიცებული დკსჯეც-ის დირექტორის ბრძანებით | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | IV კვარტალი, 2025 | 300 000 | 300 000 | |||||
| სულ | 33,641,100 | 31,383,600 | 800 000 | 1 457 500 | |||||||||
| აქტივობა | აქტივობის შედეგის ინდიკატორი | დადასტურების წყარო | პასუხისმგებელი უწყება | პარტნიორი უწყება | შესრულების ვადა | ბიუჯეტი (ლარი) |
დაფინანსების წყარო | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| სახ. ბიუჯეტი | სხვა | დეფი-ციტი | |||||||||||
| ოდენობა (ლარი) | კოდი | ოდენობა (ლარი) | ორგანი-ზაცია | ||||||||||
| ამოცანა 1.3. ენდემური ზოონოზური დაავადებების მართვის გაუმჯობესება | |||||||||||||
| 1.3.1. | პრიორიტეტული ენდემური ზოონოზური, გადამტანებით გადაცემადი, პროტოზოული და ჰელმინთოზური ინფექციებით დაავადების რისკების ყოველწლიური ერთობლივი შეფასება | 1.3.1.1 | პასუხისმგებელი უწყებების მიერ წელიწადში ერთხელ ერთობლივად შეფასებულია პრიორიტეტული ენდემური ზოონოზური, გადამტანებით გადაცემადი, პროტოზოული და ჰელმინთოზური ინფექციებით დაავადების რისკები | პასუხისმგებელი უწყებების მიერ პრიორიტეტული ენდემური ზოონოზური, გადამტანებით გადაცემადი, პროტოზოული და ჰელმინთოზური ინფექციებით დაავადების რისკების ერთობლივად შეფასების ყოველწლიური ანგარიშები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | IV კვარტალი, 2025 | 90 000 | 90 000 | ||||
| 1.3.2. | პრიორიტეტული ენდემური ზოონოზური, გადამტანებით გადაცემადი, პროტოზოული და ჰელმინთოზური დაავადებების კერებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლების კამპანიების ყოველწლიურად ჩატარება | 1.3.2.1 | მოსახლეობისთვის პრიორიტეტული ენდემური ზოონოზური, გადამტანებით გადაცემადი, პროტოზოული და ჰელმინთოზური დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრების რაოდენობა (წელიწადში მინიმუმ ერთხელ); მომზადებული ბუკლეტების რაოდენობა (არანაკლებ 2000) გავრცელების აქტიური სეზონი ან/და ავადობის მატების დროს კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში ან ქვეყნის მასშტაბით საცნობარო ბუკლეტები დარიგებულია | დაბეჭდილი ბუკლეტები; შეხვედრის ოქმები |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | IV კვარტალი, 2025 | 120 000 | 120 000 | |||||
| 1.3.3. | ენდემური ზოონოზური, გადამტანებით გადაცემადი, პროტოზოული და ჰელმინთოზური დაავადებების შესახებ სამედიცინო პერსონალის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების და ვეტერინარების ცოდნის საბაზისო დონის ამაღლება (ტრენინგების საშუალებით) | 1.3.3.1 | ენდემური ზოონოზური, გადამტანებით გადაცემადი, პროტოზოული და ჰელმინთოზური დაავადებების შესახებ ტრენინგი ყოველწლიურად ჩაუტარდა მინიმუმ 50 სამედიცინო პერსონალს, 20 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტს და 20 ვეტერინარს |
ტრენინგის ოქმები და ანგარიშები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | IV კვარტალი, 2025 | 120 000 | 120 000 | |||||
| 1.3.4. | ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის სამედიცინო, ვეტერინარულ, გარემოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შემსწავლელი სხვა დარგების სასწავლო კურიკულუმებში შეტანა | 1.3.4.1 | დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა და შემუშავებული/ განახლებული სასწავლო კურიკულუმების რაოდენობა (მინიმუმ 5 შეხვედრა, მინიმუმ 2 სასწავლო კურიკულუმი) | შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების ოქმები; | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | IV კვარტალი, 2025 | 40 000 | 40 000 | ||||
| სულ | 370 000 | 370 000 | |||||||||||
| აქტივობა | აქტივობის შედეგის ინდიკატორი | დადასტურების წყარო | პასუხისმგებელი უწყება | პარტნიორი უწყება | შესრულების ვადა | ბიუჯეტი (ლარი) |
დაფინანსების წყარო | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| სახ. ბიუჯეტი | სხვა | დეფი-ციტი | |||||||||||
| ოდენობა (ლარი) | კოდი | ოდენობა (ლარი) | ორგანი-ზაცია | ||||||||||
| ამოცანა 1.4. სურსათის უვნებლობის რისკების პრევენციისა და პასუხის სისტემის გაუმჯობესება | |||||||||||||
| 1.4.1. | ბიზნესოპერატორის ან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საწარმოში/ფერმებში (პირველად წარმოებებში) სალმონელას და სხვა პათოგენების აღმოჩენის შემთხვევაში კომპენსაციის მექანიზმის სამართლებრივი ბაზის შემუშავება | 1.4.1.1 | შემუშავებულია სალმონელას და სხვა პათოგენის აღმოჩენის შემთხვევაში კომპენსაციის მექანიზმი | დამტკიცებული მთავრობის დადგენილება/კანონის ცვლილება კომპენსაციის მექანიზმის შესახებ | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | IV კვარტალი, 2025 | 20 000 | 20 000 | |||||
| 1.4.2. | სასურსათო ჯაჭვში და პირველად წარმოებაში მონიტორინგის გეგმის შემუშავება/განხორციელება მ.შ. ამრ-ის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით | 1.4.2.1 | შემუშავებულია/განახლებულია მონიტორინგის გეგმა | საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ამრ-ის შესახებ შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით სასურსათო ჯაჭვში და პირველად წარმოებაში მონიტორინგის გეგმა | სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო | საქართველოს მთავრობა | IV კვარტალი, 2025 | ადმინისტრაციული ხარჯი | |||||
| სულ | 20 000 | 20 000 | |||||||||||
| აქტივობა | აქტივობის შედეგის ინდიკატორი | დადასტურების წყარო | პასუხისმგებელი უწყება | პარტნიორი უწყება | შესრულების ვადა | ბიუჯეტი (ლარი) |
დაფინანსების წყარო | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| სახ. ბიუჯეტი | სხვა | დეფი-ციტი | |||||||||||
| ოდენობა (ლარი) | კოდი | ოდენობა (ლარი) | ორგანი-ზაცია | ||||||||||
| ამოცანა 1.5. ამრ-ის კონტროლის გაუმჯობესება ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების გამოყენებით | |||||||||||||
| 1.5.1. | ამრ-თან მიმართებაში, ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის საკითხებზე სამედიცინო პერსონალის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების და ვეტერინარების საბაზისო ცოდნის დონის ამაღლება | 1.5.1.1 | ტრენინგი ყოველწლიურად ჩაუტარდა მინიმუმ 50 სამედიცინო პერსონალს, 20 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტს და 20 ვეტერინარს | ტრენინგის ოქმები და ანგარიშები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | IV კვარტალი, 2025 | 120 000 | 120 000 | |||||
| 1.5.2. | სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის აკრედიტაცია სურსათში და ცხოველთა ფერმებიდან აღებულ ნიმუშებში ამრ-ის კვლევებზე | 1.5.2.1 | სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიიას გააჩნია აკრედიტაცია ამრ-ის კვლევაზე სურსათსა და ცხოველთა ნიმუშებში | სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის აკრედიტაცვიის სერტიფიკატი/დიპლომი სურსათში და ცხოველთა ფერმებიდან აღებულ ნიმუშებში ამრ-ის კვლევებზე | სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია | IV კვარტალი, 2024 | ადმინისტრაციული ხარჯი | ||||||
| სულ | 120 000 | 120 000 | |||||||||||
| აქტივობა | აქტივობის შედეგის ინდიკატორი | დადასტურების წყარო | პასუხისმგებელი უწყება | პარტნიორი უწყება | შესრულების ვადა | ბიუჯეტი (ლარი) |
დაფინანსების წყარო | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| სახ. ბიუჯეტი | სხვა | დეფი-ციტი | |||||||||||
| ოდენობა (ლარი) | კოდი | ოდენობა (ლარი) | ორგანი-ზაცია | ||||||||||
| ამოცანა 1.6. ეკოსისტემებისა და გარემოს ჯანმრთელობის ინტეგრირების ხელშეწყობა ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაში | |||||||||||||
| 1.6.1. | მულტისექტორული ერთობლივი სახელმძღვანელოს „ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვა“ შემუშავება | 1.6.1.1 | შემუშავებულია გაიდლაინი „ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვა“ | გაიდლაინი „ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვა“ | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | IV კვარტალი, 2025 | 90 000 | 90 000 | ||||
| 1.6.2. | გარემოსდაცვითი მონაცემთა ბაზების შექმნა და მათი დაკავშირება დაავადებათა მონაცემთა ბაზებთან | 1.6.2.1 | შექმნილია გარემოსდაცვით მონაცემთა ბაზები, რომლებიც დაკავშირდა დაავადებათა მონაცემთა ბაზებთან | გარემოსდაცვითი მონაცემთა ბაზების პროტოკოლი, რომლებიც დაკავშირებულია დაავადებათა მონაცემთა ბაზებთან | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | IV კვარტალი, 2025 | 250 000 | 250 000 | ||||
| 1.6.3. | კლიმატისადმი მოწყვლად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების, მათ შორის ჩამდინარე წყლების, დაბინძურების პრევენციის, შემცირების და კონტროლის ხელშეწყობის შესახებ | 1.6.3.1 | წელიწადის განმავლობაში ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების, მათ შორის ჩამდინარე წყლების, დაბინძურების პრევენციის, შემცირების და კონტროლის ხელშეწყობის შესახებ ჩატარებული საინფორმაციო კამპანიების რაოდენობა (მინიმუმ 3 კამპანია) |
ანგარიში ჩატარებული კამპანიების შესახებ | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | IV კვარტალი, 2025 | 80 000 | 80 000 | |||||
| 1.6.4. | საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი სამსახურების, განათლების სამინისტროს რესურსცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა უწყებების წარმომადგენლების ერთიანი ჯანმრთელობის კონტექსტში გარემოს და ჯანმრთელობის სფეროებში ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება | 1.6.4.1 | წელიწადის განმავლობაში ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა (თითოეულ რეგიონში არანაკლებ ერთი შეხვედრისა, არანაკლებ 10 შეხვედრა); ტრენინგი ყოველწლიურად ჩაუტარდა მინიმუმ 15 წარმომადგენელს თითოეულ რეგიონში (სულ მცირე 150 პირი) | ანგარიში ჩატარებული ტრენინგების და კამპანიების შესახებ | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | IV კვარტალი, 2025 | 100 000 | 100 000 | ||||
| სულ | 520 000 | 520 000 | |||||||||||
გამოყენებული ლიტერატურა.
1. საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;
2. საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;
3. საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;
4. საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“;
5. საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;
6. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება №336 „ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“;
7. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №639 „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე;
8. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის ბრძანება №01-26/ნ „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“;
9. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №01-38/ნ „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“;
10. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №01-100/ნ „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“;
11. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №01-455/ო „ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში - ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) დამტკიცების თაობაზე“;
12. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 მაისის ბრძანება №01-18/ნ „განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“;
13. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ივლისის დადგენილება №323 „ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“;
14. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის დადგენილება №347 „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“;
15. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილება ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ;
16. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 აგვისტოს №398 დადგენილება ბლუთანგის აღმოფხვრასა და კონტროლთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ;
17. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №584 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის − ცხოველთა ჯანმრთელობის ზეგავლენა მსხვილფეხა საქონლითა და ღორით ქვეყანაში ვაჭრობაზე დამტკიცების შესახებ;
18. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 დეკემბრის №600 დადგენილება ზოგიერთი გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიების პრევენციის, კონტროლისა და აღმოფხვრის წესის დამტკიცების შესახებ;
19. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №22 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“;
20. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილება „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
21. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №172 დადგენილება „სალმონელასა და სხვა სპეციფიკური საკვებისმიერი ზოონოზური აგენტების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“;
22. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 12 იანვრის №2-7 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“;
23. ჯანმრთელობის დაცვა, საქართველო, სტატისტიკური ცნობარი, 2021. https://ncdc.ge/#/pages/file/ea1784b5-d3d0-4dd9-b29f-1369f5d6bbec;
24. სურსათის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიში. https://nfa.gov.ge/Ge/Reports;
25. One Health High-Level Expert Panel (OHHLEP), Adisasmito WB, Almuhairi S, Behravesh CB, Bilivogui P, Bukachi SA, et al. (2022) One Health: A new definition for a sustainable and healthy future. PLoS Pathog 18(6): e1010537. https://doi.org/10.1371/journal.ppat.1010537;
26. Antimicrobial Resistance Collaborators. Global burden of bacterial antimicrobial resistance in 2019: a systematic analysis. Lancet. 2022 Feb 12;399(10325):629-655. doi: 10.1016/S0140-6736(21)02724-0;
27. One Health Joint Plan of Action (2022-2026). Food and Agriculture Organization of the United Nations, UN Environment Programme, World Health Organization, World Organisation for Animal Health. https://wedocs.unep.org/bitstream/handle/20.500.11822/40843/one_health.pdf?sequence=1&isAllowed=y;
28. WHA (World Health Assembly). 2020. Strengthening efforts on food safety. WHA73.5. Geneva, Switzerland. https://apps.who.int/gb/ebwha/pdf_files/WHA73/A73_R5-en.pdf;
29. Frank M. Aarestrup, Marc Bonten, Marion Koopmans, Pandemics– One Health preparedness for the next, The Lancet Regional Health - Europe, Volume 9, 2021, 100210, ISSN 2666-7762, https://doi.org/10.1016/j.lanepe.2021.100210;
30. Joint External Evaluation of IHR Core Capacities of Georgia. Mission report: 10-14 June, 2019. World Health Organization. https://www.who.int/publications/i/item/WHO-WHE-CPI-2019.13;
31. WHO, FAO & OIE. 2020. Tripartite Zoonoses Guide: Operational tools and approaches for zoonotic diseases. Geneva, Switzerland. https://www.who.int/initiatives/tripartite-zoonosis-guide;
32. WHO, OIE & FAO. 2020. Joint Risk Assessment Operational Tool (JRA OT): An Operational Tool of the Tripartite Zoonoses Guide – Taking a Multisectoral, One Health Approach: A Tripartite Guide to Addressing Zoonotic Diseases in Countries. https://www.who.int/publications/i/item/9789241514934;
33. National Bridging Workshop on the International Health Regulations (IHR) and the OIE Performance of Veterinary Services (PVS) Pathway. World Health Organization, World Organisation for Animal Health. https://rr-europe.woah.org/wp-content/uploads/2020/05/nbw-report_geo_final.pdf
34. One Health High-Level Expert Panel (OHHLEP), Adisasmito WB, Almuhairi S, Behravesh CB, Bilivogui P, Bukachi SA, et al. (2022) One Health: A new definition for a sustainable and healthy future. PLoS Pathog 18(6): e1010537;
35. Antimicrobial Resistance Collaborators. Global burden of bacterial antimicrobial resistance in 2019: a systematic analysis. Lancet. 2022 Feb 12;399(10325):629-655. doi: 10.1016/S0140-6736(21)02724-0.
ნორმატიული-აქტი-3 ⬇
დანართი №1.1
ერთიანი ჯანმრთელობის სისტემის განვითარების 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ გამართული საჯარო კონსულტაციების შემაჯამებელი ანგარიში
საქართველოს მთავრობის დადგენილების #629 (20 დეკემბერი, 2019) „პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ მიხედვით, პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებამდე, სავალდებულოა საჯარო კონსულტაციის გამართვა, რაც პროცესის სანდოობას და ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს.
ერთიანი ჯანმრთელობის სისტემის განვითარების 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობით, 2022 წელს შეიქმნა მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი, ერთიანი ჯანმრთელობის სამმართველოს და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის თანამშრომლების აქტიური მონაწილეობით. სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესში ასევე ჩართული იყვნენ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს), სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (სმსლ), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC).
სამოქმედო გეგმის ჩარჩო და პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH), გაერო-ს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და ჯანმო-ს მიერ შემუშავებული დოკუმენტის „ერთიანი ჯანმრთელობის 2022–2026 წლების ერთობლივი სამოქმედო გეგმის“ საფუძველზე. სამუშო ჯგუფის ფორმატში განისაზღვრა და შეთანხმდა საქართველოსთვის აქტუალური, რეალური და მიღწევადი მიზნები.
2022 წლის 16 აგვისტოს, ჩატარდა ერთიანი ჯანმრთელობისადმი მიძღვნილი მულტისექტორული შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოში ადამიანების და ცხოველების ჯანმრთელობის და მათთან დაკავშირებული ეკოსისტემების გამოწვევები. 2022 წლის დეკემბრის განმავლობაში, ელექტრონულ ფორმატში გაგრძელდა მსჯელობა სეს-ის და სმსლ-ის ექსპერტებთან ერთად. სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია, ფიზიკური შეხვედრების და კონსულტაციების გზით, განხილულ იქნა 2023 წლის 18 და 20 იანვარს, ხოლო განახლებული ვერსია - 2023 წლის 23 მარტს. სამოქმედო გეგმის პროექტი საჯარო კონსულტაციებისთვის განთავსებული იყო სამინისტროს ვებ გვერდზე www.moh.gov.ge (30 მარტი-30 აპრილის პერიოდი). კომენტარების რაოდენობამ შეადგინა 11.
საჯარო კონსულტაციის მიზნით, 2023 წლის 7 აპრილს, სამოქმედო გეგმა, კონსულტაციების მიზანი, ვადები, პასუხისმგებელი ორგანო და საკონტაქტო ინფორმაცია გაეგზავნა „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს“, „საქართველოს აგრარული უნივერსიტეტს“, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს“, FAO-ს წარმომადგენლობას საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციას „Land O`Lakes Venture37“.
სამოქმედო გეგმა განხილულ იქნა ჯანმო-ს და CDC-ის საქართველოს წარმომადგენლობების მიერ, რომლებმაც აღნიშნული დოკუმენტი თარგმნეს ინგლისურ ენაზე და განხილვისთვის გადაუგზავნეს შესაბამისი დარგის ექსპერტებს. მათ მიერ მოწოდებულ იქნა მოსაზრებები და რეკომენდაციები.
საჯარო კონსულტაციების შედეგად, დაინტერესებულმა მხარეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ტიპის და მოცულობის 25-ზე მეტი რეკომენდაცია და კომენტარი. ყველა დაფიქსირებული რეკომენდაცია/კომენტარი დეტალურად იქნა განხილული სამუშაო ჯგუფის მიერ და თითოეულ მათგანზე მომზადდა დასაბუთებული პასუხი ავტორი ორგანიზაციის შემოთავაზების გათვალისწინების, ნაწილობრივ გათვალისწინების ან არ გათვალისწინების შესახებ.
პარტნიორი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების/კომენტარების განხილვის შედეგების და სამოქმედო გეგმაში გათვალისწინების საკითხის ობიექტურად შეფასების მიზნით, მომზადდა შესაბამისი სტატუსების მინიჭების კრიტერიუმები (იხ. ცხრილი №1).
ცხრილი №1.
| სტატუსი | სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი / |
|---|---|
გათვალისწინებულია Reflected |
პარტნიორი ორგანიზაციის რეკომენდაცია/კომენტარი სამოქმედო გეგმაში ასახულია იმ ფორმით და შინაარსით, რომელიც პარტნიორმა ორგანიზაციამ წარმოადგინა. |
| ნაწილობრივ გათვალისწინებულია |
|
| არ არის გათვალისწინებული | პარტნიორი ორგანიზაციის რეკომენდაციის/კომენტარის საფუძველზე სამოქმედო გეგმის ტექსტში (მათ შორის, არც ლოგიკურ ჩარჩოში და არც სამოქმედო გეგმაში) ცვლილება ან შესწორება არ განხორციელებულა |
აღსანიშნავია, რომ პარტნიორი ორგანიზაციების იმ რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული, უმეტესად ტექნიკური ხასიათის იყო (ხშირ შემთხვევაში, ტერმინების ორაზროვან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული) და სხვადასხვა ფორმით უკვე იყო ასახული სამოქმედო გეგმაში და მის ლოგიკურ ჩარჩოში. თითოეულ რეკომენდაციაზე/კომენტარზე (მათ შორის გათვალისწინებულებზეც) პარტნიორ ორგანიზაციებთან დამატებით შედგა ინდივიდუალური უკუკავშირი და დეტალური და არგუმენტირებული საპასუხო პოზიცია მიეწოდათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ცხრილზე №1 წარმოდგენილი კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული სტატუსების შესაბამისად, შეჯამდა სამოქმედო გეგმის საბოლოო პროექტზე გამართული კონსულტაციების შედეგები, რაც წარმოდგენილია გრაფიკზე #1.
გრაფიკი №1.

ნორმატიული-აქტი-5 ⬇
დანართი №1.3
ინდიკატორების პასპორტი
მიზანი 1.
ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით ზოონოზური დაავადებების, ამრ-ისა და საკვების უვნებლობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის, დეტექციისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება
| ინდიკატორის დასახელება (title of the indicator) | გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინდექსი | ||||
|---|---|---|---|---|---|
ინდიკატორის ტიპი (level of the indicator) |
გავლენის (Impact) | ამოცანის შედეგის (Outcome) | |||
| √ | |||||
| ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან (Link of indicator to Goal/Objective of a strategy) | მიზანი: ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით ზოონოზური დაავადებების, ამრ-ისა და საკვების უვნებლობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის, დეტექციისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება | ||||
| ინდიკატორის აღწერა (Description of the Indicator) | გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინდექსი შემუშავებულია ბირთვული საფრთხის ინიციატივის (NTI), ჯონს ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის (JHU) ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის და Economist Impact-ის მიერ. აღნიშნული ინდექსით ფასდება ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა ცალკეული ქვეყნის მიერ ინფექციური დაავადებების პრევენციის, დეტექციის და რეაგირების შესაძლებლობებზე. https://www.ghsindex.org/wp-content/uploads/2021/12/2021_GHSindexFullReport_Final.pdf | ||||
| დადასტურების წყარო (Source of Verification/Data) | https://www.ghsindex.org/country/georgia/ | ||||
| მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება (Entity responsible for data collection) | დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი | ||||
| მონაცემების შეგროვების სიხშირე (Frequency of data collection) | ყოველწლიურად | ||||
| მეთოდოლოგია (Methodology) | გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინდექსი აფასებს 6 კატეგორიას: პრევენცია; დეტექცია და ანგარიშგება; სწრაფი რეაგირება; ჯანმრთელობის სისტემები; ვალდებულებების აღება ეროვნულ დონეზე შესაძლებლობების, დაფინანსების და გლობალური ნორმების გასაუმჯობესებლად; და რისკები. | ||||
| ინდიკატორის მაჩვენებლები (Indicator Values) | საბაზისო (Baseline) | სამიზნე (Target) | |||
| შუალედური (mid-term) | საბოლოო (final) |
||||
| წელი (Year) | 2021 | 2024 | 2025 | ||
| მაჩვენებელი (Value) | 53 ქულა | 55 ქულა | 57 ქულა | ||
ამოცანა 1.1.
ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის მულტისექტორული დანერგვის ხელშეწყობა
| ინდიკატორის დასახელება (title of the indicator) | ზოონოზური დაავადებების ეპიდაფეთქებების ხვედრითი წილი, როდესაც დკსჯეც-ის და სეს-ის მიერ ერთობლივად და დროულად იქნა ჩატარებული ეპიდკვლევა | ||||
|---|---|---|---|---|---|
ინდიკატორის ტიპი (level of the indicator) |
გავლენის (Impact) | ამოცანის შედეგის (Outcome) | |||
| √ | |||||
| ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან (Link of indicator to Goal/Objective of a strategy) | ამოცანა 1.1: ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის მულტისექტორული დანერგვის ხელშეწყობა | ||||
| ინდიკატორის აღწერა (Description of the Indicator) | ინდიკატორით იზომება დკსჯეც-ის და სეს-ის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ეპიდკვლევები | ||||
| დადასტურების წყარო (Source of Verification/Data) | ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით ერთობლივი ინტერსექტორული ანგარიშები | ||||
| მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება (Entity responsible for data collection) | დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი | ||||
| მონაცემების შეგროვების სიხშირე (Frequency of data collection) | ყოველწლიურად | ||||
| მეთოდოლოგია (Methodology) | დკსჯეც-ის და სეს-ის მიერ განხორციელებული მივლინების ანგარიშებიდან შეგროვდება და დაითვლება ერთობლივად განხორციელებული ეპიდკვლევების რაოდენობა. შეგროვებული მონაცემები დამუშავდება და შედარდება გასულ წლების მონაცემებს | ||||
| ინდიკატორის მაჩვენებლები (Indicator Values) | საბაზისო (Baseline) | სამიზნე (Target) | |||
| შუალედური (mid-term) | საბოლოო (final) |
||||
| წელი (Year) | 2023 | 2024 | 2025 | ||
| მაჩვენებელი (Value) | ეპიდაფეთქებების 50%-ში კვლევა ერთობლივად და დროულად იქნა ჩატარებული | ეპიდაფეთქებების 75%-ში კვლევა ერთობლივად და დროულად იქნა ჩატარებული | ეპიდაფეთქებების 90%-ში კვლევა ერთობლივად და დროულად იქნა ჩატარებული | ||
ამოცანა 1.2.
აღმოცენებად ზოონოზურ დაავადებებთან დაკავშირებული რისკების პრევენციის და რეაგირების სისტემის გაუმჯობესება
| ინდიკატორის დასახელება (title of the indicator) | საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან/და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, საქართველოში აღმოცენებადი ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი შეტყობინებას დაქვემდებარებული იმ დაავადებების ხვედრითი წილი, რომლებშიც დადგენილია რისკ ფაქტორები | ||||
|---|---|---|---|---|---|
ინდიკატორის ტიპი (level of the indicator) |
გავლენის (Impact) | ამოცანის შედეგის (Outcome) | |||
| √ | |||||
| ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან (Link of indicator to Goal/Objective of a strategy) | ამოცანა 1.2: აღმოცენებად ზოონოზურ დაავადებებთან დაკავშირებული რისკების პრევენციი და რეაგირების სისტემის გაუმჯობესება | ||||
| ინდიკატორის აღწერა (Description of the Indicator) | ინდიკატორი ზომავს, პარტნიორ ქვეყნებთან და/ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად მიმდინარე პროექტების ფარგლებში, აღმოცენებადი ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი შეტყობინებას დაქვემდებარებული იმ დაავადებების ხვედრითი წილს, რომლებშიც დადგენილია რისკ ფაქტორები | ||||
| დადასტურების წყარო (Source of Verification/Data) | საერთაშორისო / პარტნიორული პროექტების შუალედური და შესრულების შესახებ ანგარიშები | ||||
| მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება (Entity responsible for data collection) | დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი | ||||
| მონაცემების შეგროვების სიხშირე (Frequency of data collection) | ყოველწლიურად | ||||
| მეთოდოლოგია (Methodology) | აღმოცენებადი ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი შეტყობინებას დაქვემდებარებული იმ დაავადებების ხვედრითი წილი/პროცენტი, რომლების რისკ ფაქტორებიც არის შესწავლილი (აღმოცენებადი და გადამტანებით გადაცემადი დაავადების შემთხვევათა რაოდენობა, რომელთა რისკ ფაქტორებიც არის შესწავლილი / სულ შეტყობინებული აღმოცენებადი და გადამტანებით გადაცემადი დაავადების შემთხვევათა რაოდენობა * 100) | ||||
| ინდიკატორის მაჩვენებლები (Indicator Values) | საბაზისო (Baseline) | სამიზნე (Target) | |||
| შუალედური (mid-term) | საბოლოო (final) |
||||
| წელი (Year) | 2023 | 2024 | 2025 | ||
| მაჩვენებელი (Value) | შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების 60%-ში, განსაზღვრულია რისკ ფაქტორები | შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების 70%-ში, განსაზღვრულია რისკ ფაქტორები | შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების 80%-ში, განსაზღვრულია რისკ ფაქტორები | ||
ამოცანა 1.3.
ენდემური ზოონოზური დაავადებების მართვის გაუმჯობესება
| ინდიკატორის დასახელება (title of the indicator) | ა) ბრუცელოზის ინციდენტობა 100000 მოსახლეზე ბ) ჯილეხის ინციდენტობა 100000 მოსახლეზე გ) ცოფის ინციდენტობა 100000 მოსახლეზე |
||||
|---|---|---|---|---|---|
ინდიკატორის ტიპი (level of the indicator) |
გავლენის (Impact) | ამოცანის შედეგის (Outcome) | |||
| √ | |||||
| ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან (Link of indicator to Goal/Objective of a strategy) | ამოცანა 1.3: ენდემური ზოონოზური დაავადებების მართვის გაუმჯობესება | ||||
| ინდიკატორის აღწერა (Description of the Indicator) | ინდიკატორი ზომავს ვაქცინირებადი ზოოზონური დაავადებების ახალი შემთხვევებს ადამიანებში | ||||
| დადასტურების წყარო (Source of Verification/Data) | დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ცნობარი | ||||
| მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება (Entity responsible for data collection) | დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი | ||||
| მონაცემების შეგროვების სიხშირე (Frequency of data collection) | ყოველწლიურად | ||||
| მეთოდოლოგია (Methodology) | ადამიანებში ბრუცელობის, ჯოლეხისა და ცოფის ახალი შემთხვევების რაოდენობა / მოსახლეობის საერთო რაოდენობა * 100000 | ||||
| ინდიკატორის მაჩვენებლები (Indicator Values) | საბაზისო (Baseline) | სამიზნე (Target) | |||
| შუალედური (mid-term) | საბოლოო (final) |
||||
| წელი (Year) | 2022 | 2024 | 2025 | ||
| მაჩვენებელი (Value) | ა) 6.05 ბ) 0.65 გ) 0.03 |
ა) 5.0 ბ) 0.1 გ) 0 |
ა) 3.5 ბ) 0.05 გ) 0 |
||
ამოცანა 1.4.
სურსათის უვნებლობის რისკების პრევენციისა და პასუხის სისტემის გაუმჯობესება
| ინდიკატორის დასახელება (title of the indicator) | ინსპექტირებული ბიზნესოპერატორების პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც შესაბამისობაშია სურსათის უვნებლობის შესაბამის რეგულაციებთან | ||||
|---|---|---|---|---|---|
ინდიკატორის ტიპი (level of the indicator) |
გავლენის (Impact) | ამოცანის შედეგის (Outcome) | |||
| √ | |||||
| ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან (Link of indicator to Goal/Objective of a strategy) | ამოცანა 1.4. სურსათის უვნებლობის რისკების პრევენციისა და პასუხის სისტემის გაუმჯობესება | ||||
| ინდიკატორის აღწერა (Description of the Indicator) | ინდიკატორი გაიზომება სეს-ის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ერთიან ელექტრონულ პროგრამაში კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი სურსათის ბიზნესოპერატორების პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრით. | ||||
| დადასტურების წყარო (Source of Verification/Data) | სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ერთიანი ელექტრონული პროგრამა | ||||
| მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება (Entity responsible for data collection) | სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო | ||||
| მონაცემების შეგროვების სიხშირე (Frequency of data collection) | ყოველწლიურად | ||||
| მეთოდოლოგია (Methodology) | სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამაში განსაზღვრული კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი სურსათის ბიზნესოპერატორების ხვედრითი წილი/პროცენტი (კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი ბიზნესოპერატორების რაოდენობა / სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამაში არსებულ სურსათის ბიზნესოპერატორების რაოდენობა * 100) | ||||
| ინდიკატორის მაჩვენებლები (Indicator Values) | საბაზისო (Baseline) | სამიზნე (Target) | |||
| შუალედური (mid-term) | საბოლოო (final) |
||||
| წელი (Year) | 2023 | 2024 | 2025 | ||
| მაჩვენებელი (Value) | ინსპექტირებული ბიზნესოპერატორების 18% შესაბამისობაშია სურსათის უვნებლობის შესაბამის რეგულაციებთან | ინსპექტირებული ბიზნესოპერატორების 21% შესაბამისობაშია სურსათის უვნებლობის შესაბამის რეგულაციებთან | ინსპექტირებული ბიზნესოპერატორების 24% შესაბამისობაშია სურსათის უვნებლობის შესაბამის რეგულაციებთან | ||
ამოცანა 1.5.
ამრ-ის კონტროლის გაუმჯობესება ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების გამოყენებით
| ინდიკატორის დასახელება (title of the indicator) | სამედიცინო პერსონალს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებს და ვეტერინართა ტრენინგის შედეგად, ამრ-ის ცოდნის შესახებ, პრე- და პოსტ-ტესტირებას შორის პროცენტული სხვაობა | ||||
|---|---|---|---|---|---|
ინდიკატორის ტიპი (level of the indicator) |
გავლენის (Impact) | ამოცანის შედეგის (Outcome) | |||
| √ | |||||
| ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან (Link of indicator to Goal/Objective of a strategy) | ამოცანა 1.5: ამრ-ის კონტროლის გაუმჯობესება ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების გამოყენებით | ||||
| ინდიკატორის აღწერა (Description of the Indicator) | ინდიკატორი ზომავს სამედიცინო პერსონალს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებს და ვეტერინართა შორის საბაზისო ცოდნას ამრ-ის შესახებ. მოცემული ინდიკატორის საფუძველზე, 2023 წელს შემუშავდება მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით ტენინგის ჩატარებამდე შეგროვდება ინფორმაცია ზემოთაღნიშნულ პირებს შორის ცოდნის შესახებ (ცოდნის საბაზისო დონედ ჩაითვლება ტესტების ≥70%-ში სწორი პასუხი). პასუხები დაჯამდება და დათვლილ იქნება საშუალო პროცენტული მაჩვენებელი. ტრენინგის ჩატარების შემდეგ, 2024 და 2025 წლებში განმეორებით შეფასდება ზემოთაღნიშნულ პირებს შორის ცოდნის დონე. მონაცემები შედარდება წინა წელთან. | ||||
| დადასტურების წყარო (Source of Verification/Data) | დკსჯეც-ის და სეს-ის ტრენინგის ოქმები და ანგარიშები | ||||
| მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება (Entity responsible for data collection) | დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი | ||||
| მონაცემების შეგროვების სიხშირე (Frequency of data collection) | ყოველწლიურად | ||||
| მეთოდოლოგია (Methodology) | იმ სამედიცინო პერსონალის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების და ვეტერინართა ხვედრითი წილი/პროცენტი, რომელთაც აქვთ ამრ-ის შესახებ საბაზისო ცოდნა (სამედიცინო პერსონალის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების და ვეტერინართა რაოდენობა, რომელთაც აქვთ ამრ-ის შესახებ საბაზისო ცოდნა / სამედიცინო პერსონალის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების და ვეტერინართა რაოდენობა, რომელთაც გაიარეს ტრენინგი ამრ-ის შესახებ * 100). | ||||
| ინდიკატორის მაჩვენებლები (Indicator Values) | საბაზისო (Baseline) | სამიზნე (Target) | |||
| შუალედური (mid-term) | საბოლოო (final) |
||||
| წელი (Year) | 2023 | 2024 | 2025 | ||
| მაჩვენებელი (Value) | განისაზღვრება სამედიცინო პერსონალის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების და ვეტერინარების ცოდნის დონე ამრ-ის შესახებ, პრე-ტესტის საშუალებით | სამედიცინო პერსონალს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებს და ვეტერინართა შორის ამრ-ის შესახებ ცოდნის დონის პროცენტული სხვაობა აღემატება 30%-ს საბაზისო წელთან შედარებით | სამედიცინო პერსონალს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებს და ვეტერინართა შორის ამრ-ის შესახებ ცოდნის დონის პროცენტული სხვაობა აღემატება 20%-ს შუალედურ სამიზნესთან შედარებით | ||
ამოცანა 1.6.
ეკოსისტემებისა და გარემოს ჯანმრთელობის ინტეგრირების ხელშეწყობა ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაში
| ინდიკატორის დასახელება (title of the indicator) | საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი სამსახურების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა უწყებების წარმომადგენლების ტრენინგის შედეგად, გარემოს როლის შესახებ ამრ-ის და ზოონოზური დაავადებების ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის კონტექსტში, პრე- და პოსტ-ტესტირებას შორის პროცენტული სხვაობა | ||||
|---|---|---|---|---|---|
ინდიკატორის ტიპი (level of the indicator) |
გავლენის (Impact) | ამოცანის შედეგის (Outcome) | |||
| √ | |||||
| ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან (Link of indicator to Goal/Objective of a strategy) | ამოცანა 1.6: ეკოსისტემებისა და გარემოს ჯანმრთელობის ინტეგრირების ხელშეწყობა ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაში | ||||
| ინდიკატორის აღწერა (Description of the Indicator) | ინდიკატორი ზომავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი სამსახურების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა უწყებების წარმომადგენლებს შორის საბაზისო ცოდნას ამრ-ის და ზოონოზური დაავადებების ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის კონტექსტში გარემოს როლის შესახებ. მოცემული ინდიკატორის საფუძველზე, 2023 წელს შემუშავდება მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით შეგროვდება ინფორმაცია ზემოთაღნიშნულ პირებს შორის ცოდნის შესახებ (ცოდნის საბაზისო დონედ ჩაითვლება ტესტების ≥70%-ში სწორი პასუხი). პასუხები დაჯამდება და დათვლილ იქნება საშუალო პროცენტული მაჩვენებელი. ტრენინგის ჩატარების შემდეგ, 2024 და 2025 წლებში განმეორებით შეფასდება ზემოთაღნიშნულ პირებს შორის ცოდნის დონე. მონაცემები შედარდება წინა წელთან. | ||||
| დადასტურების წყარო (Source of Verification/Data) | დკსჯეც-ის ტრენინგის ოქმები და ანგარიშები | ||||
| მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება (Entity responsible for data collection) | დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი | ||||
| მონაცემების შეგროვების სიხშირე (Frequency of data collection) | ყოველწლიურად | ||||
| მეთოდოლოგია (Methodology) | საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი სამსახურების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა უწყებების შორის იმ პირთა ხვედრითი წილი, რომელთაც ტრეინინგების შედეგად გააჩნიათ საბაზისო ცოდნა ამრ-ის და ზოონოზური დაავადებების ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის კონტექსტში გარემოს როლის შესახებ (ჩამოთვლილი დაწესებულებების წარმომადგენელთა ის რაოდენობა, რომელთაც ტრეინინგების შედეგად გააჩნიათ საბაზისო ცოდნა ამრ-ის და ზოონოზური დაავადებების ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის კონტექსტში გარემოს როლის შესახებ / ტრეინინგებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა * 100). | ||||
| ინდიკატორის მაჩვენებლები (Indicator Values) | საბაზისო (Baseline) | სამიზნე (Target) | |||
| შუალედური (mid-term) | საბოლოო (final) |
||||
| წელი (Year) | 2023 | 2024 | 2025 | ||
| მაჩვენებელი (Value) | განისაზღვრა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი სამსახურების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა უწყებების წარმომადგენლების ცოდნის დონე გარემოს როლის შესახებ ამრ-ის და ზოონოზური დაავადებების ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის კონტექსტში, პრე-ტესტის საშუალებით | საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი სამსახურების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა უწყებების წარმომადგენელთა შორის გარემოს როლის შესახებ ამრ-ის და ზოონოზური დაავადებების ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის კონტექსტში, ცოდნის დონის პროცენტული სხვაობა აღემატება 30%-ს საბაზისო წელთან შედარებით | საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი სამსახურების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა უწყებების წარმომადგენელთა შორის გარემოს როლის შესახებ ამრ-ის და ზოონოზური დაავადებების ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის კონტექსტში, ცოდნის დონის პროცენტული სხვაობა აღემატება 20%-ს შუალედურ სამიზნესთან შედარებით | ||