მუხლი 48. ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების პროცესში მშენებლობის ნებართვის გაცემის დროებითი შეზღუდვა
თავი VI — ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა და მისი განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტები
1. თუ ქალაქთმშენებლობითი გეგმა შემუშავების პროცესშია, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს შეუძლია დასაბუთებული უარის საფუძველზე შეაჩეროს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული შეზღუდვის ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ქალაქთმშენებლობითი გეგმა ამ ვადის გასვლამდე დამტკიცდა, ადმინისტრაციული წარმოება განახლდება გეგმის დამტკიცების თარიღიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ არ განახლდა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა, ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად გონივრული ვადით გამოაცხადოს ტერიტორიების განვითარების შეზღუდვ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.07.2018).
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 48. ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების პროცესში მშენებლობის ნებართვის გაცემის დროებითი შეზღუდვა 1. თუ ქალაქთმშენებლობითი გეგმა შემუშავების პროცესშია, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს შეუძლია დასაბუთებული უარის საფუძველზე შეაჩეროს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული შეზღუდვის ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ქალაქთმშენებლობითი გეგმა ამ ვადის გასვლამდე დამტკიცდა, ადმინისტრაციული წარმოება განახლდება გეგმის დამტკიცების თარიღიდან. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით. 3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ არ განახლდა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა, ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად გონივრული ვადით გამოაცხადოს ტერიტორიების განვითარების შეზღუდვა .
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ბს-1233(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
…დაგეგმილი იყო მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ტერიტორიის ქაოსური განაშენიანება და ა. შ. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 48-ე მუხლის შესაბამისად, შეაჩერა მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული…
მუხლი 3. ქალაქთმშენებლობითი და სხვა პირობების დადგენა/შეთანხმება— ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, მუხლი 48, №3213-რს, 20.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.019104 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4276845/muxli-48/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია