ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3-12 |
|
2014 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი |
|
2. კომისია აკონტროლებს შემოსავლების ამოღების დროულობას და მათ აღრიცხვას, ხარჯების კანონიერებასა და თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან შესაბამისობას.
3. სარევიზიო კომისია საკრებულოს ექვს თვეში ერთხელ წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს. ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას სარევიზიო კომისია საკრებულოს წარუდგენს შემოწმების წლიურ ანგარიშს.
2. კომისიის შემადგენლობას კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში ამტკიცებს საკრებულო.
3. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ) აკონტროლებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
გ) ახორციელებს კონტროლს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ან/და აგზავნის დანიშნულებისამებრ საკრებულოს ინფორმირებულობით;
დ) კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებზე ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებებს, მოხსენებებს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
ე) აკონტროლებს ქალაქ თბილისის რაიონების ბიუჯეტების ხარჯვის, მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობასა და ეფექტიანობას;
ვ) ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოთა საფინანსო საქმიანობის დოკუმენტურ რევიზიას და ქალაქ თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ ქალაქის ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერების შემოწმებას;
ზ) აკონტროლებს ქალაქ თბილისის ქონების გამოყენების ეფექტურობასა და მიზანშეწონილობას;
თ) აკონტროლებს ქალაქ თბილისის მერის, ქალაქ თბილისის მთავრობის, სხვა თანამდებობის პირების და მუნიციპალური საწარმოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას;
ი) სწავლობს და აანალიზებს საბიუჯეტო პროცესში გამოვლენილ დარღვევებს, დადგენილი საბიუჯეტო მაჩვენებლებისაგან გადახრებს და წარადგენს წინადადებებს ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად;
კ) შეისწავლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თბილისის ორგანოების მოსამსახურეების მიერ კანონიერების დაცვას;
ლ) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებსა და საჩივრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში არსებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესახებ და ახდენს სათანადო რეაგირებას;
მ) იღებს დასკვნებს, რეკომენდაციებს, წინადადებებს და წარუდგენს საკრებულოს განსახილველად;
ნ) განიხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს და ამზადებს დასკვნებს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები და წარმოადგინოს წინადადებები;
ბ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
2. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
ბ) შეასრულოს კომისიის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობები.
2. რევიზორი (კომისიის წევრი ან მოწვეული სპეციალისტი) შესამოწმებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელს წარუდგენს:
ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და შესაბამის სამსახურებრივ მოწმობას;
ბ) კომისიის დამტკიცებულ სამუშაო გეგმას ან საკრებულოს სამართლებრივ აქტს გეგმის გარეშე საკითხის შესწავლის თაობაზე;
3. შესამოწმებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შემოწმების პერიოდში რევიზორს უნდა შეუქმნას სათანადო სამუშაო პირობები, გააცნოს საჭირო დოკუმენტაცია და მისცეს ახსნა-განმარტება მოთხოვნისამებრ.
4. შემოწმების პერიოდი განისაზღვრება შესამოწმებელი საკითხის სირთულით, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს. შემოწმების ვადის 2 კვირით გაგრძელების უფლებას იძლევა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რევიზორის (ან რევიზორების) მიერ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენის შემდეგ.
5. შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით რევიზორი ადგენს დასკვნას, რასაც თან დაურთავს საჭირო და აუცილებელ მასალებს, აღნიშნულს ეცნობა და ხელს აწერს შესამოწმებელი დაწესებულების ხელმძღვანელი. თუ შესამოწმებელი დაწესებულების ხელმძღვანელი არ ეთანხმება დასკვნის შინაარსს, რევიზორი დასკვნაში ამის თაობაზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
6. სარევიზიო კომისია თავის დასკვნას, შემოწმების შედეგების შესახებ შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად წარადგენს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.
2. კომისიის სხდომის მასალები ურიგდებათ და ინფორმაცია მისი დღის წესრიგისა და თარიღის შესახებ კომისიის წევრებს ეცნობებათ სხდომამდე შესაძლოდ მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი დღისა.
3. კომისიის მორიგი სხდომის დღის წესრიგი სხდომამდე არაუგვიანეს ერთი დღისა განთავსდება საკრებულოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
5. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
6. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისიის სხდომა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ნებისმიერი დაინტერესებული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. განსაკუთრებულ შემთხვევაში იმართება დახურული სხდომა. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
8. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, რომლებიც არ შედიან ამ კომისიის შემადგენლობაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.
2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების სახით.
3. კომისიის გადაწყვეტილებები წარედგინება საკრებულოს სხდომას და/ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
5. საკრებულოს მიერ არჩეული და მისი თანხმობით დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;
ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისია კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კომისიის თავმჯდომარის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების შემთხვევისათვის.
2. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
3. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის განცხადების წარდგენის დღიდან.
4. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.
2. კომისიის სამდივნო:
ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;
ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
გ) მუშაობს კომისიის დებულებით განსაზღვრულ საკითხებზე, ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის დავალებებს;
დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აპარატის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში შედიან კომისიის სამდივნოს უფროსი, საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეები და საზოგადოებრივ საწყისებზე მოწვეული სპეციალისტები.
4. კომისიის სამდივნოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეების დანიშვნის მიმართ გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
5. კომისიის სამდივნოს შტატგარეშე მოსამსახურეების მიმართ გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 35-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თანდართული დებულება.2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის №2–12 გადაწყვეტილება.3.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართიქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულება
ზოგადი დებულებანი