ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5-7 |
|
2017 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
2. კომისიის მიზანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მოსახლეობის დედაქალაქში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების პირობების გაუმჯობესება, სატრანსპორტო საშუალებების პარკირების სისტემის ორგანიზების ხელშეწყობა, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის ორგანიზების ღონისძიებების განვითარება და დაგეგმვა. სატრანსპორტო სფეროს მიკუთვნებული პროგრამების დაგეგმვა და სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავება.
3. კომისია განიხილავს საკრებულოს მიერ განსახილველ დედაქალაქში სატრანსპორტო საკითხებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს.
4. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს.
5. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს ამ დებულების, საკრებულოს რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში, ამტკიცებს საკრებულო.
3. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს საკრებულოში შემოსული პროექტების განხილვაში, ამზადებს დასკვნებს და გადასცემს საკრებულოს შესაბამის ორგანოებს;
გ) ამზადებს რეკომენდაციებს, წინადადებებს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით და წარუდგენს საკრებულოს ან გზავნის დანიშნულებისამებრ;
დ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;
ე) აკონტროლებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
ვ) ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
ზ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს ურთიერთობებს საქართველოს, უცხოეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო ორგანოებთან;
ი) განიხილავს საკითხებს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლის დაგეგმვის ღონისძიებებთან დაკავშირებით. დედაქალაქში ახალი სატრანპორტო საშუალებების შემოყვანის, სატრანსპორტო საკითხების მოწესრიგებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გატარების თაობაზე;
კ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.
2. კომისია საკრებულოს წარუდგენს დასკვნებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის:
ა) დედაქალაქის მოსახლეობის საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისათვის სანებართვო წესების დადგენისა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფის და დგომა/გაჩერების წესების რეგულირების შესახებ;
გ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის ორგანიზების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შესახებ;
დ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების (M2 და M3კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების შემუშავების შესახებ;
ე) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისათვის (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების შემუშავების შესახებ;
ვ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ.
3. კომისია განიხილავს და სათანადო რეაგირებას ახდენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და საჩივრებზე.
4. განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს ან თანხმობას აძლევს დანიშვნაზე საკრებულო, რის თაობაზეც დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს.
5. კომისია ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები და წარმოადგინოს წინადადებები;
ბ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
2. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
ბ) შეასრულოს კომისიის მიერ დაკისრებული მოვალეობები.
2. კომისიის სხდომის მასალები ურიგდებათ და ინფორმაცია მისი დღის წესრიგისა და თარიღის შესახებ კომისიის წევრებს ეცნობებათ სხდომამდე შესაძლოდ მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი დღისა.
3. კომისიის მორიგი სხდომის დღის წესრიგი სხდომამდე არაუგვიანეს ერთი დღისა განთავსდება საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
5. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
6. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისიის სხდომა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ნებისმიერი დაინტერესებული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. განსაკუთრებულ შემთხვევაში იმართება დახურული სხდომა. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
8. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, რომლებიც არ შედიან ამ კომისიის შემადგენლობაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.
2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების სახით.
3. კომისიის გადაწყვეტილებები წარედგინება საკრებულოს სხდომას და/ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
5. საკრებულოს მიერ არჩეული და მისი თანხმობით დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;
ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისია კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კომისიის თავმჯდომარის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების შემთხვევისათვის.
2. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
3. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის განცხადების წარდგენის დღიდან.
4. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.
2. კომისიის სამდივნო:
ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;
ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
გ) მუშაობს კომისიის დებულებით განსაზღვრულ საკითხებზე, ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის დავალებებს;
დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აპარატის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში შედიან კომისიის სამდივნოს უფროსი, საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი/პირები და საზოგადოებრივ საწყისებზე მოწვეული სპეციალისტები.
4. კომისიის სამდივნოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეების დანიშვნის მიმართ გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
5. კომისიის სამდივნოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მიმართ გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი.