1. მშენებლობის განმახორციელებელი იკვლევს მშენებლობისათვის საჭირო ქალაქთმშენებლობით პირობებს და იმ ტექნიკურ თუ სხვა სახის პირობებს, რომლებიც საჭიროა სამშენებლო დოკუმენტაციის შესაქმნელად.
2. მშენებლობის განმახორციელებელი დაპროექტებისათვის საჭირო პირობების მოსაპოვებლად/შესათანხმებლად მიმართავს შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კომპანიებს:
ა) ქალაქთმშენებლობითი პირობებისათვის – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილ ორგანოს;
ბ) სასაზღვრო ზოლის ან სასაზღვრო ზონისათვის დამახასიათებელი პირობებისათვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას;
გ) დაცული ტერიტორიისა და იმ ობიექტებისათვის, რომელშიც განსახორციელებელი საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;
დ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის, გარდა ამ მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს;
ე) სარეკრეაციო ზონებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისათვის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს;
ვ) იმ ენერგეტიკის ობიექტებისათვის, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემას, მათ შორის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ობიექტებისათვის და „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იმ ობიექტებისათვის, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს;
ზ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“, „ო“, „პ“, „ტ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას;
თ) სანაპირო ზონისა და სანაპირო ზოლისათვის – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრს;
ი) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემისას, თუ ისინი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზეა განლაგებული, – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;
კ) წყალსადენ-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, გაზმომარაგებისა და კავშირგაბმულობის სისტემებისათვის – შესაბამის კომპანიებს;
ლ) ხაზოვანი ნაგებობების განსხვისების ზოლებში მშენებლობისას, კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევისათვის – ხაზოვანი ნაგებობების შესაბამის მფლობელ ორგანიზაციას.
3. ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობის პირობების გაცემისას „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მონაწილეობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. საკითხს იხილავს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანო.
4. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა/შეთანხმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით, ყველა სხვა პირობები დგინდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
5. ქალაქმშენებლობითი და სხვა პირობების დადგენა/შეთანხმებისათვის განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარედგინება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-9 მუხლით განსაზღვრული ფორმითა და შემადგენლობით
მუხლი 3. ქალაქთმშენებლობითი და სხვა პირობების დადგენა/შეთანხმება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 48. ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების პროცესში მშენებლობის ნებართვის გაცემის დროებითი შეზღუდვა
- მუხლი 56. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განხორციელების წესი
- მუხლი 47. ადმინისტრაციული ხელშეკრულება ქალაქთმშენებლობით საკითხებთან დაკავშირებით
- მუხლი 2. განაშენიანების რეგულირების წესების ადგილი ქალაქთმშენებლობის რეგულირების სისტემაში
- მუხლი 57. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების თაობაზე დაინტერესებული პირის ინფორმირება
- მუხლი 41. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და წარმართვა
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 3, №101, 16.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.742 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8446/muxli-3/