იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სააგენტოს მიერ საერთაშორისო დონორებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, იუნესკოსა და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების, პროგრამებისა და ინიციატივების აღსრულების ხელშეწყობა;
გ) კონვენციებით დადგენილი დოკუმენტაციის მომზადებისა და წარდგენის მიზნით, იუნესკოს შესაბამის ორგანოსთან კოორდინაციის უზრუნველყოფა;
დ) სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან ერთად, იუნესკოსა და ევროპის საბჭოს პრინციპებისა და მიდგომების დანერგვისა და ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაციის უზრუნველყოფა;
ე) კონვენციების აღსასრულებლად აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და ახალი ნომინაციების მომზადება;
ვ) სააგენტოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს საქმიანობის კოორდინაცია, სამდივნოს ფუნქციის შესრულება და გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშების მომზადება;
თ) ევროპის საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის კონვენციებისა და დადგენილებების აღსასრულებლად დოკუმენტაციის მომზადება;
ი) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ