არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) არქეოლოგიისა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობა;

ბ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევების მომზადება;

გ) უძრავი კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, არქეოლოგიური ობიექტების გამოვლენა, იდენტიფიცირება და აღრიცხვა/პასპორტიზაცია;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, არქეოლოგიური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ობიექტების) მოვლა-პატრონობა, ასევე, მათი შესწავლა და პოპულარიზაცია;

ე) კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, არქეოლოგიური, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის, ასევე, დაცვის ზონების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და ისტორიულ-კულტურული არეალების ინვენტარიზაცია;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

თ) არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;

ი) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ