სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.024416
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №24

2024 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №180 დადგენილების გათვალისწინებით, დამტკიცდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა თანდართული სახით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
📎 დანართები (1)
24-angarishi.docx

საჯარო კონსულტაციების შემაჯამებელი ანგარიში

სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციები განხორციელდა „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილების შესაბამისად.

სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განსახილველად და მოსაზრებების გასაზიარებლად დაეგზავნათ დაინტერესებულ მხარეებს. კერძოდ, შემუშავების პროცესში, ისევე როგორც შემდგომ, დოკუმენტი ელ-ფოსტის საშუალებით გაზიარებულ იქნა სახელმწიფო უწყებებთან – სახელმწიფო სერვისების მიწოდების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფის წევრებთან (ჯამში 46 უწყება) და შემდეგ არასამთავრობო სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების/დონორების წარმომადგენლებთან (ჯამში 25 ადრესატი). ხოლო საჯარო კონსულტაციების ფარგლებში სამოქმედო გეგმა შესაბამისი ინფორმაციით განთავსდა საჯარო მმართველობის რეფორმის სერვისების მიწოდების კომპონენტისა და ასევე, ზემოაღნიშნული სტრატეგიის აღსრულების მაკოორდინირებელი უწყების – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე და მოსაზრებებისთვის ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი პირისთვის. კონსულტაციები ჩატარდა 2023 წლის 10 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

ზემოაღნიშნული კონსულტაციების ფარგლებში დოკუმენტთან დაკავშირებით არცერთი შენიშვნა ან რეკომენდაცია არ დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მიღებული უკუკავშირების შემდეგ იგეგმებოდა დამატებით შეხვედრები, რაც აღარ განხორციელდა არსებული შედეგებიდან გამომდინარე.

სახელმწიფო სერვისების მიწოდების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფის წევრი უწყებები, რომლებსაც გაეგზავნათ დოკუმენტი:

1. საქართველოს თვდაცვის სამინისტრო:

  • სსიპ – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:

  • სსიპ – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

  • სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;

  • სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო;

  • სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო;

  • სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო;

  • სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;

  • ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი;

  • სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:

  • სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა;

  • სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სტატისტიკის სამსახური;

  • სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;

  • სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

  • სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო:

  • სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივი;

  • სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე;

  • სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო;

  • სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;

  • სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

  • სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტო;

  • სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო;

  • სსიპ – იუსტიციის სახლი;

  • სსიპ – იუსტიციის სასწავლო ცენტრი;

  • სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური.

5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო:

  • სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

  • სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;

  • სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო:

  • სსიპ – შემოსავლების სამსახური;

  • სსიპ – ფინანსთა სამინისტროს აკადემია;

  • სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური;

  • სახელმწიფო სახაზინო სამსახური;

  • სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური;

8. საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო:

  • სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო:

  • ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო;

  • სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო;

  • სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო;

  • სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია;

  • სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი;

  • შპს - საქართველოს მელიორაცია;

  • სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტო;

  • სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო;

  • სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო;

  • სსიპ – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო;

  • სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო;

  • სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო;

  • სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

10. საპენსიო სააგენტო

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

2. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;

3. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;

4. ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია;

5. ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი;

6. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაცია;

7. კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაცია;

8. საჯარო მოხელეთა ჰაბი;

9. ფონდი სოხუმი.

საგანმანათლებლო დაწესებულებები

1. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;

2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

4. ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში.

საერთაშორისო ორგანიზაციები

  1. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID);

  2. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო/ადგილობრივი მმართველობის პროგრამა (USAID/Tetratech);

  3. აშშ-ის საერთაშორისო განვითრების სააგენტო/ეროვნული მმართველობის პროგრამა (USAID/National Governance Program);

  4. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP);

  5. ევროკავშირის დელეგაცია;

  6. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ);

  7. გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UNWOMEN);

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოს საელჩო.