1. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ეს წესი განსაზღვრავს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის წარმოებისათვის ქალაქთმშენებლობითი, ტექნიკური და სხვა ხასიათის პირობების დადგენის, ამ პირობების საფუძველზე სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენისა და შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების პროცედურებს.
2. ამ წესზე ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების ტერმინთა განმარტებები.
3. მშენებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ შეთანხმებას მშენებლობაზე ან რომელთა მშენებლო-ბის შეთანხმება გაიცემა გამარტივებული წესით ან დაიშვება გამონაკლისი, შეესაბამება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ ობიექტებს
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 1, №101, 16.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.742 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8446/muxli-1/