1. მუზეუმ-ნაკრძალი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ფუძნდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სამინისტროს წარდგინების, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარდგინების საფუძველზე. მუზეუმ-ნაკრძალს მთლიანად ან ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძეგლები, აგრეთვე არქეოლოგიური ობიექტები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუზეუმ-ნაკრძალის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ორგანო.
2. მუზეუმ-ნაკრძალის მიზანია მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების დაცვა, ექსპონირება, პოპულარიზაცია და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით მუზეუმ-ნაკრძალს შეიძლება განესაზღვროს სამოქმედო არეალი, რომლის ფარგლებშიც იგი ახორციელებს ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას და სხვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
4. მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით და მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით.
5. მუზეუმ-ნაკრძალის სახეობებია:
ა) არქიტექტურული;
ბ) არქეოლოგიური (არქეოლოგიური პარკი);
გ) ეთნოგრაფიული;
დ) ისტორიული.
6. მუზეუმ-ნაკრძალი ასევე შესაძლებელია იყოს კომპლექსური – ერთდროულად იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რამდენიმე სახეობის.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5553 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 08.10.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.09.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 25.09.2013 კანონი №1330
- 20.12.2011 კანონი №5553
წინა რედაქცია (22.05.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. მუზეუმ-ნაკრძალი 1. მუზეუმ-ნაკრძალი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ფუძნდება საქართველოს პმთავრეზობის დადგენტის ლებით, სამინისტრძოს წარდგინებუის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლით, კის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარდგინების საფუძველზე. მუზეუმ-ნაკრძალს მთლიანად ან ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძეგლები, ასგრეთვე არქეოლოგიური ობიექტები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუზეუმ-ნაკრძალის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსტაზღვრული ორგანო. 2. მუზეუმ-ნაკრძალის მიზანია მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების დაცვა, ექსპონირება, პოპულარიზაცია და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. 3. საქართველოს პმთავრეზობის დადგენტის ბრძანებულებით, მუზეუმ-ნაკრძალს შეიძლება განესაზღვროს სამოქმედო არეალი, რომლის ფარგლებშიც იგი ახორციელებს ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას და სხვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. 4. მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით და მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით. 5. მუზეუმ-ნაკრძალის სახეობებია: ა) არქიტექტურული; ბ) არქეოლოგიური (არქეოლოგიური პარკი); გ) ეთნოგრაფიული; დ) ისტორიული. 6. მუზეუმ-ნაკრძალი ასევე შესაძლებელია იყოს კომპლექსური – ერთდროულად იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რამდენიმე სახეობის.