მუხლი 54. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვების გაუქმება, პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის
თავი IX — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი და სანებართვო პირობები
1. ძეგლზე სამუშაოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სათანადო სავალდებულო პროფესიული კვალიფიკაციის არმქონე პირის მიერ ჩატარება არის ბრალეული პირის დაჯარიმების, ასევე ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ნებართვის გაუქმების საფუძველი.
3. პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.05.2007).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №ბს-1175(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
…მიხედვით, გასაჩივრებული დადგენილება კანონიერია, შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14, 45-ე მუხლებს, ასევე,,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე, 47-ე, 52-ე და 54-ე მუხლებს. ბრძანებით განიმარტა, რომ როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ნებისმიერ, მცირე მნიშვნელობის გადაცდომასაც კი, კანონმდებლობა არ მიიჩნევს…
…მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია სანებართვო პირობების შესრულებაზე,…
…მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა.,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 47.6 მუხლით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და…
…მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობაში უნდა მიეთითოს…
…მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა. სასამართლომ მოიხმო,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა…