განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002532202
საქმე N3ბ/431-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შა-–-----------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარად აღიარება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შა-–-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. არარა აქტად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №2------ შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანება. არარა აქტად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის №7----- შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანება; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შა-–-----------–---–ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა--------------------------–------------------------–-----------------–--------------–-------------ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაეკისრა იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება, მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამდებობაზე დანიშვნისა და სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ 2014 წლის 1 აპრილის №6----- ბრძანების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის’’ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის ,,გ’’, ,,ლ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, შსს ცე-------–---------------–----------–-–----------------------------------------------–------------------------------------------–-------------------–------------------–-------------ის ყოფილი მ--------–-, პოლიციის მ------- - შა-–------------------------–---–ი (პ/ნ: 3----------) დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა--------------------------–------------------------–----–--------–-------------------–--------------–-------------------------–----–---------------------------ად ,,საქართველოს ს-----------------–-–------------------------------–---–------–------ის მინიჭებით. საფუძველი: საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს უფროსის 2014 წლის 1 აპრილის პატაკი №6----- და შ. კა------–---–ის 2014 წლის 1 აპრილის პატაკი №6-----. (ტ.1. ს.ფ.22).
2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2014 წლის 21 ივნისის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ №1------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის’’ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მ------- - შა-–-----------–---–ი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–----–--------–-------------------–--------------–-------------------------–----–---------------------------ად. საფუძველი: შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო- ოპერატიული მთავარი სამმართველოს უფროსის 2014 წლის 20 ივნისის პატაკები №11-----, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, 2014 წლის 21 ივნისის პატაკი №1------. (ტ.1.ს.ფ. 23)
2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2014 წლის 25 ივლისის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ №1------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის’’ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებისა და შს მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №1------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მ------- - შა-–-----------–---–ი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–----–--------–-------------------–--------------–-------------------------–ედ. საფუძველი: შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მ--------–- საგამოძიებო- ოპერატიული მთავარი სამმართველოს უფროსის 2014 წლის 21 ივლისის პატაკი №1------, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლის 2014 წლის 23 ივლისის სამსახურეობრივი ბარათი №1------ და გენერალური ინსპექციის 2014 წლის 24 ივლისის სამსახურეობრივი ბარათი №1------. (ტ.1.ს. ფ. 24).
2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2015 წლის 8 სექტემბრის დროებით მოვალეობის შესრულების დაკისრების შესახებ №1------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის’’ 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,წ’’ ქვეპუნქტებისა და შს მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №1------ ბრძანების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა--------------------------–------------------------–----–--------–-------------------–--------------–-----------–----------ის მ-----------, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვ-–------–------- - შა-–-ა კა------–---–ს დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–-------------------------–ის დროებით მოვალეობის შესრულება. საფუძველი: საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი განკარგულება. (ტ.1. ს.ფ. 25)
2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2015 წლის 15 სექტემბრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ №2------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსხურის გავლის წესის’’ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ (სამსახურეობრივი დაწინაურებისას) და ,,ბ’’ (საშტატო - საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას) ქვეპუნქტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებისა და შს მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №1------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–-------------------------–ის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვ-–------–------- - შა-–-----------–---–ს შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2015 წლის 8 სექტემბრის №1------ ბრძანებით დაკისრებული მოვალეობა და დაინიშნა - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–------------სად.საფუძველი: შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობის განკარგულება, გენერალური ინსპექციის 21.08.2015 წლის №------- და 01.09.2015 წლის №------- სამსახურეობრივი ბარათები.(ტ.1.ს. ფ. 26).
2.6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ №2------ ბრძანებიდან ამონაწერის მიხედვით, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1 პუნქტის ,,ბ’’ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, იმავე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შეახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ე“ ,,ნ“ ქვეპუნქტების და საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 18 ნოემბრის №18/11/01 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–------------სი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვ-–------–-------ი - შა-–------------------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში. საფუძველი: შს მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №--- საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება.(ტ.1. ს. ფ. 20).
2.7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ №7----- ბრძანებიდან ამონაწერის მიხედვით, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის (კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლში მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’, ,,ზ’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–-----------–----------სი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვ-–------–-------ი - შა-–------------------------–---–ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.(ტ.1. ს. ფ. 21).
2.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-60 მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 23-24-ე მუხლებით, საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, 118-ე მუხლებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 71-ე მუხლით, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანების მე-6-7 მუხლებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-2, მე-5 მუხლებით.
2.9. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, შა-–-----------–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–------------სის თანამდებობა. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
2.10. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს მმართველობაში შემავალ ერთეულს. ასევე ეთანხმება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობაში შემავალ საკითხებს და თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხიმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, თუმცა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მინისტრი ზემოთ მითითებული უფლებამოსილების განხორცილებისას შეზღუდულია კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებით.
2.11. სასამართლოს განმარტებით უდავოა, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის კომპეტენციაშიც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, მაგრამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დანიშვნა-გათავისუფლება დეტალურად არის მოწესრიგებული კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს.
2.12. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2015 წლის 15 სექტემბრის №2------ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–-------------------------–ის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვ-–------–------- - შა-–-ა კა------–---–ს შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2015 წლის 8 სექტემბრის №1------ ბრძანებით დაკისრებული მოვალეობა და დაინიშნა - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–------------სად.
2.13. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების მიღებისას გამოყენებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტები. ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები და დირექტივები, რომლებიც აუცილებელია სასაზღვრო პოლიციისათვის კანონით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დამოუკიდებლად ან/და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა სუბიექტებთან ერთად, ხოლო ,,ლ’’ ქვეპუნქტის მიხედვით სასაზღვრო პოლიციის უფროსი, სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, რომლის დისკრეციულ უფლებამოსილებასაც განეკუთვნება, როგორც მოსარჩელის თანამდებობის დანიშვნა, ისე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე - შა-–-ა კა------–---–ის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.
2.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №2------ ბრძანება და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის №7----- ბრძანება მიღებულია არაუფლებამოსილი პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, რაც მოცემული სადავო აქტების არარა აქტებად აღიარების წინაპირობაა.
2.15. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამოცემული აქტები ცნობილი იქნა არარად და იგი აღდგენილი იქნა სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაკისრებოდა იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა, რომელთაც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
3.1. სააპელაციო საჩივრის თანახმად, მოცემულ საქმეში სადავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რამდენად გააჩნდა უფლებამოსილება მინისტრს მოეხდინა შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–------------სის - შა-–-----------–---–ის მიმართ კადრების განკარგულებაში აყვანისა და დათხოვნის თაობაზე ბრძანების გამოცემა.
3.2. აპელანტის მითითებით, შა-–-----------–---–ი იყო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–------------სი. ამდენად, მოსარჩელე იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას და წარმოადგენდა თანამდებობის პირს. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად თანამდებობის პირში, შესაბამისად ხელმძღვანელ პირში იგულისხმება საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მ------------ი, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები.
3.3. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მინისტრი: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრულ მოხელეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სხვა საჯარო მოსამსახურეებს. ამდენად, მოცემული კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ განსხვავებული რეგულირება განსაზღვრული იყოს ისევ კანონით.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი და შესაბამისად განსაზღვრავს საშტატო განრიგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კანონის თანახმად, მინისტრი როგორც საქვეუწყებო დაწესებულების დებულებისა და საშტატო ნუსხის განმსაზღვრელი პირი, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს საშტატო ნუსხით განსაზღრული პირების დანიშვნა და გათავისუფლება.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მ----------- დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნული ნორმების ინტერპრეტაციისა და პრაქტიკაში რეალიზაციის კუთხით აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გააჩნია დანიშნოს და გაათავისუფლოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს მათ მიმართ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის კუთხით უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მინისტრი.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პრაქტიკაში ეფექტური რეალიზაციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული იქნა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების“ შესახებ 2016 წლის 21 ივნისის №786 ბრძანება, რომლითაც მინისტრის მიერ მოხელეების დანიშვის უფლებამოსილება ასევე დელეგირებული იქნა სასაზღვრო პოლიციის უფროსზე. კერძოდ, იმავე ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს. აღნიშნული უფლებამოსილების კონკრეტიზაცია არის ასევე მოცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის №1014 ბრძანებაში, რომლის 34 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი. აღნიშნული მუხლის დეფინიცია მიზნად ისახავდა სასაზღვრო პოლიციის უფროსისათვის უფლებამოსილების დელეგირებასა და იმავე დროს მინისტრისათვის დელეგირებული უფლებამოსილების შენარჩუნებას; სწორედ ამიტომ მიიღო ნორმამ მსგავსი ნორმატიული შინაარსი, რომ სასაზღვრო პოლიციის უფროსის გარდა მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება ასევე გააჩნია „სხვა უფლებამოსილ პირს“ - შსს მინისტრს; რომ არა მსგავსი ჩანაწერი აღნიშნული ბრძანებები როგორც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები წინააღმდეგობაში მოვიდოდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესთან, რომელიც მინისტრს საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხელეების დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილებას ანიჭებს.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ერთის მხრივ მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის N337 დადგენილებაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N786 ბრძანებაზე, მეორე მხრივ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ო-----------–--------------–------- სამმართველოს დებულებაზე, რომლის მესამე თავის თანახმად, ს-----------–-------------- თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. ხოლო, აღნიშნული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–------------სის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა სასაზღვრო პოლიციის უფროსი. აპელანტს მიაჩნია, რომ არ უნდა იქნას გაზიარებული სასამართლოს იმგვარი მიდგომა თითქოსდა მინისტრის კანონით დადგენილი უფლებამოსილებები შეიძლება მოქცეულ იქნას და შეიზღუდოს იერარქიულად ქვედა რგოლისთვის მინისტრის უფლებამოსილების დელეგირებით. უფლებამოსილების დელეგირება არ გულისხმობს ამ უფლებამოსილების ავტომატურ გაუქმებას თავად მინისტრის უფლებამოსილებებიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 26 ნოემბრის №2------ და 2017 წლის 27 მარტის №7----- ბრძანებების არარად აღიარების სამართლებრივი საფუძვლები, ასევე აპელანტის მოსაზრებით არ არსებობს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–------------სის - შა-–-----------–---–ის სამსახურში აღდგენისა და განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების საფუძვლები.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველზე, შა-–-----------–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის N72------ ბრძანებით აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. უდავო ფაქტია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელდა ძირეული რეორგანიზაცია და შტატების შემცირება. მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის N7----- ბრძანებით დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის არა ცალკე განყენებული სტრუქტურული ერთეული, არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენელი ნაწილი. "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი (რომელიც არეგულირებს პოლიციის ორგანიზაციულ მოწყობას) ადგენს, რომ პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის ხსენებული ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. ხოლო იმავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს მმართველობაში შემავალ ერთეულს. სამინისტრო წარმოადგენს ერთიან სისტემას და იგი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების, სსიპ-ების მეშვეობით. ასევე, ერთიანი სისტემაა პოლიციაში, რომელიც ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, იმავე პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, "ზ" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, ხოლო "ნ" ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის" 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად "პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს." იმავე წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასა და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს; იმავე მუხლის მეორე პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა. აღნიშნული საკითხი, ასევე, დარეგულირებულია "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით, რომელიც მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის ერთ–ერთ დამოუკიდებელ საფუძვლად ადგენს (41-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი) კადრების განკარგულების ვადის გასვლას, ხოლო იმავე კანონის 42-ე მუხლის თანახმად "პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით."
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, კანონმდებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანიჭებს უფლებამოსილებას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ გაათავისუფლოს კადრების განკარგულებაში აყვანილი თანამშრომელი, თუკი მის შრომითი მოწყობის საკითხს დადებითად ვერ გადაწყვეტს, რომლის გადაწყვეტაც მთლიანად სამინისტროს დისკრეციულ უფლებაზეა დამოკიდებული. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი და პირობები დამტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N1014 ბრძანებით. იმავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, "სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი."
აპელანტის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი, უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ერთეულების თუ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის სფეროს დასარეგულირებლად, თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, ასევე, მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება სამინისტროს მოსამსახურეზე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ერთმევა აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების უფლება.
აპელანტის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ უფლებამოსილების დელეგირება, არ ნიშნავს მისთვის ამ უფლებამოსილების ჩამორთმევას. კონკრეტულად კი, ფაქტი, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს მინისტრის ბრძანებით (2006 წლის 21 ივნისის N786) მიეცა უფლებამოსილება დაარეგულიროს საკადრო საკითხები, კერძოდ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნოს და გაათავისუფლოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები, არ ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ამ უფლების შეზღუდვას, პირიქით, კიდევ უფრო ამყარებს სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში არსებული პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
6.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამდებობაზე დანიშვნისა და სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ 2014 წლის 1 აპრილის №6----- ბრძანების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის’’ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის ,,გ’’, ,,ლ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, შსს ცე-------–---------------–----------–-–----------------------------------------------–------------------------------------------–-------------------–------------------–-------------ის ყოფილი მ--------–-, პოლიციის მ------- - შა-–------------------------–---–ი (პ/ნ: 3----------) დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა--------------------------–------------------------–----–--------–-------------------–--------------–-------------------------–----–---------------------------ად ,,საქართველოს ს-----------------–-–------------------------------–---–------–------ის მინიჭებით. საფუძველი: საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს უფროსის 2014 წლის 1 აპრილის პატაკი №6----- და შ. კა------–---–ის 2014 წლის 1 აპრილის პატაკი №6-----. (ტ.1. ს.ფ.22).
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2014 წლის 21 ივნისის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ №1------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის’’ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მ------- - შა-–-----------–---–ი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–----–--------–-------------------–--------------–-------------------------–----–---------------------------ად. საფუძველი: შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო- ოპერატიული მთავარი სამმართველოს უფროსის 2014 წლის 20 ივნისის პატაკები №11-----, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, 2014 წლის 21 ივნისის პატაკი №1------. (ტ.1.ს.ფ. 23)
6.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2014 წლის 25 ივლისის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ №1------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის’’ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებისა და შს მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №1------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მ------- - შა-–-----------–---–ი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–----–--------–-------------------–--------------–-------------------------–ედ. საფუძველი: შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მ--------–- საგამოძიებო- ოპერატიული მთავარი სამმართველოს უფროსის 2014 წლის 21 ივლისის პატაკი №1------, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლის 2014 წლის 23 ივლისის სამსახურეობრივი ბარათი №1------ და გენერალური ინსპექციის 2014 წლის 24 ივლისის სამსახურეობრივი ბარათი №1------. (ტ.1.ს. ფ. 24).
6.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2015 წლის 8 სექტემბრის დროებით მოვალეობის შესრულების დაკისრების შესახებ №1------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის’’ 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,წ’’ ქვეპუნქტებისა და შს მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №1------ ბრძანების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა--------------------------–------------------------–----–--------–-------------------–--------------–-----------–----------ის მ-----------, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვ-–------–------- - შა-–-ა კა------–---–ს დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–-------------------------–ის დროებით მოვალეობის შესრულება. საფუძველი: საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი განკარგულება. (ტ.1. ს.ფ. 25)
6.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2015 წლის 15 სექტემბრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ №2------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსხურის გავლის წესის’’ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ (სამსახურეობრივი დაწინაურებისას) და ,,ბ’’ (საშტატო - საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას) ქვეპუნქტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებისა და შს მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №1------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–-------------------------–ის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვ-–------–------- - შა-–-----------–---–ს შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2015 წლის 8 სექტემბრის №1------ ბრძანებით დაკისრებული მოვალეობა და დაინიშნა - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–------------სად.საფუძველი: შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობის განკარგულება, გენერალური ინსპექციის 21.08.2015 წლის №------- და 01.09.2015 წლის №------- სამსახურეობრივი ბარათები.(ტ.1.ს. ფ. 26).
6.6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ №2------ ბრძანებიდან ამონაწერის მიხედვით, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1 პუნქტის ,,ბ’’ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, იმავე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შეახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ე“ ,,ნ“ ქვეპუნქტების და საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 18 ნოემბრის №18/11/01 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–------------სი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვ-–------–-------ი - შა-–------------------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში. საფუძველი: შს მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №--- საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება.(ტ.1. ს. ფ. 20).
6.7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ №7----- ბრძანებიდან ამონაწერის მიხედვით, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის (კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლში მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’, ,,ზ’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–-----------–----------სი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვ-–------–-------ი - შა-–------------------------–---–ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.(ტ.1. ს. ფ. 21).
7.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად შა-–-----------–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა-------------------------–------------------------–-----------------–--------------–------------სის თანამდებობა; ამდენად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მის მიმართ უნდა გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
7.2. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობას, სტრუქტურას და საქმიანობის ორგანიზებას, კერძოდ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ- მინისტრი.
7.3. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს მმართველობაში შემავალ ერთეულს. მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობაში შემავალ საკითხებს და თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხიმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, მაგრამ სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ მინისტრი, ზემოთ მითითებული უფლებამოსილების განხორცილებისას შეზღუდულია კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებით.
7.4. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს არ ჰქონდა, რადგანაც მის კომპეტენციაში აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, მაგრამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დანიშვნა-გათავისუფლება დეტალურად არის მოწესრიგებული კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანების მე-7 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით. ამ ნორმის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი - სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადაადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თავის დროზე მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, რომლის დისკრეციულ უფლებამოსილებასაც განეკუთვნება როგორც მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნა, ისე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.
8.1 სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში და ყოველმხრივი შემოწმება-შეფასების შედეგად თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
8.2 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №2------ ბრძანება და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის №7----- ბრძანება მიღებულია არაუფლებამოსილი პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, რაც მოცემული სადავო აქტების არარა აქტებად აღიარების წინაპირობაა.
8.3. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა მოსარჩელის მიმართ აღნიშნული ნორმა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ასევე იმავე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს განაცდური შრომითი გასამრჯელო.
8.4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვლია ყოველმხრივ და ერთობლიობაში, შესაბამისად მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი.
2. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი.
3. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე