გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.12.2018
საქმის ნომერი
330310017002236622
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8830-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ მეშველიანი

სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე

 

მოსარჩელეები:

1. ვ--–----------–--ე;

2. თ---------–--ე;

3. მ--------–--ე;

4. ნ--------–--ე;

5. დ----------–--ე;

6. ბ------------------ე;

7. ნ---------------ე;

8. თ--------------ე;

9. ც-------------------ე;

10. მ---------------ე;

11. მ-----------–-----ი;

12. დ--–----------ე;

13. მ---------------ე;

14. რ---------–-----ი;

15. ი-----–-----–-----ი;

16. ო--------------ე;

17. თ------------ე;

18. ა-----–---------ე;

19. მ-----------------ე;

20. შ---------------ე;

21. ნ---------–----ე;

22. პ--------------ე;

23. ო-–------------ე;

24. მ--------–--ე;

25. ნ-------------ე;

26. მ--------------–--ე;

27. ა-----–------–--ე;

28. ე------------–--ე;

29. ლ--------–--ე;

30. ჯ------–------–--ე;

31. მ----------------–ი;

32. ა--–---------ე;

33. გ---–--------–-----ე;

34. ა-------------ე;

35. ჯ----–-------ე;

36. რ------------ე;

37. ნ---------------ე;

38. მ-------–--------ე;

39. ე-–----------ე;

40. ნ-----------ე;

41. ჯ----–---------ე;

42. ფ-------------ე;

43. ნ-------------ე;

44. ი-----–----ე;

45. გ-----------ე;

46. ქ---------------ე;

47. ჰ----------–----ე;

48. ი----------–----ე;

49. ი----------–--ე;

50. ქ----------–--ე;

51. ზ----------–--ე;

52. ი-------------ე;

53. რ---------–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს მთავრობა

 

მესამე პირები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაევალოს საქართველოს მთავრობას განახორციელოს ქმედება და გარდაბნის რაიონის სოფელ კ--–----ში მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ააშენოს შესაბამისი ფართის საცხოვრებელი სახლები:

1. ვ--–----------–--ეს, თ---------–--ეს, მ--------–--ეს, ნ--------–--ეს, დ----------–--ეს არასრულწლოვან შვილებთან ერთად სულ 5 დაზარალებულზე;

2. ბ------------------ეს, ნ---------------ეს, თ--------------ეს, ც-------------------ეს, არასრულწლოვან შვილებთან ერთად სულ 5 დაზარალებულზე;

3. მ---------------ეს, დ--–----------ეს, მა---------------ეს, მ---------------ეს, რ---------–-----ს, ი-----–-----–-----ს, არასრულწლოვან შვილებთან ერთად სულ 7 დაზარალებულზე;

4. ო--------------ეს, თ------------ეს, ა-----–---------ეს, მ-----------------ეს, არასრულწლოვან შვილებთან ერთად სულ 8 დაზარალებულზე;

5. შ---------------ეს, პ--------------ეს, ოლ-----------ეს, ნ-------------ეს, ნ---------–----ეს, მ--------–--ეს, არასრულწლოვან შვილებთან ერთად სულ 10 დაზარალებულზე;

6. მ--------------–--ეს, ა-----–------–--ეს, გუ----------–--ეს, ლ--------–--ეს და ერთ არასრულწლოვან შვილთან ერთად, სულ 5 დაზარალებულზე;

7. ჯ------–------–--ეს, მ----------------–ს, არასრულწლოვან შვილებთან ერთად სულ 4 დაზარალებულზე;

8. ა--–---------ეს, ა-------------ეს, ჯ----–-------ეს, რ------------ეს, ნ-----------ეს, გ---–--------–-----ეს, ნ---------------ეს, მ-------–--------ეს, ე-–----------ეს, სულ არასრულწლოვან შვილებთან ერთად 13 დაზარალებულზე;

9. ჯ----–---------ეს, ფ-------------ეს, ნ-------------ეს, გ-----------ეებს, ირ---–----ეს და ქ---------------ეს, სულ არასრულწლოვან შვილებთან ერთად 7 დაზარალებულზე;

10. ჰ----------–----ეს და ი----------–----ეს, სულ არასრულწლოვან შვილებთან ერთად 4 დაზარალებულზე;

11. ი----------–--ეს, ქ----------–--ეს, ზ----------–--ეს, ი-------------ეს, რ---------–--ეს და არასრულწლოვან შვილებს: გ---–-------------------------–----------–-ეებს, სულ 9 დაზარალებულზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირების პოზიცია:

 

3.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით უცნობია, ვინაიდან არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. ასევე, არ წარმოადგინა წერილობითი პოზიცია.

 

4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. მოსარჩელეები წარმოადგენენ აჭარის მთიან რაიონებში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებს.

 

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის №285 და 1989 წლის 9 ოქტომბრის №497 დადგენილებებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აჭარის მთიან რაიონებში სტიქიით დაზარალებულებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საცხოვრებელი სახლების აშენების მიზნით, გარდაბნის რაიონში, სოფელ კ--–----ში 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე. კერძოდ, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის №285 დადგენილების №1 დანართში მითითებული, აჭარის მთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონში ჩასახლებული სტიქიისაგან დაზარალებული 75 ოჯახი უნდა დასახლებულიყო საქართველოს ზ------------------------------------–---–------–--------------------ს კ--–----------–---–-------------------–--------------- მიწებიდან გამოყოფილ 20 ჰექტარ ფართობზე კ--–----ის მებოსტნეობა-მერძევეობის საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიაზე გათვალისწინებული 50 ოჯახის ნაცვლად; მ----------ის ტერიტორიაზე გამოყოფილ 5,5 ჰექტარზე - 22 ოჯახი და ვ---------–-------------------------- მეურნეობის ტერიტორიაზე - 20 ოჯახი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ოქტომბრის №497 დადგენილება (ტ. I. ს.ფ. 20-21);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 47-60);

 

4.2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით, მიღებული იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კ--–----ის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის, დასახლებული ფართის შეცვლის მიზნით, გარდაბნის რაიონის სოფელ ფ-------–-- საკრებულოს ტერიტორიაზე, თ---–------------------------–--–---------------------, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობის გამოყოფის თაობაზე, აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად. ამავე დადგენილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა, აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროსთვის გამოეძებნა საჭირო თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულება (ტ.I. ს.ფ. 27);

 

4.3. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა და საქართველოს მთავრობას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება რ-------------------------------------------–---------ის, ა--–---------ის, ია---------------------------------–--ის, ჯ------–------–--ის (მ-----–------–----------–--------–--–-----------------------------------–-------–----------------------------–--–----------–------------------–------------–-------------------------------------------------–---------------------–--------------–--------–---------------------------------------------------–------------------------------------–-------------------------------------------------------–---------–----------–-------------------------------------------–-----------–-----------–--------–---------------------------------------–--------------------------------------–--–---------–--------------------------–--------–------------------------------–-------------–--–----------------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-----------------------–-------------------------–--------------–----------------------------–------------------–---------ის და ი----------–--ის 2009 წლის 13 მარტის №----- ადმინისტრაციული საჩივრთან (განცხადებასთან) დაკავშირებით, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ (მხოლოდ მოსარჩელეებთან მიმართებაში) საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის №--------------- განჩინება (ტ. I. ს.ფ. 301-302);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 47-60);

 

4.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 2014 წლის 21 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი №---------.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის №--------- სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება აღსრულებულად ჩაითვალა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №---- განკარგულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის №--------- სააღსრულებო ფურცელი (ტ. I. ს.ფ. 45-46);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 15 იანვრის №---- წერილი (ტ. I. ს.ფ. 43-44);

 

4.5. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №---- განკარგულებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, განკარგულების პრეამბულაში მითითებული სტიქიით დაზარალებული პირების/მათი ოჯახების განსახლების მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის მიხედვით მათი განსახლების უზრუნველყოფა. ამავე განკარგულებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და საქართველოს ფინანასთა სამინისტროს დაევალა, საქართველოს მთავრობის წინაშე წინადადების წარდგენა მომდევნო წლების საქართველოს ბიუჯეტებში შესაბამისი თანხების გასათვალისწინებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №---- განკარგულება (ტ. I. ს.ფ. 28-29);

 

4.6. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №---- განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №---- განკარგულებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, 800 000 (რვაასი ათასი) ლარის №1 დანართით გათვალისწინებული სტიქიით დაზარალებული 16 ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფისათვის, თითოეულ ოჯახზე 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, გამოყოფს თაობაზე; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, 2018 წელს მისთვის სახელმწიფო გამოყოფილი ასიგნებებიდან, 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის №2 დანართით გათვალისწინებული სტიქიით დაზარალებული 20 ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფისათვის, თითოეულ ოჯახზე 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, გამოყოფის თაობაზე.

 

ამავე განკარგულების თანახმად, განკარგულებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის გაცემის პირობად განისაზღვრა სტიქიით დაზარალებულ პირთა მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, შესაბამისი სამართლებრივი შედეგები განისაზღვრებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, საკომპენსაციო თანხის მიმღებად თითოეული ოჯახიდან უნდა განსაზღვრულიყო ერთი სრულწლოვანი პირი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების (თანხის მიღებაზე ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა) საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №---- განკარგულება, №1 და №2 დანართებით (ტ. I. ს.ფ. 264-274);

 

4.7. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №---- განკარგულების განმარტებითი ბარათით დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №---- განკარგულების აღსრულების ფარგლებში, ადგილზე შეისწავლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--–----ში მცხოვრები 49 ოჯახის მდგომარეობა და მოთხოვნები.

 

დადგინდა, რომ 27 ოჯახს გააჩნდა სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, საიდანაც 16 ოჯახს აღნიშნული საცხოვრებელი ფართი სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდა გადაცემული პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად (საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №--------- 2012 წლის 25 სექტემბრის №-------- და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 ნოემბრის №---- განკარგულებებით), ხოლო დანარჩენ 11 ოჯახს ალტერნატიული ფართი შეძენილი ჰქონდა თავიანთი სახსრებით (აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით). 22 ოჯახს არ უფიქსირდებოდა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში.

 

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 25 სექტემბრის №-------- განკარგულება, იმ 16 ოჯახიდან (რომელსაც საცხოვრებელი ფართი სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდა გადაცემული პირდაპირი მიყიდვის წესით) ერთ-ერთის, რ-------------ის ნაწილში და მას ჩამოერთვა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ფართი, ხოლო ს---–-------------ისათვის და ნ-----------ისათვის (ი-----------ის ოჯახი) სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად საცხოვრებელი ფართების გადაცემა მოხდა, როგორც სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რასთან დაკავშირებითაც ვალდებულება სახელმწიფოს (თავდაცვის სამინისტროს) აღებული ჰქონდა „კონტრაქტი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ ხელშეკრულებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრომ მიიჩნია, რომ მითითებული სამი ოჯახი უნდა დამატებოდა იმ 33 ოჯახს, რომელთა დაკმაყოფილების საკითხიც უნდა განხილულიყო (ჯამში 36 ოჯახი), ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ოჯახებისათვის არ მომხდარა საცხოვრებელი სახლების გადაცემა. სამინისტრომ დარჩენილი 13 ოჯახის, რომელსაც სახელმწიფოს (საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №--------- 2012 წლის 25 სექტემბრის №-------- და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 ნოემბრის №---- განკარგულებებით) მხრიდან გადაცემული ჰქონდა უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად, დაკმაყოფილების საკითხი მიზანშეუწონლად მიიჩნია მიუხედავად იმისა, რომ მათთვის საცხოვრებელი სახლების გადაცემა არ მომხდარა როგორც ეკომიგრანტებისათვის. სამინისტრომ მიიჩნია, რომ მათ მიმართ სახელმწიფოს მიერ განხორციელდა სიმბოლურ ფასად 1 ლარად საცხოვრებელი სახლების გადაცემა და ამ ოჯახებთან მიმართებაში თავშესაფრის აუცილებლობის საკითხი აღარ იდგა.

 

სამინისტრომ, ოჯახების შესახებ ინფორმაციის სრულფასოვნად მოძიების შემდეგ, დაიწყო მათთვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის შესაბამის პროექტზე მუშაობა და პარალელურად ოჯახებთან კომუნიკაციით განიხილა ფულადი კომპენსაციის საკითხი. ოჯახების წარმომადგენლებმა სამინისტროს მიმართეს წინადადებით (2017 წლის 24 აპრილის №-------- განცხადება), რომ საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მომხდარიყო თითოეულ ოჯახზე კომპენსაციის გაცემა, არანაკლებ 50 000 ლარის ოდენობით, რაც ჯამში წარმოადგენდა 1 800 000 ლარს. სამინისტროს გაანგარიშებით, კომპენსაციის გაცემის შემთხვევაში სახელმწიფო დაზოგავდა დაახლოებით 4 200 000 ლარს, ვინაიდან 36 ოჯახისათვის სახლების მშენებლობას სჭირდებოდა დაახლოებით 6 000 000 ლარი. ამასთან, სამინისტროს მოსაზრებით, კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ოჯახების დაკმაყოფილება განხორციელდებოდა მათ მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად: 2017 წელს - 16 ოჯახი, ხოლო 2018 წელს - დარჩენილი 20 ოჯახი (2017 წლის 24 მაისის №-------- განცხადება).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №---- განკარგულების განმარტებითი ბარათი (ტ. I. ს.ფ. 275-277);

- გარდაბნის რაიონის, სოფელ კ--–----ში მცხოვრები ეკომიგრანტის ი-----------–--ის 2017 წლის 24 აპრილის №-------- განცხადება, დანართით (ტ. I. ს.ფ. 278-289);

- გარდაბნის რაიონის, სოფელ კ--–----ში მცხოვრები ეკომიგრანტის ი-----------–--ის 2017 წლის 24 მაისის №-------- განცხადება, დანართით (ტ. I. ს.ფ. 303-314);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულება.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა (შემდგომ − მთავრობა) არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე და მე-5 მუხლის შესაბამისად: კ) მართავს სახელმწიფო ქონებას; ო) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალურ დაცვას; ჟ) უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო საემიგრაციო და საიმიგრაციო პოლიტიკის განხორციელებას.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. კერძოდ, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს დებულებას მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.

 

სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულება. დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მიგრაციის კონტროლისა და განსახლების სფეროში. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას.

 

დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ერთ-ერთ ფუნქციას და ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია- ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ აჭარის მთიან რაიონებში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებს. ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის №285 და 1989 წლის 9 ოქტომბრის №497 დადგენილებებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება აჭარის მთიან რაიონებში სტიქიით დაზარალებულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საცხოვრებელი სახლების აშენების მიზნით გარდაბნის რაიონში, სოფელ კ--–----ში 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და 75 დაზარალებული ოჯახის დასასახლებლად საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის შესაბამისი თანხების მოძიების თაობაზე, თუმცა სახელმწიფომ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებმა სხვა პირებთან ერთად მიმართეს სასამართლოს, რომელმაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და საქართველოს მთავრობას დაავალა კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება რ-------------------------------------------–---------ის, ა--–---------ის, ია---------------------------------–--ის, ჯ------–------–--ის (მ-----–------–----------–--------–--–-----------------------------------–-------–----------------------------–--–----------–------------------–------------–-------------------------------------------------–---------------------–--------------–--------–---------------------------------------------------–------------------------------------–-------------------------------------------------------–---------–----------–-------------------------------------------–-----------–-----------–--------–---------------------------------------–--------------------------------------–--–---------–--------------------------–--------–------------------------------–-------------–--–----------------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-----------------------–-------------------------–--------------–----------------------------–------------------–---------ის და ი----------–--ის 2009 წლის 13 მარტის №----- ადმინისტრაციული საჩივართან (განცხადებასთან) დაკავშირებით, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ (მხოლოდ მოსარჩელეებთან მიმართებაში) საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით.

 

სასამართლო მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 3 ნოემბრის №---- განკარგულებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაავალა, კონკრეტულ პირთა/ოჯახთა განსახლების მიზნით, სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის მიხედვით, მათი განსახლების უზრუნველყოფა, ასევე, საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მთავრობის წინაშე წინადადების წარდგენა, მომდევნო წლების საქართველოს ბიუჯეტებში შესაბამისი თანხების გასათვალისწინებლად.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №---- განკარგულების შესაბამისად, საკითხის შესწავლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გაეცნო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--–----ში მცხოვრები 49 ოჯახის მდგომარეობას და მათთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემაზე, კერძოდ, თითოეული ოჯახისათვის 50 000 ლარის ოდენობით.

 

ამასთან, საკითხის შესწავლისას ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ 27 ოჯახიდან, რომელთაც სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი გააჩნდა, 16 ოჯახს აღნიშნული საცხოვრებელი ფართი სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდა გადაცემული პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად (საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №--------- 2012 წლის 25 სექტემბრის №-------- და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 ნოემბრის №---- განკარგულებებით), 11 ოჯახს შეძენილი ჰქონდა თავიანთი სახსრებით (აღნიშნული ინფორმაცია დასტურდებოდა საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით), ხოლო 22 ოჯახს საკუთრებაში არ უფიქსირდებოდა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი. სამინისტრომ, ასევე, დაადგინა, რომ იმ 16 ოჯახიდან, ვისაც სიმბოლურ ფასად ჰქონდა საცხოვრებელი მიღებული, ერთს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილების შესაბამისად ჩამოერთვა სახელმწიფოს მიერ გადაცემული ფართი, ხოლო ორი ოჯახისთვის სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად საცხოვრებელი ფართების გადაცემა მოხდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსიდან გამომდინარე, „კონტრაქტი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში. შესაბამისად, იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ 3 ოჯახისთვის არ მომხდარა საცხოვრებელი სახლების გადაცემა, მითითებული ოჯახები დაემატა იმ 33 ოჯახს (ჯამში 36 ოჯახი), რომელთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხსაც განიხილავდა ადმინისტრაციული ორგანო. სამინისტრომ მიზანშეუწონლად მიიჩნია დარჩენილი 13 ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების საკითხი მიუხედავად იმისა, რომ მათთვის სახელმწიფოს მხრიდან უძრავი ქონებები პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად გადაცემული არ ყოფილა როგორც ეკომიგრანტებისათვის. სამინისტროს პოზიციით, სახელმწიფომ მათ გადასცა საცხოვრებელი სახლები და ამ ოჯახებთან მიმართებაში თავშესაფრის აუცილებლობის საკითხი აღარ იდგა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

 

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

ამდენად, კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, ხოლო თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და შესაბამისად, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან გამოიყენა ერთ-ერთი, იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური საქმის გარემოებების არსებობისას მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონი ერთნაირად გამოიყენოს ყველას მიმართ. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებისათვის საცხოვრებელი სახლების აშენების ან მათი თანხმობის პირობებში, მშენებლობის სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემაზე უარი განპირობებული იყო არა იმ გარემოებით, რომ სახელმწიფო არ აღიარებდა მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებას, არამედ იმით, რომ მათ სახელმწიფოსაგან ბინები სიმბოლურ ფასად უკვე მიღებული ჰქონდათ. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს საქმის გარემოებების იდენტურობის გამომრიცხველ გარემოებას, რამდენადაც სადავო არ არის ის, რომ ამ ოჯახებს/დაზარალებულ პირებს, როგორც ეკომიგრანტებს, საცხოვრებელი სახლები არ გადაცემიათ. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფომ ყოველგვარი პირობის გარეშე აიღო ვალდებულება მათთვის, როგორც სტიქიური მოვლენებით დაზარალებულებისათვის, საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე, მიუხედავად იმისა, თავშესაფრით უზრუნველყოფის საჭიროება იქნებოდა თუ არა სახეზე, მას უნდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება ყველა პირის მიმართ თანაბრად.

 

სასამართლოს მოსაზრებით, დარჩენილ 13 ოჯახთან მიმართებით განსხვავებულ მოპყრობას არ ამართლებს ამ საკითხისგან დამოუკიდებლად სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი სახლების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს რომ ეს ოჯახები სახელმწიფომ უზრუნველყო საცხოვრებელი ფართებით, თუმცა სახლების გადაცემა არ მომხდარა მათთვის, როგორც ეკომიგრანტებისათვის იმ დროს, როდესაც 36 ოჯახიდან, რომელთაც კომპენსაცია მიიღეს, 2 ოჯახსაც სხვა საფუძვლით, სხვა ვალდებულების ფარგლებში სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდათ ბინები, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ კომპენსაცია მაინც გადასცა, როგორც ეკომიგრანტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების საკითხის შეფასებისას საქართველოს მთავრობამ დაარღვია კანონით აღიარებული თანასწორობის პრინციპი, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება ამ ოჯახებისათვის სიმბოლურ ფასად ბინების გადაცემის საფუძველი და მით უფრო ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებმა ეს ბინები მიიღეს სახელმწიფოს მიერ მათ მიმართ არსებული სადავო ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, მოსარზზცელეთა ნაწილში საკითხის შეფასებისას საქართველოს მთავრობამ დაარღვია თანასწორობის პრინციპი, ვინაიდან საქართველოს მთავრობის მიერ მითითებული გარემოებები არ ამართლებდა მათ მიმართა განსხვავებულ მოპყრობას.

 

აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სახელმწიფომ ეკომიგრანტების წინაშე აიღო ვალდებულება საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა მათთან შეთანხმებით და მათივე თანხმობით, თითოეულ დაზარალებულ ოჯახს გადაეცა კომპენსაცია 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, კომპენსაციის მიღების პირობად განისაზღვრა სტიქიით დაზარალებული პირების მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეებმა ასამართლო სხდომაზე ხაზგასმით დააფიქსირეს თანხმობა საცხოვრებელი სახლების სანაცვლოდ კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობას, თანასწორობის პრინციპისა და მხარეტა პოზიციის გათვალისწინებით, უნდა დაეკისროს საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სანაცვლოდ მოსარჩელეთა (ვ--–----------–ის, თ---------–--ის, მ--------–--ის, ნ--------–--ის, დ----------–--ე; ბ------------------ის, ნ---------------ის, თ--------------ის, ც-------------------ის, მ---------------ის, მ-----------–-----ის, დ--–----------ის, მ---------------ის, რ---------–-----ის, ი-----–-----–-----ის, ო--------------ის, თ------------ის, ა-----–---------ის, მ-----------------ის, შ---------------ის, ნ---------–----ის, პ--------------ის, ო-–------------ის, მ--------–--ის, ნ-------------ის, მ--------------–--ის, ა-----–------–--ის, ე------------–--ის, ლ--------–--ის, ჯ------–------–--ის, მ----------------–ის, ა--–---------ის, გ---–--------–-----ის, ა-------------ის, ჯ----–-------ის, რ------------ის, ნ---------------ის, მ-------–--------ის, ე-–----------ის, ნ-----------ის, ჯ----–---------ის, ფ-------------ის, ნ-------------ის, ი-----–----ის, გ-----------ის, ქ---------------ის, ჰ----------–----ის, ი----------–----ის, ი----------–--ის, ქ----------–--ის, ზ----------–--ის, ი-------------ის, რ---------–--ის) ოჯახების (სულ 13 ოჯახი) საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, თითოეულ ოჯახზე (სულ 13 ოჯახი) 50 000 ლარის ოდენობით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს - საქართველოს მთავრობას უნდა დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1100 (ათასასი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ--–----------–--ის, თ---------–--ის, მ--------–--ის, ნ--------–--ის, დ----------–--ე; ბ------------------ის, ნ---------------ის, თ--------------ის, ც-------------------ის, მ---------------ის, მ-----------–-----ის, დ--–----------ის, მ---------------ის, რ---------–-----ის, ი-----–-----–-----ის, ო--------------ის, თ------------ის, ა-----–---------ის, მ-----------------ის, შ---------------ის, ნ---------–----ის, პ--------------ის, ო-–------------ის, მ--------–--ის, ნ-------------ის, მ--------------–--ის, ა-----–------–--ის, ე------------–--ის, ლ--------–--ის, ჯ------–------–--ის, მ----------------–ის, ა--–---------ის, გ---–--------–-----ის, ა-------------ის, ჯ----–-------ის, რ------------ის, ნ---------------ის, მ-------–--------ის, ე-–----------ის, ნ-----------ის, ჯ----–---------ის, ფ-------------ის, ნ-------------ის, ი-----–----ის, გ-----------ის, ქ---------------ის, ჰ----------–----ის, ი----------–----ის, ი----------–--ის, ქ----------–--ის, ზ----------–--ის, ი-------------ის, რ---------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე საქართველოს მთავრობას დაეკისროს საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სანაცვლოდ მოსარჩელეთა (ვ--–----------–--ის, თ---------–--ის, მ--------–--ის, ნ--------–--ის, დ----------–--ე; ბ------------------ის, ნ---------------ის, თ--------------ის, ც-------------------ის, მ---------------ის, მ-----------–-----ის, დ--–----------ის, მ---------------ის, რ---------–-----ის, ი-----–-----–-----ის, ო--------------ის, თ------------ის, ა-----–---------ის, მ-----------------ის, შ---------------ის, ნ---------–----ის, პ--------------ის, ო-–------------ის, მ--------–--ის, ნ-------------ის, მ--------------–--ის, ა-----–------–--ის, ე------------–--ის, ლ--------–--ის, ჯ------–------–--ის, მ----------------–ის, ა--–---------ის, გ---–--------–-----ის, ა-------------ის, ჯ----–-------ის, რ------------ის, ნ---------------ის, მ-------–--------ის, ე-–----------ის, ნ-----------ის, ჯ----–---------ის, ფ-------------ის, ნ-------------ის, ი-----–----ის, გ-----------ის, ქ---------------ის, ჰ----------–----ის, ი----------–----ის, ი----------–--ის, ქ----------–--ის, ზ----------–--ის, ი-------------ის, რ---------–--ის) ოჯახების (სულ 13 ოჯახი) საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, თითოეულ ოჯახზე (სულ 13 ოჯახი) 50 000 ლარის ოდენობით;

 

3. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 1100 (ათასასი) ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე თამარ მეშველიანი