გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/824-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - სა---------–--------–---------------------------–--–-ა
წარმომადგენელი - მ----------–-–---–ი, ქ-------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ს---------------ე
მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ------------–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2----–-–------------------------- ბრძანება.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ 2----–-–-----------------ს გაცემული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა N-----------.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 0----------------- ბრძანება “სა---------–--------–---------------------------–--–-ის’’ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიუთითა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიუთითა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2----–-–--------------------- ბრძანებით "საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ,,ისტორიისა დ კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ’’ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავ ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ’’ დანართში (148 ფურცელი) ჩამოთვლილი ობიექტები შეტანილი იქნა უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და მიენიჭა უძრავი ძეგლის სტატუსი. (რ--------------------------------------------–--------------–----------–---------------------------ი).
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2----–-–--------------------- ბრძანება - ს/ფ 225-233
3.1.2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 2006 წლის 25 მაისის გაერთიანებული კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიამ განიხილა ყ----–---–---------------–----–------------------–------------------------------------------ის განვითარების კონცეფცია და დაასკვნა, რომ კომისიის საერთო აზრით განსახილველად წარდგენილ კონცეფციაზე სამოქმედო გეგმად ეტაპობრივად დამუშავებისთვის მუშაობა მისაღები იყო. წარდგენილი პროექტი ხელს შეუწყობდა ხეობის განვითარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 2006 წლის 25 მაისის გაერთიანებული კომისიის სხდომის ოქმი - ს/ფ 214-215
3.1.3. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 07 ნოემბრის N6-- ბრძანებულებით "კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ" ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 ივლისის N5-- ბრძანებულებით და "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, კულტურის უძრავ ძეგლებს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია - ა----------------------–--------------–--------------------------–----–---------------–---------------------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 07 ნოემბრის N6-- ბრძანებულება - ს/ფ 30-32
3.1.4. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურბანული მემკვიდრეობის სექციის 2----–-–---------------- სხდომის ოქმის მიხედვით, სექციამ განიხილა ა-----------------------------------------------------------------ის მშენებლობის საკითხი და დაასკვნა, რომ მომხდარიყო ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა და ექსპერტთა მითითებებისა და შენიშვნების მიხედვით პროექტის კორექტირება, უნდა წარდგენილიყო საპროექტო დოკუმენტაცია სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურბანული მემკვიდრეობის სექციის 2----–-–---------------- სხდომის ოქმი - ს/ფ 216-217
3.1.5. 2009 წელს მომზადებული "ა--------------’’ და მონასტრის ტერიტორიის საინჟინრო - გეოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ა------------ი მდებარეობს 9 ბალიან სეისმურ ზონაში. გა-----ანების მიზეზების კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი: ადგილის გეოლოგიური აგებულებიდან და ჰიდროგეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე გრუნტის წყლის სარკიდან ტენის კაპილარული აზევება კედლებში არ არის შესაძლებელი;
"ა--------------" განთავსების ადგილზე ფუძე გრუნტების ბუნებრივი ტენიანობა, თუ არ ჩავთვლით სახურავიდან ჩამონადენი წვიმისა და თოვლის დნობით წყლით მათ ჭარბ გა-----ანებას, სეზონის მიხედვით უმნიშვნელოდ იცვლება.
გ----------------------------------------------------–------–------–----------–-–---------------–--------–-------------------------------–--------------–----------–----–---------------–---------------------–---------------–-----------------------------------------------------–---–ი.
ნაგებობის დანესტიანების მიზეზად კედლებსა და იატაკზე ჰაერიდან წყლის ორთქლის კონდენსაცია და კედლების შეღწევადი - წვიმის და თოვლის დნობის წყლით გა-----ანებაა, რისი მიზეზიც საწვიმარის გაუმართაობაა.
გვერდობზე ჩამონადენი წვიმის წყლისა და თოვლის დნობის ზედაპირული ნაკადები და ნაპრალებში ჩაჟონილი წყალი ,,ა--------------” ქვეშ, კლდოვანი ქანის და ყორე ქვის კედლის კონტაქტის ზონაში, ხვდება რა დაბრკოლებას ეს უკანასკნელის სახით ვერ ასწრებს დრენირებას, რის შედეგადაც ყორე ქვის საძირკველი აღნიშნულ ზონაში პერიოდულად ჭარბტენიან გარემოში ექცევა - გაწყლოვანებულია. აღნიშნული პროცესი გრძელვადიან პერსპექტივაში კიროვანი დუღაბის გამოტუტვის და მექანიკური გამორეცხვის გამო საფრთხის შემცველია. კედლის ხელოვნური პერფორაციის შედეგად დრენირების პირობები გაუმჯობესებულია, თუმცა გატარებული ღონისძიება არ არის საკმარისი და დამატებითი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს; ნაგებობის ჩრდილოეთ პერიმეტრზე ფერდობიდან ჩამონადენი ნაკადისაგან საძირკველის დასაცავად აუცილებელია ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების გაგრძელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 2009 წელს მომზადებული "ა--------------’’ და მონასტრის ტერიტორიის საინჟინრო - გეოლოგიური კვლევის შედეგები - ს/ფ 160-176.
3.1.6. 2015 წელს მომზადებული იქნა ა-----------------------–----–---------------------------------ის ტერიტორიის ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევა და რეკომენდაციები. აღნიშნულით დგინდება, რომ წარდგენილი პროექტი, ფაქტიურად 2006 წლისა და 2009 წლის შესაბამისი კომისიის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შეიქმნა, რომლის ძირითად დასაბუთებასაც ისტორიულად არსებული და არქეოლოგიური გათხრებით დადასტურებული მასალა იყო. აღნიშნული გარემოებები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ს--------------------–----------------------–-----------------–----------------–-------------------–-------------–-----------–----------------ნ. პროექტი ითვალისწინებს ს---------------------------ის ფუნქციონირებისათვის მინიმალურად საჭირო სათავსოების განთავსებას ა-------------- სამი მხრიდან შემოზღუდული გალავნის ზედა, ჩრდილოეთ ზღუდესა და შუა გალავანს შორის არსებულ ტერიტორიაზე. ასევე გაცემული იქნა პროექტირებისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები. რეკომენდაციები მომზადებული იქნა ხელოვნებათმცოდნე თ-----------ას მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 2015 წელს მომზადებული ა-----------------------–----–---------------------------------ის ტერიტორიის ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევა და რეკომენდაციები - ს/ფ 202-213.
3.1.7. 2015 წელს მომზადებული საქართველოს ს--------------------------------------------ის ხუროთმოძღვრების, სახვითი ხელოვნების და რესტავრაციის სამსახურის გ------------–----–-------ს, სოფელი ა--------------------------------------------------------–--------------------------------------ის არქიტექტურული ნაწილი 2016 წლის 03 აგვისტოს შეთანხმებულია საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოსთან, რაც დასტურდება შესაბამისი ბეჭდით.
განმარტებითი ბარათით დგინდება, რომ ძველი ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავ ნიმუშს - ა------------------------------- განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაში, ა------------ი მდებარეობს ისტორიულ შ------------––----------–--------------------–------–-----ე. მდ. მ--------------------–-------------------------------–-------------–----–--–--------------------------------–-----------–------–-----------–----–------------------–------–--------–-------------------------------------–------------------------------------–------–------------------------------------–--------------–----------------------------–------------–-----------–----------------–--–---–-------------–-----–---–-----------–-----------------–------–---------–--------------------------------–------–---------------------–------–-ა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის, 2----–-–------------ის ბრძანებით, ა------------ში განახლდა სამონასტრო ცხოვრება. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ს------------------------------------------------------ას ინიციატივით წარმოებული აღმშენებლობითი ღონისძიებები, რამაც საეპარქიო ინფრასტრუქტურის განვითარების წინაპირობა შექმნა. ეპარქიის საზღვრებში არსებულ ათობით ეკლესიას ჩაუტარდა სარესტავრაციო, გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოები. მრავალთაგან უმნიშვნელოვანესია 2----–-–-------------------------------------------------------------ა, რომელიც მდებარეობს ა------------იდან ო-----------–---------------------–----–----–----------------------–-------------–--------------------------------–--------------–---ა).
2001-2009 წლების განმავლობაში ეპარქია, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრთან და კულტურის სამინისტროსთან ერთად შეთანხმებულად ახორციელებდა ა-------------- სარეაბილიტაციო სამუშაოებს: 1. გ--–---------------------–-------–----------–-----------–-----–---ა; 2. ტ--------------------–---------------------–--------------------------------------------ა); 3. ს-----------–------------------------–------------------–-----------------------------–--------–----------------–--–------------------------------------------–----ა. სუბსტრუქციის აღდგენის პირველი ეტაპი განხორციელდა ამერიკის საელჩოს დაფინანსებით. შემდგომი სარეაბილიტაციო ღონისძიებები: ტაძრის ირგვლივ სარინელის მოწყობის, დაზიანებული-დაშლილი ქვების ამოცვლის, მიწის მოხსნისა და დასავლეთის ტერასების რეაბილიტაციის ფიზიკური სამუშაოები შესრულდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ს-------------------------------ის წილობრივი დაფინანსებით. ეპარქიის დაკვეთით განხორციელდა ა-------------- ტერიტორიის ტოპო-გეოდეზიური გადაღება.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ა-------------------------ის აღდგენის ბრძანების შემდეგ ეპარქიის ხუროთმოძღვრების სახვითი ხელოვნების და რესტავრაციის სამსახურის მიერ დამუშავდა ს-----------------ის განვითარების კონცეფცია. 2005 წლიდან დაწყებული პროექტის არქიტექტურული ნაწილი სხვადასხვა დროს განიხილებოდა საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრში და იმჟამინდელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში. გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ეპარქიის დაკვეთით 2009 წელს ჩატარდა ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა და მომზადდა კვლევის ანგარიში და რეკომენდაციები (ხელმძღვანელი, ინჟინერ-გეოლოგი ი-–--------ე), დასკვნის ეგზემპლარი გადაცემული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს, ასევე 2009 წლის ივლისში განხორციელდა ცენტრალური ტაძრის ჩრდილოეთ ბაქანზე საკვლევი უბნის არქეოლოგიური კვლევა და მომზადდა ანგარიში (ხელმძღვანელი, ისტ. მეცნიერებათა დოქტორი, გ----------------ე).
ა-------------------------ის განახლება ერთიანი კომპლექსური პროგრამის ნაწილია, რაც გულისხმობს ტ----------------–-----------------ის ნაგებობათა ეტაპობრივ რეაბილიტაციას და სამონასტრო მოღვაწეობის მთელი სისრულით აღდგენა-განვითარებას.
წინამდებარე პროექტი ითვალისწინებს ადრე გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობების მოცულობების არსებულ გარემოსთან თავსებადი მასშტაბის, გეგმარების, არსებულ რელიეფზე ორგანულად მორგების, სამშენებლო მასალების შერჩევის, კედლის წყობის ხასიათის და ფერის, გადახურვების საფარის მოწყობის და სხვა არქიტექტურული ელემენტებისა და მხატვრული საკითხების თაობაზე.
ა-------------- სამონასტრო ცხოვრების განახლება-ამოქმედება განაპირობებს მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო და შესაბამისი არქიტექტურული გარემოს შექმნის აუცილებლობას. ეს შესაბამისად გულისხმობს მონასტრის წევრთა საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო, კულტურული და სამეურნეო სათავსოების აშენებას.
გამომდინარე ს-----ს განსაკუთრებული არქიტექტურულ-მხატვრული მნიშვნელობიდან, ჩამოყალიბებული სივრცითი გარემო გამორიცხავს კომპლექსში ახალი, შეუსაბამო მსხვილმასშტაბიანი მოცულობების და აქცენტების შეტანას. წარდგენილი პროექტის ამოსავალი პოზიციაა ს--------------სა და მიმდებარე ლანდშაპტური გარემოს ჩვენამდე მოღწეული ორგანული მთლიანობის მაქსიმალური შენარჩუნება.
მონასტრის ინფრასტრუქტურისათვის გათვალისწინებული ნაგებობები განთავსდება კომპლექსის ისეთ პერიფერიულ ზონებში, რომლებიც ვიზუალურად ნაკლებად კითხვადია, არ არღვევს ჩამოყალიბებულ სილუეტს, არ შეაქვს დისონანსი კომპლექსის კომპოზიციურ, მოცულობით-სივრცით სტრუქტურაში.
ამ მიზნით ჩატარდა კომპლექსის ფოტოფიქსაცია ტაძართან მისასვლელი ყველა ძირითადი გზიდან, თუ საფეხმავლო ბილიკიდან. დადგინდა ხედვის მნიშვნელოვანი არეები და კუთხეები, რაზეც დაეყრდნო საპროექტო მოცულობების პარამეტრების განსაზღვრა (საკონტროლო "წითელი ხაზები").
წარდგენილი პროექტი არის ა-------------- სამონასტრო კომპლექსის პერსპექტიული განვითარების კონცეფციის ერთი შემადგენელი ნაწილი და განიხილავს მხოლოდ საეპისკოპოსო სახლის, სენაკების და კარიბჭის მოწყობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- პროექტის არქიტექტურული ნაწილი - ს/ფ 87-131.
3.1.8. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 21.07.2015 წელი) დგინდება, რომ გ------------------------–------ში მდებარე უძრავი ქონებისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს წარმოადგენს საქართველოს ს-------------------------------------------ა. ნაკვეთის მახასიათებლებია: ნ----------------------------------------------------------–----–-----------------–--------------------------------–----------------------------–------------------------------–---–---------------------–------------------------------------------------------------; უფლების დამდგენი დოკუმენტი: საქართველოს ს-------------------------------------------ის 2015 წლის 20 ივლისის N1-- მომართვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 318-319
3.1.9. საქართველოს ს-------------------------------------------ის მი----------–---მა ა---------------ამ 2016 წლის 18 ივლისს N2-- წერილით მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს და ითხოვა ფიზიკური სამუშაოების ნებართვის გაცემა ,,გ---------------------------აში ეკლესია-მონასტრების აღშენების, სიწმინდეების დაცვის და რესტავრაციის ფონდის’’ სახელზე. წერილში განმარტებული იქნა, რომ გ------------–----–-------ს გამგეობას დაგეგმილი ჰქონდა გ---------------------------აში არსებული, დაზიანებული საეკლესიო ნაგებობების გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ეტაპობრივი ფინანსური უზრუნველყოფა. შეჩერებულ სამ სარეაბილიტაციო საეკლესიო ობიექტზე ჩასატარებელი იყო შემდეგი სამუშაოები: ა-------------------------ის კუთვნილი ტერიტორიის გზისპირა ზღუდე-გალავნის და კარიბჭის მოწყობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- საქართველოს ს-------------------------------------------ის მი----------–---მა ა---------------ამ 2016 წლის 18 ივლისს N2-- წერილი - ს/ფ 85
3.1.10. სსიპ საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ად----------------–------–---------------------–---------–-------------------------------–-------–--ს 2016 წლის 2-----------ს N19 სხდომის ოქმის მიხედვით სექციამ განიხილა გ------------–----–-------, ა-------------- მონასტერი, საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის პროექტი. მანვე დაადგინა, რომ პროექტს მიეცა დადებითი შეფასება. გალავნის კედლები ნაკლებ იყოს დატეხილი რელიეფის გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სსიპ საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ად----------------–------–---------------------–---------–-------------------------------–-------–--ს 2016 წლის 2-----------ს N19 სხდომის ოქმი - ს/ფ 218-220.
3.1.11. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2----–-–------------------------- ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სამუშაოების ნებართვა გ------------–----–------–ი, ა-------------------------ის ტერიტორიის რეაბილიტაცია-ადაპტაციაზე: საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის მოწყობაზე (საფუძველი - საქართველოს ს--------------------------------------------ის მი----------–---ი ა---------------ას 2016 წლის 18 ივლისის N2-- (შემ: N1--- 19.07.2016) წერილი, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოს 2016 წლის 03 აგვისტოს შეთანხმება).
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2----–-–------------------------- ბრძანება - ს/ფ 83
3.1.12. 2----–-–-----------------ს გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა N-----------.
ნებართვის მფლობელია - გ---------------------------აში ეკლესია-მონასტრების აღშენების, სიწმინდეების დაცვისა და რესტავრაციის ფონდი.
სამართლებრივი საფუძველია - საქართველოს ს--------------------------------------------ის მი----------–---ის ა---------------ას 2016 წლის 18 ივლისის N2-- (შემ: N1--- 19.07.2016) წერილი, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოს 2016 წლის 03 აგვისტოს შეთანხმება და საქართველოს კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2----–-–------------------------- ბრძანება.
სანებართვო ობიექტია - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი - გ------------–----–-------, ა-------------- მონასტერი.
შესასრულებელი სამუშაო - გ------------–----–------–ი, ა-------------------------ის ტერიტორიის რეაბილიტაცია-ადაპტაცია: საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის მოწყობა.
სამუშაოთა შუალედური ანგარიშის წარდგენის ვადა - 2016 წლის 30 ნოემბერი; 2017 წლის 30 ივნისი; 2017 წლის 30 ნოემბერი; 2018 წლის 29 ივნისი.
ნებართვის მოქმედების ვადა - 2016 წლის 23 სექტემბრის 2018 წლის 30 ნოემბრამდე, საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვალდებულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 2016 წლის 23 სექტემბრის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა N----------- - ს/ფ 84
3.1.13. გ---------------------------აში ეკლესია-მონასტრების აღშენების, სიწმინდეების დაცვისა და რესტავრაციის ფონდის 2016 წლის 1-----------ის N17 წერილით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ეცნობა, რომ დაუფინანსებლობის გამო, გ------------–----–------–ი, ა-------------------------ის ტერიტორიის რეაბილიტაცია-ადაპტაცია: საეპისკოპოსო სახლის, სენაკების და კარიბჭის მოწყობის სამუშაოები (სანებართვო მოწმობა N0--------) არ დაწყებულა, რის გამოც ვერ იქნა წარდგენილი შუალედური ანგარიში და ფინანსური უზრუნველყოფის გარკვევისა და ძეგლზე ფიზიკური სამუშაოების დაწყების შესაბამისად ეცნობებოდა დამატებით.
გ---------------------------აში ეკლესია-მონასტრების აღშენების, სიწმინდეების დაცვისა და რესტავრაციის ფონდის 2017 წლის 0-----–---ს N20 წერილით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს გაეგზავნა გ------------–----–------–ი, ა-------------------------ის ტერიტორიის რეაბილიტაცია-ადაპტაცია: საეპისკოპოსო სახლის, სენაკების და კარიბჭის მოწყობის სამუშაოთა (სანებართვო მოწმობა N0--------) შუალედური ანგარიში. ასევე ეცნობა დამატებით, რომ დაუფინანსებლობის გამო ვერ მოხერხდა დროულად პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყება. გ------------–----–-------ს მეშვეობით დაფინანსების პრობლემა მოგვარებული იქნა და დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები: დასაწყობდა სამშენებლო მასალა, მომზადდა ტერიტორია და საძირკვლის კონტური, აღნიშნულს ერთვოდა ფოტო მასალა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- გ---------------------------აში ეკლესია-მონასტრების აღშენების, სიწმინდეების დაცვისა და რესტავრაციის ფონდის 2016 წლის 1-----------ის N17 წერილი - ს/ფ 221
- გ---------------------------აში ეკლესია-მონასტრების აღშენების, სიწმინდეების დაცვისა და რესტავრაციის ფონდის 2017 წლის 0-----–---ს N20 წერილი - ს/ფ 222-223
3.1.14. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 22 დეკემბრის N1------ წერილით გ---------------------------აში ეკლესია-მონასტრების აღშენების, სიწმინდეების დაცვისა და რესტავრაციის ფონდის დირექტორს მი----------–--- ა---------------ას ეცნობა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ გ------------–----–------–ი, ა-------------------------ის ტერიტორიის რეაბილიტაცია-ადაპტაციის (საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის მოწყობა) სამუშაოების შუალედური ანგარიშის პროექტთან შესაბამისობის დასადგენად. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ა-------------------------ის ტერიტორიის რეაბილიტაცია-ადაპტაცია ხორციელდებოდა გეგმის მიხედვით და სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტი შესაბამისად სანებართვო პირობების სრული დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 22 დეკემბრის N1------ წერილი - ს/ფ 224
3.1.15. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 0----------------- ბრძანებით სა---------–--------–---------------------------–--–-ის საჩივარი დარჩა განუხილველი. სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულია, რომ საჩივრის ავტორს არ გააჩნდა რეალური და ფაქტობრივი ინტერესი, ასევე გასული იყო სადავო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2----–-–------------------------- ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ 2----–-–-----------------ს გაცემული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობის N----------- გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 0----------------- ბრძანება - ს/ფ 263-235.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სა---------–--------–---------------------------–--–-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, 2002 წლის 22 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2----–-–------------------------- ბრძანება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ 2----–-–-----------------ს გაცემული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა N----------- და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 0----------------- ბრძანება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. 2002 წლის 22 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით. ამავე დადგენილების მე-9 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობისათვის. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებას უზრუნველყოფს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის ,,ი.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ან მოძრავი ობიექტია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უძრავი ან მოძრავი ნივთი), რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი. ამავე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონაა – კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენის არეალში ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველი ზეგავლენისაგან. ამავე მუხლის ,,ლ.ა.’’ ქვეპუნქტის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობაა მატერიალური – ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი ნებისმიერი სახის მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე არქიტექტურული, ხელოვნების, ქალაქთმშენებლობითი, სასოფლო, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, მონუმენტური, ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული უძრავი ან მოძრავი ობიექტები, დოკუმენტური მასალები, ასევე ბაღები, პარკები, ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტები, ისტორიული დასახლებები, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, განვითარებასთან, ფოლკლორთან, რწმენასა და ტრადიციებთან, ადრე ან ამჟამად არსებულ ცივილიზაციასთან. ამავე მუხლის ,,რ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ძეგლის ტერიტორიაა – უძრავ ძეგლზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – უძრავი ძეგლის მიერ უშუალოდ დაკავებული ტერიტორია. ამავე მუხლის ,,ქ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ძეგლის ადაპტაციაა – ძეგლში მისი რეაბილიტაციის, ასევე ფუნქციის დასაშვები ცვლილების ინტერესით განპირობებული იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომლებიც არ იწვევს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიული და სხვა მნიშვნელობის შემცირებას და გამართლებულია მეთოდოლოგიურად.
"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოები, კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო), საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ძეგლის სტატუსი ასევე შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობას, რომელიც ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ერთეულია. ამ შემთხვევაში მის უძრავ და მოძრავ ნაწილებზე ვრცელდება ამ კანონით უძრავი და მოძრავი ძეგლების მიმართ დადგენილი შესაბამისი წესები. ამავე კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას. ამავე კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებია ძეგლის მხოლოდ იმგვარი გამოყენება, რომელიც არ აზიანებს ან ამის საფრთხეს არ უქმნის მას, არ ამცირებს მის კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებას, არ იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს მის აღქმას.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2----–-–--------------------- ბრძანებით საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ,,ისტორიისა დ კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ’’ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავ ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ’’ დანართში (148 ფურცელი) ჩამოთვლილი ობიექტები შეტანილი იქნა უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და მიენიჭა უძრავი ძეგლის სტატუსი. (რ--------------------------------------------–--------------–----------–---------------------------ი). ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 07 ნოემბრის N6-- ბრძანებულებაში "კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ’’ ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 ივლისის N5-- ბრძანებულებით და "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, კულტურის უძრავ ძეგლებს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია - ა----------------------–--------------–--------------------------–----–---------------–---------------------------ი. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 21.07.2015 წელი) დგინდება, რომ გ------------------------–------ში მდებარე უძრავი ქონება მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით მესაკუთრებს წარმოადგენს საქართველოს ს-------------------------------------------ა. ნაკვეთის მახასიათებლებია: ნ----------------------------------------------------------–----–-----------------–--------------------------------–----------------------------–------------------------------–---–---------------------–------------------------------------------------------------; უფლების დამდგენი დოკუმენტი: საქართველოს ს-------------------------------------------ის 2015 წლის 20 ივლისის N1-- მომართვა.
"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრულია ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა. მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია, მასზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მე-3 პუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა გაიცემა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხოლო უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე კვლევით სამუშაოებზე, თუ ეს სამუშაოები გულისხმობს ძეგლზე ფიზიკურ ზემოქმედებას. მე-4 პუნქტის თანახმად, ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა მხოლოდ ერთი, ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვა და ძეგლზე სამუშაოების ჩატარება სხვა ნებართვას არ საჭიროებს. მე-6 პუნქტის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვებს გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით. მე-7 პუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობაში უნდა მიეთითოს ნებართვის მფლობელის ვინაობა, შესაბამისი განცხადების თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი, სამუშაოთა სახეობა და ჩატარების ვადები. სანებართვო მოწმობების ფორმები მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.
ამავე კანონის 48-ე მუხლით განსაზღვრულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენის წესი, რომლის პირველი პირველი პუნქტის თანახმად განცხადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას, თუ რა სახეობისა და მოცულობის სამუშაოებს ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 2006 წლის 25 მაისის გაერთიანებული კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიამ განიხილა ყ----–---–---------------–----–------------------–------------------------------------------ის განვითარების კონცეფცია და დაასკვნა, რომ კომისიის საერთო აზრით განსახილველად წარდგენილ კონცეფციაზე სამოქმედო გეგმად ეტაპობრივად დამუშავებისთვის მუშაობა მისაღები იყო. წარდგენილი პროექტი ხელს შეუწყობდა ხეობის განვითარებას. ასევე დადგენილია, რომ 2009 წელს მომზადებული იქნა ,,ა--------------’’ და მონასტრის ტერიტორიის საინჟინრო - გეოლოგიური კვლევის შედეგები. 2015 წელს კი ა-----------------------–----–---------------------------------ის ტერიტორიის ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევა და რეკომენდაციები.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს ს-------------------------------------------ის მი----------–---მა ა---------------ამ 2016 წლის 18 ივლისს N2-- წერილით მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს და ითხოვა ფიზიკური სამუშაოების ნებართვის გაცემა ,,გ---------------------------აში ეკლესია-მონასტრების აღშენების, სიწმინდეების დაცვის და რესტავრაციის ფონდის’’ სახელზე. წერილში განმარტებული იქნა, რომ გ------------–----–-------ს გამგეობას დაგეგმილი ჰქონდა გ---------------------------აში არსებული, დაზიანებული საეკლესიო ნაგებობების გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ეტაპობრივი ფინანსური უზრუნველყოფა. შეჩერებულ სამ სარეაბილიტაციო საეკლესიო ობიექტზე ჩასატარებელი იყო შემდეგი სამუშაოები: ა-------------------------ის კუთვნილი ტერიტორიის გზისპირა ზღუდე-გალავნის და კარიბჭის მოწყობა. ასევე დადგენილია, რომ 2015 წელს მომზადებული საქართველოს ს--------------------------------------------ის ხუროთმოძღვრების, სახვითი ხელოვნების და რესტავრაციის სამსახურის გ------------–----–-------ს, სოფელი ა-------------- მამათა მონასტრის საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის პროექტის არქიტექტურული ნაწილი 2016 წლის 03 აგვისტოს შეთანხმებულია საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოსთან, რაც დასტურდება შესაბამისი ბეჭდით. პროექტს ერთვის განმარტებითი ბარათი, რომლის თანახმადაც, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავ ნიმუშს - ა------------------------------- განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაში, ა------------ი მდებარეობს ისტორიულ შ------------––----------–--------------------–------–-----ე. მდ. მ--------------------–-------------------------------–-------------–----–--–--------------------------------–-----------–------–-----------–----–------------------–------–--------–-------------------------------------–------------------------------------–------–------------------------------------–--------------–----------------------------–------------–-----------–----------------–--–---–-------------–-----–---–-----------–-----------------–------–---------–--------------------------------–------–---------------------–------–-ა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის, 2----–-–------------ის ბრძანებით, ა------------ში განახლდა სამონასტრო ცხოვრება. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ს------------------------------------------------------ას ინიციატივით წარმოებული აღმშენებლობითი ღონისძიებები, რამაც საეპარქიო ინფრასტრუქტურის განვითარების წინაპირობა შექმნა. ეპარქიის საზღვრებში არსებულ ათობით ეკლესიას ჩაუტარდა სარესტავრაციო, გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოები. მრავალთაგან უმნიშვნელოვანესია 2----–-–-------------------------------------------------------------ა, რომელიც მდებარეობს ა------------იდან ო-----------–---------------------–----–----–----------------------–-------------–--------------------------------–--------------–---ა). 2001-2009 წლების განმავლობაში ეპარქია, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრთან და კულტურის სამინისტროსთან ერთად შეთანხმებულად ახორციელებდა ა-------------- სარეაბილიტაციო სამუშაოებს: 1. გ--–---------------------–-------–----------–-----------–-----–---ა; 2. ტ--------------------–---------------------–--------------------------------------------ა); 3. ს-----------–------------------------–------------------–-----------------------------–--------–----------------–--–------------------------------------------–----ა. სუბსტრუქციის აღდგენის პირველი ეტაპი განხორციელდა ამერიკის საელჩოს დაფინანსებით. შემდგომი სარეაბილიტაციო ღონისძიებები: ტაძრის ირგვლივ სარინელის მოწყობის, დაზიანებული-დაშლილი ქვების ამოცვლის, მიწის მოხსნისა და დასავლეთის ტერასების რეაბილიტაციის ფიზიკური სამუშაოები შესრულდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ს-------------------------------ის წილობრივი დაფინანსებით. ეპარქიის დაკვეთით განხორციელდა ა-------------- ტერიტორიის ტოპო-გეოდეზიური გადაღება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ა-------------------------ის აღდგენის ბრძანების შემდეგ ეპარქიის ხუროთმოძღვრების სახვითი ხელოვნების და რესტავრაციის სამსახურის მიერ დამუშავდა ს-----------------ის განვითარების კონცეფცია. 2005 წლიდან დაწყებული პროექტის არქიტექტურული ნაწილი სხვადასხვა დროს განიხილებოდა საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრში და იმჟამინდელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში. გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ეპარქიის დაკვეთით 2009 წელს ჩატარდა ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა და მომზადდა კვლევის ანგარიში და რეკომენდაციები (ხელმძღვანელი, ინჟინერ-გეოლოგი ი-–--------ე), დასკვნის ეგზემპლარი გადაცემული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს, ასევე 2009 წლის ივლისში განხორციელდა ცენტრალური ტაძრის ჩრდილოეთ ბაქანზე საკვლევი უბნის არქეოლოგიური კვლევა და მომზადდა ანგარიში (ხელმძღვანელი, ისტ. მეცნიერებათა დოქტორი, გ----------------ე). ა-------------------------ის განახლება ერთიანი კომპლექსური პროგრამის ნაწილია, რაც გულისხმობს ტ----------------–-----------------ის ნაგებობათა ეტაპობრივ რეაბილიტაციას და სამონასტრო მოღვაწეობის მთელი სისრულით აღდგენა-განვითარებას. წინამდებარე პროექტი ითვალისწინებს ადრე გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობების მოცულობების არსებულ გარემოსთან თავსებადი მასშტაბის, გეგმარების, არსებულ რელიეფზე ორგანულად მორგების, სამშენებლო მასალების შერჩევის, კედლის წყობის ხასიათის და ფერის, გადახურვების საფარის მოწყობის და სხვა არქიტექტურული ელემენტებისა და მხატვრული საკითხების თაობაზე. ა-------------- სამონასტრო ცხოვრების განახლება-ამოქმედება განაპირობებს მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო და შესაბამისი არქიტექტურული გარემოს შექმნის აუცილებლობას. ეს შესაბამისად გულისხმობს მონასტრის წევრთა საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო, კულტურული და სამეურნეო სათავსოების აშენებას. გამომდინარე ს-----ს განსაკუთრებული არქიტექტურულ-მხატვრული მნიშვნელობიდან, ჩამოყალიბებული სივრცითი გარემო გამორიცხავს კომპლექსში ახალი, შეუსაბამო მსხვილმასშტაბიანი მოცულობების და აქცენტების შეტანას. წარდგენილი პროექტის ამოსავალი პოზიციაა ს--------------სა და მიმდებარე ლანდშაპტური გარემოს ჩვენამდე მოღწეული ორგანული მთლიანობის მაქსიმალური შენარჩუნება. მონასტრის ინფრასტრუქტურისათვის გათვალისწინებული ნაგებობები განთავსდება კომპლექსის ისეთ პერიფერიულ ზონებში, რომლებიც ვიზუალურად ნაკლებად კითხვადია, არ არღვევს ჩამოყალიბებულ სილუეტს, არ შეაქვს დისონანსი კომპლექსის კომპოზიციურ, მოცულობით-სივრცით სტრუქტურაში. ამ მიზნით ჩატარდა კომპლექსის ფოტოფიქსაცია ტაძართან მისასვლელი ყველა ძირითადი გზიდან, თუ საფეხმავლო ბილიკიდან. დადგინდა ხედვის მნიშვნელოვანი არეები და კუთხეები, რაზეც დაეყრდნო საპროექტო მოცულობების პარამეტრების განსაზღვრა (საკონტროლო "წითელი ხაზები"). წარდგენილი პროექტი არის ა-------------- სამონასტრო კომპლექსის პერსპექტიული განვითარების კონცეფციის ერთი შემადგენელი ნაწილი და განიხილავს მხოლოდ საეპისკოპოსო სახლის, სენაკების და კარიბჭის მოწყობას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ად----------------–------–---------------------–---------–-------------------------------–-------–--ს 2016 წლის 2-----------ს N19 სხდომის ოქმის მიხედვით სექციამ განიხილა გ------------–----–-------, ა-------------- მონასტერი, საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის პროექტი. მანვე დაადგინა, რომ პროექტს მიეცა დადებითი შეფასება. გალავნის კედლები ნაკლებ იყოს დატეხილი რელიეფის გათვალისწინებით. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2----–-–------------------------- ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სამუშაოების ნებართვა გ------------–----–------–ი, ა-------------------------ის ტერიტორიის რეაბილიტაცია-ადაპტაციაზე: საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის მოწყობაზე (საფუძველი - საქართველოს ს--------------------------------------------ის მი----------–---ი ა---------------ას 2016 წლის 18 ივლისის N2-- (შემ: N1--- 19.07.2016) წერილი, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოს 2016 წლის 03 აგვისტოს შეთანხმება).
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ ვინაიდან საქართველოს ს-------------------------------------------ის მი----------–---მა ა---------------ამ 2016 წლის 18 ივლისს N2-- წერილით მოითხოვა მხოლოდ ა-------------------------ის კუთვნილი ტერიტორიის გზისპირა ზღუდე-გალავნის და კარიბჭის მოწყობა, სსიპ საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი გაცდენოდა მოთხოვნის ფარგლებს და გაეცა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სამუშაოების ნებართვა გ------------–----–------–ი, ა-------------------------ის ტერიტორიის რეაბილიტაცია-ადაპტაციაზე: საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის მოწყობაზე და განმარტავს, რომ 2015 წელს მომზადებული საქართველოს ს--------------------------------------------ის ხუროთმოძღვრების, სახვითი ხელოვნების და რესტავრაციის სამსახურის გ------------–----–-------ს, სოფელი ა-------------- მამათა მონასტრის საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის პროექტის არქიტექტურული ნაწილი 2016 წლის 03 აგვისტოს შეთანხმებულია საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოსთან, რაც დასტურდება შესაბამისი ბეჭდით, ასევე 2----–-–-----------------ს გაცემული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების N----------- სანებართვო მოწმობის მიხედვით, ნებართვის მფლობელს წარმოადგენს გ---------------------------აში ეკლესია-მონასტრების აღშენების, სიწმინდეების დაცვისა და რესტავრაციის ფონდი, რომლის დირექტორი არის მი----------–---ი ა---------------ა, რომელსაც აღნიშნული სარჩელით გასაჩივრებული აქტები სადავოდ არ გაუხდია (შესაბამისი მტკიცებულებები სარჩელს არ ერთვის) და დაეთანხმა მათ ფარგლებს. ამასთან, მოპასუხის მითითებით, ჯერ კიდევ სსიპ საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში სხდომაზე საპატრიარქოს წარმომადგენელი დაეთანხმა აღნიშნულ ფარგლებში ნებართვის გაცემას.
"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით განსაზღვრულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა და დადგენის წესები, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად , ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება შემდეგი არეალებისაგან: ა) ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი; ბ) ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი, ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ ერთი ტერიტორია რამდენიმე დამცავი ზონის ფარგლებში მოექცევა, დამცავი ზონების რეჟიმებიდან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოქმედებს ამკრძალავი ნორმა. ამავე კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრულია ძეგლისათვის დამცავი ზონების დადგენის მიზნები და ამოცანები, რომლის პირველი პუნქტის თანახმად დამცავი ზონის დადგენის მიზნებია: მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, ძეგლების, კულტურული ღირებულების მქონე ურბანული ქსოვილისა და ცალკეული შენობა-ნაგებობების, ისტორიული განაშენიანების, ქუჩათა ქსელის, გეგმარებითი სტრუქტურის, ისტორიული ლანდშაფტის, არქეოლოგიური ობიექტების არასასურველი ზემოქმედებისაგან დაცვა; მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ბუნებრივი, ისტორიული, ესთეტიკური, ეკოლოგიური გარემოს, მისი ავთენტიკური ელემენტების, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხედებისა და პანორამების, ასევე იმ სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კონტექსტის შენარჩუნება, რომელიც ხელს შეუწყობს ძეგლისა და მისი გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას, ძეგლის, როგორც ისტორიის მოწმის, როლის შენარჩუნებას, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამცავ ზონებში განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს ხელსაყრელი გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების შენარჩუნებას, სანიტარიულ-ჰიგიენური, სეისმური და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ძეგლებზე და ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე არასასურველი ზემოქმედების თავიდან აცილებას. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს ამ სფეროში საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები და ნორმები.
"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის, მისი შემადგენელი არეალებისა და რეჟიმის დადგენის წესები, პირველი პუნქტის შესაბამისად, ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით. მე-2 პუნქტის თანახმად, ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი არის ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია. ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება შემდეგი მანძილით – ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე, მაგრამ არანაკლებ 50 მეტრის რადიუსით. მე-3 პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური დაცვის არეალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას, მათ შორის: ა) იმგვარი მოქმედებები, რომლებიც გამოიწვევს მიწის მნიშვნელოვან ვიბრაციას ან დეფორმაციას; ბ) ქიმიურ, ადვილად აალებად და ფეთქებად ნივთიერებათა შენახვა; გ) ისეთი ობიექტების აღმართვა, რომლებიც არ ემსახურება ძეგლის დაცვას ან მისი გარემოს გაუმჯობესებას; დ) მცენარეთა იმ სახეობების ან იმგვარად დარგვა, რომლებმაც ან რამაც შეიძლება დააზიანოს ძეგლი. ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. ვიზუალური დაცვის არეალი განისაზღვრება: ა) ძეგლებისათვის – 300 მეტრის რადიუსით; ბ) ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის – 500 მეტრის რადიუსით; გ) მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისათვის –1000 მეტრის რადიუსით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო აქტებით გათვალისწინებული სამუშაოები მოიცავს ტერიტორიას, რომელიც ფუნქციურად, ტერიტორიულად, ისტორიულად დაკავშირებული იყო და არის უშუალოდ ა------------თან. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება არა ძეგლის ინდივიდუალურ დაცვის ზონას, არამედ უშუალოდ ძეგლის ტერიტორიას, რომელზეც ვრცელდება ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი დანაწესი, აღნიშნულს მოწმობს სახელოვნებადმცოდნეო კვლევა და მასში მოხმობილი წყაროები. ამასთან, 2015 წელს მომზადებული საქართველოს ს--------------------------------------------ის ხუროთმოძღვრების, სახვითი ხელოვნების და რესტავრაციის სამსახურის გ------------–----–-------ს, სოფელი ა--------------------------------------------------------–--------------------------------------ის არქიტექტურული ნაწილი 2016 წლის 03 აგვისტოს შეთანხმებული იქნა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოსთან, რაც დასტურდება შესაბამისი ბეჭდით და რომლის განმარტებითი ბარათის თანახმადაც, მონასტრის ინფრასტრუქტურისათვის გათვალისწინებული ნაგებობები განთავსდება კომპლექსის ისეთ პერიფერიულ ზონებში, რომლებიც ვიზუალურად ნაკლებად კითხვადია, არ არღვევს ჩამოყალიბებულ სილუეტს, არ შეაქვს დისონანსი კომპლექსის კომპოზიციურ, მოცულობით-სივრცით სტრუქტურაში. ამ მიზნით ჩატარდა კომპლექსის ფოტოფიქსაცია ტაძართან მისასვლელი ყველა ძირითადი გზიდან, თუ საფეხმავლო ბილიკიდან. დადგინდა ხედვის მნიშვნელოვანი არეები და კუთხეები, რაზეც დაეყრდნო საპროექტო მოცულობების პარამეტრების განსაზღვრა (საკონტროლო "წითელი ხაზები"). ამასთან, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დარღვეული იქნა "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საქმეში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციით დადგენილია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ნებართვა გასცა საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც შედგენილი იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და ეფუძნებოდა სხვადასხვა წლებში ჩატარებულ კვლევებს, როგორის არის არქეოლოგიური, გეოლოგიური თუ ხუროთმოძღვრული. ამასთან, ძეგლის გამორჩეულობიდან გამომდინარე საქმის მასალებით დგინდება, რომ 2006 წლიდან ნებართვის გაცემამდე, წლების განმავლობაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით პროექტმა განიცადა რედაქტირება და მხოლოდ საბოლოოდ შეჯერებული და სპეციალისტების მიერ მოწონებულ პროექტზე გაიცა ნებართვა.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სარჩელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2----–-–------------------------- ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ 2----–-–-----------------ს გაცემული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობის N----------- ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 0----------------- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ,,სა---------–--------–---------------------------–--–-ის’’ ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა, კერძოდ:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმებს განსაზღვრავს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ინტერესის ცნების დეფინიციას გარკვეულწილად იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ან უნდა გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან რეალაქტი. პირის დაინტერესებულ მხარედ მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენება მის სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე, ანუ სარჩელის შემტანს მასში დასმული საკითხებისადმი უშუალო უფლებადამცავი ინტერესი უნდა ჰქონდეს.
"საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ’’ კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით, წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის, კულტურული მემკვიდრეობა არის წარსულის დანატოვარი რესურსების ერთობლიობა, რომლებიც ადამიანებს, მათი კუთვნილების მიუხედავად, მიაჩნიათ თავიანთი მუდმივად ცვალებადი ფასეულობების, რწმენის, ცოდნისა და ტრადიციების ასახვად და გამოხატულებად. იგი მოიცავს გარემოს ყველა ასპექტს, რომელიც ადამიანებსა და ადგილებს შორის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიშვა ისტორიული განვითარების პროცესში; მემკვიდრეობის საზოგადოება შედგება ადამიანებისაგან, რომელთათვისაც ფასეულია კულტურული მემკვიდრეობის სპეციფიკური ასპექტები, რომელიც მათ სურთ სამოქალაქო აქტივობის ფარგლებში შეინარჩუნონ და გადასცენ მომავალ თაობებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისადაც უნდა გამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია რომ მოსარჩელისათვის სადავო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2----–-–------------------------- ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ 2----–-–-----------------ს გაცემული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობის N----------- შესახებ ცნობილი გახდა 2018 წლის 10 იანვარს და მან სარჩელი ფოსტით გამოაგზავნა სასამართლოში 2018 წლის 09 თებერვალს. ასევე სა---------–--------–---------------------------–--–-ა წარმოადგენს ისეთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომლის კანონიერ ინტერესებზე ახდენს გავლენას ზემოთ აღნიშნული სადავო აქტი. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ კანონით დადგენილ ვადაში იქნა გასაჩივრებული სადავო აქტები, ხოლო მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კი მოსარჩელეს კანონის მოთხოვნათა დარღვევით დატოვა საჩივარი განუხილველად.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სადავო 2018 წლის 0----------------- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, თუმცა სასამართლო არ ცნობს აღნიშნულ აქტს ბათილად, ვინაიდან სადავო აქტის ბათილად ცნობით მოცემულ საქმეზე არ შეიცვლება სამართლებრივი შედეგი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის იმ შემთხვევაში უშვებს პროცედურული დარღვევის საფუძვლით აქტის ბათილობის შესაძლებლობას, თუ სახეზეა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი, ვინაიდან სასამართლოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2----–-–------------------------- ბრძანება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ 2----–-–-----------------ს გაცემული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა N----------- კანონშესაბამისად მიაჩნია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სა---------–--------–---------------------------–--–-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი