განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/451-19, 330310018002458126
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ--------------–-–---–-
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
წარმომადგენელი - შ---------------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ--–----------ი
წარმომადგენელი- მ----------–--–--–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტთა მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ნ--–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. არარა აქტად იქნა ცნობილი შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №------ ბრძანება, არარა აქტად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №------- ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ--–----------ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახურის კორესპონდენციებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2013 წლის 11 ოქტომბრის №2023745 თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ,,საჯარო სამსხურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს შს მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ნოემბრის N--- ბრძანების საფუძველზე, ნ--–-----------------–----------- დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს კორესპონდენციების რეგისტრაციის განყოფილების წამყვან სპეციალისტად (არქივარიუსი).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 11 მარტის №476796 ბრძანების თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №---- ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის’’ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს კორესპონდენციების რეგისტრაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (არქივარიუსი), საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი - ნ--–-----------------–----------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველოს) კადრების სამმართველოს განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 12 მარტის №------ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №---- ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსხურის გავლის წესის’’ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების მე-7 მუხლის ,,გ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველოს) კადრების სამმართველოს კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს კორესპონდენციების რეგისტრაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (არქივარიუსი), საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი - ნელი რამაზის ასული ჩაჩაური დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლი სამსახურის კორესპონდენციებისა და ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილედ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 4 ივნისის №------- შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების თანახმად, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის I პუნქტის ,,ბ’’ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუცლის მე-3 პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’ და ,,ნ’ ქვეპუნქტების და საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 18 ნოემბრის №18/11/01 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსხურის კორესპონდენციებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - ნ--–-----------------–----------- (შვებულებაში მყოფი) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ №2950151 ბრძანების თანახმად, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის I პუნქტის ,,ბ’’ (შტატების შემცირებების ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემებრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების და საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 18 ნოემბრის №18/11/01 განკარგულების შესაბამისად შეუწყდათ შვებულებები და მივლინებები საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს და საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახურის კორესპონდენციებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - ნ--–-----------------–----------- (შვებულებაში მყოფი) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის მოვალეობის დროებით შესრულების დაკისრების შესახებ №2950168 ბრძანების თანახმად ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 30-ე მუხლის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების და საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 18 ნოემბრის №18/11/01 განკარგულების შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფ, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახურის კორესპონდენციებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროს ლეიტენანტ - ნელი რამაზის ასულ ჩაჩაურს დაეკისრა საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახურის კორესპონდენციებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილის მოვალეობის დროებით შესრულება. საფუძველი: შსს ხელმძღვანელის განკარგულება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 14 დეკემბრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ №3112799 ბრძანების თანახმად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფ, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საქმის წარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახურის კორესპონდენციებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროს ლეიტენანტ - ნელი რამაზის ასულ ჩაჩაურს შეუწყდა შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №2950168 ბრძანებით დაკისრებული მოვალეობის შესრულება და დაინიშნა შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახურის კორესპონდენციებისა და ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილედ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ №------ ბრძანების თანახმად, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტების ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსხურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, შეუწყდათ შვებულებები და მივლინებები სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს 2017 წლის 7 მარტიდან და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახურის კორესპონდენციებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ლეიტენანტი - ნ--–-----------------–----------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შს კადრების განკარგულებაში. საფუძველი: შს მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №016 საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება (ს.ფ. 38).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ №------- ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’ ქვეპუნქტის (კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და ,, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’ და ,,ზ’’ ,,ნ’ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახურის კორესპონდენციებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ლეიტენანტი - ნ--–-----------------–----------- დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (ს.ფ. 39).
დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა
პირველი ინსტანციის სასამართლლს მითითებით, აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, ანუ - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახურის კორესპომდემციებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, ასევე, იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურებაზე, გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ--–----------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახურის კორესპონდენციებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სასამართლომ მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად - მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობას, სტრუქტურას და საქმიანობის ორგანიზებას, კერძოდ მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ- მინისტრი.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 71-ე მუხლში არის ჩამონათვალი სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სსიპ-ების ხელმძღვანელები, აგრეთვე მათი მოადგილეები. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ შეიცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილებას.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანების მე-7 მუხლი განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილებებს, კერძოდ, ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი - სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადაადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.
სასამართლო ეთანხმება მოპასუხეთა პოზიციას, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს მმართველობაში შემავალ ერთეულს. ასევე ეთანხმება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობაში შემავალ საკითხებს და თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხიმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, მაგრამ სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ მინისტრი, ზემოთ მითითებული უფლებამოსილების განხორცილებისას შეზღუდულია კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის კომპეტენციაშიც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დანიშვნა-გათავისუფლება დეტალურად არის გაწერილი კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს.
შესაბამისად, მოსარჩელე - ნ--–----------ის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი განსაზღვრავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად ცნობის საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის- სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
სასამართლომ მიუთითა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემა ყოველთვის არ წარმოშობს მისი არარა აქტად ცნობის საფუძველს. როგორც კანონიერი, ისე უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განსხვავებით არარა ადმინისტრაციული აქტისაგან, მისი გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას - საჩივრისა და სარჩელის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ ხდება შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე, ხოლო არარა აქტი გამოცემისთანავე არარაა, ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას, ანუ იურიდიული ძალის არმქონეა, არ შეუძლია შეცვალოს სამართლებრივი მდგომარეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ - თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №------- ბრძანება და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №------- ბრძანება მიღებულ იქნა არაუფლებამოსილი პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, რაც მოცემული სადავო აქტების არარა აქტებად აღიარების წინაპირობაა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.
ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ნ--–----------ი აღდგება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახურის კორესპონდენციებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამოცემული აქტები ცნობილი იქნა არარად და იგი აღდგენილი იქნა სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველზე, ნ--–----------ი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N------ ბრძანებით აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. ცალსახად უდავო ფაქტია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელდა ძირეული რეორგანიზაცია და შტატების შემცირება. მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის N------- ბრძანებით დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის არა ცალკე განყენებული სტრუქტურული ერთეული, არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენელი ნაწილი. "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რომელიც არეგულირებს პოლიციის ორგანიზაციულ მოწყობას ადგენს, რომ პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის ხსენებული ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც შედის საქართველოს შინაგან სამინისტროში. გარდა ამისა, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. ხოლო ამავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს მმართველობაში შემავალ ერთეულს. სამინისტრო წარმოადგენს ერთიან სისტემას და იგი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების, სსიპ-ების მეშვეობით. ასევე, ერთიანი სისტემაა პოლიციაში, რომელიც ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბერის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ამავე პუქნტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, "ზ" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, ხოლო "ნ" ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის №995 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი"-ს 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად "პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს."
აპელანტის მითითებით, იმავე წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასა და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს, ამავე მუხლის მეორე პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა. აღნიშნული საკითხი, ასევე, დარეგულირებულია "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით, რომელიც მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის ერთ–ერთ დამოუკიდებელ საფუძვლად ადგენს (41-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი) კადრების განკარგულების ვადის გასვლას. ხოლო ამავე კანონის 42-ე მუხლის თანახმად "პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით." კანონმდებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანიჭებს უფლებამოსილებას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ გაათავისუფლოს კადრების განკარგულებაში აყვანილი თანამშრომელი, თუკი მის შრომითი მოწყობის საკითხს დადებითად ვერ გადაწყვეტს, რომლის გადაწყვეტაც მთლიანად სამინისტროს დისკრეციულ უფლებაზეა დამოკიდებული.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი და პირობები დამტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N1014 ბრძანებით. ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, "სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი." ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ადასტურებს იმას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი, უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ერთეულების თუ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის სფეროს დასარეგულირებლად, თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, ასევე, მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება სამინისტროს მოსამსახურეზე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ერთმევა აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების უფლება.
აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ უფლებამოსილების დელეგირება, არ ნიშნავს მისთვის ამ უფლებამოსილების ჩამორთმევას. კონკრეტულად კი, ფაქტი, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს მინისტრის ბრძანებით (2006 წლის 21 ივნისის N786) მიეცა უფლებამოსილება დაარეგულიროს საკადრო საკითხები, კერძოდ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნოს და გაათავისუფლოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები, არ ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ამ უფლების შეზღუდვას, პირიქით, კიდევ უფრო ამყარებს სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას.
აპელანტის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში არსებული პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, შს სამინისტრო არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ სახეზეა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
მოცემულ საქმეში ძირითად სადაო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რამდენად გააჩნდა უფლებამოსილება მინისტრს მოეხდინა შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს კორესპონდეციების რეგისტრაციის განყოფილების წამყვან სპეციალისტის - ნ--–----------ის მიმართ კადრების განკარგულებაში აყვანისა და დათხოვნის თაობაზე ბრძანების გამოცემა.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად ცნობის საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ)მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
აპელანტის მითითებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მინისტრი: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრულ მოხელეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სხვა საჯარო მოსამსახურეებს. ამდენად, მოცემული კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ განსხვევებული რეგულირება განსაზღვრული იყოს ისევ კანონით.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი და შესაბამისად განსაზღვრავს საშტატო განრიგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კანონის თანახმად, მინისტრი როგორც საქვეუწყებო დაწესებულების დებულებისა და საშტატო ნუსხის განმსაზღვრელი პირი, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს საშტატო ნუსხით განსაზღრული პირების დანიშვნა და გათავისულება.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
აღნიშნული ნორმების ინტერპრეტაციისა და პრაქტიკაში რეალიზაციის კუთხით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გააჩნია დანიშნოს და გაათავისუფლოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს მათ მიმართ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის კუთხით უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მინისტრი.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პრაქტიკაში ეფექტური რეალიზაციის მინით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული იქნა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების“ შესახებ 2016 წლის 21 ივნისის №786 ბრძანება, რომლითაც მინისტრის მიერ მოხელეების დანიშვის უფლებამოსილება ასევე დელეგირებული იქნა სასაზღვრო პოლიციის უფროსზე. კერძოდ, ამავე ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს. აღნიშნული უფლებამოსილების კონკრეტიზაცია არის ასევე მოცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის №---- ბრძანებაში, რომლის 34 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი. აღნიშნული მუხლის დეფინიცია მიზნად ისახავდა სასაზღვრო პოლიციის უფროსისათვის უფლებამოსილების დელეგირებასა და ამავე დროს მინისტრისათვის დელეგირებული უფლებამოსილების შენარჩუნებას სწორედ ამიტომ მიიღო ნორმამ მსგავსი ნორმატიული შინაარსი, რომ სასაზღვრო პოლიციის უფროსის გარდა მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება ასევე გააჩნია „სხვა უფლებამოსილ პირს“ - შსს მინისტრს. რომ არა მსგავსი ჩანაწერი აღნიშნული ბრძნებები როგორც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები წინააღმდეგობაში მოვიდოდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესთან, რომელიც მინისტრს საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხელეების დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილებას ანიჭებს.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, გადაწყვეტილებაში სასამართლო ერთი მხრივ მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის N337 დადგენილებაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N786 ბრძანებაზე. მივიჩნევთ, რომ არ უნდა იქნას გაზიარებული სასამართლოს იმგვარი მიდგომა თითქოსდა მინისტრის კანონით დადგენილი უფლებამოსილებები შეიძლება მოქცეულ იქნას და შეიზღუდოს იერარქიულად ქვედა რგოლისთვის მინისტრის უფლებამოსილების დელეგირებით. უფლებამოსილების დელეგირება არ გულისხმობს ამ უფლებამოსილების ავტომატურ გაუქმებას თავად მინისტრის უფლებამოსილებებიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, არ არსებობს რა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №------ და 2017 წლის 11 ივლისის №------- ბრძანებების არარად აღიარების სამართლებრივი საფუძვლები, არ არსებობს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს კორესპონდეციების რეგისტრაციის განყოფილების წამყვან სპეციალისტის - ნ--–----------ის სამსახურში აღდგენისა და განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ--–----------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახურის კორესპონდენციებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ასევე ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობას, სტრუქტურას და საქმიანობის ორგანიზებას, კერძოდ მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ- მინისტრი.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ზემოთხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს უფლებამოსილება თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს თანამშრომლები, თუმცა ეს არ შეიძლება გაგებული იქნეს იმგვარად, რომ ეს უფლებამოსილება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ყველა თანამშრომელზე.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 71-ე მუხლში არის ჩამონათვალი სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სსიპ-ების ხელმძღვანელები, აგრეთვე მათი მოადგილეები. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ შეიცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილებას.
პალატა მიუთითებს რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანების მე-7 მუხლი განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილებებს, კერძოდ, ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად - სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადაადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად დაეთანხმა მოპასუხეთა იმ პოზიციას, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს მმართველობაში შემავალ ერთეულს. ასევე იმ განმარტებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობაში შემავალ საკითხებს და თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხიმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, მაგრამ სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ მინისტრი, ზემოთ მითითებული უფლებამოსილების განხორცილებისას შეზღუდულია კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებით.
სადავო არ არის, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის კომპეტენციაშიც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დანიშვნა - გათავისუფლება დეტალურად არის გაწერილი კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოსარჩელე ნ--–----------ის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლზე და ასევე მართებულად განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემა ყოველთვის არ წარმოშობს მისი არარა აქტად ცნობის საფუძველს. როგორც კანონიერი, ისე უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, განსხვავებით არარა ადმინისტრაციული აქტისაგან, მისი გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას - საჩივრისა და სარჩელის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ ხდება შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე, ხოლო არარა აქტი გამოცემისთანავე არარაა, ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას, ანუ იურიდიული ძალის არმქონეა, არ შეუძლია შეცვალოს სამართლებრივი მდგომარეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ - თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №------- ბრძანება და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №------- ბრძანება მიღებულია არაუფლებამოსილი პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, რაც მოცემული სადავო აქტების არარა აქტებად აღიარების წინაპირობაა.
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავის თავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც ნ--–----------ი აღდგება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საქმის წარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახურის კორესპონდენციების და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამოცემული აქტები სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა არარად და იგი აღდგენილი იქნა სამსახურში, სასამართლომ ასევე სწორად გადაწყვიტა განაცდურის ანაზღაურების საკითხიც და დააკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტებმა ვერ მიუთითეს ისეთ გარემოებებზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად, ვერ წარმოადგინეს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
პროცესის ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 378-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე
გელა ბადრიაშვილი