მუხლი 41. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელების წესი
თავი VIII — კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები და მათი რეჟიმები
1. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 41. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელების წესი 1. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. (ამოღებულია). საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №№528 528 - სსმ I, № 3434, ,04.12.2008წ., 04 . 1 2.200 8 წ., მუხ.2 12მუხ.212
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-139(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2022
…გადაწყვეტილებასაც.,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’ ’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 52-ე მუხლზე,,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 35-ე და 41-ე მუხლებზე, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის…
საქმე №ბს-1250(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2021
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ( „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლი). დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო-რელიგიური და…
აპელანტი მიუთითებს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში, როგორც ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ასევე, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმებაზე, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე აუცილებელია კულტურის სამინისტროს თანხმობა.
…დაცვის ზონა; დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა". აპელანტის მითითებით, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ისტორიული განაშენიანების დაცვის და განაშენიანების რეგულირების ზონები წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, "კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით".
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლი). დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო-რელიგიური და…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, მუხლი 41, №4708, 08.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 450.030.000.05.001.002.815 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21076/muxli-41/