მუხლი 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში
თავი II — კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში:
ა) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ თავიანთ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, აღწერას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას, ზრუნავენ მის მოვლა-პატრონობაზე, შესწავლასა და რეაბილიტაციაზე;
ბ) სამინისტროს აწვდიან ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენისა და მისი მდგომარეობის შესახებ;
გ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობენ სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;
დ) ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (22.05.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ და სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში: ა) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მთავიანთ ტერიტორიაებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, აღწერას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას, ზრუნავენ მის მოვლა-პატრონობაზე, შესწავლასა და რეაბილიტაციაზე; ბ) სამინისტროს აწვდიან ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენისა და მისი მდგომარეობის შესახებ; გ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობენ სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან; დ) ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.
…დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ „ს----------–--- სახელმწიფოსა და ს----------–--- ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ამასთანავე, ამავე კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და…
…დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის…