ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №435 |
|
2018 წლის 24 აგვისტო ქ. თბილისი |
|
1. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და დეცენტრალიზაციის საკითხებზე მომუშავე საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობას; ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის კონცეფციის შემუშავებისა და შესრულების კოორდინაციას; ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროცესის უწყებათაშორის კოორდინაციას; ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობას; წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მართვის სისტემის ოპტიმიზაციის, ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და გადანაწილების, ამ მიმართულებით ადგილობრივ საფინანსო-ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
კომისია შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს/რეკომენდაციებს/სამართლებრივი აქტების პროექტებს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების თაობაზე;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის კონცეფციის შემუშავებისა და შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების თაობაზე;
დ) მართვის სისტემის ოპტიმიზაციის, ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და გადანაწილების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, ადგილობრივ საფინანსო-ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.
კომისია, საკუთარი ფუნქციების შესრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს ადგილობრივ თვითმმართველობასა და დეცენტრალიზაციის პრობლემატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) ცალკეულ საკითხთა მომზადებისა და დასკვნების/წინადადებების/რეკომენდაციების/სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;
გ) კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ მიიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის ღონისძიებებისათვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით, ითანამშრომლოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, ადგილობრივ, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან;
ე) მოამზადოს, განიხილოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.
1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელისა და კომისიის წევრებისაგან.
2. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი.
3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.
4. კომისიას აქვს სამდივნო, რომლის ფუნქციას ასრულებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი, ხოლო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელობს აღნიშნული დეპარტამენტის უფროსი.
5. კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
ე) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ზ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;
თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
ი) საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
კ) შერიგებისა და სამოქალაქო თანოსწორობის საკითხებში სქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში.
6. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:
ა) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს;
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − კავშირი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტს;
გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს.
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მიწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის სხვა წევრები, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები.
1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომა ტარდება წელიწადში ორჯერ მაინც. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან მისი დავალებით, კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.
6. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხის შესწავლასა და კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ შესაბამისი დასკვნების/წინადადებების/რეკომენდაციების/სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას.
7. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მიწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. ამასთან, კომისიის წევრები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მიწვეული პირები კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად.
8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი.
1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის დღის წესრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
2. კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი:
ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომის მომზადებასა და ჩატარებას;
ბ) განსაზღვრავს და კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგსა და კომისიის სხდომაზე მისაწვევ პირთა სიას;
გ) კოორდინაციას უწევს კომისიის სამუშაო ჯგუფების მუშაობას;
დ) განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ დასკვნებს, რეკომენდაციებს, წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად შედგენაზე, სხდომის მასალების შენახვასა და დაცვაზე;
ვ) გამოითხოვს კომისიის მუშაობისათვის საჭირო ინფორმაციას და ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტაციას;
ზ) კოორდინაციას უწევს კომისიისა და სამუშაო ჯგუფების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მიმდინარეობას;
თ) კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ და კომისიის თავმჯდომარის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
კომისიის წევრები უფლებამოსილნი არიან:
ა) მონაწილეობა მიიღონ როგორც კომისიის, ისე სამუშაო ჯგუფების მუშაობაში;
ბ) კომისიის სხდომაზე წარადგინონ საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები, მონაწილეობა მიიღონ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვასა და დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებე-ბის/სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;
გ) სამუშაო ჯგუფებიდან მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია;
დ) კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელს მიმართონ წინადადებით ცალკეულ საკითხთა დამატებით შესწავლის ან კორექტირების საჭიროების თაობაზე;
ე) განახორციელონ ამ დებულებით განსაზღვრული და კომისიის თავმჯდომარის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
1. კომისიის სამუშაო ჯგუფები იქმნება კომისიის მიერ, კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით.
2. კომისიის სამუშაო ჯგუფები შესაბამის სფეროთა მიხედვით განიხილავენ ცალკეულ საკითხებს და კომისიისათვის ამზადებენ შესაბამის დასკვნებს/რეკომენდაციებს/წინადადებებს/სამართლებრივი აქტების პროექტებს.
3. სამუშაო ჯგუფი შედგება, სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან, მიწვეული სპეციალისტებისა და ექსპერტებისაგან.
4. კომისიის სამუშაო ჯგუფების საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი, რომელიც განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის გრაფიკს.
კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა, აგრეთვე კომისიის საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.