1. მშენებლობის განმახორციელებელი უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური პირობების საფუძველზე და მათი დაცვით საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებას.

2. დადგენილი შემადგენლობით დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინება დაპროექტებისათვის პირობების დამდგენ/შემთანხმებელ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კომპანიებს შესათანხმებლად.

3. შესათანხმებლად წარსადგენი დოკუმენტების შემადგენლობა და რაოდენობა დგინდება პირობების დამდგენი/შემთანხმებელი ორგანოების მიერ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების X თავის შესაბამისად.

4. ადმინისტრაციულ ორგანოებში საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება წარმოებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. თითოეული ორგანო გამოსცემს სათანადო აქტს.

5. თუ მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემა დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, მშენებლობის განმახორციელებელმა მშენებლობის შეთანხმების გამცემ ორგანოში დამატებით უნდა წარადგინოს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3, მე-4 და- მე-5 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად.

7. IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციას უტარდება სავალდებულო ექსპერტიზა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით.

8. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემა ხდება სამ სტადიად, გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რის საფუძველზეც გამოიცემა შემდეგი სახის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები:

ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

გ) III სტადია – მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ