გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №335 |
|
2022 წლის 24 ივნისი ქ. თბილისი |
1. შეიქმნას გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია (შემდგომში − კომისია) შედეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
ზ) საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენელი − კომისიის წევრი;
თ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენელი − კომისიის წევრი;
ი) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი − კომისიის წევრი;
კ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის) წარმომადგენელი − კომისიის წევრი;
ლ) გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი − კომისიის წევრი;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი − კომისიის წევრი, კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი.
2. დამტკიცდეს თანდართული „გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის დებულება“.
|
1. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია (შემდგომში – კომისია) არის „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) საფუძველზე შექმნილი სათათბირო ორგანო, რომელიც, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებულ გარემოსდაცვით პროგრამაში აკუმულირებული თანხების ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ რეკომენდაციებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა რეკომენდაციების შემუშავებას.
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონის, ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1. კომისია, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიმუშავებს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) წარუდგენს რეკომენდაციებს:
ა) მნიშვნელოვანი ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე;
ბ) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და აღნიშნული გეგმის შემუშავების დაფინასების თაობაზე;
გ) კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ − „თ“ ქვეპუნქტებითა და მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე;
დ) კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე.
2. კომისია, თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით, გარემოს დაცვის სფეროში არსებული სტრატეგიული დოკუმენტებისა და შესული წინადადებების ანალიზის საფუძველზე, ყოველწლიურად უზრუნველყოფს იმ პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას, რომელთა დაფინანსება შესაძლებელია, განხორციელდეს შესაბამისი ფინანსური რესურსის არსებობისას. ამავე დროს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დაფინანსებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავებისას, კომისია უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიიღოს რეკომენდაცია ისეთ მიმართულებაზეც, რომელიც არ არის ასახული ყოველწლიურ პრიორიტეტულ მიმართულებებში.
კომისია, საკუთარი ფუნქციების შესრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობით;
გ) კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ მიიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები;
დ) კანონითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი რეკომენდაციით მიმართოს სამინისტროს;
ე) განიხილოს კომისიის რეკომენდაციით დაფინანსებული ღონისძიებების შედეგები და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინოს სამინისტროს.
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის წევრებისა და ასევე სამდივნოს ხელმძღვანელისგან.
3. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებს სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას.
5. კომისიას აქვს სამდივნო, რომლის ფუნქციას ასრულებს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელობს აღნიშნული ცენტრის დირექტორი.
1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომა ტარდება საჭიროების შემთხვევაში. კომისიის სხდომას მის გამართვამდე არაუადრეს 10 კალენდარული დღისა იწვევს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის სხდომები შეიძლება, მოიწვიოს კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელმა.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ორ მესამედზე მეტი.
4. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ორ მესამედზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავის შეკავების, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.
6. კომისია უფლებამოსილია, საოქმო გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფს დაავალოს ცალკეული საკითხების შესწავლა და კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ შესაბამისი დასკვნების/წინადადებების/ რეკომენდაციების წარდგენა.
7. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მიწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. ამასთან, კომისიის წევრები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მიწვეული პირები კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად.
8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო.
1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის დღის წესრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
2. კომისიის სამდივნო:
ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომის მომზადებასა და ჩატარებას;
ბ) განსაზღვრავს და კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგსა და კომისიის სხდომაზე მისაწვევ პირთა სიას;
გ) კოორდინაციას უწევს კომისიის სამუშაო ჯგუფების მუშაობას;
დ) კომისიას განსახილველად წარუდგენს სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ დასკვნებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს;
ე) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად შედგენაზე, სხდომის მასალების შენახვასა და დაცვაზე;
ვ) გამოითხოვს კომისიის მუშაობისთვის საჭირო ინფორმაციას;
ზ) იღებს კომისიის სახელზე სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან, სხვა უწყებებიდან და საზოგადოებისგან შესულ წინადადებებს, უზრუნველყოფს მათ დამუშავებასა და მომზადებას კომისიის სხდომაზე განხილვის მიზნით;
თ) კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ და კომისიის თავმჯდომარის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
კომისიის წევრები უფლებამოსილნი არიან:
ა) მონაწილეობა მიიღონ როგორც კომისიის, ისე სამუშაო ჯგუფების მუშაობაში;
ბ) კომისიის სხდომაზე წარადგინონ საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები, მონაწილეობა მიიღონ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვასა და დასკვნების/წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავებაში;
გ) სამუშაო ჯგუფებისგან მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია;
დ) კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელს მიმართონ წინადადებით ცალკეული საკითხების დამატებით შესწავლის ან კორექტირების საჭიროების თაობაზე;
ე) განახორციელონ ამ დებულებით განსაზღვრული და კომისიის თავმჯდომარის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
1. კომისიის სამუშაო ჯგუფები იქმნება კომისიის მიერ, კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით.
2. კომისიის სამუშაო ჯგუფები, შესაბამისი სფეროების მიხედვით, განიხილავენ ცალკეულ საკითხებს და კომისიისთვის ამზადებენ შესაბამის დასკვნებს/წინადადებებს/რეკომენდაციებს.
3. კომისიის სამუშაო ჯგუფების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი.
კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის დებულება