განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.05.2019
საქმის ნომერი
330310017002198578
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002198578

საქმე №3ბ/1025-18

განჩინება

საქართველოს სახელით

08 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

აპელანტი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - თ--------–---;

აპელანტი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური;

წარმომადგენელი - ი-------------–-----;

მოწინააღმდეგე მხარე - რ----- ზ-----–---–ი;

წარმომადგენელი- რ----------------ე;

თავდაპირველი მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო;

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

აპელანტების მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, რ----- ზ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის №------ ბრძანება ,,რ----- ზ-----–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №------- გადაწყვეტილება. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ.თბილისში, ვ---–--–--------------ის მიმდებარედ დეკორატიული გაფორმების ობიექტის განთავსების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე წარდგენილ რ----- ზ-----–---–ის განცხადებასთან მიმართებაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 06 ოქტომბრის №------- გადაწყვეტილებით რ----- ზ-----–---–ის განცხადება ქ.თბილისში, ვ---–--–--------------ის მიმდებარედ ქოთნების განთავსებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა.

2014 წლის 23 ოქტომბერს, ქ-------------–--–-–---–-----------------–-----–---–------------–-–-----------------------------მა (წარმომადგენელი მ-------------–---–ი) ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 06 ოქტომბრის №------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 19 თებერვლის №--- ბრძანებით, ქ------------–--–-–---–---------------–-----–---–------------–-–-------------------------------(წარმომადგენელი მ-------------–---–ი) ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 06 ოქტომბრის №------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 30-31, 33-36).

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის №------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ----- ზ-----–---–ის 2015 წლის 28 ოქტომბრის №--------- განცხადება, რომლითაც მას მოთხოვნილი ჰქონდა ქ.თბილისში, ვ---–--–ის 3 ჩიხი №---ის მიმდებარედ, დეკორატიული საყვავილეების განთავსების ვადის გაგრძელება.

2015 წლის 11 ნოემბერს, რ----- ზ-----–---–მა №-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის №------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 05 თებერვლის №-- ბრძანებით დაკმაყოფილდა რ----- ზ-----–---–ის 2015 წლის 11 ნოემბრის №-------- ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის №------- გადაწყვეტილება და დაევალა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, საქმისთვის არსებითი მნიშვენლობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (ს.ფ. 57-62).

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 მაისის №--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა რ----- ზ-----–---–ის 2015 წლის 28 ოქტომბრის №--------- განცხადება, რომლითაც მას მოთხოვნილი ჰქონდა ქ.თბილისში, ვ---–--–ის 3 ჩიხი №---ის მიმდებარედ, დეკორატიული საყვავილეების განთავსების ვადის გაგრძელება.

2016 წლის 17 ივნისს, რ----- ზ-----–---–მა №--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 მაისის №--- ბრძანების ბათილად ცნობა.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ ბრძანებით დაკმაყოფილდა რ----- ზ-----–---–ის 2016 წლის 17 ივნისის №--------- ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 მაისის №--- ბრძანება (ს.ფ. 38-44).

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 23 დეკემბრის №------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ----- ზ-----–---–ის 2016 წლის 08 დეკემბრის №--------- განცხადება, რომლითაც მას მოთხოვნილი ჰქონდა ქ.თბილისში, ვ---–--–ის 3 ჩიხი №---ის მიმდებარედ, დეკორატიული საყვავილეების განთავსების ნებართვა.

2016 წლის 27 დეკემბერს, რ----- ზ-----–---–მა №4-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 23 დეკემბრის №------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის №----- ბრძანებით დაკმაყოფილდა რ----- ზ-----–---–ის 2016 წლის 27 დეკემბრის №4-------- ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 23 დეკემბრის №------- გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ----- ზ-----–---–ის 2016 წლის 8 დეკემბერს №--------- განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე წინამდებარე ბრძანებაში მითითებულის გარდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში (ს.ფ. 46-50).

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 აპრილის №----- ბრძანების აღსრულების მიზნით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 ივნისის №--- ბრძანებით რ----- ზ-----–---–ს დაევალა ქ.თბილისში, ვ---–--–--------------ის მიმდებარედ, დეკორატიული ქოთნების განთავსების მოთხოვნით დაერეგისტრირებინა ახალი განცხადება და წარედგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს თანხმობა 15 სამუშაო დღის ვადაში.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის №-------------- წერილით, რ----- ზ-----–---–ს ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დადებითი პოზიციის შემთხვევაში, სსიპ ქონების მართვის სააგენტო არ იქნებოდა წინააღმდეგი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვ---–--–ის ქუჩა 3 ჩიხი №---ის მიმდებარედ განხორციელებულიყო საყვავილეების განთავსება, ქვეითად მოსიარულეთა/შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილების შეუფერხებლად. ამასთან, რ----- ზ-----–---–ს დამატებით ეცნობა, რომ ობიექტი განეკუთვნებოდა I კლასს და საჭიროებდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მხრიდან მისი განთავსების შესაძლებლობის დადასტურებას (ს.ფ. 54-55).

2017 წლის 06 ივლისს, რ----- ზ-----–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა წერილობითი დასტურის გაცემა ქ.თბილისში, ვ---–--–ის ქუჩა 3 ჩიხი №---ის მიმდებარედ დეკორატიული გაფორმების ობიექტების განთავსების შესაძლებლობის თაობაზე.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით(დოკუმენტი №3------) განმცხადებელს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ვ---–--–ის ქუჩა №3-ში გზის სავალ ნაწილზე ქოთნების განთავსების საკითხს იმ საფუძვლით, რომ საზოგადოებრივ სივრცეში, გზის სავალ ნაწილზე გამწვანების ქოთნების განთავსება არ იყო მიზანშეწონილი.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების(დოკუმენტი №3------) საფუძველზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №------- გადაწყვეტილებით რ----- ზ-----–---–ს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ვ---–--–ის ქუჩა №3-ში გზის სავალ ნაწილზე ქოთნების განთავსებაზე იმ საფუძვლით, რომ საზოგადოებრივ სივრცეში, გზის სავალ ნაწილზე გამწვანების ქოთნების განთავსება არ იყო მიზანშეწონილი (ს.ფ. 17-18, 158-163).

2017 წლის 21 ივლისს, რ----- ზ-----–---–მა №1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის №------ ბრძანებით რ----- ზ-----–---–ის 2017წლის 21 ივლისის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-27, 105-108).

საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აგვისტოს №1------------ წერილი, რომლითაც რ----- ზ-----–---–ს ეცნობა, რომ ვ---–--–ის ქუჩა 3 ჩიხი №--- ის შესასვლელში დამონტაჟებულია საგზაო ნიშანი 3.1 ,,შესვლა აკრძალულია’’, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის დანართის №1 საგზაო ნიშნები მესამე ჯგუფი ,,3. ამკრძალავი ნიშნები’’-ის 3.1 ,,შესვლა აკრძალულია’’ - ,,კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული 1მიმართულებით. ამავე წერილით რ----- ზ-----–---–ს ეცნობა, რომ საგზაო ნიშნის 3.27,,გაჩერება აკრძალულია’’-ს დამონტაჟება საჭიროებას არ წარმოადგენდა (ს.ფ. 52).

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლო დგამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა;

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდებით(დებულების) მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა)მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის(შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე წესდების(დებულება) 3.1 მუხლის ,,ვ1’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვების გაცემა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე(გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემულ სამუშაოთა ნებართვებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება, ძალადაკარგულად გამოცხადება, არარად აღიარება და ბათილად ცნობა.

დადგენილია, რომ 2017 წლის 06 ივლისს, რ----- ზ-----–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა წერილობითი დასტურის გაცემა ქ.თბილისში, ვ---–--–ის ქუჩა 3 ჩიხი №---ის მიმდებარედ დეკორატიული გაფორმების ობიექტების განთავსების შესაძლებლობის თაობაზე.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით(დოკუმენტი №3------) განმცხადებელს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ვ---–--–ის ქუჩა №3-ში გზის სავალ ნაწილზე ქოთნების განთავსების საკითხს იმ საფუძვლით, რომ საზოგადოებრივ სივრცეში, გზის სავალ ნაწილზე გამწვანების ქოთნების განთავსება არ იყო მიზანშეწონილი.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების(დოკუმენტი №3------) საფუძველზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №------- გადაწყვეტილებით რ----- ზ-----–---–ს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ვ---–--–ის ქუჩა №3-ში გზის სავალ ნაწილზე ქოთნების განთავსებაზე იმ საფუძვლით, რომ საზოგადოებრივ სივრცეში, გზის სავალ ნაწილზე გამწვანების ქოთნების განთავსება არ იყო მიზანშეწონილი.

სასამართლომ განმარტა, რომ ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ამავე კანონის 2.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.

,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ისტორიული განაშენიანება არის 100 ან მეტი წლის წინ ჩამოყალიბებული, ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე განაშენიანება; ამავე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის ,,ლ.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მატერიალურ- კულტურული მემკვიდრეობა არის ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი ნებისმიერი სახის მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე არქიტექტურული, ხელოვნების, ქალაქთმშენებლობითი, სასოფლო, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, მონუმენტური, ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული უძრავი ან მოძრავი ობიექტები, დოკუმენტური მასალები, ასევე ბაღები, პარკები, ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტები, ისტორიული დასახლებები, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, განვითარებასთან, ფოლკლორთან, რწმენასა და ტრადიციებთან, ადრე ან ამჟამად არსებულ ცივილიზაციასთან.

,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ზოგად დამცავ ზონებს წარმოადგენს: ა)ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა; ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა; გ)ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა.

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვისა და ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონებში.

სასამართლოს მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცდა ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულება’’. აღნიშნული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭო წარმოადგენს, პარიტეტის პრინციპის გათვალისწინებით შექმნილ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის და ამ დებულების საფუძველზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო ხასიათის. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა)ქ.თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული შენობა– ნაგებობების სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხების განხილვა; ბ)ქ.თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხების განხილვა; გ)დედაქალაქის ტერიტორიაზე, ქ.თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ახალი მშენებლობის პროექტების, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განხილვა; დ) დედაქალაქის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული ტერიტორიების ქალაქთმშენებლობით განვითარებასა და ცალკეული შენობების იერსახესთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებებისა და მოსაზრებების მომზადება; ე)დედაქალაქის ტერიტორიაზე, ქ.თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ტერიტორიის დაგეგმარების, განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის საპროექტო წინადადებისა და პროექტების, ასევე ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ ქ.თბილისის ისტორიული ნაწილის არეალისათვის შემუშავებული წინადადებების განხილვა; ვ) დედაქალაქის ტერიტორიაზე, ქ.თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში კეთილმოწყობისა და მხატვრული გაფორმების საპროექტო წინადადებებისა და პროექტების (მცირე ფორმების, საინჟინრო მოწყობილობებისა და რეკლამების) განხილვა. ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება; თ)სხვა საქმიანობა საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.

სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის №-- სხდომის ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ვ---–--–ის N3 ჩიხი დეკორატიული გაფორმების ობიექტების განთავსება. საკითხის განხილვის შედეგად აზრი გამოთქვეს კომისიის რვა წევრმა, რომლებმაც დააფიქსირეს პოზიცია- ,,უარყოფა’’, ,,უარყოფა’’, ,,უარყოფა’’(საზოგადოებრივ სივრცეში გზის სავალ ნაწილზე გამწვანების ქოთნების განთავსება არ არის მიზანშეწონილი). ,,უარყოფა’’(მიუღებელია სავალი ნაწილის შემოფარგვლა), ,,უარყოფა’’(საზოგადოებრივი სივრცის დაკავება საყვავილე ქოთნებით არამიზანშეწონილია ტექნიკური თვალსაზრისით. ესთეტიკური თვალსაზრისითაც შეუფერებელია ქუჩისთვის), ,,თანხმობა’’, ,,უარყოფა’’(საზოგადოებრივი სივრცის ჩაკეტვა დაუშვებელია, მოიძებნოს ალტერნატიული გზა, რომ არ დააყენონ მანქანები), ,,უარყოფა’’(ჩემი აზრით საზოგადოებრივ სივრცეში გზის სავალ ნაწილზე ქოთნების განთავსება მიზანშეწონილი არ არის), საბოლოოდ ამავე ოქმით რ----- ზ-----–---–ს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ვ---–--–ის ჩიხი N3-ში გზის სავალ ნაწილზე ქოთნების განთავსებაზე, ვინაიდან საზოგადოებრივ სივრცეში, გზის სავალ ნაწილზე გამწვანების ქოთნების განთავსება არ არის მიზაშეწონილი

დადგენილია ასევე, რომ სწორედ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის №-- სხდომის ოქმის საფუძველზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №------- გადაწყვეტილებით რ----- ზ-----–---–ს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ვ---–--–ის ქუჩა №3- ში გზის სავალ ნაწილზე ქოთნების განთავსებაზე იმ საფუძვლით, რომ საზოგადოებრივ სივრცეში, გზის სავალ ნაწილზე გამწვანების ქოთნების განთავსება არ იყო მიზანშეწონილი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას და ამასთან, ზემდგომ ორგანოს უადვილებს აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

სასამართლოს მითითებით, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე იქნა მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება. სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა სრულყოფილად გამოკვლეული და დასაბუთებული ის გარემოება, ამ ეტაპზე თუ რატომ არის შეუძლებელი ქ.თბილისში, ვ---–--–ის ქუჩა №3-ში გზის სავალ ნაწილზე ქოთნების განთავსება, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, მოცემულ შემთხვევაში რ----- ზ-----–---–ის მიერ საყვავილე ქოთნების განთავსების შედეგად ნამდვილად ექნებოდა თუ არა ადგილი საზოგადოებრივი სივრცის ჩაკეტვას.

ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის №-------------- წერილზე, რომლითაც რ----- ზ-----–---–ს ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დადებითი პოზიციის შემთხვევაში, სსიპ ქონების მართვის სააგენტო არ იქნებოდა წინააღმდეგი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვ---–--–ის ქუჩა 3 ჩიხი №---ის მიმდებარედ განხორციელებულიყო საყვავილეების განთავსება, ქვეითად მოსიარულეთა/შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილების შეუფერხებლად, ასევე არ მომხდარა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აგვისტოს №1------------ წერილის შეფასება, რომლითაც რ----- ზ-----–---–ს ეცნობა, რომ ვ---–--–ის ქუჩა 3 ჩიხი №---ის შესასვლელში დამონტაჟებულია საგზაო ნიშანი 3.1 ,,შესვლა აკრძალულია’’, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის დანართის №1 საგზაო ნიშნები მესამე ჯგუფი ,,3. ამკრძალავი ნიშნები’’-ის 3.1 ,,შესვლა აკრძალულია’’ - ,,კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით. ამავე წერილით რ----- ზ-----–---–ს ეცნობა, რომ საგზაო ნიშნის 3.27 ,,გაჩერება აკრძალულია’’-ს დამონტაჟება საჭიროებას არ წარმოადგენდა.

სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია ასევე იმ გარემოებაზეც, რომ თავდაპირველად ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 06 ოქტომბრის №------- გადაწყვეტილებით რ----- ზ-----–---–ის განცხადება ქ.თბილისში, ვ---–--–--------------ის მიმდებარედ ქოთნების განთავსებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგივე ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით მიზანშეწონილად მიიჩნია ქ.თბილისში, ვ---–--–ის 3 ჩიხი, N40-ის მიმდებარედ დეკორატიული ქოთნების განთავსება, ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი პოზიცია დაიცვა დასახელებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით ქ------------–--–-–---–---------------–-----–---–------------–-–------------------------------- მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ასეთ შემთხვევაში კი, იგივე ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას ადმინისტრაციული ორგანოს უარი(დისკრეციული უფლებამოსილების სხვაგვარად გამოყენება), რომლითაც არ დააკმაყოფილა რ----- ზ-----–---–ის განცხადება და მიზანშეწონილად არ მიიჩნია ქ.თბილისში, ვ---–--–ის 3 ჩიხი, N40-ის მიმდებარედ დეკორატიული ქოთნების განთავსება,- საჭიროებდა შესაბამის დასაბუთებას, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე დროს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები.

სასამართლოს მითითებით, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. შესაბამისად, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან გამოიყენა ერთ-ერთი, მაშინ იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური საქმის გარემოებების არსებობის შემთხვევაში მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონი ერთნაირად გამოიყენოს ყველას მიმართ. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მართალია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების’’ თანახმად საბჭო წარმოადგენს, პარიტეტის პრინციპის გათვალისწინებით შექმნილ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის და ამ დებულების საფუძველზე, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ საბჭოს გადაწყვეტილებას წინასწარ დადგენილი სავალდებულო ხასიათი აქვს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, მით უფრო მაშინ, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების’’ თანახმად საბჭოს გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო ხასიათის. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენცია არ შეიძლება შეიზღუდოს საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც თავისი ბუნებით შუალედურ აქტს წარმოადგენს(სარეკომენდაციო ხასიათის არის) და რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ იგი არ უნდა იქცეს გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ, უპირობო და სავალდებულო საფუძვლად. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს სწორედ საბჭოს მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნა წარმოადგენს, სადაც ასევე არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესაბამისად დასაბუთებული კონკრეტულად რა გახდა უარყოფითი დასკვნის გაცემის საფუძველი, ასეთ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ საბჭოს დაუსაბუთებელი უარყოფითი დასკვნა განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასების საგანი შეიძლება ყოფილიყო და არა გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი საფუძველი.

სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

აპელანტის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ----- ზ-----–---–ის 2017 წლის 6 ივლისის №--------- განცხადება და უარი ეთქვა ქ. თბილისში, ვ---–--–--------------ის მიმდებარედ დეკორატიული გაფორმების ობიექტების განთავსების შესაძლებლობის დადასტურებაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის N-- სხდომის ოქმით განსაზღვრული უარყოფითი რეკომენდაციის გათვალისწინებით, სადაც განმარტებულია, რომ საზოგადოებრივ სივრცეში, გზის სავალ ნაწილზე, გამწვანების ქოთნების განთავსება არ არის მიზანშეწონილი.

აპელანტის მითითებით, თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №------- გადაწყვეტილების მომზადება-გამოცემისას სამსახურის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით, გამოკვლეული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და აღნიშნული გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველი გახდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის N-- სხდომის ოქმით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ერთდროულად ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვისა და ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონებში.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ისტორიული განაშენიანება წარმოადგენს 100 ან მეტი წლის წინ ჩამოყალიბებული, ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე განაშენიანებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის „ლ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობაა ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი ნებისმიერი სახის მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე არქიტექტურული, ხელოვნების, ქალაქთმშენებლობითი, სასოფლო, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, მონუმენტური, ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული უძრავი ან მოძრავი ობიექტები, დოკუმენტური მასალები, ასევე ბაღები, პარკები, ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტები, ისტორიული დასახლებები, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, განვითარებასთან, ფოლკლორთან, რწმენასა და ტრადიციებთან, ადრე ან ამჟამად არსებულ ცივილიზაციასთან.

აპელანტის მითითებით, ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვისა და ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონებში არსებული ტერიტორია წარმოადგენს კულტურული ღირებულების მქონე განაშენიანების ნაწილს, ისტორიულ დასახლებას, ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს და აქედან გამომდინარე, მატერიალურ-კულტურულ მემკვიდრეობას.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, "კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან". ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, "ზოგადი დამცავი ზონებია: ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა; ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა; გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა".

აპელანტის მითითებით, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ისტორიული განაშენიანების დაცვის და განაშენიანების რეგულირების ზონები წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, "კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით".

აპელანტის მითითებით, 2015 წლის 02 აპრილს გაფორმდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’, რომელიც დამტკიცდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით.

აპელანტის მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ საკითხთან დაკავშირებით მიღებული უარყოფითი რეკომენდაციის მიუხედავად, დაეკმაყოფილებინა რ----- ზ-----–---–ის 2017 წლის 6 ივლისის №--------- განცხადება, ვინაიდან სწორედ ზემოაღნიშნული სათათბირო ორგანო არის უფლებამოსილი, განიხილოს ისტორიული განაშენიანების რეგულირებისა და სახელმწიფო დაცვის ზონებში არსებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხი. შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა აზრს უკარგავს ამავე ორგანოსთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულებით“ განსაზღვრული უფლებამოსილების მინიჭებას.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო წარმოადგენს იმ სათათბირო ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს დედაქალაქის ისტორიულ-კულტურულ ნაწილში სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ამდენად, მართალია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ის ორგანო, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოს განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე, მაგრამ იგი გადაწყვეტილებას არ იღებს ერთპიროვნულად, ვინაიდან მოცემულ საკითხთა განსახილველად არსებობს შესაბამისი სათათბირო ორგანო - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ საკითხთან დაკავშირებით მიღებული უარყოფითი რეკომენდაციის მიუხედავად, დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის 2017 წლის 6 ივლისის №--------- განცხადება, ვინაიდან სწორედ ზემოაღნიშნული სათათბირო ორგანო არის უფლებამოსილი, განიხილოს ისტორიული განაშენიანების რეგულირებისა და სახელმწიფო დაცვის ზონებში არსებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხი. შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაციის არასავალდებულოდ მიჩნევა და მისი გაუთვალისწინებლობა აზრს უკარგავს ამავე ორგანოსთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულებით“ განსაზღვრული უფლებამოსილების მინიჭებას. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, უსაფუძვლოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ საბჭოს დასკვნა არ უნდა იყოს ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგამოს მიერ გადაწყვეტილების მიღების უპირობო და ერთადერთი საფუძველი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ,,რ----- ზ-----–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის №------ ბრძანების, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქ.თბილისში, ვ---–--–--------------ის მიმდებარედ დეკორატიული გაფორმების ობიექტის განთავსების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე.

განსახილველი დავის ფარგლებში, საქმის მასალებისა და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს რამდენად კანონშესაბამისია თბილისში, ვ---–--–ის ქუჩა N3 ჩიხში მოსარჩელისათვის დეკორატიული საყვავილეების განთავსებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ უარის თქმა.

სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მე-2 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიზნებს წარმოადგენდა: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.

ამავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ტ“, „ც“, ქვეპუნქტების თანახმად, სამსახურის ფუნქციებს წარმოადგენს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე; თბილისის ცალკეული უბნების რეკრეაციული სივრცეების, გამწვანებული ტერიტორიების, გზების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. დაგეგმარების ორგანიზება; მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება; ამავე დადგენილების მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ფუნქციებს ასევე განეკუთვნება დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო–რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვების გაცემა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა საკულტო–რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემულ სამუშაოთა ნებართვებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება, ძალადაკარგულად გამოცხადება, არარად აღიარება და ბათილად ცნობა.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს, უზრუნველყოს თბილისის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის მონუმენტურ-დეკორატიული), მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმება, მათი განხორციელება, ასევე შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტების განხილვა, ფერთა შეთანხმება; ასევე კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ნებართვების გაცემა.

აღნიშნული დებულების მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური გადაწყვეტილებას არ იღებს ერთპიროვნულად, არამედ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეყრდნობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულება’’. აღნიშნული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭო წარმოადგენს, პარიტეტის პრინციპის გათვალისწინებით შექმნილ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის და ამ დებულების საფუძველზე. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება: დედაქალაქის ტერიტორიაზე, ქ.თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში კეთილმოწყობისა და მხატვრული გაფორმების საპროექტო წინადადებებისა და პროექტების (მცირე ფორმების, საინჟინრო მოწყობილობებისა და რეკლამების) განხილვა; კომპეტენციის ფარგლებში, ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება; სხვა საქმიანობა საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ქ. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში კეთილმოწყობისა და მხატვრული გაფორმების საპროექტო წინადადებებსა და პროექტებს განიხილავს და რეკომენდაციას შეიმუშავებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, თუმცა საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ ერთადერთ ორგანოს წარმოადგენს სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური. ამასთან, მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც მიუთითებს მის ვალდებულებაზე იმოქმედოს და დაიცვას თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპი.

სააპელაციო პალატა იზირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და თვლის, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17.04.15წ. N9-34 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების 1.2. მუხლის შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებების სარეკომენდაციო ხასიათიდან გამომდინარე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენცია არ შეიძლება შეიზღუდოს საბჭოს სარეკომენდაციო დასკვნით. დასკვნა არ უნდა იქცეს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ და უპირობო საფუძვლად იმ პირობებში, როდესაც საბჭოს მიერ გაცემული დასკვნა ეფუძნება კომისიის წევრთა მხოლოდ პირად მიხედულებებს და არ შეიცავს შეფასებებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით. პალატა მიიჩნევს, რომ საბჭოს არამოტივირებული დასკვნა არ შეიძლება იქცეს გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ საფუძვლად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ არ დასაბუთებუთებულა რატომ იქნა გაზიარებული საბჭოს პოზიცია დეკორატიული ქოთნებით სივრცის ჩაკეტვის თაობაზე იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული საკითხის შეფასება არ შედიოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს კომპეტენციაში და მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აგვისტოს №1------------ წერილისა და ფოტოსურათებზე დაყრდნობით უდავოდ დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ვ---–--–ის მე-3 ჩიხში ავტომანქანების გადაადგილების შესაძლებლობას გზის გეომეტრიული პარამეტრები არ იძლევა და შესაბამისი საგზაო ნიშნით („შესვლა აკრძალულია“) ტრანპორტის მოძრაობა ისედაც აკრძალულია, ხოლო ქვეითთა გადაადგილების შესაძლებლობას ჩიხში განთავსებული დეკორატიული ქოთნები არ და ვერ აბრკოლებს, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ქოთნები არ არის მიწასთან მყარად დაკავშირებული და შესაძლოა მათი გადაადგილება.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ დეკორატიული საყვავილეების განთავსების საკითხი განხილულ იქნა არა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განთავსების მიზანშეწონილობის, არამედ ქალაქგეგმარებითი, ტექნიკური, სივრცის ჩაკეტვის თვალსაზრისით, რაც ვერ გახდება მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძვლად, რამეთუ, როგორც აღინიშნა, შეფასება სცდება თავად ამ კომისიის კომპეტენციის ფარგლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რის გამოც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

საპროცესო ხარჯები:

აპელანტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

აპელანტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ლი, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე