მუხლი 9. ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში
თავი II — კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა
1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან:
ა) დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას;
ბ) სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სახელმწიფო ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისთვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ;
გ) ხელი შეუწყონ მუ ზეუმ-ნაკრძალს შესაბამის სამოქმედო არეალში მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შემოწმებაში.
2. ფიზიკური და იურიდიული პირების სხვა მოვალეობები და უფლებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი III. გამოვლენილი ან აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის პირველადი (დროებითი) დაც
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (22.05.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში 1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან: ა) დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას; ბ) სამინისტროსა და, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სახელმწიფო ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისათვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ; გ) ხელი შეუწყონ მუ ზეუმ-ნაკრძალს შესაბამის სამოქმედო არეალში მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შემოწმებაში. 2. ფიზიკური და იურიდიული პირების სხვა მოვალეობები და უფლებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. თავი III. გამოვლენილი ან აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის პირველადი (დროებითი) დაცვა
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ბს-694(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
…რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი განასახიერებს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადებით დეკლარირებული კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის უფლების უზრუნველყოფის პოზიტიურ საკანონმდებლო ზომებს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი ითვალისწინებს ფიზიკური პირების უფლება-მოვალეობებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, რომლის 1-ელი მუხლის „ა“…
საქმე №ბს-548(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2021
…იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, გარკვეული სახის სამუშაოები, გაწეული იქნა შესაბამისი ხარჯები და აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში მას მიადგენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მიუთითა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტზე, რომელიც ავალდებულებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კულტურული…
…სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ „ს----------–--- სახელმწიფოსა და ს----------–--- ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ამასთანავე, ამავე კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და…
…სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების…
…გარემოებები.,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ამავე კანონის მე-9 მუხლის,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას. "კულტურული…