თავი I — კანონის მიზანი, მოქმედების სფერო და კანონში გამოყენებული ტერმინები
1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.
2. საქართველო ზრუნავს საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.
3. კულტურული მემკვიდრეობის, კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პროფესიული საქმიანობის რეგულირების წესი განისაზღვრება ცალკე საკანონმდებლო აქტით.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2007).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-935(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
კასატორმა მიუთითა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.
…ბათილად ცნობა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ამავე კანონის 2.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’ ’…
სასამართლომ განმარტა, რომ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ამავე კანონის 2.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’ ’…
…მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე;,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელ, მე-2- 5, მე-7, მე-8, მე-13, 21-ე მუხლებზე;,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის 1-ელ, მე-2, მე-3, 25-ე, 28-ე მუხლებზე და განმარტა: 2015 წლის 23 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ფ--------------------–-----–--------,…
…ნოემბრის ჩათვლით. 7.2 სააპელაციო სასამართლო მიუთითებს,,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ამავე კანონის 2.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’ ’…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, მუხლი 2, №4708, 08.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 450.030.000.05.001.002.815 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21076/muxli-2/