1. მშენებლობის განმახორციელებელი უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური პირობების საფუძველზე და მათი დაცვით საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებას.
2. დადგენილი შემადგენლობით დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინება დაპროექტებისათვის პირობების დამდგენ/შემთანხმებელ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კომპანიებს შესათანხმებლად.
3. შესათანხმებლად წარსადგენი დოკუმენტების შემადგენლობა და რაოდენობა დგინდება პირობების დამდგენი/შემთანხმებელი ორგანოების მიერ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-12 მუხლის მოთხოვნათა გამოყენებით.
4. საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება წარმოებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. თითოეული ორგანო გამოსცემს სათანადო ადმინისტრაციულ აქტს.
5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციას უტარდება სავალდებულო ექსპერტიზა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით.
6. მშენებლობის განმახორციელებელს უფლება აქვს სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მოითხოვოს მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული პროცედურების ერთ ადმინისტრაციულ წარმოებაში გაერთიანება ერთსა და იმავე უწყებაში. ასეთ შემთხვევაში ქალაქმშენებლობითი პირობების შეთანხმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა გაიმართოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ყველა სხვა – მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით
მუხლი 4. საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 4, №101, 16.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.742 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8446/muxli-4/