სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №558 |
|
2025 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
1. სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში – კომისია) და სამუშაო ჯგუფის (შემდგომში − სამუშაო ჯგუფი) სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.
2. კომისია და სამუშაო ჯგუფი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი;
დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი;
ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
ვ) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
ზ) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
თ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
ლ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი;
ნ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედის კომისიაში შემავალი ყველა სახელმწიფო უწყების პოლიტიკის დაგეგმვისა და შემუშავების უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
3. კომისიისა და სამუშაო ჯგუფის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი.
მუხლი 3
1. კომისიის ამოცანაა ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა და ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის შემუშავების, გადახედვისა და განახლების პროცესის კოორდინაცია, განხილვა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.
2. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია.
3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს კომისიის მოთხოვნა.
მუხლი 4
1. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები მასში.
3. კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს კომისიის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს კომისიის საქმიანობას, ამზადებს კომისიის სხდომის ოქმებს, უგზავნის მათ კომისიის წევრებს და ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს.
4. კომისიის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
5. კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.
6. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. კომისიის წევრი აფიქსირებს დადებით ან უარყოფით პოზიციას გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა წევრი და სამდივნოს წარმომადგენელი.
მუხლი 5
1. სამუშაო ჯგუფის ამოცანაა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის პროექტების შემუშავება, გადახედვა, განახლება და კომისიისათვის განსახილველად წარდგენა.
2. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიწვიოს ექსპერტები, ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით.
3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს სამუშაო ჯგუფის მოთხოვნა.
მუხლი 6
1. სამუშაო ჯგუფს წარმოადგენს და ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე.
2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს სამუშაო ჯგუფის მუშაობას, უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები მასში.
3. სამუშაო ჯგუფის სამდივნო უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, ამზადებს სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმებს, უგზავნის მათ სამუშაო ჯგუფის წევრებს და ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან სამუშაო ჯგუფის წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
5. სამუშაო ჯგუფის წევრებისათვის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.
6. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. სამუშაო ჯგუფის წევრი აფიქსირებს დადებით ან უარყოფით პოზიციას გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.
7. სამუშაო ჯგუფის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი და სამდივნოს წარმომადგენელი. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი.